სპილო ოთახში, last step

წარმოიდგინეთ რომ თქვენს ოთახში სპილო დაბაჯბაჯებს და მას ვერ ან არ ხედავთ. ამ შემთხვევაში თქვენ კარგ ვარიანტში ბრმები, ან უბრალოდ დაუკვირვებლები გამოდიხართ.

ეხლა წარმოიდგინეთ დიდი, სპილოს ხელა პრობლემა რომელიც საზოგადოებაში არსებობს და მას ასევე ვერ ან არ ხედავთ, ეს იმაზე უარესია ვიდრე სპილო ვერ შეამჩნიო, რომელიც კუთხეშია მიყუჟული. მსგავს დიდ პრობლემად შეიძლება ჩავთვალოთ შიდსი, გენდერული უთანასწორობა, ძალადობა, სიძულვილის ენა და ა.შ

კონკურსი “სპილო ოთახში” მიზნად ისახავს იმ დიდი პრობლემების აღმოჩენას და შემდეგ შეძლებისდაგვარად მოგვარებას, რომლებიც საზოგადოებაში არსებობს და რომლებსაც ვერ/არ ვხედავთ. კონკურსის ფარგლებში ათმა გუნდმა მოამზადა ფოტორეპორტაჟი, სტატია, სლოგანი და ფლეშმობი სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით. მომზადებული მასალები შეაფასა სპეციალურმა ჟიურიმ და დღეს გალერია კოპალაში გამარჯვებულიც გამოვლინდა.

10 დღის განმავლობაში დავესწარი რამდენიმე აქცია-ფლეშმობს და შემიძლია ვთქვა, რომ ასე თუ ისე კარგები იყო. უკეთესსზე უკეთესი არ დაილევაო და ესეა ამათი საქმეც. ალბათ უფრო მეტი მონდომება, უფრო მეტი ხალისი და დრო რომ დაეთმოთ ფლეშ-მობებისთვის გაცილებით კარგი გამოვიდოდა. შეიძლება სუბიექტური ვარ, მაგრამ რაც ვნახე და დავესწარი იმათგგან ყველაზე მეტად ბექა გაბადაძის გუნდის აქცია-ფლეშ მობი მომეწონა (ფოტოები). იყო სხვადასხვა აქტივობები და ძირითადად ემსახურებოდა სტერეოტიპეპის მსხვრევას.

ფოტო “რეპორტაჟიდან” გამოვარჩევდი “ომი ქალების წინააღდეგს”. ფოტოებზე ძალიან კარგად არის გადმოტანილი თემის მთავარი სათქმელი (ფოტოები). და ასევე ძალიან კარგი იყო “გზები, რომლებსაც ვერ ვირჩევთ” (ფოტოები).

სამწუხაროდ დროის უქონლობის გამო ვერ მოვახერხე ყველა ესსეს წაკითხვა, ამიტომაც მირჩევნია ამ უკანასკნელზე არაფერი ვთქვა.

რაც შეეხება სლოგანს, ამ შემთხვევაში ჩემი და ჟიურის ვარიანტები საუკეთესოს შესახებ დაემთხვა ^^ გაიმარჯვა ბექა გაბადაძის გუნდის სლოგანმა: “გაიღე წვეთი სისხლი და გაიგე შენი სტატუსი” – რომელიც იყო მოწოდება რისკ ჯგუფებისაკენ, რომ გაეკეთებინათ ანალიზი და გაეგოთ პასუხი იყვნენ თუ არა აივ დადებითები, ან უარყოფითები.

პროექტის გამარჯვებული გახდა მარიამ კორინთელის გუნდი. თემა – “გზები რომლებსაც ვერ ვირჩევთ”. შეგიძლიათ ნახოთ მისი სტატია, ფოტორეპორტაჟი და სლოგანი. გამარჯვებული ჯგუფის წევრებს გადაეცათ ნეთბუქები : )

პროექტში გათვალისწინებული იყო მეორე ადგილიც, რომელიც გამოვლინდა ლაიქებით და ეს გახლდათ თიკო გაბუნიას გუნდი, ჯგუფის წევრებს გადაეცათ აიპოდები : )

დაჯილდოების დასასრულს შეძლებისდაგვარად გავესაუბრე სხვადასხვა ჯგუფის წევრებს, ვინტერესდებოდი იყვნენ თუ არა კმაყოფილები და საბოლოოდ აღმოჩნდა რომ ყველანი კმაყოფილები არიან, რადგანაც გამარჯვებული გუნდი ნამდვილად იმსახურებდა მოგებას, მერე რა რომ შარშანაც მან გაიმარჯვა.

Advertisements

5 thoughts on “სპილო ოთახში, last step

  1. კატო

    პირადად არც ერთ ფლეშმობს დავესწარი, მაგრამ ვნახე თითქმის ყველას ამსახველი ფოტოები, წავიკითხე ესეები, სლოგანებიც, თემის გამომხატველი სურათებიც დავათვალიერე (აქ “გზები რომელსაც ვერ ვირჩევთ”, საუკეთესო იყო, ჩემი აზრით), მოკლედ, თქვენს გვერდით ვიყავი დაუსწრებლად და მინდა გითხრათ, რომ ყოჩაღ ყველას, კარგები იყავით… ამ ყველაფრის არ დანახვა, მართლა სპილოს არ შემჩნევა იქნებოდა 🙂 ❤

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      იმედია მართლა ყველა ისეთი კმაყოფილია როგორებიც დაჯილდოებაზე მეჩვენებოდნენ :დ
      ძალიან მინდა მომავალ წელსაც რომ ჩატარდეს :შ მონაწილეობას აუცილებლად მივიღებ :/

      Reply
  2. salolas

    ძალიან კარგი იყო მართლა ბექას, ანას, ადოს და სალომესიი :))))

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s