მე, დიეტა და აერობიკა vol 2

ბავშვობიდან, 3-4 წლიდან მსუქანი ვარ. თავიდან 10 კილოგრამი მქონდა ზედმეტი და ამის გამო 6 წლიდან ექიმებთან დამატარებდნენ. მე კიდევ  მიყვარდა შოკოლადი და ამის გამო ძალიან ხშირად დედის ჩანთიდან ფული ამიღია და ჩუმად შოკოლადი მიყიდია. დრო გადიოდა, მე ვერ/არ ვიკლებდი და ნებისყოფა მიფუჭდებოდა. ექიმს ექიმი ემატებოდა, გამოკვლევას გამოკვლევა და დახარჯულ თანხას კიდევ ასობით ლარი.

ჩემი ნებისყოფა ყველაზე დიდხანს 2 წლის წინ მეყო, ისიც 5 თვე და ოცი კლოგრამი დავიკელი. დიდი ხანია ჩამოწერილი მაქვს რატომ მინდა რომ გამხდარი ვიყო.

1. ჩავიცვა ის რაც მინდა❤ მოკლე იუბკები, შორტები, საროჩკები, ლამაზები და ყოველი ახალი რაღაცის ყიდვისას ის არ მაწუხებდეს ვაი თუ გაზომვისას არ ჩამეტიოს, ან მუცელი ცუდად გამოჩნდესთქო.

2. მგზავრობისას ძალიან უხერხულად ვარ ხოლმე. მგონია ვაწუხებ ვინმეს დგომის დროსაც კი. + ამას, ყოველ დილით უნივერსიტეტისკენ მიმავალ ავტუბუსში გამხდრის ასვლა/ჩამოსვლა გაცილებით ადვილი იქნება ვიდრე თითქმის 100 კილოსი.

3.მიუხედავად იმისა, რომ relationship_ების რაოდენობას არ ვუჩივი, მაინც მაქვს რაღაც კომპლექსის მსგავსი. ნუ, კაკ მინიმუმ მინდა რომ ვინც მომეწონება იმან ჩემზე არ იფიქროს რას გავსო. ან მხოლოდ “რა საყვარელი ხარ” ფრაზით არ შემოიფარგლოს.

4.საბედნიეროდ ზღვაზე ან აუზზე “კუპალნიკებით” გასვლის კომპლექსი არ მაქვს. მაგრამ მაინც მიტყდება როცა ყველა მე მიყურებს.

5. აღარ მითხრან რომ გახდები რა ლამაზი გოგო იქნებიო და მარიამს (ჩემს დას) ასი თავით აჯობებო. სარკეში ჩაიხედე რა კარგი ნაკვთები გაქვს და სიმსუქნის გამო რას ჰგევხარო.

6.დედაჩემმა აღარ შემახსენოს, რომ ათასობით ლარი აქვს დახარჩული ჩემს ექიმებთან როცა გამოკვლევებზე მივყავდი და როცა რამდენიმე კვირა ვიცავდი დიეტას. ექიმებზე + წამლებზე. (საბედნიეროდ არაფერი დარღვევა არ მაქვს)

7. სექსის დროს გამხდარი ადამიანი ბევრად კომფორტულად გრძნობს თავს ვიდრე მსუქანი, ალბათ. გაცილებით მოქნილი და ყველა პოზის შემსრულებელი, + უფრო სექსუალი.

8. აღარ მითხრან, რომ მსუქანი ადამიანები კეთილები არიანო და შენ რამ გაგაბოროტაო.

9. უბრალოდ მგონია რომ გამხდარს ყველაფერი უხდება!

ჩემს სურვილს მონდომებაც დაემატა. 1 თვე გავიდა რაც ვარჯიში + დიეტა დავიწყე და შედეგით ასე თუ ისე კმაყოფილი ვარ. დავიკელი ბევრი სანტიმენტრი და 5.4 კგ : ) 42 ზომა შარვლიდან 38-ზე ჩამოვედი, და ვგრძნობ რომ კიდევ უფრო პატარა მინდა, თორემ მომბეზრდა მუდმივად შარვლის აწევა. ფეისბუქზე ფოტოს დადებისას მეუბნებიან რომ გავხდი და ეს ყველაზე მეტად სახეზე მეტყობა. კმაყოფილი და ბედნიერი ვარ და მინდა რომ კიდევ უფრო მეტს მივაღწიო!

1 თვე. ზუსტად იგივე შარვალი, იგივე მაისური, იგივე ლიფი და მოკლედ, ყველაფერი იგივე, უბრალოდ 1 თვე განსხვავება🙂

და ეს ყველაფერი ჩემი სურვილის, მონდომების და თიდანის დამსახურებაა!

44 thoughts on “მე, დიეტა და აერობიკა vol 2

  1. Permweri

    წარმატებები. მე ალბათ ნებისყოფა არ მეყოფოდა:/

    Reply
  2. razmua

    ვაა რა მაგარია .. შესუნთქული ხო არ გაქვს ????🙂 ისე ბოულინგზეც დაკლებული იყავი შენ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      რაზმუა :დ ბოულინგის მერე კიდევ გავხდი :დ და კი, ბოულინგზეც დაკლებული ვიყავი:პ
      უბრალოდ 1 თვის შედეგი მიდნდოა დამედო და :პ

      Reply
      1. razmua

        არა სასტიკად კარგი შედეგია ყოჩაღ. ეგრე გააგრძელე :*

  3. kisoki

    მაგარია. თუ რამეს მოინდომებ ყველაფერი გამოვა ამ ქვეყანაზე🙂
    კიდევ დაკიდევ უფრო მეტი წარმატებები!

    Reply
  4. DA V ID

    დიდი სიამოვნებით მივიერთებდი შენს კილოგრამებს

    Reply
  5. fiqro

    იუბკა – ქვედაბოლო, საროჩკა – პერანგი, საცურაო კოსტუმი – კუპალნიკი. გახდომაში –წარმატებები🙂

    Reply
  6. Ibi

    კაცს გახდომას მოანდომებ რა :დ ისე შედეგი მართლა დიდია და ასე გააგრძელე, რადგან ეს 9 პუნქტიანი სია გააქრო :დ ისე, მეც მაგ ასაკიდან მაქვს დღემდე(12 წელია ანუ) 10–15 კილოგრამი ზედმეტი.

    Reply
  7. presgeo

    ვაა ნათი შენ რა მაგარი ხარ ყოჩაღ და სად დაიელა ასე კარგად მეც მინდა მაწავლე რა🙂

    Reply
      1. siyvarulovna Post author

        იქნებ დალინკულზე გადასულიყავი და იქ გაგერკვია ყველაფერი? :დ

  8. Mr. Nomad

    ვაიმე ახლა მივხვდი რომ ძალიან დიდი ხანია არ მინახიხარ😦❤

    Reply
  9. cet

    საერთოდ პირველად ვნახე შენი სურათი და გავოგნდი შენი ნებისყოფით ^^
    ყოჩაღ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      cet, ძველი ფოტოები უნდა ნახო შენ :დ
      ეს შედერება რაც მაქვს გაკეთებული, მანდ კიდევ დაკლებული ვარ :პ

      Reply
      1. cet

        კომპლიმენტებს იშვიათად ვამბობ, მაგრამ მართლა მიყვარს შენნაირი ნებისყოფის ხალხი ^^❤

  10. მზესასწაული

    გახდომას დიდი ნებისყოფა სჭირდება და ყოჩაღ შენ, აშკარად მაგარი პროგრესი გაქვს :))
    უბრალოდ მარტო ვარჯიში არ შველის, ვარჯიში + დიეტა + მასაჟებს მაგარი შედეგი აქვს.
    გამამკვრივებელი მასაჟები არ გიცდია?

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მასაჟებისთვის ჯერ ფული არ მაქვს :უსერ:
      მაგრამ დიეტას ვიცავ შეძლებისდაგვარად🙂

      Reply
  11. ნათიკო =)

    აუ ნათი რა მაგარიააა, წარმატებებიი :*:*:*:* მეე ჯერ ერთი თვე არ არის რაც დავიწყე დიეტა, მაგრამ 7,5კგ დავიკელი, დიდად არ მეტყობა იმიტო რო სკოლის დატვირთული გრაფიკის გამო ვერ ვვარჯიშობ, მაგრამ კიდევ ვაგრძელებ ^_^

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s