მე, დიეტა და აერობიკა

10 იანვარს აერობიკაზე დავიწყე სიარული.
აქამდე რამდენჯერმე მქონდა მცდელობა მევლო ხან წერეთელზე, ხან მარჯანიშვილზე და საბოლოოდ მაინც 1-2 თვეში თავს ვანებებდი, უბრალოდ მბეზრდებოდა. მერე ვიდექი და სახლში ვვარჯიშობდი.
უკანასკნელი 1 წელია ოდნავ ზედმეტად არ გავტოკებულვარ და არ გამიქნევია ხელი თუ ფეხი და შედეგიც ამ 1 წელში ჩემს სხეულზე აისახა, ზედმეტი 10 კილოგრამი. და თუ კი 2 წლის წინ ზაფხულში ვიწონიდი 89 კილოგრამს 2 თვის წინ ვიყავი 101.9 კილოგრამი და გულგახეთქილი ჩამოვვარდი სასწორიდან.

პირველი ერთი თვე მსუბუქი შეზღუდვებით გამოვძვერი, არ მინდოდა პირდაპირ რთული და საშინელი დიეტით დამეწყო და 3-4 თვეში ისევ თავი დამენებებინა. ავკრძალე მხოლოდ ცომეული და ტკბილეული. თუმცა იმ ერთი თვის განმავლობაში შიგადაშიგ მაინც ვჭამდი შოკოლადს, ან პურის 1 ნაჭერს ხოლმე. -5 კილოგრამი და ბედნიერი ვიყავი : )

მეორე თვე გადავწყვიტე რომ მაზოხისტური დიეტა მქონოდა რომლის შედეგადაც მშიერი უნდა ვყოფილიყავი და 3 დღეზე მეტხანს ვერ გავძელი. ამიტომ დავუბრუნდი მშობლიურ “არა ტკბილს და არა ცომს”, მაგრამ სწორედ ამ მეორე თვეს დაემთხვა ახალი წელი და ჩემი 10- დღიანი თავაშვებულობა. მთელი თვენახევარი რაც შოკოლადი დავიკალი  3 დღეში ავინაზღაურე და ყველგან შოკოლადს ვჭამდი, ვსინჯავდი ყველანაირს და კმაყოფილი სახით ვილუკმებოდი, შედეგად 94.6 კილოგრამიდან იმ 10 დღეში ავედი 97.4  კილოგრამამდე.

5 იანვარს დიეტა დავიწყე და იმ 10 დღიანი თავაშვებულობის მერე საკმაოდ გამიჭირდა პირველი დღე, სამაგიეროდ მეორე და უკვე მომდევნო დღეებმა მშვიდად ჩაიარა. ამასობაში ბლანკის  წყალობით აღმოვაჩინე ფიტნეს ცენტრი თიდანი, სადაც 25 იანვრამდე აქვთ ფასდაკლებები და ყოველდღე სიარული 1 თვის განმავლობაში ღირს 70 ლარი, რაც ვთვლი რომ საკმაოდ იაფია და გამოცდების მოლევის შემდეგ გავვარდი პირობების გასაგებად. ტრენერი ყველას უნიშნავს ინდივიდუალურ ვარჯიშებს, რაც კიდევ უფრო მომხიბლავს ხდის იქაურობას.  შეგათვალიერებენ, გამოგკითხავენ ინფორმაციას ჯანმრთელობის და ფიზიკური მონაცემების შესახებ, გაგზომავენ კისრიდან კოჭებამდე, აგწონიან და ისე შეგირჩევენ პროგრამას. მე ჯერჯერობით პირველი პროგრამით ვვარჯიშობ. ვარჯიშის ხანგრძლივობა 40 წუთიდან 1 საათამდეა.

აქ უნდა ყოფილიყო ფოტოები რომლებიც თიდანში არ გადამაღებინეს😐

პ.ს დღეს გავუძელი უუუგმრიელესი ტორტის ფორთოხლებით და ალუბლებით და რაღაცებით გაკეთებულს და სენდვიჩების ცდუნებას და უკვე მჯერა რომ ყველაფერი გამომივა!

მე, 3 იანვარი

 

41 thoughts on “მე, დიეტა და აერობიკა

    1. siyvarulovna Post author

      მეც არ მეგონა თუ გავუძლებდი. 1-2 ჯერ ვიფიქრე მეთქი 1 სენდვიჩი მერე რა რაღაცა მაგრამ ჩემს თავს შემოვუძახე და სპეციალურად ნაყიდი იოგურტით დავკმაყოფილდი

      Reply
  1. anoonymouss

    აბა ჰეე,, წარმატებები,, ნათი აი აერობიკისა და დიეტის შედეგებიც დააფიქსირე, ველი მოუთმენლად… ისე ამ ახალ წლების მერე არცერთს არ გვაწყენს აერობიკა და დიეტა. :))

    Reply
  2. natia

    mokled sajarod dade piroba da sxva gza agar gaqvs :d :d shedegs rom dadeb am blogze sheni aerobikistvis seriozuli reklama iqneba, ase rom dafiqrdi bizneszec :d

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ჰო :დ საჯარო პირობააა და სხვა გზა არ მაქვს. თუ არა და ყველაზე უნებისყოფო ვიქნები, აი ყველაზე😐 ნუ მამენტ ვარ, უბრალო ეხლა ძააან სემართული ვარ და ვიცი რომ გამომივა :>

      Reply
  3. ელენა ჭრელაშვილი

    წარმატებები აი ნახავ მალე შენთვითონ გაგეცინება იმაზე თუ როგორ ბევრს ჭამდი დიეტის დაწყებამდე აქაოდა წინ შიმშლი მელისო. გადაგივლის დროტა განმავლობაში შოკოლადის დიდი სურვილი და თუ ადრე 3 ჭამდი ერთის ჭამაზეც იტყვი საკმარისია და მემგონი ძალიან ტკბილიაო😀 მე ესე მემარტება ყოველ შემთხვევაში😀

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      შოკოლადზე ვგიჟდები ელე :შ
      აი კბილები მიკაწკაწებს ხოლმე:/
      მაგრამ ითს ოკ ^^ ვიცი რომ მერე შევჭამ :> როცა დავიკლებ :>

      Reply
  4. nancygaladriel

    მთავარია ნებისყოფა …ისე არაფერი ჯობია სიმჩატის შეგრძნებას❤ მეც მაწუხებდა ზედმეტი ქონები ღრმა ბავშვობიდან და მერე დავიკელი რატომღაც (სიგარეტი,სექსი,ვარჯიში,დროის უქონლობის გამო უჭმელობა და ა.შ) და პირველად რომ გავიღვიძე და თავი ბუმბული რომ მეგონა ეგ მომენტი ცხოვრებაში არ დამავიწყდება :დ
    აბა შენ იცი,წარმატებები ^^

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ხო, აი ნებისყოფა ვუააფშე არ მქონდა და ეხლა ნელ-ნელა გამოვიმუშავე❤ ვიცი რომ შევძლებ და მეც მინდა ეგ შეგრძნება :შ ბუმბულივით რომ ხარ და ქარს რომ მიყევხარ :შ

      Reply
      1. siyvarulovna Post author

        სამაგიეროდ მაგას კალორიების თვლა უნდა :შ და ჩემს შემთხვევაში მაგან თავის დროზე არ გაამართლა :შ

    1. siyvarulovna Post author

      ზუსტად მაგ არა ცომს და არა ტკბილით მივიღე ერთ თვეში -5 კგ : )

      Reply
  5. 99dge

    რატომ არ გადაგაღებინეს? მაგათ ინტერესებში არ შედის ის, რომ ამ ცენტრის შესახებ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს?
    ბლეჰ😐

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      დირექტორი ვინცაა ის არ იყო, პეკინზე იყო გასული და მე ნებას ვერ მოგცმო და მერე იმას ჰკითხეო:/

      Reply
  6. Ibi

    აბა შენ იცი, წარმატებები )) ყველა დიეტაზე ხართ , ლამისაა მეც დავიწყო :დ

    Reply
  7. kisoki

    წარმატებებიი!!! მთლად ჩემ დონემდე ნუ დახვალ (35 კილო :დ)

    Reply
      1. kisoki

        13-ის ვარ. ყველა მეუბნება რა გამხდარი ხარო მარა არ ვარ ძაან გამხდარი რას მერჩიან, არადა მიყვარს ჭამა

  8. ირი

    აი ძალიან ვიცინე იმაზე, სურათი რომ არ გადაგაღებინეს :დ ვიცინე კი არადა დავცინე მაგათ ^_^

    Reply
  9. Mallorie

    ნათი, წარმატებებს გისურვებ. სენდვიჩებისა და სხვა ტკბილეულობების ცდუნებას რომ გაუძელი, ეს უკვე ბევრზე მეტად ბევრს ნიშნავს. = )

    Reply
  10. სანდრო

    წარმატებები🙂 მე ერთხელ დავაპირე ექვსის მერე არ ჭამა და ვერ შევძელი იმ დღეს🙂

    Reply
  11. ჩორვენი

    რისი ფოტოები გინდოდა გადაგეღო თიდანში?? საკუთარი თავის გადაღება აგიკრძალა ვინმემ???

    Reply
    1. ჩორვენი

      ააჰ ქალბატონი თინათინი არ იყო?? ეგ არ აგიკრძალავდა : ) ნუ დარბაზის გადაღებას და საკუტარი თავის გადაღებას ყოველ შემთხვევაში : ) სხვა ყველაფერი მათი ექსკლუზივია : )) რასაც ქაღალდზე დატანილს უყურებ : ))

      Reply
      1. siyvarulovna Post author

        ხო ვიცი ^_^
        უბრალოდ ჩემი ზომების გადაღება მინდოდა და თინა არ არისო და მას ჰკითხეო, მე ვერაფრის ნებას ვერ მოგცემო : )

  12. KoteMD

    მედიცინის კუთხით ყველაზე გამართლებულია კალორიების დიეტა. მონოდიეტები და რაღაც სისულელეები როა ეგენი ორგანიზმს დედას სტირობს. ამიტომ გირჩევ კალორიები ითვალო, ყველაფერს შეჩამ რაც გინდა და თან დაიკლებ.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      კოტე ვიცი რომ ყველაზე კომფორტული კალორიების დიეტაა, მაგრამ ნერვები არ მაქვს რომ ვითვალო:/

      Reply
  13. Olkin

    შენ რომ ერთი თვე ჩემს ადგილას იყო ორივე ბედნიერები ვიქნებოდით (((

    Reply
  14. anik

    http://angel.ge/index.php?newsid=65448

    ეს ნახე ძალიან გთხოვ რა🙂 დამაფასე დილის 4 საათზე გიწერ ამ აბლალბუბდას :დ
    ხოდა რატო უნდა ნახო ეხლა ეს ლინკი… ჩემმა დაქალმა დაიკლო 25 კილო..ნუ მეტსაც დაიკლებდა მერე აღვირი რომ არ აეხსნა🙂 სამაგიეროდ ფორმაშია ეხლააა….
    პ.ს. თუ დარეგისტრირება მოგთხოვა მაგის წაკითხვისთვის რო დარეგისტრირდე ღირს დამიჯერე “დ
    წარმატებები

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      წავიკითხე და მართლა კარგი პოსტი იყო🙂 ყოჩაღ. დავრეგისტრირდი იმისთვის რომ ეგ წამეკითხა :დ

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s