როცა ტირილი გინდა

როცა სასწაულად გაბრაზებული ხარ, ან ნაწყენი, ტირილამდე როცა ხარ მისული და მხოლოდ ერთი ადამიანი გახსენდება ვისაც მიწერ, დაელაპარაკები და დამშვიდდები. ვისთან ლაპარაკიც მხოლოდ დადებითად აისახება შენს ემოციებზე, გრძნობებზე და მხოლოდ მასთან საუბრის მერე დაგეძინება მშვიდად, მიხვდები რომ ყველაფერი არც ისე ცუდათაა და ეს მხოლოდ წუთიერი ემოციებია, მიხვდები რომ ძლიერი ხარ და მსგავსმა წვრილმანმა ბარიერებმა არ უნდა შეგაშინოს.

უცნაურია, იმიტომ რომ არც მეგობარია, არც ნაცნობი და საერთოდაც სტატუსი არ აქვს. რატომ არ მახსენდება მასეთ დროს მეგობრები? ალბათ იმიტომ რომ მხოლოდ ის ახერხებს დამანახოს და მაგრძნობინოს ის ყველაფერი რაც ზემოთ ჩამოვთვალე. და საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივდივარ რომ ძალიან ცუდ რამეს ვუკეთებ ჩემს თავს. არ შეიძლება იყო ვინმეს იმედათ და ცუდად ყოფნის დროს გახსენდებოდეს ვიღაც მხოლოდ იმიტომ რომ დამშვიდება და წყნარად ძილი გინდა. ნებისმიერ სიტუაციაში ადამიანმა უნდა შესძლო და ცივი გონებით შეხედო ყველაფერს, იყო პრაგმანტული და ოპტიმისტი, დააწყნარო და დაამშვიდო საკუთარი თავი და იყო ძლიერი.

მაგრამ, ძალიან სასიამოვნოა ის ფაქტი რომ სადღაც, შორს, ვიღაც არსებობს ვისაც შეუძლია კარგ ხასიათზე მოგიყვანოს. ვინც დაგელაპარაკება და მისი ნათქვამი “ყველაფერი კარგად იქნება” გაცილებით სასიამოვნოდ ჟღერს ვიდრე ნებისმიერი სხვისი.

ძილინებისათ.

პ.ს კიდევ ერთი პრობლემა რომელიც წერისას დავაფიქსირე რომ თურმე პრობლემაა, არ შემიძლია როცა მეტირება ვიტირო და ემოციები გამოვუშვა გარეთ. უბრალოდ არ შემიძლია.

23 thoughts on “როცა ტირილი გინდა

  1. kisoki

    ორ წამში წავიკითხე და ჩემი მეგობარი გამახსენდა რომელმაც გუშინ ღამის თორმეტ საათზე ატირებულმა დამირეკა….❤
    ორ-სამ აბზაცში, მთელი სათქმელი ჩაატიე❤

    Reply
  2. Mari

    ვერააა, რაც არ უნდა მაგარი იყო, შენს თავს მაინც ვერ მოატყუებ. ეგეთ რთულ მომენტებში ყველას სჭირდება ვიღაცას მიადგეს და თავისი გასაჭირი უთხრას, ვინც თავზე ხელს გადაუსვამს და გაუგებს.
    ნუ ცდილობ ქვად წარმოიდგინო თავი. ადამიანი ხარ და სენტიმენტები გაგაჩნია.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      არ ვარ ქვა, ემოციები მაქვს. უბრალოდ ემოციებს კონტროლი სჭირდება და არა სხვების შეწუხება თავზე ხელი გადამისვითო, ვიცი რომ ყველაფერი კარგად იქნება მაგრამ შენც დამიდასტურეო:/ ენივეი, უბრალოდ არ მესმის რატომ მინდება მხოლოდ მისთვის მიწერა : ) დეთს ოლ

      Reply
      1. Mari

        უბრალოდ, როცა ცუდად ხარ, ავტომატურად ცდილობ შვება მოძებნო. ზოგი ჭამას იწყებს, ზოგი ვინმეს ამწარებს. შენ იმ ვიღაცასთან ლაპარაკში ნახულობ შვებას და ქვეცნობიერად იცი რატომაც. კაია ეგრე რომ შვრები და შენთვის არ ობოღმები. მერე ცუდად აისახებოდა ეგ.

      2. siyvarulovna Post author

        ისედაც არ დავიბოღმებოდი და გამივლიდა, უბრალოდ შედარებით გვიან:/

  3. Ninna

    როგორ მესმის შენი ვერც კი წარმოიდგენ .. ვერასდროს ვტირი , არადა ტირილამდე ვარ ხოლმე მისული ისე მინდა ტირილი :))))) კარგი პოსტია , მომწონს❤

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ხოდა მივხვდი რომ ძალიან ცუდია ეგ:/ ჯობია იტირო და დაიცალო :შ

      Reply
      1. Ninna

        ჰოო მაგრამ რომ არ შეგიძლია ეგაა ცუდი .. ან კარგი , თვალების ქვეშ შავი რგოლები არ გექნება ^_^

  4. აქსიომა

    აუუუ, ერთ–ერთი ყველაზე საყვარელი და სასიამოვნო პოსტია, რაც წამიკითხავს. ემოციით ავივსე. ძალიან კარგად გამოგდის გრძნობებზე საუბარი და უნებურად აიყოლიებ სხვასაც. მაგარია🙂

    Reply
  5. გლეხის ბიჭი

    ძალიან მომეწონა🙂❤
    პ.ს. მიზეზი იცი, ალბათ :დ შენნაირების სენია ეგ (მე-ს აღარ მოვიხსენიებ აქ) :დ :*

    Reply
  6. cet

    მეც მყავს ერთი პერსონა, მხოლოდ იმის “დაიკიდე” რო მშველის ^^

    Reply
  7. ♥ Miss.Catalan.. ♥

    პ.ს.- ეგ არც მე არ შემიძილია😐 ხანდახან ისე მინდა ტირილი,რომ სიცილში გადამდის ხოლმე,მაგრამ მაინც არ მეტირება.. იშვიათად,ძალიან იშვიათად ვტირი,მაგრამ იმ შემთხვევაში,თუ ვეღარ ვძლებ და რასაც ვიკავებდი ყველაფერი ერთად მომაწვება..

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ხო, მეც ძალიან იშვიათად ვტირი. მაგრამ, ძალიანა დვილია ჩემი ატირება თუ რაიმე სევდიან ფილმს ვუყურებ, მაგრამ როცა საქმე მე მეხება მანდ ვიჭედები :დ

      Reply
      1. ♥ Miss.Catalan.. ♥

        არა,ფილმის დროს ტირილის პრობლემა არ მაქ :დ ხო,ეგ ვიგულისხმე :დ

  8. Butterfly

    უცნაურია, იმიტომ რომ არც მეგობარია, არც ნაცნობი და საერთოდაც სტატუსი არ აქვს. რატომ არ მახსენდება მასეთ დროს მეგობრები?<<<აი ეს კითხვაა მეც მაწუხეებს ნამდვილად…

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      იმიტომ რომ ძალიან კარგი მოსაუბრეა, იცის რა და როგორ თქვას და მშვიდდები მასთან საუბრისას, ითს იზი, მაგრამ, ვაი :დ

      Reply
      1. Butterfly

        ხო აი ეგაა რა :დ:დ:დ:დ მაგრამ ჩემ შემთხვევაში ხანდახან ისეთი საზიზღარია ხოლმე…,მაგრამ ალბათ მე მეჩვენება “საზიზღრად” იმიტომ,რომ მწარე სიმართლეს მეუბნება… :დ იავიცი იავიცი

      2. siyvarulovna Post author

        : ))))) ხანდახან ეგ მწარე სიმართლე ჰაერივით მნიშვნელოვანია ხოლმე :პ

      3. Butterfly

        ხო და მგონი სწორედ ესაა მიზეზი,რომ ის მახსენდება ამ დროს… ალბათ მართლაც ჰაერივით მჭირდება ამ დროს მწარე სიმართლე…

  9. მზესასწაული

    უარყოფითი ემოციებისგან ყველას სჭირდება დაცლა და ამ დროს ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელიც კი არ განსჯის და შეაფასებს ჩვენს საქციელს, არამედ ურალოდ მოგვისმენს და არ გაგვაწყვეტინებს გულის მოოხების პროცესს🙂
    ტირლი არც მე არ შემეძლო, ცრემლს ვერ ვაგდებდი თვალიდან მაგრამ ახლა ორსულობისას😀 პატარა მიზეზი მინდა და ცრემლად ვიღვრები😀

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s