ეროვნებისთვის ნაცემი ქალი

“ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.” – კონსტიტუციის მეორე თავის მეთოთხმეტე მუხლი.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ყველა ადამიანი თანასწორია, ბევრს რატომღაც ავიწყდება და კარგ ვარიანტში გულში ლანძღვას და უარეს ვარიანტში მუშტი-კრივზე გადადის.

დაახლოებით ნახევარი საათის წინ შევესწარი ერთ შემთხვევას რომელიც კიდევ თვალწინ მიდგას. ავტობუსში, რომელიც გაჭედილია რა თქმა უნდა, ამოვიდა ასე 60-65 წლამდე მოხუცი ქალი, ეროვნებით სომეხი. იქვე მჯდომმა 30-ოდე წლის მთვრალმა კაცმა დაუწყო ჩხუბი, ეუბნებოდა რომ ავტობუსიდან უნდა ჩასულიყო, რომ რახან სომეხია აყროლებდა ავტობუსს და საერთოდაც, საიდანაც იყო ჩამოთრეული იქვე წასულიყო. ქალბატონმა რა თქმა უნდა არ დაუთმო და საპასუხოდ რამდენიმე სიტყვა უთხრა. შედეგად მთვრალი ადამიანი კიდევ უფრო გაღიზიანდა და რომ არა იქვე მყოფი კაცები, ავტობუშშივე სცემდა. პირველივე გაჩერებაზე მოხუცი ქალბატონი ჩავიდა და ამ დროს ის მთვრალიც ჩაჰყვა და პირდაპირ გაჩერებაზე წიხლებით შესდგა ზედ (არ ვაჭარბებ, ქალი წაქცეული იყო და ის წიხლებს ურტყამდა). ძლივს გამოსწიწკნეს ხელიდან და კმაყოფილი სახით ამობრუნდა ავტობუსში, დაიკავა კუთვნილი ადგილი და განაგრძო სომხების ლანძღვა-გინება.

ძალიან სამწუხაროა რომ ეს ფაქტი ხვალ აღარავის ემახსოვრება, არავინ დაისჯება ჩადენილი დანაშაულისთვის და დღეს დავრწმუნდი რომ ძალიან ბევრი ადამიანი იქნება მსგავსი მიზეზით ნაცემი, იქნებ მოკლული კიდეც?

და ბოლოს, რისი ბრალია ეს? რა თქმა უნდა ადამიანების შეგნების.

23 thoughts on “ეროვნებისთვის ნაცემი ქალი

  1. Mo

    ფსიქოლოგებს თუ დავუჯერებთ, ადამიანი რასაც ფიქრობს და განიცდის სიმთვრალის დროს უფრო ღიად და თავისუფლად გამოხატავს თავის დამოკიდებულებას. ასე რომ მარტო სიმთვრალის ბრალი სულაც არ არის. მეც ბევრჯერ შევსწრებივარ მსგავს ფაქტებს.

    Reply
  2. CreaTive

    რამდენი დებილი დადის:/ ნაცნობის და ცემეს მასე რუსობის გამო:/

    Reply
  3. NocHuRa SeBisKKo

    და ამ დროს ხალხი ყლეებივით იდგნენ და არაფერს აკეთებდნენ რაღა თქმა უნდა…

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      აკეთებდნენ. ხალხმა გააშველა. რამდენიმე ცდილობდა პატრულში დაერეკა და ვერ რეკავდნენ. მერე რა მოხდა უბრალოდ არ ვიცი:/ შემდეგ გაჩერებაზე მეც ჩავედი.

      Reply
  4. მარი

    რისი ბრალია და იმის, რომ პოლიციაში არავინ დარეკა და ეგრე უვითარდებათ დაუსჯელობის სინდრომი ეგეთ გარეწრებს, ვაჟკაცობა რომ ჰგონიათ დაუცველი ადამიანების გალახვა:/

    Reply
  5. ♥ Miss.Catalan.. ♥

    ფხიზელს შეიძლება არ ეცემა,მაგრამ არამგონია.. სადიზმია,ფუ :& მერე ავტობუსში არავინ არაფერი უთხრა? ისე,მთვრალს რას შეაგნებინებ..

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      უთხრეს რა თქმა უნდა.ავტობუსში მყოფი ხალხი რომ არა არ ვიცი რა მოხდებოდა მაგრამ როგორც შენ თქვი რას შეაგნებინებ:/

      Reply
  6. Jessie

    მე მთელი ბავშვობა ვიტანჯებოდი იმის გამო რომ სხვანაირი ქართულისგან გასვხავებული სახელი და გვარი მქონდა და რუსულენოვანი ოჯახიდან ვიყავი… ძალიან მძიმე ბავშვობა მქონდა ამსთან დაკავშირებით.. რავიცი მენტალიტეტის..გრიობანი მენტალიტეტის ბრალია.. ისე ზრდიან ქართველებს რომ თითქოს მსოფლიოს ცენტრი ვართ და ქართველზე უკეთესია არავინ დადის ამ ქვეყანაზე.. აქ თუ დაბადებული და გარდილი ვარ ან თუნდაც ის ქალი ხომ რა ქართვლი არაა?

    ის ქალი არრაა შესაცოდი ის უზრდელია შესაცოდი.. მეცოდება კიდევაც😦

    Reply
  7. Mr. Nomad

    სამაგიეროდ ქალის სადღეგრძელოს დალევდა, დიდი ყანწით🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      რა თქმა უნდა ლანა. რამდენიმე ცდილობდა პატრულში დაერეკა და ვერ დარეკა. მერე რა მოხდა აღარ ვიცი

      Reply
    1. tamta jap.

      მეც ეს კითხვა გამიჩნდა… ან “ვერ დარეკეს” რას ნიშნავს… ბოლოს და ბოლოს, ყოველ ფეხის ნაბიჯზე დადიან პატრულის მანქანები. ჩემი აზრით, ის კაცი ავტობუსში აღარ უნდა აეშვათ. რას ქვია, ესე ვიღაცამ ფეხქვეშ გაგიფინოს, მერე ჩაჯდეს ავტობუსში და სახლში მივიდეს? ეგეთი უნდა დაისაჯოს, მაგრამ ეხლა იმ ქალმა რომც უჩივლოს, ვინღა მიაგნებს? ჩემი აზრით, იქვე უნდა მიგეღოთ ყველა ზომა, რომ პატრულს წაეყვანა. “ვერ დარეკეს” არ არსებობს.

      Reply
      1. siyvarulovna Post author

        მე მხოლოდ ის შევძელი რომ ხალხისთვის მეთქვა დარეკეთ პატრულში-მეთქი. ავტობუსიდან ვერ ჩავდიოდი. გაჭედილი იყო. სკამიდანაც ვერ ავდექი + ჩემს წინ მჯდომ ბავშვს ვაწყნარებდი რომელიც გასკდა ტირილით, იმიტომ რომ ძალიან შეეშინდა.

        ავტობუსში რომ ამოვიდა ქალებმა დაუწყეს ჩხუბი, თამთა არ ვიცი “ვერ დარეკეს” როგორ მოხდა. იმიტომ რომ ბევრი ცდილობდა და არ ირეკებაო ამბობდნენ.

        მაგრამ, დამოკიდებულება ზოგადად, თუნდაც ის რომ ისევ ავტობუსში ამოუშვეს ძალიან ცუდია კი და მე არაფრის გაკეთება არ შემეძლო, სამწუხაროდ.

  8. მარი !

    ღმერთო ჩემო! ცუდად ვარ! რა მარაზმია!!!!
    ამისთვის უნდა დაისაჯოს ყველა!
    იმ ავტობუსში მჯდომი ხალხიც დამნაშავეა ,რომ არავინ არა აცნობა პოლიციას ამ ფაქტის შესახებ:/
    ლოთი ,ბასიაკები!

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s