happy 2 years

ზუსტად 2 წლის წინ პირველად გავხსენი wordpress.com იმისთვის რომ დავრეგისტრირებულიყავი, პირველად გავხსენი new post-ის ფანჯარა და პირველად დავწერე პირველი პოსტი. არ ვიცოდი რაზე უნდა მეწერა, ვისთვის ან რატომ უნდა მეწერა. მაშინ აბოტურიენტი ვიყავი და რვეულებში ზოგადსაკაცობრიო საკითხებზე დაწერილი თემები მოვძებნე და სიტყვა-სიტყვით გადმოვიტანე ბლოგზე. მერე ნელ-ნელა დავლაგდი. ინტერნეტ დღიური იყო და ინტერნეტ დღიურია დღემდე და მომავალშიც სწორედ ამ ჭრილში ვხედავ. მე და ჩემი აზრები, დეთს ოლ. ვწერ რაც მაწუხებს, რაზეც ვფიქრობ და რაც ჩემს თავს ხდება. ვისთვის ვწერ? ყველასთვის ვისაც უყვარს ჩემი ბლოგი, მე, ან უბრალოდ სხვისი ცხოვრების კითხვა, მერე გაჭორვა და ათასი სისულელის მოფიქრება. მეგონა ბლოგს ბლოგერების გარდა არავინ კითხულობდა, თუმცა ნელ-ნელა აღმოვაჩინე რომ ბევრი ჩემი ნაცნობი ახალ პოსტზეა დადარაჯებული.

ძალიან ბევრი პოსტია რომლის წაკითხვის დროსაც უხერხულად ვგრძნობ თავს საკუთარ თავთან, რომლებზეც მეცინება, ბევრი მომენტი მიკვირს და მაინც სათუთად ვუფრთხილდები ყველა პოსტს, ჩემი წარსულია.

2 წლის მანძილზე ბევრი რამ მოხდა და ყველაფერი ბლოგის არქივში ინანება, sweet memories❤

2 წლის მანძილზე დავწერე 470 პოსტი და დაიწერა 5,353 კომენტარი. მე-5000-ე კომენტარის ავტორს საჩუქარი ელის უკვე 1 თვეზე მეტია და პატრონი ვერ იცლის რომ წაიღოს.

top posts, top searches, most active

გოჩა მანველიძის “მგელბზე” დაწერილი პოსტი ერთადერთია რომლის წაშლის სურვილიც მაქვს და თავს ვიკავებ. გამუდმებით მხვდება კომენტარები რომლებიც თხოვულობენ მგლების ონლაინ ვერსიას, ან ეძებენ ადგილს სად შეიძლება იყიდონ. მიდის პოლემიკები, რომ მგლები ყველაზე მაგარია და რომ რეალურ ცხოვრებაზეა დაწერილი და ა.შ. დავიღალე😐

most commented posts

სტატებში კიდევ ბევრი საინტერესო რამ ხდება, მაგრამ დასასქრინად არ ღირს.

ერთი რამ ვიცი ზუსტად, ბლოგს არასოდეს გავაუქმებ : )

17 thoughts on “happy 2 years

  1. Mallorie

    ნათი, ვულოცავ ბლოგს დაბი.დუბის… ძალიან ბევრ ვიზიტორსა და კომენტარს ვუსურვებ! = )

    Reply
  2. მელომანი

    ესე იგი 470 კი არა 471 პოსტი დაგიწერია🙂 თუ ამ პოსტის დაწერის მერე დასქრინე?🙂
    მოკლედ ასეც და ისეც გილოცავ მთელი სულითა და გულით :* ერთერთი ერთგული მკითხველი ვარ შენი და რაკი ბლოგს არასდროს გააუქმებ, მარად ასეც დარჩება🙂 :*

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ყველზე ერთგული გრინმარია. პირველი პოსტიდან მოყოლებული დღემდე კითხულობს ყველაფერს. პირველი კომენტარი მისი იყო და ალბათ ბოლოც მისი იქნება❤

      ხოდა, მიხარია რომ შენ იმ ერთგულების რიცხვში შედიხარ ვინც ხშირად სტუმრობს აქაურობას❤

      Reply
  3. CreaTive

    გილოცავ,კიდევ ბევრ კარგ პოსტს გისურვებ🙂 :* ბლოგს ვწერ,თუ შენ არ ვიცი მარა გილოცავ!

    Reply
  4. tsotnee

    ნათია გილოცავ! უშრეტ მუზასა და უამრავ ერთგულ მკითხველს გისურვებ!

    Reply
  5. Mari

    გილოცავ, სიყ! რამდენი ხანია შენთვის ნიკით არ მომიმართავს😀😀

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s