აგრარული უნივერსიტეტი

პირველად როდესაც აგრარულ უნივერსიტეტს ვეწვიე 2010 წლის პირველი ივლისი იყო. ეროვნულ გამოცდებს ვაბარებდი და ოთხივე გამოცდის ჩასაბარებლად დილის 8-საათზე იქ გამამწესეს. პირველად და მაშინ ვფიქრობდი, რომ უკანასკნელად მივადექი სასოფლო უნივერსიტეტის ჭიშკარს. ჩამონგრეული და გაპარტახებული, ფანჯრის ნაწილები ალაგ-ალაგ ჩამტვრეული, კედლები გაბზარული და საშინელი აუდიტორიები. საშინელსუნიანი ტუალეტები, სადაც ზევიდან ღმერთმა უწყის რისი წყალი ჩამოდიოდა. აუდიტორიები სადაც კარები ჩამოღებული ან დაგრეხილი იყო, იატაკი სადაც პარკეტი აყრილი და უკეთეს ვარიანტში კისერს მოიტეხდი. და ამ ყველაფერს ემატებოდა უნივერსიტეტის საშინელი ადგილმდებარეობა. არ ვიცოდი რითი წავსულიყავი ან მოვსულიყავი უკან და ამ ყველაფრის წყალობით 4 დღეში ტაქსში 40 ლარი დავხარჯე. ნუ ჰო, იყო გამოყოფილი ავტობუსები რომლებიც დიდუბის მეტროდან გადიოდა, მაგრამ მიმიქარავს 21 ნომერი ავტობუსი ნებისმიერ პიკის საათის დროს ისეთი ჭედვა იყო. ჩემს პატარა ცხვირსაც ვერ შევაკვეხებდი.

ეროვნული გამოცდების შემდეგ აგერ უკვე ლამის ორი წელი გავიდა. სასოფლო უნივერსიტეტი აგრარულ უნივერსიტეტად გადაიქცა და იქაურობაც გარემონტდაო და უნივერსიტეტის სახე მიიღოო ჭორები დადიოდა. მაგრამ გაგონილს საკუთარი თვალით ნანახი სჯობსო და შაბათს რამდენიმე ბლოგერი აგრარულ უნივერსიტეტს ვეწვიეთ. ჯერ იყო და პირველივე აღფრთოვანება შესასვლელში აღმომხდა. სულ სხვანაირი დავტოვე და სულ სხვა დამხვდა.

სანამ დაიწყებოდა "ექსკურსია აგრარულში"

დერეფანი.

ნელ-ნელა პირველ სართულს ავუყევით, მეორეს, მესამეს. ყველაფერი შეცვლილი იყო, კი არა და ყველაფერი შეცვლილია. ლაბორატორიები – რომლებიც არსად მინახავს ჯერ, და თანაც თითო ლაბორატორიაში 30-40 კაცზე 1 მიკროსკოპი და რამდენიმე სინჯარა არ იყო განკუთვნილი. თითოეულ მოსწავლეს თავისი სამუშაო მაგიდა და სინჯარ-მიკროსკოპ-ბაქტერიები აქვს.

თუ არ ვცდები ქიმიის ან მსგავსი საგნის აუდიტორია

ბაქტერიები

ფაქტობრივად რასაც სწავლობ თეორიაში, იმის პრაქტიკაში იქვე გახორციელება შეგიძლია. ისწავლე ბაქტერიები? გამოიღე მაცივრიდან და ჩახედე მიკროსკოპში. ისწავლე მინი აფეთქების მოწყობა? აიღე მაგნიუმი და კიდევ რაღაცები და ააფეთქე, ოღონდ ფრთხილად. ჩვენი იქ ყოფნის დროს აფეთქება არა მაგრამ ნაპერწკლების გაყრევინება და ბაქტერიების მიკროსკოპით დათვალიერება კი მოვახერხეთ.

მიკროსკოპის თვალით დანახული ბაქტერიები რომლებიც საშინელ დიდ ჭიაყელებს ჰგავდნენ

გარდა ქიმია-ფიზიკის საოცარი აუდიტორიებისა იყო ტექნიკური მხარის აუდიტორიები, რაშიც ისევე კარგად ვერკვევი როგორც ქიმია-ფიზიკაში და შესაბამისად ბევრი ვერაფერი გავიგე იქ ყოფნის განმავლობაში, გარდა იმისა რომ 3D პრინტერით აღფრთოვანებული დავრჩი. სხვათაშორის შეგიძლიათ საკუთარი ხელიც ამოჩარხოთ, ოღონდ ამისთვის დაგჭირდებათ ჯერ ხელის მოჭრა, მერე კარგად გახმობა და უძრავ მდგომარეობაში მისი ყოფნა.

გაგვიმართლა და ბატონ კახა ბენდუქიძესაც შევხვდით, რომელიც უფრო დეტალურად, მე ვიტყოდი ძალიან დეტალურად, გვიხსნიდა ყველა იმ ცვლილებას და სამომავლო გეგმას რაც აგრარულ უნივერსიტეტს ემუქრება. უპირველეს ყოვლისა უნივერსიტეტში ინგლისურსა და ელემენტარული მათემატის სწავლება დაიწყეს, გააკეთეს საგამოცდო ცენტრი რომელიც აღჭურვილია უამრავი კომპიუტერითა და დახშულია ინტერნეტისგან და ტელეფონიც კი ვერ იჭერს, ცოტა ხანში შესაძლებელი გახდება უნივერსიტეტში ყველა ფაკულტეტის სწავლება, შეიცვალა ლექტორები და სასწავლო მასალა, დამოკიდებულება დიპლომის მიმართ, უფრო ზუსტი იქნებოდა თუ ვიტყვი დამოკიდებულება დიპლომისადმი იმ სტუდენტებისა რომლებიც სასოფლოში აბარებდნენ მხოლოდ იმიტომ რომ 4 წლის მერე დიპლომი ჰქონოდათ და სანაცვლოდ არაფერი ეკეთებინათ. რაც ყველაზე საინტერესოა აგრარულ უნივერსიტეტში სწავლის ფასია. მისი რაოდენობა სიმბოლური 200 ლარით გაიზარდა და მთლიანად შეადგგენს 2450 ლარს.

მოკლედ, სიამოვნებით ვისწავლიდი მსგავსად გარემონტებულ და მოწყობილ უნივერსიტეტში, მაგრამ, მთავარი პრობლემა  – ადგილდებარეობა ისევ ძალაშია!

16 thoughts on “აგრარული უნივერსიტეტი

  1. litterator

    “პირველად როდესაც აგრარულ უნივერსიტეტს ვეწვიე 2010 წლის პირველი ივლისი იყო და უფრო მართებული იქნება თუ კი სასოფლოდ მოვიხსენიებ.”

    (ROFL) Agrarian რას ნიშნავს იცი ალბათ😀

    Reply
  2. Butterfly

    აააა:/ მეც მინდა გარემონტებული და გაწიკწიკებული უნიიივერსიტეეეტიიი❤

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მეც :დ თან ძალიან :დ
      მიუხედავად იმისა რომ მეორე კპრუსს არაფერს ვერჩი, მაინც დავიბოღმე :დ

      Reply
  3. გლეხის ბიჭი

    ფუ, შემშურდა, ასეთი კაი ლაორატორია და მიკროსკოპები მედიკებს სად გვაქვს?! ბენდუ, შემოდი ჩემში!

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      არ მიკვირს რომ შეგსურდა :დ შესაშური ამბები ხდება ნამდვილად :დ

      Reply
  4. Katiée

    ადგილმდებარეობასაც ეშველება.
    ახლა სადაც ვართ (ფრიიუნის ვგულისხმობ), დადის უფასო, უნივერსიტეტის მინიავტობუსი, რომ ნუცუბიძიდან დელისამდე ჩაიყვან-ამოიყვანოს სტუდენტები თუ თანამშრომლები.

    იმედი მაქვს, იქაც გვექნება მასეთი, უფასო თუ არა, შეღავათიანი მაინც და საზ.ტრანსპორტზე არ ვიქნებით დამოკიდებული.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      უი რა კარგია❤
      ტრანსპორტს თუ ეშველა და საზოგადოებრივზე არ იქნებიან დამოკიდებულები სტუდენტები და იქ მომუშავე პერსონალი მაშინ მართლა მშვენივრად ყოფილა ყველაფერი❤

      Reply
  5. ქიმერა

    ნუთუ ეს ის აგრარულია, მე რომ 2006-ში ვესტუმრე და საშინლად გაურემონტებელ და ცხელ აუდიტორიაში ვწერე ყველა ეროვნული გამოცდა? :O ეზო როგორ მომწონს, ზაფხულში კარგად გრილოდა და უნარების გამოცდაზე ციყვმა შემაცილა😀

    Reply
  6. აისბერგი

    რაღაც მომენტში სწორიცაა, რომ ქალაქისგან შორსაა, განსაკუთრებული სასწავლო აურა იქმნება (ალბათ) . ოკ, ვაღიარებ, თავის დამშვიდებას ვცდილობ, რომ შოკი არ მივიღო, როცა თავისუფალი უნივერსიტეტი აგრიუნის ახლო-მახლო გადავა🙂

    Reply
  7. shotex

    ra sisulelea adgilze problemao rom ambobt.
    magashi ar dagetanxmebit piriqit dzaan magaria panjaras rom vagebt kivil wivili mainc ar shemodis
    da garemoc isetia rogorc ucxoetis gamorcheul universitetebshi,anu siwynare,buneba,chitebi,hava
    marto swavla unda ra. manqanac tu gyavs adamians mshvenieria me magalitad manqanit 12 wutshi unishi var.. gaachnia sad cxovrobs titeuli tqvengani🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      თვითონ ადგილი გენიალურია.
      მაგრამ, მანდ მოხვედრა კატასტროფაა :დ უმანქანო ადამიანებისთვის

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s