ბავშვთა სახლში

დღეს პირველად ვიყავი ბავშვთა სახლში.

ყოველთვის მინდოდა წავსულიყავი, მენახა, მაინტერესებდა, მაგრამ რატომღაც ვერასდროს ვერ ვაბამდი თავს. ეტყობა კარგად არც მომინდომებია.

სახლში ორი ძალიან დიდი სათამაშო ვნახე, ჩავდე უზარმაზარ პარკში, მოვიკიდე ზურგზე და გავუდექი გზას.

კოჯრის ბავშთა სახლში ავედით. ბავშვები გარეთ გველოდებოდნენ, მანქანებთან მოვიდნენ და პარკების და რაღაცების წაღებაში დაგვეხმარნენ. რატომღაც მეგონა რომ მორიდებულები, მორცხვები და უკარებები იქნებოდნენ, მაგრამ ძალიან გაოცებული დავრჩი. საკმოდ კონტაქტურები და კომუნიკაბელურები აღმოჩნდნენ და მოდიოდნენ და თავადვე გვეცნობოდნენ. ერთ-ერთი ბიჭი დღეს გიორგიც იყო, ომარიც და ნათიაც. ერთი ბავშვი ძალიან აღფრთოვანდა იმით, რომ ნათია მერქვა და შემპირდა ჩემს დას გაგაცნობო.

პეპი და სპაიდერმენი გვყავდა რომლებიც ბავშვებს ართობდნენ, კიდევ ბიჭი იყო რომელიც სახეზე სასურველ რამეებს ახატებდა. ძირითადად რატომღაც გული უნდოდათ : ) ერთმა ერთ ლოყაზე გული დაიხატა და მეორე ლოყაზე “თამუნა” დაიწერა, როგორც ჩანს მოსწონდა ის გოგო❤

სანამ პეპი და სპაიდერმენი ბავშვებს ართობდნენ მე და გლეხის ბიჭმა სხვა სართულები დავლაშქრეთ. აღმოჩნდა, რომ ბავშვები დღის განმავლობაში ხელსაქმითაც არიან დაკავებულები, არაჩვეულებრივ რაღაცებს აკეთებენ თექით, ხატავენ, თლიან ხეს და ქვას და აკეთებენ სხვადასხვა ფიგურებს. ასევე შევისეირნეთ მათ საკლასო ოთახებში. ერთ-ერთი მათგანი ფიზიკა-ქიმიის კლასი აღმოჩნდა.

საცხოვრებელი შენობა გვერდზეა, თბილა და საკმაოდ კომფორტული საწოლები აქვთ. ძალიან მხიარულები და აქტიურები არიან : )

 

მაგრამ, ერთი ფიქრი არ მშორდება:/ რატომ აჩენენ თუ კი უნდა მიატოვონ და მერე აღარც მოაკითხონ. ზოგს მშობლები ჰყავს, ზოგს მეურვე მაგრამ ბავშვების ნახვით არ წუხდებიან. რა უნდა ქნან ამათმა როდესაც 18 წლისები გახდებიან და იძულებულები იქნებიან დატოვონ ის ადგილი სადაც იზრდებოდნენ? ერთი კარგი რაღაც შევამჩნიე თითქმის ყველას, ძალიან ზრუნავენ ერთმანეთზე❤

17 thoughts on “ბავშვთა სახლში

  1. rockermeloman

    რატომ იფიქრე რომ არ იქნებოდნენ კონტაქტურები? როცა კეთილ ადამიანს ხედავენ ისეთი საყვარლები არიააან, მე ვიცნობ ძალიან ბევრს, ჩემთან ახლოს ცხოვრობენ, ყოველ დღე ვხვდები❤

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      არ ვიცი :შ რატომღაც ეგრე მეგონა მაგრამ ძალიან კარგად შემოვიდნენ კონტაქტში. დაჟე, გარეთ გავედით მე და გლეხის ბიჭი მოსაწევად და ფანჯრიდან დაგვიძახა რომელიღაცამ ამოდითო :დ

      Reply
      1. rockermeloman

        კარგები არიან კი :დ შენ გაგიმართლა, “ნორმალურები” გინახავს, მაპატიეთ ამ სიტყვისთვის. მე უნარშეზღუდულებს ვიცნობ, ძალიან ძნელია სახეზე რამე არ შეგატყონ ხოლმე

  2. Ibi

    რა კარგია რომ მიხვედით❤ ისიც კარგია თუ ერთმანეთზე ზრუნავენ… ეს მაფიქრებინებს, რომ 18 წლისანი ერთმანეთს მაინც არ დაკარგავენ ))

    Reply
  3. Mari

    არ ვიცი, რამდენად შეიძლება მქონდეს ამის იმედი, მაგრამ მაინც ვიმედოვნებ, რომ იქამდე, სანამ სრულწლოვანების ასაკს მიაღწევენ, კარგად ისწავლიან, რათა მერე დამოუკიდებლად ცხოვრება შეძლონ და არსად დაიკარგონ.

    Reply
  4. Sgt. Pepper

    ეგ კიდევ ერთი დიდი პრობლემაა, რომელიც ჯერაც კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება: 18 წლის მერე? ალბათ, მაინც ქუჩა…. იმედია, საშინლანად ვცდები!

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ხო, მე და ომარიც ბოლოს მაგ ვარიანტზე შევჩერდით, უფრო სწორად მე შევჩერდი :დ გლეხის ბიჭმა იმათი ნამუშევრების შემდეგ იმედი გამოსთქვა რომ სადმე დაასაქმებენო :დ

      Reply
  5. მარი !

    ვიცი ,რომ ცოდვაა ეხლა რასაც ვიტყვი ,მაგრამ ყოველთვის ვერიდებოდი მათთან ურთიერთობას .მიუხედავად იმისა ,რომ ზოგი ჩემზე კარგ მდგომარეობაშია სიბრალულის შეგრძნება მაქვს ხოლმე იმხელა ,რომ ვერ ვუძლებ მათ ყურებას😦

    Reply
  6. ადო

    “ძირითადად რატომღაც გული უნდოდათ” ვიტირებ ახლა ;(
    ის ბავშვი რა ძალიან ლამაზია გული რომ ახატია ლოყაზე. რატომ, რატომ, რატომ ;(
    არასდროს ვყოფილვარ ბავშვთა სახლში, რომ მივიდე მგონია რომ აღარასდროს გამოვალ იქედან. ვეცდები თითოეულ მათგანს მხარში ამოვიდგე და მცირედი სითბო და სიყვარული გავუზიარო, რაც ყველაზე მეტად აკლიათ :/

    Reply
    1. soffi

      შეიძლება პირიქით დაგემართოს, იფიქრო რომ მათ დასახმარებლად სათანადო ძალა არ გაქვს, თავი უმწეოდ იგრძნო და უარესად შეგეცოდოს, ამ ბავშვების სიბრალული კიდევ ყველაზე ცუდი გრძნობაა, რაც შეიძლება მათ აჩვენო..
      ამას კონკრეტულად შენზე არ ვამბობ ადო, განვაზოგადე ჩემი აზრი ^_^

      Reply
  7. »♥» ana «♥«

    რა ლამაზი ბავშვები არიან. ))) და ალბათ,როგორი თბილები.ბევრი ოჯახში გაზრდილი,არ იქნება ისეთი როგორებიც ეგენი,დარმუნებული ვარ..

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მართლა თბილები არიან🙂 კი მსმენოდა რომ თბიილები და კარგები და ა.შ არიან, მაგრამ სულ სხვაა როცა ამას საკუთარი თვალით ნახავ

      Reply
  8. გლეხის ბიჭი

    ყველა როგორი თბილია. მშობლის სითბოს მოკლებულები, ალბათ, სხვების მიმართ გამოხატავენ სიყვარულს.
    მართლაც დიდად საჭირბოროტო საკითხია მათი 18სშემდგომი გზა🙂

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s