შერლოკი, hug day, ძლიერი გოგონა, დიეტა და ერთი დიდი ალიაქოთი

რაღაც სევდიანი მუსიკა აქვს ჩართული ჩემს დას და მეც შესაბამის განწყობაზე დავდექი. სიგარეტიც არ მაქვს რომ გავიდე აივანზე, გავიყინო და შემოვიდე.

ყოველთვის ვამბობდი არც-ერთ სერიალს არ ვუყურებ, ნერვები არ მაქვს-მეთქი. ერთადერთი რასაც მოთმენით და აუღელვებლად ველოდებოდი და მერე წყანარად ვუყურებდი ჰაუსი იყო. ორი დღეა შერლოკს ვუყურებ, ორივე სეზონი მოვრჩი და ეხლა აღარ ვიცი რა ვაკეთო. მოუსვენრობამ შემიპყრო და გამახსენდა ჩემი დაპირება-არასდროს არც-ერთ სერიალს არ ვუყურებ! და გავიმეორე იგივე. შერლოკი უკანასკნელია. მოჰაუსო ტიპია, ცინიკოსი, ჭკვიანი, ვითომ ამჩემფეხება და სინამდვილეში მგრძნობიარე, გენიალური პერსონაჟია. მომიწევს დაველოდო შემდეგ სეზონს.

დიდი ხანია არაფერი დამიწერია. მამენტ, საწერიც არაფერი მაქვს. ცოტა ხანში გამოცდები იწყება. მე კიდევ წინა სემესტრის “წარმატებას” ვიმეორებ მგონი. არადა როგორი იმედი მქონდა ამ სემესტრში არაფერი შემეტენება-მეთქი. გუშინ hug day იყო. ჩახუტების საერთაშორისო დღე, რომელსაც საქართველოც ოფიციალურად შეუერთდა. ფილარმონიიდან ბარათაშვილამდე მსვლელობა მოვაწყვეთ, გზაში ვეხუტებოდით ყველას ვინც გვთანხმდებოდა. ბარათაშვილიდან მოხალისეები გლდანის ბავშვთა სახლში წავიდნენ, სადაც შეზღუდული უნარების მქონენიც სწავლობენ. ტკბილეული და სათამაშოები მიუტანეს.

hug day. მე და ფორთოხლის გოგონა❤

სანამ მავანნი ბავშვთა სახლში იყვნენ, მე ერთი გოგოს ისტორიას ვისმენდი. 18 წლის ასაკში შეძლო და დაუპირისპირდა ოჯახს, თელავის ნაცრისფერ ხალხში ყველაზე ფერადი იყო, წამოვიდა თბილისში, ფაქტობრივად უპატრონოდ დარჩენილი. სრულიად შემთხვევით იპოვა ნახევარდა და მუშაობასაც კი იწყებს. აღფრთოვანებული ვარ. ერთი შეხედვით მოცუცქნული, პატარა, ფაიფურის თოჯინაა და სინამდვილეში საკმაოდ ძლიერი პიროვნებაა ჩამოყალიბებული. ვამაყობ მისით.

დიეტას + ვარჯიშს ვაგრძელებ, მაგრამ ბოლო ერთი კვირაა წონა გაიყინა, არც ზევით მიდის არც ქვევით და სულ ცოტა მაკლია რომ სასწორი მეხუთე სართულიდან არ მოვისროლო. იმისათვის, რომ ჩემს ნერვებს გავუფრთხილდე გადავწყვიტე ყოველდღე აღარ ავიწონო და სასწორიც მშვიდად იქნება და მეც.

და რაც მთავარია, მჯერა რომ ყველაფერი კარგად იქნება და ამ რწმენის გამო ბედნიერი ვარ❤

 

17 thoughts on “შერლოკი, hug day, ძლიერი გოგონა, დიეტა და ერთი დიდი ალიაქოთი

  1. anna

    ყველას ეყინება წონა დიეტისას, ყველა ! მერე ისევ იკლებ. არ ინერვიულო

    Reply
  2. orange

    ნათ❤❤❤
    რაც შეეხება დიეტას, მიხარია, რომ გყოფნის ნებისყოფა და იცავ, მე არ გამომდის, როცა მშია, ნერვები ისეთ საშინელ დღეში მაქვს, რომ ასე მგონია კაცს მოვკლავ თუ არ შევჭამ, ალბათ, მე ვერსადროს გავხდები, კიდევ ბევრ რამეს ვერ გავაკეთებ ვერასდროს, რადგან ნებისყოფა არ გამაჩნია…🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      დიეტა ხომ შიმშილს არ ნიშნავს?
      მე დიეტის დროს არ მშია, უბრალოდ დიდი დიდი ტკბილი მომინდეს, ტოისწ, შოკოლადი :დ როცა მშია ვჭამ, მაგალიტად ხაჭოს, მაწონს, ან ხილს :>

      Reply
  3. Ibi

    და რაც მთავარია, მჯერა რომ ყველაფერი კარგად იქნება და ამ რწმენის გამო ბედნიერი ვარ❤
    რა კარგია❤

    Reply
    1. orange

      ჩემთვის დიეტა ნიშნავს შინშილს, გამომდინარე იქიდან, რომ ჭამა ძალიან ნიშნავს, დიეტაზე რომ ვარ, ფსიქოლოგიურად ვითრგუნები, რაც არ უნდა მდიდარი რაციონი იყოს დიეტაში, მაინც ცუდად ვგრძნობ თავს :შ

      Reply
  4. ვეკო ჩხეიძე

    მთავარია ზევით არ ავიდეს წონა და შენ არ დაიკიდო.

    და კიდე, სისულელა: აივნიდან რომ შემოდიხარ იცი როგორ მაგრად აგდის სიგარეტის სუნი? შანსი არაა ვერ შეგამჩნიონ. მითუმეტეს როგორც ვიცი არავინ ეწევა შენთან.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ოთახში არავინ შემოდის ხოლმე :დ მხოლოდ ჩემი და :დ და მარიამმაც იცის :დ ასე რომ : )

      Reply
  5. tamara

    მთავარია რომ არ შეწყვიტო და დიეტა გააგრძელო, აუცილებლად დაიწყებს ისევ კლებას : ) ყველაფერი გამოგივა.

    Reply
  6. გლეხის ბიჭი

    როგორ მინდოდა მაგ პატარა გოგონას ნახვა, მაგრამ ვერ მოვედი. 6-ზე მოვიცალე და მერეც გასასვლელი შევიქმენი :დ
    :* წონაში კლების ნუ შეგეშინდება. როცა იმის ნებისყოფა გაქვს, რაღაც საკვებზე უარი თქვა, აუცილებლადდაიკლებ უფრო მეტსაც :*

    Reply
    1. siyvarulovna

      შეგვიძლია სხვა დროს გავიაროთ :> როცა გეცლება : ) თბილისშია, თავის სახლში : )

      Reply
  7. Pingback: სერიალი შემდეგი კვირისთვის « Mr. Nomad's Blog

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s