2011 წელს?

2011 წელს? თითქოს არაფერი მომხდარა, მაგრამ უკან რომ გავიხედე და 12 თვეს გადავავლე თვალი საკმაოდ ბევრი რამ მომხდარა.

იანვარში

შეიძლება ითქვას, რომ მოწევა სწორედ იანვარში დავიწყე. იყო პერიოდები როდესაც კატეგორიულ უარს ვამბობდი სიგარეტზე, უბრალოდ არ მინდას პრინციპით მაგრამ ამ “არ მინდას” მალევე ვიკიდებდი და მორიგ 2 ლარს ძალიან იოლად ვიმეტებდი კიდევ ერთი პაჩკა სიგარეტისთვის.  იანვარში საბოლოოდ შეუერთდა თეუსუ თსუს და ბედნიერმა იქ განვაგრძე სწავლა : )  იანვარში გახდა ჩემი ბლოგი ერთი წლის. იანვარში მოხდა კიდევ ის რაც იდეაში არც უნდა მომხდარიყო : )

იანვარი🙂

თებერვალში

აღმოვაჩინე რომ სერიოზული ურთიერთობებს მაფრთხობს და გავურბივარ მათ. 18 თებერვალს სულაკაურის გამომცემლობამ და თბს ბანკმა ბლოგერების კრებული გამოუშვეს სათაურით “ფეისბუქმა რა ჰქმნა” და მის პრეზენტაციაზე ვიყავით საკმაოდ ბევრი. დღემდე თბილად და კარგად ვიხსენებ იმ რამოდენიმე საათს რაც თუ საიდში გავატარე❤

თებერვალი

მარტში

მარტში დისკუსიები დაიწყო სოციალური მედიის კვლევებისა და განვითარების ფონდში, სადაც თითქმის ყოველ პარასკევს 20-მდე ბლოგერი ვიკრიბებოდით და “საჭირ-ბოროტო” საქმეებზე ვბჭობდით. ნიჭიერიც მარტში დაიწყო და ორშაბათობით თუ სწორად მახსოვს, სქაი ბარში ვიკრიბებოდით ხოლმე და ლუდის თანხლებით ყველანი ერთად ვადევნებდით თვალს. ე.წ “to do list”-ის თემატიკით დამიწერია პოსტი, სადაც გამოთქმული სურვილები რა თქმა უნდა ვერ შევასრულე😀 მაგალითად: “რაც ნაკლები იცი უფრო მშვიდად გძინავსო, ხო და აღარ ვიკითხავ როდის? როგორ? რატომ? ვინ ვისთან? რამდენჯერ? რანაირად?” – ჰმ, რა თქმა უნდა დღემდე დიდი ცნობისმოყვარეობით ვსვამ მსგავს კითხვებს და პასუხებსაც რა თქმა ვიღებ ხოლმე. ამიტომაც ყოველთვის ყველაფერი ვიცი და ხანდახან საკმაოდ ნერვებს მიშლის ხოლმე ეს ფაქტი.  “ყველაზე საჭირო, ყველაზე მნიშვნელოვანი–ვიშოვო სამსახური (!!!).” – დღემდე დავეძებ, უფრო სწორად ვწუწუნებ, რომ სამსახური მინდა. “ძალიან მინდა ტატუ უკვე დიდი ხანია” – დღემდე მინდა ;დ მარტში დავწერე ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და ჩემთვის ყველაზე საყვარელი პოსტი.

მარტი

აპრილში

იგივე განმეორდა რაც იანვარში. სამაგიეროდ ნოუთბუქი ვიყიდე, რომელიც ბევრ რამეს მირჩევნია. როგორც ჩანს სხვა არაფრით ყოფილა აპრილი გამორჩეული.

აპრილი

მაისში

რა უინტერესო ყოფილა მაისი.

მაისი

ივნსში

პირველად ვიყავი Open air-ზე და რატომღაც მეორეჯერ წასვლის სურვილი აღარ მაქვს თუ ჩემი ხალხი და ბევრი ლუდი არ იქნება. ივნისში ჩატარდა ჯორჯიან ბლოგინგ დეიზ 2. სადაც 25-მდე ბლოგერმა წარვადგინდეთ ჩვენი პროექტები.  ამ თვეში გავუკეთეთ გიორგის, ჩემს ძმას, თვალზე მორიგი ოპერაცია 😐  ამ თვეში დამაჯარიმეს 70-ლარით , მხოლოდ იმიტომ რომ არ ვიცოდი თუ კი საკომისიო 50-თეთრი მქონდა გადასახდელი🙂 30 ივნისს სოციალური მედიის დღე იყო, რომელიც ბოგ-ის მეშვეობით ლისი ლაუნჯში აღვნიშნეთ 50-მდე ბლოგერმა.

ივნისი

ივლისში

ივლისში ახალი სოციალური ქსელი google + შეიქმნა, რომელშიც დღემდე საოცარი მოწყენილობა სუფევს. ამ თვეში გაიმართა ჰარი პოტერის უკანასკნელი ნაწილის პრემიერა :შ  ჩემი ოთახი გავარემონტეთ და შევცვალეთ თავიდან ბოლომდე❤

ივლისი

აგვისტოში

აგვისტოში ანასთან და ალუკარდთან ერთად საუკეთესო 2 კვირა გავატარე ჩემს სოფელში. აქამდე არასოდეს დამისვენია მეგობრებთან ერთად და არ ვიცოდი თუ რაოდენ სასიამოვნო და ტკბილი ყოფილა❤ მთელი აგვისტო  სოფელში გავატარე. ხან მდინარეზე ვიყავი, ხანაც ზომბებს ვთამაშობდი, შიგადაშიგ ვკითხულობდი კიდეც. რაც არ უნდა მოსაწყენი და უხალისო და საშინელი იყოს დვალთა, მაინც ძალიან მიყვარს და მენატრება ხოლმე.

აგვისტო❤

სექტემბერში

სექტემბერში ავიხდინე ერთ-ერთი ოცნება – მარტო ვიყავი ზღვაზე, ანნასთან ერთად. მართალია სულ 4 დღე მაგრამ ჯერჯერობით საუკეთესო 4 დღე იყო.  პირველი იმიტომ, რომ მარტო ვიყავი, მეორე იმიტომ რომ არაჩვეულებრივი ამინდი დაემთხვა, მესამე იმიტომ რომ წლების შემდეგ ვიმგზავრე ღამის მატარებლით, რომელიც საოცრად მიყვარს. სექტემბერში მოხდა კიდევ რაღაც-რაღაცები, რომელზეც დაწერისგანაც თავს ვიკავებ : ) ალბათ სჯობს ისევ ჩემთვის შევინახო და ოდესმე ეღირსება ამ “ისტორიასაც” სინათლე.

სექტემბერი

ოქტომბერში

ოქტომბერში სწავლა დაიწყო და პირობა დავდე რომ არც-ერთი საგანი აღარ შემეტენობდა. ვნახავთ 1 თვეში რაოდენ კარგად შევასრულე ეს პირობა, თუ შევასრულე რა თქმა უნდა😀 არც ეს თვე გამოირჩეოდა ღისშესანიშნავი ფაქტებით ჩემს ცხოვრებაში.

ოქტომბერი

ნოემბერში

ნოემბერში ოქროს დაბადების დღე მქონდა, მთელი 20 წლის გავხდი. ერთ-ერთი ის დღეა რომლის დავიწყებაც არ მინდა. მერე რა რომ საშინელ სიტუაციაში ვიყავი : ) რაც მთავარია სასიამოვნოდ მახსენდება ბევრი რამ🙂

ნოემბერი, გალეწილები :დ

დეკემბერში

დეკემბერში პირველად ვიყავი ბავშვთა სახლში. და იქიდან ძალიან დადებითი ემოციებით სავსე დავბრუნდი. მიყვარს დეკემბერი, იმიტომ რომ ახალი წელი ახლოვდება, იმიტომ რომ წინა საახალწლო დღეებში ყოველთვის ბედნიერი ვარ, საახალწლო სიმღერებს ვუსმენ, ფილმებს ვუყურებ, განვლილ წელს ვიხსენებ და იმ წვრილმანი ურთიერთობებით ვბედნიერდები რომელიც ყოველდღიურად მაქვს.

დეკემბერი

თუ ამ პოსტს დავუჯერებთ არც ისეთი კარგი წელი მქონია, შეიძლება ითქვას მორიგი 1 წელი გავიდა უსაქმოდ და უინტერესოდ. მაგრამ, უბრალოდ არ შემიძლია გადმოვცე ჩემი თითოეული დღე რომელსაც მეგობრებთან ვატარებ, ის პატარ-პატარა ამბები, რომლებიც საბოლოოდ ერთ დიდ მთლიან ისტორიას ქმნიან და მიხარია. თუნდაც ის ფაქტი, რომ წელს საკმაოდ ბევრი ადამიანი გავიცანი უკვე სასიხარულოა ჩემთვის, მათ შორის mr.nomad, გლეხის ბიჭი, niksologi, გრაფინია, ანა და მეტს ვერ ვიხსენებ :>მაგრამ, დამიჯერეთ ვინც გაგიცანით ყველანი მიყვარხართ❤ უბრალოდ ესენი კიდევ უფრო მეტად :დ
ძალიან მინდა 2012 უკეთესი წელი იყოს, ან 2011-ის მსგავსი მაინც : )

წინასწარ გილოცავთ ყველას❤

31 thoughts on “2011 წელს?

  1. მარი !

    მმმმმმმმ :* რა კარგი შეჯამება იყო ❤❤❤
    რა გინდა🙂 კარგი წელი გქონია და მახსოვრობაც :)))

    Reply
  2. Kate

    რა კარგი შეჯამება იყო.
    კიარადა რა კარგი პოსტი იყო.
    ძალიან მომეწონა.
    და რა კარგია, როდესაც ადამიანს შეგიძლია ასეთი კარგი მახსოვრობით გადმოსცე ეს ყველაფერი. ბრავო!

    “აღმოვაჩინე რომ სერიოზული ურთიერთობებს მაფრთხობს და გავურბივარ მათ” – ვაიმე, ეს ჩემი თავიდან დააკოპირე ხო???

    18 თებერვალი კი მეც ძალიან კარგად მახსენდება. კარგი იყო ყველას ნახვა.🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      უბრალოდ კარგი მახსოვრობა მაქვს :დ
      + ამას ბლოგზე თითქმის ყველაფერი მეწერა და დამეხმარა გახსენებაში❤

      პ.ს მადლობა რომ მოგწონს როგორც ვწერ❤ ძალიან მიხარია ხოლმე მაგას რომ მეუბნებიან❤

      Reply
      1. Kate

        წავიკითხე და პლუს, კომენტარი გამოვიწერე.🙂

        არაფრის :))

  3. vekoo

    ეე, რა ყველაფრის მომცველი პოსტია :დ მშვენიერი შეჯამება გამოგივიდა და მე ყველაზე ძალიან რა მომეწონა იცი? უმეტესობა სურათში ანნასთან ერთად რომ ხარ : )) ასეთ მეგობრობაზე მაგარი თითქმის არაფერია : ))

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ხოო : )
      ფოტოებს რომ ვეძებდი ყველგან ანასთან ერთად ვიყავი ^_^
      ხოდა აქაც ეგრე გამოვიდა❤
      ძალიან დიდი იმედი მაქვს და მინდა რომ ბოლომე ასე გაგრძელდეს❤

      Reply
  4. Mr. Nomad

    კარგი წელი გქონია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ მე გამიცანი :დ❤ :*

    2012-ში ერთად მოვკვდეთ არ გინდა? :დ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მე არ ვაპირებ სიკვდილს :დ
      თანაც გრინმარის დავპირდი შენთან ერთად უნდა მოვკვდე-მეთქი :დ
      და თუ ჩემთან ერთად გინდა მაგისთვის სიკვდილია აუცილებელი? :დ

      Reply
  5. Ibi

    მეც ესე სურათები მაქვს ამორჩეული და 31ში ვაპირებ დაწერას❤
    ძალიან საინტერესო და კარგი შეჯამაება იყო ^_^

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ხო, სურათებით გაასწორა ^^
      თითო-თითო თვეა განსხვავება და საბოლოოდ იანვრიდან დეკემბრამდე ლამის 1 წელი და ვაფსე არ შევცვლილვარ❤

      Reply
      1. Ibi

        გარეგნულად არც მე შევცვლილვარ მგონი :დ ხასიათით ისე რა )) ჩემთვის ძალიან გრძელი წელი გამოვიდა ^^

  6. Gio Rgashvili

    ნათი, გემრიელი პოსტია. კარგად წასაკითხი. იშვიათად ვინტერესდები ვინმეს ცხოვრებით, მარა შენ ისე საინტერესოდ დაწერე, რო… მოკლედ, კარგი ხარ🙂

    Reply
  7. Kate_AlukaЯD

    ნეტა ასე იმ საგნებს იმახსოვრებდე რომლ;ებიც მერე გეტენება :დდდ
    რა მორიგი ერთი წელი შეჩემა მსვენიერი წელი გქონდა ფაქტობრივად მთელი ამბებით ^^

    Reply
  8. Pingback: სანამ დრაკონებზე სანადიროთ წავალ «

  9. Pingback: 2011, ყველაზე გრძელი წელი « Till the End…

  10. rockermeloman

    saintereso iyo😛 kargia met-naklebad rom gicnob😀 aba vnaxot meore wels ras dawer😀 sainteresoa😀 mere vityvi “faqtiurad chems xelshia gazrdili tqo”😀😀 :* :*

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ჰაჰაა :დდდ
      მე მჭირს ეგრე რამდენიმე ბლოგერზე :დ
      აი იმენა ჩემს თვალწინ რომ ხდება მთელი მისი ცხოვრება და არასდროს მიფიქრია რომ სეიძლება ჩემზე სჭირდეს ვინმე ეგრე ^^

      Reply
      1. rockermeloman

        nu exla me magas rom vambob cota usamartlo var, sul ramdenime tvea blogosferoshi vtrialeb😀 magram samagierod sheni ukve titqmis yvela posyi wakitxuli maqvs😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s