ერთხელ ბორჯომში

 

არა არ ხუმრობს და გოგა ხაჩიძე მართლა ეგრე ფიქრობს ბლოგერებზე. სწორედ ზემოთ თქმული ახალი სახელმწიფო პროგრამის ფარგებლებში, გუშინ დაახლოებით დილის 9-საათისთვის მაღვძარასავით შემოიჭრა  “მედოლე მინისტრი” ჩემს სახლში და მითხრა ბორჯომში უნდა წაგიყვანოო. იმისათვის რომ კომფორტი შეექმნა ჩემთვის მითხრა რომ შემეძლო ლეპტოპთან ერთად ვყოფილიყავი მიკრო ავტობუსში და თავს ასე გაცილებით მშვიდად ვიგრძნობდი. კიდევ უფრო მეტი კომფორტის შესაქმნელად გარემოს დაცვის მინისტრმა, აი იმან დოლზე რომ უკრავს და თურმე მეტი არაფერი რომ არ შეუძლია, გზაში კონიაკები გვიყიდა, დაგვათრო და დანარჩენი ბუნდოვნად მახსოვს…

 

 

შეიძლება თქვა რომ არ იყო კარგი ხუმრობა, ვერ ღადაობს კარგად და ა.შ, მაგრამ იმის დაჯერება რომ გოგა ხაჩიძე (აქ მინისტრზე არ არის საუბარი) ბლოგერებზე მართლა ისე ფიქრობს როგორც ზემოთ დადებულ ვიდეოში უღწერს მათ ვინმეს, მაშინ სათქმელი აღარაფერი მაქვს.  წარმოიდგინეთ, მართლა მასე რომ ფიქრობდეს, გადაწყვეტდა რომ ბლოგერებს უნდა შეხვედროდა და მოესმინა მათგან კითხვები რომლებზეც იძულებული იქნებოდა ეპასუხა? აეხსნა მათთვის რომ დოლზე დაკვრის, ხეების დარგვის, და სამინისტროდან ბრძანებების გაცემის გარდა კიდევ ბევრ რამეს აკეთებს? რომ უამრავი პროექტია რომლებიც ხორციელდება უბრალოდ საზოგადოებას არ აინტერესებს და სწორედ ამიტომ არ ჩანს არაფერი?  – მემგონი არა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფრის ახსნის შემდეგ აღმოჩნდა რომ ვარ ყველაფრის გამკეთებელი იმიტომ რომ ბორჯომში წამიყვანეს, ჩირქის მომწმენდავი ხაჩისგან იმიტომ რომ ჩვენთან ერთად სვამდა, სამინისტროებთან შემეტენე ბლოგერი და ა.შ მაინც მომიწევს იმის თქმა რომ ეს პოსტიც შეკვეთილია, ისევე როგორც ეს პოსტი.

მიუხედავად ყველაფრის გუშინდელი დღით საოცრად კმაყოფილი ვარ. მომეწონა დასმული და პასუხ გაცემული კითხვები, მინისტრის და ბლოგერების დამოკიდებულება ერთმანეთთან, თოვლიანი მთები, გუნდაობა და თოვლის გემოც კი.

ყველაზე შემეტენე ბლოგერებეეეეეე

11 thoughts on “ერთხელ ბორჯომში

  1. მარი

    ყველაზე ეპიკი ის არის, რომ არ გკიდიათ ვის რა ჰგონია. როდის იყო ჩხუბით და კამათით ერთმანეთის აზრების შეცვლას ახერხებდა ხალხი? ან ის ჯადოსნური სიტყვა მაინც რატომ არ გახსოვს (“კაი”) მიკვირს.
    ჰო, ეგ ერთი და მეორე, თავიდან გამიტყდა რომ ვერ წამოვედი და მერე დავიკიდე, რადგან მაინც ვერ მივხვდი რა კავშირში იყო ეს ყველაფერი გარემოს დაცვასთან და ჯობია ამაზე წეროთ, ვიდრე არასერიოზულ თემებზე იშალოთ ნერვები.

    Reply
  2. touchkah

    ეს ასე ხუმრობდა თუ სარკაზმი ისევ მოდაშია? შეეცოდნენ ხო სოციოპატი ბლოგერები ჩვენს ღრმადპატივისცემულ “ნიჭიერებს” … ვაიჰჰ…არაკომპეტენტური, უცნაური ( აქ უკვე სიტყვა “უცნაურის” პოზიტიური სექტორი არ სუფევს ), ქედმაღალი ( ნეტა რატომ ? ) და აშ აზრი🙂
    პს. თუ კი ეს ხუმრობაა, მე მომიტევეთ, იუმორში კოჭლი ვარ და არ მესმის მე ასეთი ხუმრობების🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      არ რა ხუმრობა. ხომ ვთქვი პირველ აბზაცში სრული სიმართლეა მეთქი? და ეს რომ დავწერე ფული გადამიხადეს. აბა ტყუილად შემომივარდა სახლში და წამიყვანა? ტყუილად მომწყვიტა კომპიუტერს? ო.ო რას ამბობ:/

      Reply
  3. მელომანი

    მართლა არაფერი მესმის, იუმორის გრძონა დაკარგო მესმის, მაგრამ სარკაზმს ვერ არჩევდე ჩვეულებრივი ხუმრობისგან? რა ჭირს ამ ხალხს ნეტა გამაგებინა😐 განსაკუთრებით ბლოგერებს😐

    Reply
  4. lasha

    ცხოვრებაში პირველად გამიხარდა რომ ქართულ ბლოგებს არც ისე ბევრი მკითხველი ყავს:/
    არაფერი პირადული. გახსოვს მირიანაშვილის პოსტი ფბ-ზე იუსტიციის სახლთან დაკავშირებით და მერე ბირმანის “აღშფოთებები” და მერე ჩემი და შენი ლაპარაკი ?

    Reply
  5. touchkah

    ეჰმმმ მე მგონი აქაც ჰოლივუდის კვალი გადის. nerd ბავშვები ჰგონიათ ბლოგერები. სათუთი ფსიქიკა , ალერგია თიტქმის ყველა პროდუქტზე და აუცილებლად რაიმე საინტერესო ტრავმა მირებული ღრმა ბავშვობაში… იჰტ…

    Reply
  6. :))

    amdagvari posti sxvasac qonda ukve,ra ubedurebaa es gadagechili temebi,metki shemoval,wavikitxav rogri kai dro atares,ra gadaxdat gzashi,ara,isev igive rac ados da sxvebs kondat:(

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      უი, მე არც წამიკითხავს სხვების. უბრალოდ როცა იმდენად გამაბრაზეს რომ რამდენიმე ადამიანი დავბლოკე და საოცრად ნერვებმოშლილი ვიყავი მაშინ დავწერე😐 სულ სხვა თემაზე და სულ სხვა საკითხებზე ვაპირებდი დაწერას, მაგრამ ვინ გაცადა😐

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s