იქნებ

აქედან შორს მინდა ყოფნა. უფრო სწორად მანძილს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია რომ ხალხი არ იყოს, 21-ე საუკუნის ულტრა-სუპერ-ბუპერ თვისებით აღჭურვილი ტექნიკა, ტელევიზორი რომლის ყურებაც მომენატრა, ტელეფონი რომელიც ალაგ-ალაგ იჭერს და უკვე მზად ვარ ინტერნეტსაც დავემშვიდობო. სულ რაღაც ორიოდე კვირით წავიდოდი სოფელში, სადაც არავინ არის.

დილით ალბათ ადრე გამეღვიძებოდა, იმიტომ რომ ადრე მომიწევდა დაწოლა, ფეჩს ავანთებდი და გარეთ წავიდოდი საბოდიალოდ. ზუსტად მეცოდინებოდა რომ გზად არავინ შემხვდებოდა, იმიტომ რომ წელიწადის ის დროა როცა იქ არავინ არ არის. გარეთ გასვლისას რტომღაც გეზს სოფლის ბოლოსკენ ვიღებ ხოლმე, ამჯერადაც ესე იქნებოდა, გადავხედავდი დათოვლილ გორებს, შევისეირნებდი თოვლიან ფიჭვებში და ვეცდებოდი ხტუნვით მაინც გავმთბარიყავი. შინ დაბრუნებულს სახლი თბილი დამხვდებოდა, ფეჩზე საუკუნის მერე ადუღდებოდა წყალი და ყავას გავიმზადებდი.  მერე? მერე ალბათ წავიკითხავდი რამეს, და მზის ჩასვლისას ისევ გარეთ გავბანცალდებოდი, ვიგრძნობდი როგორ დამივლიდა სიცივე ძვლებში, დაველოდებოდი როდის დამეწყებოდა კანკალი და სწრაფი ნაბიჯით დავუბრუნდებოდი სახლს, სადაც არავინ იქნებოდა რამდენიმე თაგვის გარდა.

წარმოვიდგინე ეს ყველაფერი და შემზარა. იმიტომ რომ ვერ გავძლებ ასეთ პირობებში 2 კვირა. 1 ან 2, მაქსიმუმ 3 დღე და მერე გავჭედავ, ნერვოზი დამემართება და გავგიჟდები. ვერ გავძლებ ხალხის გარეშე, ვერ ვიქნები მარტო, ვერ ვიქნები იმ ყველაფრის გარეშე რაც მომბეზრდა.

ორშაბათიდან გამოცდები მეწყება, ჯერ შუალედები, მერე ფინლურები მერე დავისვენებ და მერე იქნებ ახლიდან დავფიქრდე ცივილიზაციიდან გაქცევაზე.

15 thoughts on “იქნებ

  1. Mari

    გამოცდები რომ მეწყება, მეც ზულსად ასე ვიწყებ ფიქრს სადმე შორს წასვლაზე, სადაც ვერანაირი პასუხისმგებლობა ვერ მომაგნებს.

    Reply
  2. anoonymouss

    მეც წარმოვიდგენ ხშირად ასეთ გარემოს, მაგრამ ვხვები რომ ვერც მე ვერ გავძლებ ცივილიზაციას მოწყვეტილი ამდენ ხანს…. ისე გარემოსაც გააჩნია, ზამთარი და ღუმელი არა მაგრამ ზაფხული და დაბურულ ტყეში პატარა სახლი ტბის პირას აი ეს სულ სხვაა ჩემთვის (დრიმერ) 😀

    Reply
  3. Ibi

    მაქსიმუმ 5 დღე… მერე ხალხი მომენატრებოდა, ძალიან…

    Reply
  4. მარი !

    ჰმმმ:/ მესმის რა გრძნობით არის დაწერილი ეს პოსტი ..
    სკოლა იწყება მალე და მოდის დეპრესია:/

    Reply
  5. akunkula

    შენ ახლა აღწერე ჩემი სოფელი დეტალური სიზუსტით🙂
    გამოცდებს მომაცილა და 1 თვეც სიმღერით გავძლებ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ჩემი სოფელი აღვწერე :დ და სიმღერით გაძლება მირჩევნია უადამიანოდ ყოფნას :შ ინტერნეტი კიდე ჯანდაბას

      Reply
      1. akunkula

        როგორცაა🙂
        მე წელიწადში 3 კვირა მაინც მაქვს ასეთი სიწყნარე გამოწერილი :))

  6. wissner

    დაახლოვებით 3 თვეა ვოცნებობ ზუსტად მსგავს ადგილზე გადაკარგვაზე, როგორიც აღწერე.

    მეც გამიყოლე მსგავს სამოთხეს თუ იპოვი ;/

    Reply
  7. თინათინ

    rogor minda , mec mqondes egeti sofeli😐 gavdzleb ori kvira , mainc.. simartove imdenad ar miyvars magram aseti simartove .. wignebi , fiqri dzalian didi fiqri da bevri fiqri .. yvelafers gaanalizeb🙂 magram me iseti bedi maqvs vgoneb , saflavshic vinmes shemomisaxleben ..😐

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მე არ მიყვარს ფიქრი :შ
      მგონია რომ ყველაზე მეტად ჩიხში სწორედ ფიქრის დროს შედიხარ და ყველაზე მეტად სწორედ ფიქრი გშლის:/
      არც მარტოობა მიყვარს, არც სახლში ჯდომა. უბრალოდ ხანდახან მომინდება ხოლმე და ზუსტად ვიცი რომ ვერასდროს გავცერდები მსგავსს სიტუაციაში 2 დღეზე მეტხანს :ს

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s