არასდროს, მაგრამ, თუმცა

არასდროს მყვარებია.
არასდროს აღმინიშნავს ვალენტინობის დღესასწაული.
არასდროს ვყოფილვარ ბედნიერი ამ დღეს მხოლოდ იმიტომ რომ 14 თებერვალია და ვალენტინობაა.
არასდროს მდომებია ვყოფილიყავი შეყვარებული და თუნდაც ერთი ყოჩივარდა მაინც ეჩუქებინა ვინმეს.
არასდროს მდომებია ეს დღე მარტოს არ აღმენიშნა, იმიტომ რომ  არასდროს ვყოფილვარ მარტო, მეგობრებთან ერთად სადმე მაინც მივდიოდი.
არასდროს მდომებია ეს დღე ყოფილიყო განსაკუთრებული, მესეირნა ხელიხელჩაკიდებული იმასთან ერთად ვინც მიყვარს, ჩავხუტებოდი და მეკოცნა მთელი გრძნობით და მეგრძნობინებინა რომ მიყვარს.
ყოველ 14 თებერვალს გარეთ მზეა, და იმაზე მეტი სითბოა ვიდრე 13 თებერვალს იყო, ყოველთვის მინდებოდა გარეთ გასვლა და ბოდიალი მარტოს(!), შეყვარებული წყვილების ყურება და ბუზღუნი რომ არც-ერთ კაფეში ადგილი აღარ არის. იმის მტკიცება რომ 14 თებერვალი და ვალენტინობის დღე არ უნდა იყოს საჭირო იმისთვის რომ საყვარელ ადამიანს რაღაც აჩუქო, უთხრა რომ გიყვარს, აგრძნობინო რომ შენს ცხოვრებაში ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი ნათელი წერტილია, იყო მასთან ერთად დღის განმავლობაში რამდენიმე საათი მაინც და ა.შ…

მაგრამ,

დღეს როდესაც დილით ადგომა დამეზარა, როდესაც ვუყურებდი ჩემს დას როგორ იპრანჭებოდა შეყვარებულთან წასასვლელად, როგორ ებუზღუნებოდა მამაჩემი დედაჩემს ჩვენც აღვნიშნოთ ეს დღეო, ვიგრძენი რომ საჭიროა 14 თებერვალი, 15 აპრილიც და ყველა ის დღე რომელიც სიყვარულს ეხება. კი, ყოველი დღე სიყვარულისაა და ყოველდღე უნდა უთხრა რომ გიყვარს, მაგრამ, როდესაც გრძნობ, რომ ეს დღე მხოლოდ შენთვისაა და მხოლოდ თქვენ ორისთვის ანათებს ის მზე, რომელიც გუშინ გამალებით იმალებოდა ღრუბლებში, უბრალოდ ბედნიერს გხდის და კიდევ ერთხელ გემატება რწმენა სიყვარულისა.

თუმცა, მიუხედავად ყველაფრის like being singl : ) უბრალოდ ამჯერად სახლში ჯდომა და ჰიმიმის ყურება მინდა. სავარჯიშოდ წასვლაც კი მეზარება.

24 thoughts on “არასდროს, მაგრამ, თუმცა

  1. ქეთუსა

    აუ ჩემი თავი გამახსენდა მაგრამ .. მე არც ამ წელს დავარღვევ ტრადიციას და მეგობრებთან ერთად გავტარებ მთელ დღეს …….. მომეწონა შენი პოსტი :**

    Reply
  2. anoonymouss

    I AM THE SAME SINGLE….. მაგრამ ნამდვიალდ მაგარია, მართალია რა არის ქრისტიანული დრესასწაუილი, თუმცა ნელნელა მკვიდრდება უკვე საქართველოშიც 🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      კი, დაჟე ერაყშიც აღნისნეს მიუხედავად იმისა რომ სასჯელის რაღაც სახეები ემუქრებათ :დ

      Reply
    2. 99dge

      ქრისტიანული დღესასწაულია, უბრალოდ მართლმადიდებლური არაა :))

      Reply
  3. faifuris angelozi

    ყველაფერში გეთანხმები,მეც დაახლოებით მსგავსი აზრით დავწერე ჩემი დღევანდელი დღისთვის მიძრვნილი პოსტი.

    Reply
  4. kisoki

    დაგლიჯა❤ რაღაც ჩამოყალიბებულად, გააზრებულად და გასაგებად წერ. ^^ ყველაფერში გეთანხმები, მაგარი პოსტია❤ მართალია ქრისტიანული დღესასწაული არ არის მაგრამ მომწონს. ალბათ ოდესმე ამ დეს ვინმესთან ერთად შევხვდები, მაგრამ ახლა ის ვინმე ჯერჯერობით მხოლოდ მეგობრებით შემოიფარგლება. :დ

    Reply
    1. 99dge

      ქამოოოონ. ქრისტიანული დღესასწაულია, უბრალოდ კათოლიკური

      Reply
  5. ❥ Natsy

    არაფერი მიმიღია, ალბათ ჩემი ბრალიც არის: 1)არასდროს ვიპრანჭები 2)ყველა ბიჭს ვუყურებ ისე, როგორც მეგობარს. ასე, რომ არც საჩუქარი არ მაქვს😦

    Reply
  6. cet

    პირველი აბზაცი ჩემი დაწერილი მეგონა :D:D

    ამ დღეს სულ ან გოგოსთან ერთად ვატარებ ან მარტო ^^

    ოღონდ მე არ მგონია რო ეს დღე საჭიროა,,,, (სუბიექტური აზრი) ^^

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ხო, ხანდახან მეც არ მგონია ხოლმე :დ ხანდახან მგონია რომ საჭიროა. ენივეი, არც ეხლა დამირღვევია ტრადიცია და მეგობრებთან ერთად ვიყავი :დ მართალია ცოტა ხანი მაგრამ მაინც :დ

      Reply
      1. cet

        მტავარი ეგენი არიან❤
        თორე ბიჭები ხან მიდიან ხან მოდიან ^^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s