მარტო

სახლში მარტო ბევრჯერ ვყოფილვარ, მაგრამ სხვის სახლში მარტო, თანაც რამდენიმე საათით არასდროს.

რა უნდა გააკეთო ამ დროს? უყურო ტელევიზორს, იმეცადინო, წაიკითხო წიგნი რომელიც ვერა და ვერ დაასრულე, ჩართო კარაოკე და იმღერო და იბედნიერო რომ მაინც არავინ გისმენს და გეუბნება, რომ სპილომ დაგაბიჯა ყურებზე, დალიო ყავა ან ჩაი ან მიუჯდე კომპიუტერს და დაწერო ფეისბუქზე რომ მარტო ხარ სახლში, სხვის სახლში.

ამას აუცილებლად მოჰყვება კომენტარები, წიპა ამოვალ და სრისამი გვქონდეს, ან ვინმე აიყვანე ან იმის გარკვევა რას აკეთებ სხვის სახლში მარტო და თან სხვის ლეპტოპთან.  რთულია აუხსნა, ან არ უხსნი, მეტი ინტრიგისთვის.

მიუხედავად იმისა რომ გერიდება სხვის სახლში ვინმეს აყვანა ჩატში მწვანედ მოციმციმე მეგობარს მაინც სწერ, რომ ბარემ აქვე ცხოვრობს და ამოვიდეს. დასტურის შემთხვევაში გვერდზე მოიდებ ტელეფონს რომ გზა მოასწავლო და ელოდები ზარს…

იმედია მალე მოვა :>

18 thoughts on “მარტო

      1. siyvarulovna Post author

        დამაინტრიგებელი მერე იქნებოდა როცა მოვიდოდა მეგობარი და მერე დავწერდი :დ
        ან თუ დავააფდეითებდი :დ ამჯერად ფანტაზიას მოუხმეთ და ივარაუდეთ რა სეიძლება მომხდარიყო :დდ

    1. siyvarulovna Post author

      საშუალო სიმაღლის, შავგვრემანი კარგი ბიჭი :დ სხვანაირად როგორ აგიხსნა ვინაა :დ

      Reply
      1. rockermeloman

        მეტი არც არაფერი მიკითხია :დ საკმარისი ინფორმაციაა :დ ეხლა რა შეიძლება ეკეთებინათ ერთად დაბალ შავ ბიჭსა და ნათიას ნეტა….:ფიქირითთავგახეთქილი:

      2. siyvarulovna Post author

        დაბალი და სავი არაა :დ საშუალო სიმაღლის შავგვრემანი-მეთქი :დ ვსაუბრობდით :დდდ ისეთი არაფერი :დ

  1. rockermeloman

    ისეთი არც არაფერი მიფიქრია :დ კარგი რა ნათი შეხედე ეხლა, მე უბრალოდ გეკითხები შენ ბრალიანად მპასუხობ :დ
    შავი და დაბალი არაა? :დ იყავი პირდაპირი :დ

    Reply
  2. Mari

    შენს სახლში არ ხარ ალბათ ხშირად მარტო და იმიტომ გეუცხოება სხვის სახლში მარტო ყოფნაც😀 მე ნებისმიერ სახლში შემიძია მშვენივრად ვიმარტოვო, მთავარია კომპიუტერი, ტელევიზორი ან რამე მუსიკალური საკრავი მოიძებნებოდეს😀

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s