ახალი წლის დღეები

ყველაზე ძალიან ახალი წლის დღეები არ მიყვარს, 1,2,3,4 იანვარი. როდესაც ან შენ მიდიხარ რომელიმე 1 წლის უნახავ ნათესავთან ან შენთან მოდიან აუარება სტუმრები და კარზე ზარის ხმა უკვე მაღვიძარას ზარზე მეტად გძულს.

1 წლის უნახავ ნათესავს ადვილად მოიმადლიერებ რამდენიმე საათში და მერე სადაც გინდა წადი, მაგრამ აი როდესაც შენთან სახლში არიან ცოტა რთულადაა საქმე. საბედნიეროდ წელს გამიმართლა. თავი ავარიდე ყველანაირ სტუმრობას და ვნახე რაც შეიძლება ბევრი მეგობარი.

1 იანვარს – როგორც წესი რუსთავში მივდივარ და ვნახულობ ნათესავს, რომელიც მთელი წელი მპირდება “აი ამ შაბათ-კვირას ჩამოვალ” და რა თქმა უნდა ვერასდროს ჩამოდის ხოლმე. წელს ეს “ტრადიცია” დაირღვა და ვერ მოვახერხე წასვლა. ჩემთან გამოვიდნენ საიდანღაც მოსული სტუმრები და მე მეგობართან გავიქეცი. რამდენიმე გოგომ გამოვალაგეთ მაცივარი, ვისაც რა გვეგულებოდა მოვხვეტეთ, ავიბარგეთ და ავადექით იმ ერთს : ) მიდგნენ-მოდგენ და სასიამოცნო “სუფრაც” გაიშალა. თითო-თითო ჭიქა შავი ღვინო ვწრუპეთ და გადმოვინაცვლეთ “ლოჯისკენ” სადაც ვისხედით და უბრალოდ ტკბილად ვსაუბრობდით. შუქი ჩაქრა, სამაგიეროდ გლინტვეინი გამზადდა და ნეტარების წუთები გავიხანგრძლივეთ. ერთი შეხედვით უბრალოდ საღამო ძალიან სასიამოვნო გამოდგა.

2 იანვარს – აგერ უკვე მერამდენე წელია მთელი ოჯახი მივდივართ სტუმრად ვარკეთილში, სადაც რა თქმა უნდა აუარება ადამიანია და მოწყენილი ვზივარ და ველოდები როდის მოაფიქრდებათ ჩემებს სახლში წასვლა. ამჯერადაც გამიმართლა, შედარებით ადრე მოვკიდე ხელი ჩემს ნივთებს, დავემშვიდობე იქ მყოფ ხალხს და გავუდექი გზას ქოფი რუმისკენ,რომელიც დაკეტილი დამხვდა. მეგობრებთან ერთად გადავინაცვლე კაფე გალერიში, რუსთაველზე. სადაც ლეპტოპეპში თავჩარგულები ხანდახან თუ დავეკონტაქტებოდით ერთმანეთს. სამაგიეროდ რამდენიმე ისეთი ადამიანი დავიბედე რომელთა ნახვაც მთელი წლის განმავლობაში ყოველთვის გამიხარდება.

3 იანვარი – ნეტარების დღე მქონდა. დილიდან საღამომდე ვიყავი პიჟამოში და ვიჯექი ლეპტოპთან, ვუყურე ჰაუსის რამდენიმე სერიას. აგერ უკვე რამდენი თვეა მეშვიდე სეზონზე ვარ და ჯერ კიდევ ვერ დავასრულე :შ სამაგიეროდ საღამოს გრინ მარისთან გავედი და პატარა სიურპრიზი გავუკეთე. ვიცოდი რომ ვეკოს ნახვა ამ ახალ-წელს, და საერთოდაც ნებისმიერ დროს, ყველაზე მეტად გაახარებდა და ჩემი ვარაუდი მის წივილ-კივილში გამართლდა როდესაც ვეკო და აჩო დაინახა. თითო-თითო ჭიქით დავილოცეთ, ფოტოები გადავიღეთ და შინისკენ დავიძარით.

4 იანვარი – დილით, პირველ საათზე, დედაჩემმა ჯუჯღუნით გაგვაღვიძა მე და ჩემი და, ადექით 1 საათში სტუმრები მოდიანო, მაგიდა უკვე გაშლილი ჰქონდა და ელოდებოდა. დავფაცურდი და სასწრაფოდ მოვძებნე ანა, რომელიც იჯდა სახლში და ქსოვდა :> დავხვდი სტუმრებს, მივიღე საჩუქარი და გავუდექი ანასკენ გზას ^_^ სტუმრებს რომ არ სწყენოდათ პატარა, მაგრამ ეფექტური ტყუილი ვუთხარი, ბიბლიოთეკაში მივდივარ სამეცადინო მაქვს გამოცდისთვის მეთქი და წარმატება მისურვეს. ანნასთან სამზარეულოში შევიკეტეთ, მე ლეპტოპთან ვიჯექი, ვეწეოდი და მარტინის ვსვამდი, ანა იჯდა და ქსოვდა. რაოდენ გასაკვირის არ უნდა იყოს როდესაც მეგობარი გიზის გვერდზე სულ სხვანაირად სასიამოვნოა ფეისბუქზე ბოდიალიც კი. საღამოს დოდკასკენ გადავინაცვლეთ, სადაც ის ხალხი მოვიდა რომელბსაც არ ველოდი ^^ მიყვარს მოულოდნელობები. მშვენიერია როდესაც სახლიდან გაქცევა გსურს რამდენიმე საათით და უცბად მსგავს გარემოში აღმოჩნდები. ბოლოს სინდისმა შემაწუხა და სახლს დავუბრუნდი. ჩემდა გასაკვირად სტუმრები მალევე აიშალნენ და ეხლა 12-საათზე რომ მაგიდა ალაგებული, ჭურჭელი დარეცხილ-დაწმენდი-შენახულია, სახლი დალაგებულია და  ძალიან მიკვირს. როგორც წესი პირველ-ორ საათამდე ისე რჩებიან თითქოს საღამოს 8-საათი იყოს ხოლმე.

მოკლედ, ამ ახალი წლის დღეებში მიმართლებს❤ რაც მთავარია გავსინჯე ბევრი სხვადასხვა შოკოლადი და მივიღე სასურველი საჩუქრები ^_^ მოკლედ, ასეა თუ ისე წელი წარმატებით დაიწყო. აი ხვალიდან მეცადინეობასაც ვიწყებ გამოცდებისთვის. წარმატებები მე :>

პ.ს ფეისბუქზე გავხსენი ახალი ალბომი “366 დღე”, სადაც ყოველდღე ვამატებ 1 ფოტოს : ) იმედია არ მომბეზრდება წლის ბოლომდე. უბრალოდ მაინტერესებს საბოლოოდ როგორი შედეგი ექნება.

15 thoughts on “ახალი წლის დღეები

  1. Mari

    aWwW, iS DgE MinDa…😀😀😀
    არა, სიურპრიზები კარგი გცოდნია. გამიხარდა თქვენი დანახვა, თან ერთად🙂

    Reply
  2. fabiolorka

    3 იანვრის ნეტარების შემშურდა. ისე მენატრება ხოლმე სიგარეტს რომ აღარ ვეწევი ზოგჯერნ გული მწყდება. უსაქმურად პიჯამოში ბოდიალი ყავით და ცხელი ყავით … სუუულ მაკლია :)))

    Reply
  3. shoka♥

    ალბომი 366 დღე რამაგარია, იმედია არ მოგბეზრდება და კიდევ არ დაგავიწყდება ყოველდღე სურათის გადაღბა :დ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      დავიწყებით არ დამავიწყდება :დ მთავარია ყოველდღე ვიყო კომპიუტერთან :დ

      Reply
  4. Mr. Nomad

    ფეისბუქის ალბომებში მარტო 200 სურათი რომ ეტევა? :შ თუ არა :დ

    Reply
      1. siyvarulovna Post author

        აუ ღადაობ? :შ :შ კარგით რა:/
        არაუშავს. ზაფხულში მაინც ინტერნეტთან ვერ ვიქნები და მაგ ფოტოებს ერთად დავდებ მერე :> შევაწებებ და :დ

  5. razmua

    ვერ ვიტან ვერც მე 1234 იანვარს მერე ყველა მკვდარია , და ვერ ვიტან ასე საყოველთაო დღესასწაულების შემდეგ მიძნებულ ქალაქებს

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ხოდა წელს მშვენივრად ავიტანე 1,2,3,4 იანვარი❤
      დაჟე დღეს უკვე მეცადინეობაც დავიწყე ^^

      Reply
  6. teomamulashvili

    წარმატებები შენ !❤

    ის სიტუაცია მომეწონა 2 იანვრის, ლეპტოპებში თავჩაგრულები რომ იყავით :დ :დ

    Reply
  7. Marie

    გამოდის, რომ 1 წლის უნახავი მყავხარ… როგორ ვერ მოვედი დოდკასთან😦

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ხო ეგრე გამოდის:/
      აი მოვრჩე გამოცდებს და ყველაფერს და მერე გნახავ❤

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s