თამთა ცხვიტავა

რამდენიმე დღის წინ ერთი მომღერლის ისტორია მოგიყევით, რომელიც ბრავო რექოდსმა სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა. დღეს პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც კიდევ ერთხელ მოყვნენ თუ როგორ შემთხვევით იპოვნეს თამთა. ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოში, როდესაც ყველასათვის აბსოლუტურად უცნობი მომღერლის პრომოუშენი შედგება დასავლეთის ქვეყნების მუსიკალურ ინდუსტრიაში დამკვიდრებული სტანდარტების და წესების შესაბამისად, რაც საქართველოში მუსიკალური ბიზნესის განვითარებას ერთმნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. აღნიშნული პროექტი “ბრავო რექორდსისა” და “კავკასუს ონლაინის” პარტნიობის ფარგლებში თანამშრომლობის პირველ პროექტს წარმოადგენს.

თამთა ცხვიტავა ფართო აუდიტორიისთის, ამ ეტაპზე, ნაკლებად ცნობილი მომღერალია, მაგრამ გარწმუნებთ რომ უნიკალური შემსრულებელია და მალე მას, ყველა გაიცნობს. თამთას ხმის ტემბრი და მუსიკალური იდენტურობა სრულიად მკაფიო და ყველასგან განსხვავებულია. დღეს პრესკონფერენციაზე თამთამ რამდენიმე სიმღერა შეასრულა და მეც კი, რომელიც დიდი მელომანი არ გახლავართ, ვიგრძენი თამთას სიმღერით გადმოცემული ენერგია და სითბო! ვიგრძენი რომ ძალიან დიდი ნიჭის პატრონია, გამოვარჩევდი სასიამოვნო ხმითა და შესრულების მანერით. ყველაფერი აქვს თამთას იმისთვის რომ მალე ფართო აუდიტორიისთვის ძალიან საყვარელი და ერთ-ერთი სასურველი მომღერალი გახდეს. ალბათ მოგეხსენებათ თუ რა სიტუაციაა დღეს-დღეობით საქართველოს მუსიკალურ სივრცეში, იმედია თამთას გამოჩენა ხელს შეუწყობს მის განვითარებას.

თამთას პირველი ალბომი 2012 წლის იანვარში გამოვა, რომელსაც “დასაწყისი” ერქმევა.

პ.ს. ერთი სული მაქვს როდის მოვისმენ მის სოლო კონცერტს 🙂

11 thoughts on “თამთა ცხვიტავა

  1. ketusi.com

    მართლა გამორჩეული ხმა აქვს, რარაცნაირი სუფთა.
    კარგია, რომ შენი ბლოგი ამ ადამინს ხალხს აცნობს ^_^

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მე კონცერტს ველოდები ^^ დარწმუნებული ვარ ძალიან კარგი იქნება ❤ + სხვადასხვა მომღერლები იქნებიან მოწვეულები ❤

      Reply
  2. Mari

    უკვე ძალიან მაინტერესებს, რა გამოვა ამ პროექტისაგან. ძალიან კარგი მომღერალია, ულამაზესი ხმა აქვს, მაგრამ ეს რეპერტუარი… მე პირადად, მხოლოდ ხმის ხათრით ვერ მოვუსმენ ვერაფერს. :\

    Reply
  3. Snake

    კაი ტიპია… მაგრამ თავისი სიმღერა თუ აქვს რამე? მე მხოლოდ ქავერები მაქვს მოსმენილი…

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      საუნდქლაუდიდან რაც მაქვს დალინკული თავისებია.
      ალბომი გამოვა ეხლა სადაც იქნება სპეციალურად თამთასთვის დაწერილი სიმღერები ❤

      Reply
  4. გლეხის ბიჭი

    ისეთი ხმა აქვს ამ მომღერალს, ტექსტზე ვერ ვკონცენტრირდი :))) მართლა მაგრად მომეწონა. ქართული გამონაკლისების სიას მივაკუთვნე 🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      დისკს გათხოვებ მერე და მოუსმინე დანარჩენ სიმღერებსაც :> დღეს კონცერტზე მართლა ბედნიერი ვიყავი რომ მომეცა შანსი დავსწრებოდი ^^

      Reply
  5. ნუცა

    თამთა მიხარია შენი წარმატება
    ყოველთვის დიდი სიხარულით მოვდიოდი “პეროვზე” და ვუსმენდი შენს ტკბილ ხმას.
    გისურვებ დიდი წარმატებას!!!!
    ნანა & მაგდა

    Reply
  6. GIORGI

    ახალი ქართული ესტრადის დიდი მოტრფიალე არ ვარ, მაგრამ თამთას მართლაც ძალიან ძლაიერი და ლამაზი ხმა აქვს, ვიმეოდვნებ რომ იგი მომავალში ღრსეულად დაიჭერს ადგილს ისეთ დიდი მომღელების გვერდით როგორებიცაა ჯილდა დათაშვილი, ინოლა გურგულია, ნანი ბრეგვაძე, გიული ჩოხელი, ნანული აბესაძე და ა. შ.

    Reply
  7. GIORGI

    ახალი ქართული ესტრადის დიდი მოტრფიალე არ ვარ, მაგრამ თამთას მართლაც ძალიან ძლაიერი და ლამაზი ხმა აქვს, ვიმეოდვნებ რომ იგი მომავალში ღრსეულად დაიჭერს ადგილს ისეთ დიდი მომღელების გვერდით როგორებიცაა ჯილდა დათუაშვილი, ინოლა გურგულია, ნანი ბრეგვაძე, გიული ჩოხელი, ნანული აბესაძე და ა. შ.

    და მაინც მინდა თამთასთან დაკავშირებით ახლო წარდსულიდან გამოვყო ჯილდა დათუაშვილი, მან გამოჩენისთანავე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება (1962 წელს) მართალია სწენაზე სულ რაღაც მხოლოდ 7-8 წელი დაჰყო მაგრამ ძალიან გრიმიტობდა, და0~ მოგწეული ცჰანაწერების მიხედვიტაც (აღარაფერს ვამბობ ამის კონცერტებზე მომსწრე მსმენელების შთაბეჭდილებებზე) იგი უნიკალური ხმის მომღერლად წარმოგვიდგება. მე ვისურვებდი რომ მას ჯილდას გზა გაეგრზელებინოს მხოლოდ იმ განსხვავებით რომ სცენაზე დიდხანს ბრწყინავდეს

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s