პირველი პოსტი

არ მინდოდა ახალი წლის ღამეს ფეისბუქზე შევხვედროდი. ამიტომაც 10-წუთით ადრე გამოვრთე ლეპტოპი და მივუჯექი სუფრას, საფერავით დავიწყე და მეზარებოდა ყველა იმ ბანალური სადღეგრძელოს მოსმენა, რომელიც ყველა სუფრაზეა, ჭირის თუ ლხინის. ოღონდ ახალი წლის ღამეს ორი ემატება – “ძველი წელის წასვლას გაუმარჯოს და ახლის შემოსვლას” და “ეს წელი ყოფილიყოს ჩვენი ოცნებების, სურვილების და ა.შ ამსრულებელი”.  კიდევ კარგი მხოლოდ 10-წუთი მომიწია სუფრასთან ჯდომა, 00:00 გახდა, აივანზე გავცვივდით, ფეიერვერკით ვტკბებოდით და ჩვენც ვიღებდით მონაწილეობას. რაც არ უნდა იყოს, ახალი წლის ღამე ულამაზესია :>

საჩუქრების გახსნის დრო მოვიდა და ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს რომ მე და ჩემი და-ძმა დავეტროლეთ :დ
და ნაძვის ხის ქვეშ დაგვახვედრეს პატარა თოჯინა და დრაკონი, გიორგის მანქანა :დ ვისხედით და ვფიქრობდითო რა გვეჩუქებინაო და გაგვახსენდა, პატარები რომ იყავით ძალიან ადვილი იყო საჩუქრის არჩევაო, თოჯინა და მისი ჯანიო (არადა ვერ ვიტანდი თოჯინებს😐 )

რა თქმა უნდა ეს ასე არ დასრულებულა და სანტას ნამდვილი საჩუქრებიც გამოაჩინეს ^^
მაისური შემხვდა❤

საბედნიეროდ ეს მაისური არ ყოფილა პირველი რომელიც სანტამ მომიტანა ^^ ფეისბუქის ერთ-ერთ გრუფში სექრეთ სანტას ვათამაშებდით, რომლის მთავარი მუღამი ისაა რომ არ იცი ვინ გჩუქნის საჩუქარს და შენით უნდა მიხვდე. ჩემთვის განკუთვნილი საჩუქარი საოცრად ლამაზად იყო გახვეული და ეწერა “სიყვარულოვნას”-ო და ძლივს ვითმენდი სანამ გავხსნიდი. ვხვდებოდი რომ მაისური იყო, მაგრამ თუ ასეთი მაგარი იქნებოდა ნამდვილად არ მეგონა ^ აღფრთოვანებული დავრჩი და პირველივე შესაძლებლობისთანავე (დღეს) მეცვა ^^

უკვე ყველაზე საყვარელი მაისური❤

სახლში “ვალი მოვიხადე”, შევხვდი ახალ 2012 წელს, ავიღე გასაღები ფული და ჩემს გზას გავუყევი, პავლოვისკენ, სადაც ანნა მელოდებოდა : )  ალუკარდიც  მალევე ჩამოვიდა. ხომ თითქმის ყოველდღე ერთად ვართ და არაფერი განსაკუთრებული მომხდარა იმ 1 საათში რაც იქ ვიყავი, მაგრამ ახალი წლის მეგობრებთან ერთად გატარებას სხვა მუღამი და სხვა ხიბლი აქვს.

სახლში მისულს მეკვლე დამხვდა და ღრიანცელი გრძელდებოდა. მხოლოდ 5 საათამდე შევძელი ატანა, ბოლოს გავიხადე, ლოგინში შევგორდი და იმ ყაყანს სულაც არ შეუშლია ხელი ტკბილად დამეძინა იქამდე სანამ დილით ტელეფონის ზარი არ გამაღვიძებდა : )

გილოცავთ ყველას, და იმედია 2013 წელსაც მოგილოცავთ ^^

12 thoughts on “პირველი პოსტი

    1. siyvarulovna Post author

      ხო :დდდ შენ მაგარი სანტა გყავდა რა გინდა ^_^ მაგრამ ახალ წელზე ვგიჟდები❤

      Reply
  1. Sofo

    ra sayvareli maisurebia meore gansakutrebit ^_^ me jer kidev veodebi sanats sachuqars ^_^ tan is vici rom rac minda is moaqvs ^__^ arapunqtualuria chemi santa😀

    Reply
  2. მარი !

    გილოცავ ახალ წელს🙂 კარგად გაგიტარებია ახალი წელი, რა გინდა?!
    მმმ ,, ყველაზე მაგარი მაისურიაა😦 მეც მინდა ეგეთი სანტა🙂

    Reply
  3. vekoo

    რა კარგად მოუფიქრებია სექრეთ სანტას :დ ფბ-ზე ამ მაისურში სურათი რომ ვნახე ვიფიქრე ნათიამ როგორ მოაბა თავი ამის დამზადებასთქო და ნახე შენზე როგორ უზრუნია ვიღაცას. ყოჩაღ , იმედია მმადლობა გადაუხადე :დ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ვაიმე მადლობა კი არა რაც მე ნუსა ვლოცე :დ
      აი რომ არ ელოდები უცბად ბრახ და გაიჩითებ <3<3

      პროსტა დიიიდი ხანია მინდა და ვერადა ვერ მოვაბი თავი და უცბად ჰოპ და ჩემია :დ

      დღეს მეცვა და ყველა რომ აღფრთოვანებულია როგორ მიხარია ხოლმე❤

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s