პოზიტივი

დღეს კარგი დღე მქონდა და დღის დასასრული კიდევ უფრო კარგი.

ჯერ იყო და in my humble opinion-ზე ალისას თემაზე შექმნილი ბლოკნოტი მოვიგე :>

მერე დავჯექი და 5 სემინარის მასალა რამდენიმე საათში ვიმეცადინე, უნივერსიტეტში წავედი და იმ ნახევარიოდე საათში რომელიც გამოცდამდე მქონდა მეგობარი მოვინახულე და ორიოდე სიტყვა ვუთხარით ერთმანეთს. გამოცდა წარმატებულად დავწერე, ნუ თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს რომ თავში სრული დომხალი მქონდა.

დაღლილი და გაუბედურებული დიდი მოლოდინით წავედი თამთა ცხვიტავას სოლო კონცერტზე, რომელიც დახურული იყო და მხოლოდ მოსაწვევებით დაიშვებოდა ხალხი.

მოსაწვევი

 

სანამ კონცერტი დაიწყებოდა ფოიეში ხალხი მივათვალიერ-მოვათვალიერე, დავიკავე საკუთარი ადგილი და დაველოდე კონცერტის დაწყებას. აქამდე არასოდეს ვყოფილვარ ვინმეს კონცერტზე, რატომღაც მიმაჩნდა, რომ ეკრანზე ყურება და დარბაზში ჯდომა არაფრით განსხვავდება. მაგრამ, სულ სხვა ხიბლი და გრძნობაა როცა უყურებ შემსრულებლის სახეს, გრძნობ მის ემოციებს და თითქოს გბურძგლავს კიდეც იმდენად კარგად მღერის. კარგა ხანია თავი ასე მშვიდად და სასიამოვნოთ არ მიგრძვნია 90 წუთის განმავლობაში. სიმღერებს შორის დიდ ეკრანზე ნაჩვენები იყო თამთას შრომა და ნაბიჯ-ნაბიჯ სიარული კონცერტამდე, სხვადასხვა კომპოზიტორები, მუსიკოსები საუბრობდნენ და ერთ ხმად აღნიშნავდნენ რომ თამთა მართლაც აღმოჩენაა და რომ მას არაჩვეულებრივი ხმა და ვოკალი აქვს :>

მისი ალბომი იანვრიდან გაყიდვაში იქნება ^^ 12 სიმღერაა ჩაწერილი და ალბომს მოჰყვება სიმღერის ტექსტები + კარაოკე ვერსია🙂

ალბომი "დასაწყისი"

ჰმ, ვხვდები, რომ თამთა ერთადერთია რომელზეც, როგორც მომღერალზე, მართლა გულწრფელად ვწერ და მართლა მსიამოვნებს მისი ხმა❤  დიდი იმედი მაქვს რომ კიდევ ბევრ ალბომს გამოუშვებს და კიდევ ბევრ კონცერტს ჩაატარებს, რომელზე დასწრების საშუალებაც გექნებათ❤

მიყვარს ასეთი პოზიტიური დღეები❤

ძილინებისათ :*

 

 

13 thoughts on “პოზიტივი

  1. zichii

    ჩემი ალბომი :@
    მიყვარს პოზიტიური დღეები❤
    პოსტები უფრო^^

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მემგონი ეგ ალბომი ჩემია :დ
      და მადლობა რომ პოსტები მოგწონს❤

      Reply
      1. zichii

        ალბომი კიარა ბლოკნოტი :შ
        ნუ მიფათურებ სულში ხელებს :@

  2. vekoo

    აი ასეთ დატვირთულ დღეებს ვაღმერთებ და არა ისეთს მთელ დღეს სამსახურში რომ გაატარებ😀

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      აუ მეც❤
      დღის ბოლოს რომ ძააააალიან დაღლილი ხარ, მაგრამ სასიამოვნო დაღლილი და ტკბილად რომ გეძინება <3<3

      Reply
  3. soffi

    ამ წელსაც, მარა რაღა დარჩა, იქითი წლიდან გისურვებ ყვოველ დღე გქონოდეს მიზეზი პატარა პოსტის დასაწერად სათაურით “პოზიტივი” :* :*

    Reply
  4. gogasworld

    ის მეგობარი მე ვარ ^_^ მგონი :))) სამწუხაროდ მე სემინარის მერე კონცერტზე წასვლის პერსპექტივა არ მქონდა, მაგრამ შენი ნახვა გამიხარდა ♥♥

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      გოგა ^^
      ამ :დ :უხერხულიღიმილი:
      მამენტ, სხვას ვგულისხმობდი, სანამ სემინარი დამეწყებოდა :> მაგრამ შენი ნახვაც ძალიან გამიხარდა❤

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s