ბლოგი vs პოლიტიკა

რაზე უნდა წეროს ბლოგერმა?

– რაზეც გაუსწორდება.

რატომ არ წერს პოლიტიკაზე?

– ალბათ იმიტომ, რომ არ აინტერესებს.

ცუდია თუ კარგი რომ არ აინტერესებს?

– გააჩნია რომელი კუთხით შევხედავთ. ბლოგერების რამდენიმე კატეგორიაა, 13-17 წლის ბლოერები რომლებმაც ეხლა დაიწყეს წერა, 18-25 წლის და 26+ კანტიკუნტად, მაგრამ მაინც მოიძებნებიან. რთულია მოსთხოვო 13-17 წლის სკოლის მოსწავლე ბავშვს იყოს პლიტიკურად აქტიური, განიხილოს და გამოთქვას საკუთარი აზრი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, რატომღაც სრულიად გამართლებულად აღვიქვამ იმ ფაქტს, რომ მომიტევეთ და ფეხებზე ჰკიდია პოლიტიკა და მისთის პრიორიტეტული ამ ეტაპზე სკოლა და გართობაა. 18-25 წლის ბლოგერებს შორის ასე თუ ისე მოიძებნება რამდენიმე ადამიანი რომელიც დაინტერესებულია პოლიტიკით. თუმცა, ეს ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ მან აუცილებლად თავი უნდა მოიკლას და წეროს პოლიტიკაზე, რადგანაც დღეს-დღეობით საქართველოში არც თუ ისე სახარბიელო სიტუაცია გვაქვს ამ მხრივ. მუდმივად პოლიტიკაზე წერა მოსაბეზრებელი + უინტერესო და საბოლოოდ გამოუვა ის, რასაც სკოლაში ცუდი ნიშნის მიღების დროს ვამბობდი ხოლმე: “წეროს და იკითხოს თვითონ”. ამიტომაც, როდესაც ქვეყანაში ხდება რაიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა, დაინტერესებული პირი აუცილებლად შეწყვეტს წერას იმაზე რომ დილით ყავა დალია და საღამოს სექსი ჰქონდა და დაწერს პოლიტიკაზეც. რაც შეეხება 26+ ბლოგერებს, მათ წერა შეწყვიტეს, მაგრამ როგორც ზევით არვნიშნე კანტიკუნად მაინც მოიძებნებიან რომლებიც წერენ და რომლებზეც ანალოგიური რამის თქმა შემიძლია რაც ვთქვი 18-25 წლის ასაკის ბლოგერებზე.

მუდამ პოლიტიზირებულ ბლოგს არ წავიკითხავ : ) იმიტომ რომ მომბეზრდება, იმიტომ რომ პოლიტიკა ისედაც ყველგანაა და რახან ცუდ დღეში ვართ ამის გამო საკუთარ ინტერესებს უკან არ დავაყენებ.

პ.ს და მაშინ, როდესაც კითხულობთ რამდენიმე პოლიტურ განცხადებებს ბლოგზე და ამბობთ დაფინანსებული და შეკვეთილია ზემოდანო, ამის მერე კიდევ გიკვირთ რომ სურვილი არ აქვთ იყვნენ პოლიტიკურად აქტიური ბლოგერები? მომიტევეთ და თავშიაც ქვა გიხლიათ!

25 thoughts on “ბლოგი vs პოლიტიკა

  1. rockermeloman

    გეთანხმები ნათ, ისეთი სიტუაცია რომ იყოს ჩვენთან, როგორიც მაგალითდ ახლა რუსეთშია, არა მგონია ვინმეს არ დაეწერა პოლიტიკური პოსტები, მაგრამ არაფერი არ ხდება ამ ღვთისგან მივიწყებულ ქვეყანაში (ეს ერთი შეხედვით რასაკვირველია), ან ოპოზიციაში უნდა იყო და ყველა დაგცინოდეს, ან ნაციონალებში და ყველა გაგინებდეს, იდიოტოკრატიაა ნამდვილი

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ხდება. თუნდაც ბიძინა :დ
      მაგრამ, რამდენჯერ უნდა დაიწეროს?:/ ჯერ წინ მაინც ვერ მივიწევთ და რა აზრი აქვს რამის დაწერას?

      Reply
      1. rockermeloman

        ბიძინაზე ყველაზე მაგარი რაც დაიწერა ყვავას პოსტი იყო :დ ბიძინა ივანიშვილი ;დდდ

  2. Mari

    ტელევიზორშიც მძულს მუდამ პოლიტიკას რომ განიხილავენ, ახლა ბლოგებზეც მოუნდათ… სულ 2-3 ბლოგერი მოიძებნება, ვისი აზრიც მაინტერესებს პოლიტიკაზე და მადლობა ღმერთს, ისედაც ცოტა წერს მაგ თემაზე.

    Reply
  3. kevana

    “მომიტევეთ” ეს სიტყვა ამ შემთხვევაში ამოაგდე. დატოვე პირდაპირ ასე: თავშიც ქვა გიხლიათ!

    პ.ს. :*

    Reply
  4. სივრცე

    არ წერ რატომ არავინ წერსო,
    წერ და რატომ ხარ ახალგაზრდა პოლიტიზირებულიო😐

    ვინც რაღაცების წერისკენ მოგვიწოდებს მართლაც რომ თავში ქვა უხლიათ,
    ადგნენ და თვითონ წერონ ^_^

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      თვითონ წერენ, ოღონდ უკვე მზა-მზა მასალას მიწოდებულს :დ
      და მოითხოვენ ჩვენგან, ბლოგერებისგან ობიექტურობას.
      მაგრამ, დაწერ პოლიტიზირებულ პოსტს და მაშინვე დაგადანაშაულებენ იმაში, რომ მოგისყიდეს, ვირაცამ ფული გადაგიხადა. როგორც დრეს გვითხრა რეზონანსის ჟურნალისტმა😐

      Reply
  5. spamwriters

    პოლიტიკის აღქაა დამახინჯებული. ჩვენ პოლიტიკა მხოლოდ პარტიები გვგონია🙂 წითელი ბლოგი და ლობჟანიძე აქცენტით წაიკითხეთ🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      გივი, დამახინჯებულია თუ რა არის პოლიტიკა პოლიტიკაა : )
      მაგრამ, არავის აქვს უფლება რომელიმე ბლოგერს, ან მთლიანად ბლოგერებს მოუწოდოს რომ გინდა თუა რა პოლიტიკაზე წერეთო :დ

      Reply
  6. litterator

    რა არის პოლიტიკა? რას ნიშნავს პოლიტიკაზე წერა? როგორ წარმოგიდგენიათ ეს?

    აღქმა არის ძალიან ძალიან არასწორი, საკითხიც ასევე არასწორად არის დასმული

    არ ვიცი მგონი ავტობუსში რომ დაგაჯარიმეს და 50 თეთრი საკომისიოს მოჭრის გამო 70 ლარამდე ავიდა თუ რაღაც მსგავსი? რა ტიპის პოსტია ეგ? ეს არის სოციალურ თემაზე წამოჭრილი პოსტი, როცა როგორც მოქალაქე და ავტობუსით მოსარგებლე ტიპი რაღაცამ შეგაწუხა და უსამართლობაც ჩათვალე ეს ფაქტი. აი ამ და ამის მსგავს თემებზეა საუბარი თორემ ვინ სად რომელ პარტიაში შევიდა, გამოვიდა, გააგდეს, მოხსნეს და ასე შემდეგ ნიუსებს და ამ მოვლენების ანალიზს ბლოგზე არავინ ითხოვს. სამოქალაქო აქტივიზმი არის ჩამკვდარი და ეს ბლოგებშიც გამოიხატება შესაბამისად.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      თამუნა, ჩვენც მანდ ვართ, რომ როდესაც ესა თუ ის პოლიტიკური თუ სოციალური საკითხი გვაწუხებს, ამ შემთხვევაში მე როცა მაწუხებს ვწერ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ და მხოლოდ ამაზე უნდა ვწერო😐 თანაც პოსტები, რომლებიც სამოქალაქო აქტივიზმს ეხება ასე თუ ისე იწერება ხოლმე.

      Reply
      1. litterator

        საქმე იმაშია რომ ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ ყოველდღე და ყველამ რომ ვწეროთ მაინც არ ეყოფა😀 მხოლოდ და მხოლოდ ამაზე წერა არა მგონია შესაძლებელი იყოს ხან რა შეგაწუხებს ადამიანს და ხან რა. იგივე დენი და ნაგავი, იგივე ტრანსპორტის გაძვირება, პროდუქტზე ფასების მომატება, აფთიაქებში ვიდეოკამერების დამონტაჟება, საავადმყოფოებში ძვირი ფასები, შოუ ბიზნესი, მოდის ბიზნესი, კინო, თეატრი და ა.შ. რა გამოლევს.
        პოლიტიკა როგორც ასეთი და პოლიტიკური ბლოგერი საკმაოდ ვრცელი თემაა და ბევრ რამეს გულისხმობს საკუთარ თავში.

      2. siyvarulovna Post author

        რა თემებიც ჩამოთვალე ყველაზე მაქვს პოსტები წაკითხული :დ მართლა :დ
        ხოდა რამდენჯერ უნდა დაიწეროს ამ ტრანსპორტის გაძვირებაზ? მგონი ბლოგერი არ მეგულება ვისაც მაგ საკიტხზე არ დაუწერია😐
        კამერებზე რამდენიმე დღის წინ ვკითხულობდი პოსტს. თეატრი და კინო არსებობს თეატრი.გე-და იქ იწერება :დ

        კაროჩე, ყველაფერზე იწერება ასე თუ ისე.
        უბრალოდ არა სისტემატიურად და მამენტ მესმის კიდეც. რამდენჯერ უნდა დაიწეროს აბა რომ დენი ნაგავს რომ მიება ცუდია და საშინელებაა?? ერთი და იგივეს წერა და კითხვა კიდევ მოსაბეზრებელია😐

  7. მარიტა ♔

    ჩემი აზრით პრობლემა იმაშია, რომ პოლიტიკას არასწორი კუთხით ვხედავთ. არ შეიძლება უინტერესო დავარქვათ პოლიტიკას მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოში არასახარბიელო მდგომარეობაა და მომღერალი პოლიტიკოსები გვყავს. პოლიტიკა გაცილებით მეტია, ვიდრე გაუთავებელი აქციები. სად ვცხოვრობთ და როგორი მომავალი გვექნება, ყველაფერი მაინც პოლიტიკამდე მიდის, ყველაფერი გვეხება და შესაბამისად რაც გვეხება – გვაინტერესებს კიდეც.

    ძალიან ცუდია, რომ 1000იდან ერთი “წერს” პოლიტიკაზე. ისიც ცუდია, რომ პოლიტიზირებულ პოსტს 1 მკითხველი ყავს, როცა ყოფილ შეყვარებულზე პოსტს ხუთჯერ მეტი. ვისაც რაზე უნდა იმაზე წეროს, მაგრამ როცა პირადი და ლიტერატურა აქტიური სფეროებია, პოლიტიკამ რა დააშავა?! (თუმცა მესმის, რომ რასაც ითხოვენ იმაზე წერენ…)

    მოკლედ, მინდა ვთქვა, რომ თუკი მოიძებნება ადამიანი, რომელიც ერკვევა ამ სფეროში და შეუძლია მკითხველს ობიექტურად და საინტერესოდ მიაწოდოს ინფორმაცია, წერეთ პოლიტიკაზე, მოგესალმებით:) რაც შეეხება ასაკს, მე 16 წლის ვარ და მგონი ამ ასაკის კატეგორიასთან არც ისე ახლოს.

    Reply
    1. litterator

      16 წლისამ თუ ასეთი კარგი და ჩამოყალიბებული კომენტარი დაწერე, მე იმედი მაქვს შენი🙂

      Reply
    2. siyvarulovna Post author

      მიხარია რომ 16 წლის ასე აზროვნებ, გულწრფელად ვამბობ : )

      რაც შეეხება იმას რომ პოლიტიკას არასწორი კუთხით ვხედავთ, კი გეთანხმები და იმაშიც გეთანხმები რომ რაღაც მომენტში ჩვენ ყველანი ვწერთ იმაზე რაც “საღდება”. მაგრამ, ჩემთვის მაგალიტად პრიორიტეტული და ყველაზე გასასაღებელი პოლიტიკა რომ იყოს მაინც ვერ დავწერ, იმიტომ რომ არ ვიქნები კომპეტენტური ამ საკითხში. თუმცა, პოლიტიკას და სოციალურ ურთიერთობებს მაინც განვახვავებ და ასე თუ ისე ამ უკანასკნელს ვეხები და ვწერ ხოლმე.

      რაც შეეხება ადამიანს რომელიც დაწერს მსგავს თემებზე, ალბათ, ალბათ კი არა მოიძებნება, მაგრამ მუდმივად პოლიტიკაზე, სამოქალაქო აქტივიზმმზე წერა იმისთვისაც რთული, რუტინული და მოსაბეზრებელი იქნება, რაც შეუქმნის იმის წინა პირობას რომ ათახში ერთხელ “განიტვირთოს” და დაწეროს იმაზე რაც იმ წამს აწუხებს, თუნდაც იმაზე თუ როგორ დაშორდა შეყვარებულს.

      მოკლედ, ამდენის წერით იმის თქმას ვცდილობ რომ არ გვყავვს კომეპეტენტური ბლოგერი რომელიც დაწერს მსგავს თემებზე. და ვინც არის ჩართული პოლიტიკურ აქტივობებში ალბათ დაწერს კიდეც ადრე თუ გვიან. იმედი მაქვს ყოველსემთხვევაში : )))

      Reply
      1. litterator

        ლიშთოთა, ლობჟანიძე, წითელი ბლოგი და კიდევ იქნება რამდენიმე, კიდევ ერთი ინგლისურენოვანიც არის ქართველი წერს.

    3. Nikusha Marx

      ისე პოლიტიზირებულ პოსტს სულაც არ ჰყავს ცოტა მკითხველი🙂 უბრალოდ წერა ბევრად უფრო რთულია ვიდრე სხვა თემების

      Reply
      1. siyvarulovna Post author

        ე.ი ასე თუ ისე აქტუალურია🙂 ენივეი, არც ისეთ ჭაობში ვართ როგორც ერთი შეხედვით ჩანს : )

        აგერ, თამუნამ ხომ ჩამოთვალა ბლოგები რომლებიც წერენ პოლიტიკაზე და მიმდინარე პრობლემატურ ბლოგებზე, კიდევ იქნება და ბუნებრივია რომ ყველა ვერ/არ დაწერს “პოლიტიკაზე”

  8. მარი !

    პოლიტიკაში ჩართული არ ვარ… დიდად არც მაინტერესებს ^^
    რაც შეეხება პოლიტიკაზე წერას ბლოგზე_ მე არ წავიკითხავ ასეთ პოსტებს … პოლიტიკა მართლა ყველგანაა შენი ნათქვამის არ იყოს და ამიტომ არ ვთვლი რომ ბლოგებიც უნდა გაპოლიტიკურდნენ ^^

    Reply
  9. salolas

    ბლოგერმა საერთოდ არ უნდა წეროს პოლიტიკაზე, ვოტ :დ
    ბლოგერი რა პოლიტოლოგია, ექსპერტი თუ ანალიტიკოსი?
    თუ პოლიტოლოგს, ექსპერტს და ანალიტიკოსს ექნებათ ბლოგი, კი ბატონო, წერონ და იკითხონ🙂

    მაგრამ აი ჩემნაირმა, შენნაირმა და კიდე ბევრისნაირმა ბლოგერებმა პოლიტიკაზე არ უნდა წერონს🙂 🙂

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s