feel

დიდი ხანი რომ გინდა რამე დაწერო და ძლივს რომ გახსნი ნიუ ფოსთის ფანჯარას და იხსენებ თითქმის 1 თვის წინანდელ ამბებს მაგ სიტუაციაში ვარ ეხლა.

პირველ დეკემბერს ბოგ-მა ახალი ტიპის სერვისცენტრი, საქართველოს ბანკის ექსპრესი წარადგინა. იგი  გამოირჩევა ულტრათანამედროვე დიზაინით და მომხმარებელს მოხერხებულ, სწრაფ და მარტივ მომსახურებას სთავაზობს რადგანაც თითოეულ  ოპერაციაზე გათვალისწინებულია  მაქსიმუმ 5 წუთი. საქართველოს ბანკის ექსპრესის სერვისცენტრებში, მომხამრებელს დახვდება როგორც მომსახურების ზონა, სადაც მათ მოლარე-ოპერატორები გაუწევენ დახმარებას, ასევე 24 საათიანი, თვითმომსახურების ზონა. თვითმომსახურების ზონაში, მომხმარებელისთვის ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი იქნება: ინტერნეტბანკის ტერმინალი, თვითმომსახურების ტერმინალი paybox და ბანკომატი. თუმცა ზოგიერთ მომხმარებელს ურჩევნია სხვა მოემსახუროს და მის მაგივრად განახორციელოს სხვადასხვა ოპერაციები და ამისთვის დასჭირდეს ლოდინი, ვიდრე საკუთარი ინიციატივით და 5 წუთში მოაგვაროს ყველა საქმე.

ექსპრესის სერვისცენტრებში მომხმარებელი სწრაფად და მარტივად შეძლებს, სპეციალურად ექსპრესის მომხმარებლისთვის შექმნილი პროდუქტების – ექსპრესპაკეტის (რომელიც შეიცავს ახალ პროდუქტს – ექსპერსბარათს, ასევე მულტისავალუტო ანგარიშს, ინტერნეტბანკისა და sms ბანკის მომსახურებას) და ექსპრესანაბარის დარეგისტრირებას, ექსპრესკრედიტის და ექსპრესორინჯის განაცხადების შევსებას.

მოკლედ, კარგი რამეა თუ კი არ გეზარებათ თქვენით აკეთოთ თქვენი საქმეები ნაცვლად რიგში დგომისა. მე ჯერ ვერ მოვახერხე რომ მესარგებლა ახალი სერვისებით მაგრამ აუცილებლად ვისარგებლებ, დატესტვისთვის ^^

გარდა იმისა რომ გაგვაცნეს ახალი “პროდუქტი”, რამდენიმე ბლოგერს მოგვეცა შანსი დაგვეთვალიერებინა ბოგ-ის ახალი ოფისი, რომელიც ე.წ  “დომინოს” შენობაშია. აქამდე არასდროს ვყოფილვარ მაგ შენობაში და მუდამ მაინტერესებდა რა ხდებოდა შიგნით :დ სანამ საქართველოს ბანკის საკუთრება გახდებოდა მანამდე რა ხდებოდა სამწუხაროდ ვერ ვნახე, მაგრამ ის ვიცი რომ რაც ბოგ-მა იყიდა საოცრად კარგად არიან მოწყობილები. აქვთ საკუთარი ფიტნეს ოთახი რომელიც დიდი სინანულით და ცრემლებით დავტოვე, “ბუფეტი”, დიდი ვერანდა საიდანაც ლამის ნახევარი ქალაქი ჩანს, თბილი და მყუდრო კაბინეტები და კარგი სამშაო გარემო. სიამოვნებით ვიმუშავებდი მეც :>

ვერანდა

ფიტნეს ოთახი❤

სასადილო ოთახი

ბოგ-ი

პ.ს ესეც საახალწლო კლიპი, რომელმაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მავანნი ამბობენ რომ მოპარულია, მავანნი ამბობენ რომ უკეთესიც შეიძლებოდა და ა.შ . მაგრამ მე მომწონს🙂

5 thoughts on “feel

    1. siyvarulovna Post author

      ხოდა მითუმეტეს თუ ბოგ-ის კლიენტი ხარ ^^
      აწი, ექსპრესს-ით ისარგებლებ და იგრძენი მერე მომავალი ^^

      Reply
  1. Jessie

    ძალიან აშკარად მოპარული ხომ არ არის ეს კლიპი ^_^ თან რამე არაცნობილი რომ ყოფილიყო კიდე მესმის..მაგრამ თავის დროზე ძალიან პოპულარული იყო :)))))) ნწნწნწნწ გამიტყდა😦 მუსიკა მაინც სხვა აეღოთ რა😦

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ის ტეხავს რომ არ შეგვიძლია უკეთესის მოფიქრება და მხოლოდ უცხოურებზე ვართ ჩამოკონწიალებულები😐

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s