ლუდი და არა მხოლოდ

ლუდის გახსენებისას ტანში ყოველთვის სასიამოვნო ჟრუანტელი მივლის. ისტორიკოსების მტკიცებით ლუდი 8000 წლის წინათ გაჩნდა. ლეგენდის თანახმად, გულმავიწყ მცხობელს პურის ცომი მზეზე დარჩა, ცომი თხევადი გახდა და ამჟავდა. შეცბუნებულმა მცხობელმა უცნაური მასა გასინჯა და მოეწონა – ასე იწყება ლუდის ისტორია. ლუდის დამზადების პიონერებად შუმერები, სირიელები, ასურელები, ეგვიპტელები და ბაბილონელები ითვლებიან.

თუმცა, ნებისმიერ ბოთლზე წარწერა “ლუდი” არ ნიშნავს რომ ბოთლში ჩასხმული სითხე იმ გემოს ატარებს რასაც უნდა ატარებდეს კარგი ლუდი, ისეთს “მერე რა რომ ზამთარია ლუდი მაინც მაგარია” რომ უნდა იყოს.

რა განაპირობებს იმას რომ ლუდსახარშ ნატახტარს ჰქონდეს პრეტენზია ერქვას ერთ-ერთი კარგი ლუდისის სახელი? 1.უნიკალური წყალი; 2.თანამედროვე ტექნოლოგია; 3.მაღალი ხარისხი; და 4.კვალიფიციური კადრი.

ლუდი ნატახტარი

როგორც იცით ლუდსახარში ნატახტარი ქართული ლუდის ბაზრის 65%-ზე მეტი წილის მფლობელია. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ლუდის სამ ბრენდს (ნატახტარი, 3D [ტრიდე] და ეფესი), სამ ქვებრენდს (ნატახტარი კასრის, ნატახტარი ქარვა და ნატახტარი ექსტრა). თუმცა  ლუდსახარში  ამიერიდან საზოგადოებაში სრულიად განსხვავებული დიზაინით და ლოგოთი გამოჩნდება. გარდა დიზაინისა ლუდ ნატახტარს შეეცვალა გემოც, იგი მზადდება 100% ალაოთი, რაც მოგეხსენებათ ლუდისთვის რაოდენ მნიშვნელოვანია. ნებისმიერი რამის ცვლილება, მითუმეტეს სასიკეთოთ საკმაოდ სასიამოვნოა, ვინაიდან ადრე თუ გვიან ყველაფერი მოსაბეზრებელია.

ამ ახალი ამბის აღსანიშნავად დღეს ივენთ ჰოლში ივენთი გაიმართა, სადაც რამდენიმე ბლოგერი ვიყავით დაპატიჟებულები და მოგვეცა შანსი გაგვესინჯა როგორც ძველი, ისე ახალი ლუდი ახალ ბოთლში და გინდ დამიჯერეთ გინდ არა, განსხვავება იგრძნობა, თანაც საკმაოდ სასიამოვნო განსხვავებაა.

ახალი VS ძველი

საღამოს უძღვებოდნენ უკვე ყველასათვის კარგად ნაცნობი თიკა და ვანო🙂 მონაწილეობდნენ და ჩვენს ხასიათზე ზრუნავდნენ: მაია ბარათაშვილი, მარიკო ებრალიძე, თაკო გაჩელიჩაძე, ზაურ შავგულიძე, გიორგი სუხიტაშვილი, მარი პავლიაშვილი, თამთა ცხვიტავა, დავით ილურიძის ბენდი – ხათუნა ჯალაღონია და მაკა გამყრელიძე და რა თქმა უნდა tbilisi BIG band!

TBILISI BIG BAND

გარდა სასიამოვნო და ხშირ შემთხვევაში საცეკვაო მუსიკისა იყო გათამაშებებიც. ე.წ ლოტოს წესით. მოსაწვევებზე ეწერა ნომრები, ჩემი #5 მოსაწვევი აღმოჩნდა. თიკა ან ვანო ამოიღებდა ნომერს და იმ ნომრის შესაფერისი მოსაწვევის პატრონს წილად ხვდებოდა ან 100 ბოთლი ახალი ნატახტარი, ან მაცივარი სავსე ლუდით და ა.შ. სასიამოვნო და მაცდუნებელი პრიზებია და სამწუხაროდ არცერთხელ არ გამიმართლა.

შემთხვევით გამარჯვებული, რომელსაც წილად ხვდა 100 ბოთლი ნატახტარი

საღამოს ასრულებდა სპეციალური სტუმარი ბელგიიდან Phill DA Cunha, დიჯეი, რომელიც 12-საათისთვის შეუერთდა წვეულებას.

ასე და ამგვარად, დააგემოვნეთ ახალი ნატახტარი და რა იცით რა ხდება ^_^

17 thoughts on “ლუდი და არა მხოლოდ

  1. zurriuss

    მე კი გავმაზე ეგ ბედნიერება, სამაგიეროდ დღეს საღამოს რომ ფილმს ჩავუჯდები სახლში, უკვე ახალ “ნატახტარს” მოვწრუპავ :პ

    Reply
  2. მელომანი

    გასინჯული არ მაქვს, სუნზე ვატყობ კაი რამე არ უნდა იყოს🙂 ვერც გავსინჯავ რა საშინელებაა🙂 პოსტი კაი იყო, მარა ლუდის სუნი ასდის და🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ვაიმე რას ამბობ o.O სასწრაფოდ წადი ან ვინმე გაგზავნე მაღაზიაში და დალიე რამე აკრგი ლუდი <3<3 ძალიან მაგარი სასმელია:/

      Reply
  3. Qilipa

    ნატახტარი ყოველთვის ფსელი იყო და არამგონია რამე შეცვლილიყო ახალი ბოთლით

    Reply
  4. mrmateland

    ახალის დიზაინი ამსტელს წააგავს ცოტათი :დ

    Reply
  5. Mr. Nomad

    ლუდის გახსენებისას ტანში ყოველთვის სასიამოვნო ჟრუანტელი მივლის.

    +1

    მეც❤

    Reply
      1. Nanako Ust

        ნათიიი :დ
        მიყვააარს?
        რას ამბობ, მიყვარს კი არა…
        ვგიჟდები!!! <3<3<3<3<3

  6. მარი !

    მმმმმმმმმმმ❤
    ლუდიიი :*
    აი როგორ გითხრა ნათია ,როგორ ძალიან მიყვარს ლუდი ?
    ვერ გეტყვი :დ
    ეს ისეთი გრძნობააა :*
    ლუდს ,რომ ვხედავ სულ ყველა მავიწყდება და უბედნიერესი ვარ მისი გემოს გასინჯვის შემდეგ :**
    უზომოდ მიყვარს :*
    ზაფხულში მითუმეტეს ….
    უუუჰ❤ მომინდა ზაფხული :**

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s