და მაინც…

მიყვარს ახალი წელი, ახალი წლის წინა დღეები კიდევ უფრო მეტად.

მიუხედავად იმისა რომ ზუსტად 1 კვირა დარჩა ახალ წლამდე და ზოგისთვის ახალი ნაბიჯების დაწყებამდე ქალაქში ეს ყველაფერი საერთოდ არ იგრძნობა. დაწანწალებენ კოკა-კოლის მანქანები, თბს სმართ კლუბის მანქანებმაც დაიწყეს სიარული მაგრამ გარემო არ ჰქმნის იმის შესაძლებლობას, რომ ვიგრძნოთ ახალი წელი, თორემ კალენდრის ცნობა ყველამ იცის.

როგორ მინდა თბილისშიც მოვიდეს ისეთი ახალი წელი, როგორიც უცხოეთშია :შ განათებული, ლამაზი, მორთული და რაც მთავარია ბედნიერი ქალაქი, მომღიმარი ხალხი და არა მუდამ მოღუშული და შავებში გამოწყობილნი.

მერე რა რომ 31 დეკემბრამდე თსუ-ში ვარ და სამეცადინო თავზე საყრელად მაქვს, არც თოვლი მოდის და არც ქალაქია ლამაზი, ხალხის ბედნიერებაზე აღარაფერს ვამბობ, მე მაინც მაქვს საახალწლო განწყობა! სულ რაღაც 1 წელი დარჩა. რა მალე გადის დრო ბლინ😐

ყავის ჭიქით ჩავუჯექი საახალწლო ფილმებს :> მერე რა რომ პოტერი საახალწლო არ არის, სამაგიეროდ იქ ყველაზე ჯადოსნური ახალი წელია, ზუსტად ახალიწლის შესაფერისი❤ love actually-ს ვუყურე, საახალწლო სიმღერებს მოვუსმინე, წინა ახალი წელი გავიხსენე და სრულიად ბედნიერი და კმაყოფილი ვარ.

ქუჩები თუ არა სახლი მაინც იქნება საახალწლოდ გაწყობილი ^_^ ნაძვის ხე დავდგი. მართალია არ მომწონს, ძალიან დიდია და არც ფუმფულაა :შ მაგრამ მაინც მიყვარს, ეხლა ნამდვილად ვგრძნობ რომ ახალი წელი მოდის!

ნაძვის ხის სათამაშოების ყუთები :>

მორთვის დროს, ჩემი და და ძმა ^_^

უკვე აწყობილი და იდეაში დასრულებული ნაძვის ხე, კიდევ ბევრი რამ აკლია, უბრალოდ ვეღარ მოვითმინე და ფოტო გადავუღე❤

ახალი წელი იწყება, ახალი სიურპრიზებით❤

14 thoughts on “და მაინც…

  1. anna

    აუ რატო , მართლია, ქუჩებს არ ეტყობა, მაგრამ დავდივარ ხოლმე და ვღიღინებ საახალწლო მელოდიებს. დაჟე ორი გაჩერებით ადრე ჩამოვედი დღეს შენთან რომ მოვდიოდი და ფეხით ვსეირნობდი❤
    აი ყველაფერი რომ გიხარია და დადიხარ გაღიმებული, ეგრე ვხვდები ახალ წელს❤

    Reply
      1. anna

        ერთი წელი ბევრი დროა :>
        არ ვიყავი შარშან ესოდენ ბედნიერი :დ

  2. Mari

    აი, ეს დრო მიყვარს ზუსტად… საახალწლო მუსიკის ფონზე ვზივარ თბილად და ვქსოვ.. ხვალ ნაძვის ხეს დავდგამ (ისევ იმას). მერე ლექციებზე ვივლი, იმედია წელსაც გაგრძელდება სანტა კლაუსის ქუდით სსიარულის ტრადიცია მაღლივში😀😀
    აი, თვითონ ახალი წლის დღე მაშინებს ყოველთვის, რადგან უკმარისობის გრძნობას მიტოვებს და იმედი მიცრუვდება ამდენი ლოდინის შემდეგ😦

    Reply
  3. Ibi

    სულ საახალწლო სიმღერები მაქვს ჩართული, რომ რაღაც მაინც ვიგრძნო …
    სანტას ქუდით ვზივარ ახლაც :დ

    Reply
  4. kevana

    თოვლი მაკლია… გაყუჩებული დათოვლილი ქუჩები, ხმები რომ დახშულია, პარკებში რომ გუნდაობენ, უფრო გარეუბნებში კი ხალხი დადის და ფეხქვეშ თოვლი ხრაშუნობს,.. სოფელში ბუხარი ანთია…. ეჰ….

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ხო, თუნდაც სოფელში :შ
      მოკრძალებული ნაძვის ხე, ბუხარი, გარეთ თოვლი, ბევრი ბედნიერი სახე :შ

      Reply
  5. lashaworld

    მე ვერანაირად ვერ ვგრძნობ ახალი წლის მოსვლას და სულ მაგაზე ვწუწუნებ🙂

    Reply
  6. Chiamaria

    ჯერ არც მომირთავს ნაძვის ხე.. ნეტავ როდის მოვიცლი…ახალი ნაძვის ხის ყიდვა მინდა.. ან ამისთვის როდისღა მოვცილი. ეჰ😦

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ერთი დღე მოიცალე ახალი წლისთვის :> ყველაზე მაგარია საახალწლო რამეებზე ბოდიალი :>

      Reply
  7. მარი !

    აუ ,ჰარი პოტერში რომ არის ახალი წელი ნეტავ ისეთი ახალი წელი მქონდეს ცხოვრებაში ერთხელ მეტი არაფერი არ მინდა ,აიი საერთოდ ..
    ყოველთვის მიხაროდა ახალი წლის მოსვლა ,ნაძვის ხის აწყობაზე აიი ვგიჟდები ,მაგრამ წელს რაღაც არ მაქვს ამის განწყობა და ვერც ვაცნობიერებ ,რომ ახალი წელი კარზეა მომდგარი …
    ნუ მოკლედ🙂
    წინასწარ გილოცავ ახალ წელს ^_^ …

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      იმიტომ რომ ქუჩები არ არის სათანადოდ მორთული. დღეს, პავლოვი, ჭავჭავაძე, და წერეთელი “დავსმოტრე” და აი იმენა არაფერია რომ იგრძნო ახალი წელია. არც მაღაზიების გაფორმებები არც არაფერი. ქუჩის შუაში სამათხოვროდ ჩამოკიდებული რაღაც ან ჭაღები ან უცნაური ჯიშის სანათები

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s