ჩემ გარშემო

ერთი შეხედვით ჩემს გარშემო სრული სიმშვიდე და სიწყნარე სუფევს, მაგრამ…

დილით ყოველთვის მაღვიძებს ჩემი დის მაღვიძარა, ან მისი საათნახევრიანი ფუსფუსი რომ როგორმე გაემზადოს და ოთახიდან გავიდეს. ოთახიდან გასვლისას ძალიან ხშირად კარი ღია რჩება, რაც იწვევს დამატებითი ხმაურის შემოსვლას და ჩემს გაღიზიანებას. დილას ყველა მაღიზიანებს, იმიტომ რომ მუდმივად მეძინება. ვცდილობ სწრაფად მოვაგვარო ყველა საჭირო სადილაო საქმე (წყლის გადავლება, ბოდიალი ოთახიდან ოთახში, საუზმე) და შევიკეტო ჩემს ოთახში. ოთახში შეკეტილი 15-ოდე წუთით ვახერხებ ფეისბუქს დავხედო, ვნახო რომ იგივე ხდება რაც რამდენიმე საათის წინ სანამ დავიძინებდი და დავხურო ლეპტოპი. ასე და ამგვარად დილას შეიძლება ითქვას მარტო ვატარებ.

გარეთ, ქუჩაში ყოველთვის ბევრი ხალხია. ვცდილობ დავაკვირდე სახეებზე და დავინახო ის უჟმური გამომეტყველება რაზეც ლეგენდები დადის, არ იღიმის ქართველი ხალხი და მუდამ შავები არიანო. არადა მე სულ სხვა რამეს ვხედავ. გზად სკოლაა ხოლმე, იქიდან გამოსულ ბავშვებს და მათ მშობლებს ნამდვილად არ ეტყობათ უჟმურობა, არც შავები არიან, პირიქით ზედმეტად ფერადები არიან ზამთრის მიუხედავად და ბავშვები სიცილ-კისკისით უყვებიან სასკოლო რამდენიმე საათიან თავგადასავლებს, მშობლებიც ღიმილით პასუხობენ.

ავტობუსში, დღის განმავლობაში ვხვდები რომ საოცრად მტკიცე ნერვები მაქვს. ამაში ავტობუსი, უფრო სწორად ის ხალხი ვინც ავტობუსით მგზავრობს, მეხმარება. ავტობუსი რა თქმა უნდა სავსეა, უფრო სწორად რა თქმა უნდა 21 ნომერი ავტობუსი სავსეა. შიგნით კი რამდენიმე კატეგორიის ხალხი მხვდება.

  • მოხუცები – ხალხი რომლებიც მუდმივად გამოთქვამ მწუხარებას შექმნილი სიტუაციის გამო, ეჩხუბებიან კონტროლიორებს იმის გამო რომ ბილეთი ითხოვა, ლანძღავენ მძღოლს თუ კი გაჩერებიდან გაჩერებამდე ავტობუსი უფრო და უფრო ივსება.  მძღოლის პასუხზე, დარეკეთ ცხელ ხაზზე და პრეტენიები იქ განაცხადეთ, რომ რამე შეიცვალოსო, ყოველთვის აღშფოთებით ხვდებიან, როგორ თუ ეს გვაკადრესო. გარდა ამისა, რა თქმა უნდა მოხუცებს ყველა (თითქმის ყველა) ადგილს უთმობს და მათი პრეტენზიებიც იზრდება. მიუხედავად იმისა რომ სხედან, ავტობუსი გატენილია და ხალხი ცალ ფეხზე დგას, მუდმივად წუწუნებენ რომ აწუხებენ, რომ ბარემ თავზე დააჯექით, რომ გაწიეთ ჩანთა და ნუ ეხებით კურტკით, იმიტომ რომ ცივია. ყველას სათითაოდ გაგლეჯვა მინდება ხოლმე. მაგრამ ვინარჩუნებ წონასწორობას და სიმშვიდეს და ჩემს მტკიცე ნერვებს ვლოცავ.
  • ბავშვები – არაერთხელ მაქვს ნათქვამი რომ ბავშვებს ვერ ვიტან. უაზრო ხუმრობები, სიცანცარე, რეპლიკები და ლექსიკა – ყველაფერი მაღიზიანებს.
  • ძაააააააააან გოგჩოები – მუდმივად წუწუნებენ რომ ამდენ ხალხში თმა დაეშალათ, მათი ლუის ვიუტონის, თუ ვინ ოხრობაა, ჩანთა დაიჭმუჭნა და ფორმა დაკარგა, ზარას ზედაზე ვიღაც ბავშვმა ხელები დაადო და რა თქმა უნდა იმ ხელებს თვალებით აჭრიან.

ვარჯიშზე ყოველთვის სასიამოვნო გარემოა. სიტუაცია, ხალხი, გარემო – ყველაფერი მომწონს და მოქმედებს იმაზე რომ წყნარად და მშვიდ გარემოში ვივარჯიშო და დავიხარჯო ბოლომდე. ხანდახან მე და ანა მარტოები ვართ, ხანდახან იმდენი ხალხია რომ ადგილი არ არის, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა მაინც სასიამოვნოა იქ გატარებული ერთი საათი.

ვარჯიშიდან გამოსული ძირითადად სახლში ვბრუნდები და იგივე მეორდება, ავტობუსი–>სადილი ან ვახშამი–>ოთახში შეკეტვა. ოთახში რა თქმა უნდა ლეპტოპს არ ვშორდები. გახსნილი მაქვს ფეისბუქი და filmix სადაც ჰაუ აი მეთ იუ მაზერს ვუყურებ. სერიიდან სერიამდე დავხედავ ფეისბუქზე, ჩატში გაწითლებულებს ვუპასუხებ, გრუფებში აქტუალურ პოსტებზე მივაკომენტარებ, გადავხედავ ნიუსფიდს სადაც გრძელდება მოთქმა კიკვიძის ბაღზე და მოჭრილ ხეებზე და ვაგრძელებ მორიგი სერიის ყურებას.

თუკი ჩემი დღის რუტინა რამემ დაარღვია და არ მიწევს იმ ყოველივეს გაკეთება და იმ გარემოში ყოფნა რაზეც ზევით ვწერე ე.ი მეგობრებთან ერთად ვარ, ვლაპარაკობ, ვჭორაობ, რაღაცას ვუსმენ, ვეწევით, ან მჭადებს ვაცხობთ და ყავა/ჩაის თანხმლებით მივირთმევთ იუოგურტებს ან ხაჭოებს ვუჭამთ ანას და just feeling that I’m happy.

19 thoughts on “ჩემ გარშემო

  1. lashaworld

    ძალიან მომეწონა ეს პოსტი😉 განსაკუთრებით “ძაააააააააან გოგჩოები”-ზე ვიცინეე😀

    არ მესმის ბავშვებს რატომ ვერ იტან😐

    Reply
      1. CreaTive

        აუ მეც ვერ ვიტან ერთი სული მაქ გავქანდე და მთელი ძალით ამოვცხო პანჩური რო ბუასილი დაემართოთ და ის დებილური ხუმრობები შეწყვიტონ:/

      2. siyvarulovna Post author

        მე კიდევ რომ ვფიქრდები ვხვდები რომ ეგეთი არასდროს ვყოფილვარ❤

      1. Butterfly

        მჭადი არც ისე ცოტა კალორიების “მატარებელი”… სასურველია ამოიღოთ რაციონიდან :))))

  2. kisoki

    ^_^ მომეწონა :დ ისე შენ კი არა, მე ვარ ბავშვი და მეც კი ვერ ვიტან თანაატოლების უმრავლესობას :დ

    Reply
  3. Mari

    “მათი ლუის ვიუტონის, თუ ვინ ოხრობაა, ჩანთა დაიჭმუჭნა…” ლოლ:mrgreen: ჩავბჟირდი

    Reply
  4. გლეხის ბიჭი

    აუ, ახლა დავფიქრდი და მეც არ ვყოფილვარ ეგეთი ბავშვი :დ
    კარგი რუტინა გაქ, რა გინდა, ყველაფერს ასწრებ :დ

    Reply
  5. MrsMarch

    ეს თვალში მომხვდა და არ შემიძლია არ ვთქვა : )) louis vuitton-ის არც ერთი ჩანთის პატრონი 21 ნომერ ავტობუსში ნამყოფი არაა: ))) (ნუ ზარას ზედიანები კი, ძალიან ბევრი ალბათ)

    ხოდა ეს იქით იყოს, შენში იცი რა მომწონს? სიცოცხლით სავსე ხარ რაღაცნაირად, აი ერთხელ ელვისში პოსტს რომ წერდი გიყურებდი და ისეთი ანთებული იყავი რაღაცნაირად სხვათაშორის აწკაპუნებდი კლავიატურაზე, აი აი ცოცხალი ხარ და ეს მომწონს!…❤

    Reply
      1. MrsMarch

        ხო მივხვდი რა კონტექსტითაც გამოიყენე ლუი, მაგრამ არ შემეძლო არ აღმენიშნა :დ
        ფუ, ერთი ცუდი ჩვევა მაქვს, ბლოგებს არ ვკითხულობ ხოლმე და მერე ერთიანად მივადგები, გუშინ 1-2 საათი ვიჯექი შენ ბლოგზე: ))

      2. siyvarulovna Post author

        ხო მივხვდი :დდ
        მე კიდევ რიდერში მაქვს ბლოგები რომლებსაც ვკითხულობ და 2-3 დღეში ერთხელ გადავხედავ ხოლმე ^_^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s