How I met your mother

ძალიან დიდი ხანია ჩემ გარშემო დადის ხმები, რომ სერიალი How I met your mother გენიალურია.

ყურება რომ დავიწყე 1,2,3 სერია და მზად ვიყავი გამეწყვიტა და ხელი ჩამექნია, მუღამი ვერ დავუჭირე. მაგრამ საბედნიეროდ გავაგრძელე ყურება და 2 დღის წინ როდესაც უკვე ყველა გამოსულ სერიას ვუყურე საოცრად დამწყდა გული😐 ეხლა მომიწევს ჯდომა და ლოდინი როდის გამოვა მორიგი ახალი სერია.

რატომ მომეწონა ჰიმიმი?
– ალბათ იმიტომ რომ 1. დროის გაყვანის გენიალური საშუალებაა; 2. საკმაოდ დახვეწილი იუმორი აქვთ; 3. მსახიობებზე ვგიჟდები; და ბოლოს 4. თითოეულ სერიაში გადმოცემულია ყოველდღიური წვრილმანები და ყოველი სერია თუ არა, ყოველი მესამე მაინც რაღაცაზე დაგაფიქრებს.

მაგალითად,

ერთ-ერთი სერია იყო მავნე ჩვევებზე. იმ ჩვევებზე, რომლებსაც ჩვენ და ის ადამიანები რომლებიც ჩვენთან ძალიან დიდ დროს ატარებენ , ვერ ხედავენ და ვერ აღიქვამენ, უბრალოდ  ვერ ამჩნევენ. მაგრამ, საკმარისია ვინმემ მიგითითოს რომ ასე ნუ აკეთებ, ცუდია, მაშინვე თავში გემსხვრევა რაღაც და იწყებ იმ მავნე ჩვევის შემჩნევას. ბუნებრივია დავინტერესდი რა შეიძლება ყოფილიყო ჩემი მავნე ჩვევა და გავიკითხ-გამოვიკითხე და აღმოჩნდა რომ ის რასაც მე პირდაპირობას ვეძახი ზოგისთვის სულაც არაა პირდაპირობა და უბრალოდ უხეშობაა. მაგრამ, მაინც მგონია რომ თუ ადამიანი დებილია უნდა უთხრა რომ დებილია😐 ხო არ მოვატყუებ აბა:/

ერთ-ერთი სერიის შემდეგ გადმოვიღე ფურცლები, პასტა და შევუდექი წერილის წერას რომელსაც 5 წლის შემდეგ გავხსენი. მარშალი (სერიალის ერთ-ერთი გმირი) შემთხვევით აღმოაჩნეს წერილს, რომელიც დაწერა ძალიან ბევრი წლის წინ და მისწერა მომავალ თავის თავს. იმედებს ამყარებდა რომ მოუსმენდა იგივე მუსიკას რასაც წერილის წერის დროს უსმენდა, ეყოლებოდა მაღალი და ქერა ცოლი და ა.შ. მაშინვე მომინდა რომ დამეწერა მეც მსგავსი წერილი და შემენახა და არავითარ შემთხვევაში არ გამეხსნა სანამ 5 წელი არ გავიდოდა. გუშინ, ღამის 3 საათზე ვიჯექი და ვწერდი. დავწერე ის თუ რას ვგრძნობ ამ პერიოდში, რა ხდება ჩემს თავს და რისი იმედი მაქვს 5 წლის მერე. დავლუქე, ყველგან მივაწერე რომ არ უნდა გავხსნა სანამ 5 წელი არ გავა და შევინახე!

ყველაზე გულჩუყი სერია კი მაინც ის აღმოჩნდა რომელიც უკანასკნელ სიტყვებს ეხებოდა. უბრალოდ არასდროს იცი შემდეგ ერთ საათში რა მოგივა, იქნებ კვდები? და ამ დროს ის ხალხი ვინც შენ გგლოვობს იხსენებს შენს ბოლო სიტყვებს და სადაც არ უნდა იყო მერე შეიძლება შეგრცხვეს იმის გამო რომ სიკვდილის წინ შენს მიერ ნათქვამი ბოლო სიტყვა “მეზიზღები” იყო მიყვარხარს” მაგივრად (ყველაზე ბანალური და იდიოტური შედარება). ხოდა, ავდექი და იმავე ღამეს ძალიან ბევრ ადამიანს ვუთხარი რომ მიყვარს და მშვიდად წავედი დასაძინებლად.

მოკლედ, ნამდვილად ღირს ყურება🙂 არ არის ამ სერიალის ყურება დროის ტყუილად კარგვა ^^

 

31 thoughts on “How I met your mother

  1. rockermeloman

    ნათი მაგის ყურებას 20 წუთი სწავლას დაუთმო არ ჯობია?🙂 :ჩემი ცხვირი სხვის საქმეში:
    აღარ შეგეტენება არც ერთი საგანი და უფრო სერიოზული რაღაცეების საყურებლად დაგრჩება დრო🙂🙂🙂

    Reply
      1. siyvarulovna Post author

        :დდდ სერიალს :დ კვირაში 1 თუ ორი სერია გამოდის და გამოს 40 წუთი არაფერს დამაკლებს :დ

        გამოცდებს არ მოვრჩენილვარ ჯერ :დ

      2. rockermeloman

        აჰ🙂 ხო რა ვიცი რა ვიცი🙂 გული შემტკივა შენზე🙂 I wish nothing but the best for you tooooooo🙂

    1. siyvarulovna Post author

      მესმის🙂
      იმიტომ რომ სამი სერიის ნახვის მერე მეც მზად ვიყავი მიმეგდო🙂

      თუ გააგრძელებ და უყურებ მერე დაამუღამებ🙂

      Reply
  2. JusT Smile

    ვგიჟდები ამ სერიალზე… ერთი ამოსუნთქვით ვიყურე და ეხლა მეც ახალ სერიას ველოდები…

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      აი ზუსტად ეგრე დამემართა. მაფრტხილებდნენ გამოიზოგეო, ინანებო მაგრამ დედის წინ მორბენალ კვიცსო ხომ იცი :დ
      ეხლა ვნანობ ასე სწრაფად და დღეში 1 სეზონს რატომ ვუყურე-მეთქი :დ

      Reply
      1. kisoki

        ჰო ვიცი, ვნახე მარა რავიცი გადარბენაზე ვარ:/ საღამოს კიდე შეიძლება ჩავუჯდე (ჩავუწვე ლეპტოპით ხელში :დ)

  3. Sgt. Pepper

    ნეტა ჩემთვის ეთქვა ვინმეს გამოიზოგეო!😦 უზომოდ შემიყვარდა!
    it’s gonna be Legen… wait for it…

    Reply
  4. Dissolved Girl

    როგორ მიყვარს❤ არასდროს არ მბეზრდება. თითოეული პერსონაჟი ისეთი საყვარელია, ისეთი…❤

    Reply
  5. MrsMarch

    კი, კი მართლა ღირს, თან უაზრო კომედიაც არ არის, ბევრ ცხოვრებისეულ რამეზე რომ დაგაფიქრებს ისეთია…

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s