მრცხვენია?

6 თებერვალს სირცხვილის დღეაო, დაწერა ერთმა პოსტი, დათაგა 10 კაცი, იმ ათმა კიდევ 20 და უკვე საკმაოდ ბევრი დაიწერა. სცხვენიათ რომ საქართველოში დაიბადნენ, რომ ქართველები ჰქვიათ, რომ ვიღაცა ცუდად იქცევა… სხვის მაგივრად სცხვენიათ და განიცდიან და სანაცვლოდ არაფერს აკეთებენ, მხოლოდ მოსთქვამენ, წუწუნებენ რომ “ვაი”, რომ სირცხვილია.

რაც “მეც მრცხვენია” პოსტი პოსტზე წამოვიდა ვფიქრობდი რისი მრცხვენია მე და ბევრი ვერაფერი მოვიფიქრე. ბევრი მსჯელობის შემდეგ ფეიჯზე მე და სოფიმ დავასკვენით, რომ ან ძალიან ბედნიერი ვარ, ან აღვირახსნილი, ან კიდევ ბედნიერი აღვირახსნილი. ან სულაც “არაფეეერს არ ვნანოოოობ, ტკბილია გზააა…” (თამთა ცხვიტავა). მოკლედ, მარტივი წესი მაქვს, ის რაც იყო წარსულია და მისი გამოსწორება არ შეიძლება. შესაბამისად წუხილი, დარდი და სირცხვილი მასზე აბსურდია, ზედმეტი პრობლემების წყარო და უშედეგოა.

არ მრცხვენია, რომ 3 საგანი შემეტენა ჩემი სიზარმაცის გამო, მთავარია რომ აღარ შემეტენოს, ნუ ერთი სემესტრის განმავლობაში მაინც : )
არ მრცხვენია, რომ  საშინლად უნებისყოფო ვიყავი 20 წლის განმავლობაში, მთავარია რომ ეხლა მოვიკრიბე ძალა.
არ მრცხვენია, რომ… მოკლედ, ბევრი რამის არ მრცხვენია. სამაგიეროდ ის რისიც მრცხვენია ძალიან ცოტაა და ფაქტობრივად ყოველდღიური. მაგალითად, ძალიან მცხვენია/მიტყდება ქუჩაში ნაგვის დაყრა და არც არასოდეს ვყრი, თუ კი საქმე სიგარეტის ნამწვავს არ ეხება. არც ამ უკანასკნელს ვაგდებ ნაგვის ურნის არსებობის შემთხვევაში, მაგრამ ხშირად არ მიწევს მსგავს ფუფუნებაში ყოფნა როდესაც ქუჩაში ვარ.

რისი მრცხვენია?  იმის რომ შემიძლია 24/7-ზე ვიყო უ ს ა ქ მ უ რ ი! არ ვაკეთო არაფერი. ვიჯდე ჩემს საწერ მაგიდასთან, წინ მედგას ლეპტოპი, წყალი, ვაშლი და იყოს შუქი. ვუყურებ ყველანაირ ფილმს, წავიკითხავ უამრავ უინტერესო პოსტებს, ავსქროლავ და ჩავსქროლავ ფეისბუქს, არ ვუპასუხებ პმ-ებს თუ ძალიან არ შემაწუხეს, როდესაც ძილი მომერევა დავიძინებ და ამ უსაქმურობის ჟამს მხოლოდ იმაზე ვიფიქრებ რომ it’s ok, 2 დღე მეცადინეობა მეყოფა, ან სულაც 1 დღე, იქნება ის 1 საათი როდესაც დიდუბიდან მაღლივში მივდივარ? – ჰო, ესაა ყველაზე დიდი რაღაც რისიც მრცხვენია.

ისევ არაფერი მაფიქრდება, ალბათ იმიტომ რომ ის რისიც მრცხვენია იმდენად ყოველდღიურია რომ შევეჩვიე და ვეღარც ვგრძნობ.

10 thoughts on “მრცხვენია?

  1. anna

    უსაქმურობის უნდა გრცხვენოდეს :ო
    ყოველ კვირა დღეს, ვპირდები თავს რომ საწოლში გდების მეტს არაფერს გავაკეთებ და ფბს ვარეფრეშებ, მაგრამ 4 საათში მბეზრდება და რაღაცების კეთებას ვიწყებ:/

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ხოდა მრცხვენია :დ მაგრამ ჯერ არ მიცდია რომ გამომესწორებინა :დ

      Reply
  2. Ibi

    იგივე დამოკიდებულება მაქვს წარსულზე თითქმის, ოღონდ ძალიან ახლო წარსულზე არა :დ ასე 1 კვირაზე მაქვს ლაპარაკი…

    Reply
  3. მარი !

    მომწონს შენი დამოკიდებულება წარსულთან .
    მეც იგივეს ვფიქრობ ,მაგრამ მაინც ვდარდობ ,ვნერვიულობ და ა.შ!.

    Reply
  4. kisoki

    ეჰ, მეც მჭირს ხოლმე ეგრე:/ სკოლაში თუ არ ვარ ფეისბუკზე ლაყბობისს და ბლოგებზე ძრომიალის მეტს არაფერს ვაკეთებ. თუ მშობლები სადმე მიდიან ვეუბნები, რომ ვიმეცადინებ გაცცდენილი დღის საგნებს, მაგრამ არასდროსს ვასრულებ პირობას-მრცხვენია, მაგრამ არც მე ვაკეთებ არაფერს ამ გრძნობის-სირცხვილის თავიდან ასაცილებლად.
    პ.ს. არ ვიცოდი სირცხვილის დღე თუ იყო.

    Reply
  5. rockermeloman

    მოკლედ რა ნათი რაა🙂 იმდენი ტყუილად ვიმსჯელე მაშიინ?🙂 ჯერ ერთი უნდა გრცხვენოდეს რომ არაფრის გრცხვენია🙂 მეორეც უსაქმურობის მარტო სირცხვილი არ კმარა🙂
    ეს ყველაფერი იქით და, მოსაწყენი არაა ასე უსურცხვილოდ და უკომპლექსოდ ცხოვრება? ცხოვრების მუღამი არ გაქვს, არაფერი გაინტერესებს… შემეკამათები მარა, შენ არ დაწერე შემიძლია 24/7 უსაქმური ვიყოო?🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      შემიძლია არ ნიშნავს რომ ვარ :დ
      აი მაგალითად დღეს
      11-საათზე ვარჯიშზე ვიყავი,
      დაახლოებით 12-დან 2-მდე უნივერსიტეტში, ვმეცადინეობდი.
      მერე სახლში ვიყავი ცოტა ხანს, წყალი გადავივლე, ის ეს, და წავედი ალუკარდის სანახავად რომ სადაბადებისდღეო საჩუქარი მიმეცა❤

      Reply
      1. rockermeloman

        ჰოდა მერე ეგ უნდა დაგეწერა გოგო პოსტში თორე სულ ხელი მქონდა შენზე ჩაქნეული🙂 ეს რა კარგი სერვისი დაემატა წორდპრესს, ბლოგიდან გაუსვლელად შემიძლია ვუპასუხო კომენტარს შენს ბლოგზე….🙂

      2. siyvarulovna Post author

        კი❤ ტიკერის პონტშია :დ ძალიან საკაიფო რამეა❤

        ხოდა, კაროჩე, რამეს შევცვლი ჩემს უსაქმურობაში, აი ფრომის❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s