დღის რუტინა

ჩემი დღის უმეტესობას ან ტელეფონზე ან კარებზე ზარი იწყებს. დღესაც იგივე განმეორდა რაც გუშინ, გუშინწინ. კარზე საშინელმა ზარმა გამაღვიძა, მართალია მე არ მომიწია ადგომა და გაღება მაგრამ 12-საათზე თუ გამეღვიძა ძილს ვეღარ შევიბრუნებ. ჩემი და იყო, გაოგნებული და გაოცებული, მისი მეგობრის მამიდაშვილი გარდაცვლილა, მოულოდნელად. და ძილბურანშიც კი შემეშინდა სიკვდილის.

დღეს ჩვეული რუტინით ვიწყებ: წყლის გადავლება, ლოგინის ალაგება, სახლის დალაგება, ფეისბუქზე ბოდიალი და ნაშუადღევს ის სმს რომელსაც ელოდებოდი. 15 წუთში ჩაცმა, ჩანთის ჩალაგება და კარის გახურვა ძახილით ” საღამოს მოვალ”. ორიოდე საათი მეგობრებთან, სისულელეებზე და უკვე გატკეპნილ თემებზე საუბარი, მონატრებული ანანასის წვენის წრუპვა და სიგარეტის აუღელვებელი მოწევა.

დღეში 1-საათი მაქვს რომელიც მწყვიტავს ყველანაირ რუტინას და თავიდან ბოლომდე ვეფლობი ვარჯიშში. იღლები მაგრამ თან ისვენებ, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობ, ან არც ფიქრობ და მუსიკას უსმენ რომელიც შეიძლება პირველად გესმოდეს (მე როგორც წესი მუსიკას არ ვუსმენ), გრძნობ რომ დღითიდღე უფრო და უფრო გიიოლდება ყველა ვარჯიშის გაკეთება და ერთი სული გაქვს მალე გავიდეს ბევრი დრო რომ შედეგიც იხილო, ისეთი თვალში საცემი რომ იქნება ისეთი შედეგი.

დაღლილი და გაუბედურებული მორიგ მეგობართან მივდივარ. ჩაის ვიდუღებ, ბავშვს ვეთამაშები, ვცდილობ ინტერეტს რამე მოვუხერხო და ამასობაში სახლში წასვლის დროც მოდის. ვერ ვიტან როდესაც სახლისკენ მიმავალ მარშუტკას პავლოვზე ველოდები. შეიძლება მილიონი მანქანა გიჩერებდეს? o.O და თან მაშინ როდესაც გამიზნულად გაჩერებაზე ვდგები და მაინც და მაინც მაშინ არის ის გაჩერება უპატრონო როცა მე მივდივარ ხოლმე. როდესაც ჩემს წინ მეხუთე მანქანა გაჩერდა შუათითი ვაჩვენე და 30 ნომერ მარშუტკას შევახტი, რომელმაც შეიძლება ითქვას სულზე მომისწრო.

გზაში კლასელი შემხვდა. ჰმ, რა უცნაურია, დღე სიკვილით დაიწყო და ფაქტიურად სიკვდილის მოლოდინით დასრულდა.

ძალიან მეშინია სიკვდილის.

13 thoughts on “დღის რუტინა

  1. Mari

    ფუ, აი ეგ არის, რომ ყველაფრის ხალისს დაგაკარგვინებს ადამიანს. რაც უფრო ხშირად მახსენდება სიკვდილი, მით უფრო მეტად მიპყრობს საშინელუ უაზრობის შეგრძნება.

    ისა და.. პავლოვზე რა პონტში გიჩერებენ მანქანები? ყოველ დღე მანდ მიწევს მარშუტკით გამოვლა და სულაც არ ჩანს ეგეთი სუტიაცია..

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მარ გააჩნია რომელზე გიწევს მანდ გამოსვლა :დ და დოდის სახლის პირდაპირ ვეჩნად ეგეთი სიტუაციაა. ვაიმე როგორ ნერვებს მიშლიან ხოლმე :@@@

      Reply
    1. siyvarulovna Post author

      რომ მოვა მაგიტომ მეფიქრება :შ
      არ მინდა მალე მოვიდს იმ ადამიანთან რომელიც მიყვარს :შ ჯერ ძალიან პატარაა სამაგისოდ:/

      Reply
  2. kisoki

    ეჰ, მე ჯერკიდევ ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ ყველა ახლობელი კარგადაა🙂 მაგრამ ბაბუ უკვე ოთხმოცდაშვიდისაა და ბებო ოთხმოცდაერთის, კიდევ დიდხანს ეცოცხლოთ❤ ნეტავ არასდროს დადგეს ის დღე როცა ახლობელი ადამიანი აღარ მეყოლება:/

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ოთხოცდა…. ბევრია უკვე, და 20 წელი ცოტა :შ თუმცა, სიკვდილისთვის ყველა ცოდოა :შ

      Reply
  3. cinikosi

    eg yvelaze sashineli ramaa adamianis cxovrebashi, romelsac versad daemalebi,😦
    me klaseli gardamecvala (daixrcho ) meate klasshi roca viyavi. imis mere mdinaris meshinia😦

    Reply
  4. Butterfly

    აუუ ნააათ შენ მართლა ძალიან გეშინია მგონი სიკვდილის (ჩემთან დატოვებული კომენტარებით და ამ პოსტით თუ ვიმსჯელებ) ჰოო და ასე საშინელი და საშიშიც არ არის და არ ღირს საერთოდ იმაზე ფიქრი რასაც ვერ შეცვლი(ოო ღმერთოო ამას მე ვამბოობ?? :დ:დ)

    Reply
  5. Pingback: Hug Day 21.01.2012 ჩახუტების დღე « Till the End…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s