იღბლიანი ნაბიჭვარი

გამოცდებს მოვრჩი, ძირითადებს. ორშაბათიდან 29 თებერვლამდე გადაბარებები და მერე 12 მარტამდე დავისვენებ. სახლში ჯდომას მოვრჩები, გარეთ გავალ და ვისაც ვპირდები გნახავთთქო ყველას ვნახავ, ყველას გავუვლი და ქულებზე ჩემთვის ჩუმად ვინერვიულებ. არ მინდა რომ ერთ საგანზე მეტი შემეტონოს, არც ეგ ერთი მინდა პრინციპში.

ერთადერთი ჩაბარებული საგანი, 3 გადასაბარებელი და ორის მოლოდინში🙂

სახლში ვზივარ და იმის მაგივრად რომ ვიმეცადინო how I met your mother-ს ვუყურებ, ჰარი პოტერს ვკითხულობ და ფეისბუქს ვარეფრეშებ, პარალელურად ჰაუსის და ზოი ჰარტის ახალ სერიებს ველოდები. ხომ ვამბობდი არც-ერთ სერიალს არ ვუყურებ ჰაუსის გარდა მეთქი? რატომ დავიწყე?😐

მეოთხე სეზონზე ვარ და ძალიან მიყვარს უკვე❤

ვარჯიშზე დავდივარ, ხან დილით, ხან შუადღეს და ხანაც საღამოს. დილით ადრე ადგომა ყველაზე მეტად მესიკვდილება და გაღვიძებისას მხოლოდ იმაზე ვფიქრობ როდის დავბრუნდები შინ რომ დავიძინო, საღამოს წასვლაც არ მიყვარს, თუ მოვკალათდი ლოგინზე ლეპტოპით, ნაუშნიკებით და სერიალით აღარ მინდა ფეხის ოდნავ გატოკება, თუმცა საქმე საქმეა!

რამდენიმე დღის წინ, 13 თებერვალს სითი თაიმში ვიყავი, 99 დღის ფართზე და ყველაფერი გენიალურად იყო. პორნო პოეზია, დერვიშები, რეზო&ბავშვები, დათო გაბუნია-კარაოკე, ჭიქა ღვინო, ცეკვა და გარშემო ლამაზი და სასურველი ადამიანები. 99 დღის  პროექტი და ანინა ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტიმულია ჩემს გარშემო, რომელიც ხელს მიწყობს დიეტაში და მოტივაციაში. გარდა ამისა, ფეიჯზე გამართულ გათამაშებაში მეორედ გამიმართლა სიცოცხლეში და ბოულინგის და ბილიარდის სათამაშო თითო-თითო საათი მოვიგე. yeap, I’m happy.

იღბლიანი ნაბიჭვარი :დ

24 thoughts on “იღბლიანი ნაბიჭვარი

  1. teennewson

    რა დღეში ხარ…. როგორც იქნა მოვრჩი მე გამოცდებს….

    გილოცავ გამარჯვებას :***

    Reply
  2. Mari

    ამას უყურეთ ერთი.. არადა, მიმდინარე ქულებს კი არაუშავს… ბოლოს მაინც ყველაფერს აფუჭებს.. ძალიან გიყვარს მგონი შენ მაღლივში ასვლა-ჩასვლა.

    Reply
  3. cet

    კვერენჩხილაზე… როგორ მიყვარს ♥

    ვა იურიდიულის მესამესემესტრელ? ^___^

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      კვერენჩხილაძე მეც მევასება❤
      რატომღაც პირველი ხარ ვისგანაც არ გამიგია რომ ეგ რამ აგარჩევინაო :დ

      Reply
      1. cet

        რამ აგარჩვინა კი არა ვგიჟდები მაგის ლექციებზე😀

        პროსტა ტესტებს ადგენს ისეთს ცოცხლად გატყავება მოგინდება ^^

      2. siyvarulovna Post author

        :დდდდ აუ დამტანჯა😐 განსაკუთრებით 2010 წლის საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად ცვლილებებმა😐

      3. siyvarulovna Post author

        ჯერ არ ვიცი :დ 29 ქულა მინდა და სავარაუდოდ მიწევს განმეორებიტზე გასვლა :ანგელ:

  4. Mr. Nomad

    ეგ არაფერი, მეც გავდივარ სამი საგნის გადაბარებითზე, იმიტომ რომ ძირითადზე მისვლა დამეზარა😉😀

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      არადა სულ ვამბობ აღარ ვუყურებ სერიალებს მეთქი :უსერ: ბევრი დრო მიაქვს :დ

      Reply
      1. Dissolved Girl

        მეც ეგრე ვამბობდი თავიდან, მაგრამ საღამოს, ძილის წინ კარგად მიდის🙂

  5. MrsMarch

    მგონი Himym-ში გადახვედი საცხოვრებლად: )) შორიდან ესე მეჩვენება: ))

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      დავამთავრე და ოფიციალურად ვგლოვობ :დ იმიტომ რომ არ შემიძლია ახალი სერიების ლოდინი :შ

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s