hate you, tsu!

უკვე ტრადიციად მექცა რომ ყოველი სემესტრის დაწყების წინ მინიმუმ 1 კვირა ვლანძღო თსუ და მისი ადმინისტრაცია.

მათ ზუსტად იციან როგორ უნდა შეუშალონ ხელი სტუდენტებს მშვიდ და წყნარ ვითარებაში აირჩიონ სასურველი საგნები. იციან, რა ადვილია იმოქმედო სტუდენტის ფსიქოლოგიაზე როდესაც სავალდებულო საგნებზე გაქვს იმდენად მცირე ადგილი რომ ბაზის გახსნიდან 10 წუთში სავსეა.

ჯერ იყო და სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ ბაზა დათქმული 7 მარტის ნაცვლად 5 მარტს იხსნებოდა. მე, ისევე როგორც ალბათ სტუდენტების უმეტესობა, სასწავლო წლის ვადებს ეძებს tsu.ge–>სწავლა–>2011-2012 სასწავლო წლის ვადებში, და არა sms.tsu.ge-ს შესასვლელში რომ წითლად წერია “სასწავლო ვადები” იქ. თანაც, ბრძანება, რომ ადმინისტრაციული რეგისტრაცია იწყებოდა 5 მარტს, გამოქვეყნდა 4 მარტს, საღამოს. მე, ჩემის მხრივ, ძალიან უსამართლოდ და უპასუხისმგებლო საქციელად მივიჩნევ, სასწავლო წლის ვადების შეცვლას ერთი დღით ადრე.

მეორე პრობლემა რომელიც მუდმივად არსებობს ეს არის სასურველ საგნებზე ადგილების რაოდენობა. არასოდეს, არასოდეს არ არის ისინი საკმარისი რაოდენობით. ჯერ კიდევ დილით, 11-საათზე შევამოწმე ბაზა, დახურული დამხვდა, სავარჯიშოდ წავედი, დავბრუნდი და ყველა საგანზე ადგილები შევსებული იყო. პრინციპში, არ ყოფილა დიდი სიურპრიზი ჩემთვის თსუ-ს ბარდაგი, მაგრამ მთელი დღეა ვზივარ და ვარეფრეშეფ და ადგილები ცოცხალი თავით არ ემატება. ჩემი ამბავი, რომ ვიცი აუცილებლად დაემატება ადგილები, ოღონდ მაშინ როდესაც მეძინება, ან მაშინ როდესაც ამ პოსტს ვწერ და საწყალობელი 30 ადგილიც წამში შეივსება. sad story, but true. დავარეფრეშე და არ დაუმატებიათ.

ყველაზე დიდი პრობლემა კი ქულების დადებამდე ბაზის გახსნაა. წარმოიდგინეთ, ელოდებით ქულებს, რომლებზეც დამოკიდებულია გაგიხსნით თუ არა მომდევნო საგნებს და ამ დროს იხსნება ბაზა. თანაც, ზუსტად იცით რომ ბაზაში სავალდებულო საგნები, გახსნიდან 10 წუთში სავსეა.  რა უნდა ქნა ამ დროს გარდა იმისა, რომ გახსნა თსუ-ს საგამოცდო ცენტრის ფეიჯი და საყვარლად აგინო ყველას? ალბათ სხვა გზა არც გაქვთ. თქვენ ხომ არ იცით ჩააბარეთ თუ არა  და გაქვთ თუ არა შანსი რომ აირჩიოთ სხვა, ან იგივე, საგანი.

კიდევ ერთი პრობლემა სასწავლო სემესტრის საფასურის გადახდას და ბაზის ურთიერთკავშირს ეხება. თუ კი არ გაქვთ დაფარული სემესტრის 50% მაშინ ბაზა არ გაგეხსნებათ. თანხის გადახდა შესაძლებელია 10 მარტამდე. გადახდის შემდეგ ბაზა 2-3 დღეში იხსნება. ე.ი თუ კი თანხას 10 მარტს გადაიხდით, ბაზა შესაძლოა 12-ში გაგეხსნათ, მაშინ როდესაც სწავლა იწყება და დამრწმუნეთ, ყველა საგანი უკვე შევსებული იქნება.

ყველაზე საინტერესო იცით რა არის, როდესაც მოითხოვთ ადგილების დამატებას? გთავაზობენ აირჩიოთ სხვა ფაკულტეტის სასწავლო საგნები. სასაცილოა.

დავიჯერო არ შეიძლება ერთხელ მაინც შეცდნენ და სავალდებულო საგნებზე მაინც იყოს იმდენი ადგილი, რომ ყველა სტუდენტმა შესძლოს ნორმალურ ვითარებაში არჩევა? დავიჯერო არ შეიძლება, რომ ერთხელ მაინც შესძლოს სტუდენტმა დაიძინოს მშვიდად და არ ეშინოდეს რომ ადგილები შევსებული დახვდება? არ შეიძლება სტუდენტებთან ასე მოქცევა!

პ.ს სოც-პოლზე მგონი შედარებით უკეთესი ვითარებაა. ყოველშემთხვევაში ჩემს დას არჩეული აქვს ექვსივე საგანი, სემინარებითურთ და ცხრილი მზად აქვს. მებადება კითხვა, რა დავაშავეთ სხვა ფაკულეტის სტუდენტებმა?

24 thoughts on “hate you, tsu!

  1. tamta

    არაჩვეულებრივი ვითარება, არა ის :)) შენს დას გაუმართლა, როგორც ჩანს, არ დაიჯერო, რომ ჩვენთან მოწესრიგებულია ეგ ამბავი.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      რატომ გაუმართლა? :შ
      სემინარებიც კი აირჩია და ცხრილი აქვს მშვიდად დალაგებული 😐

      Reply
      1. tamta

        ხოდა გაუმართლა, იმიტომ რომ ძალიან ბევრს სოც.პოლზე ზუსტად ის სიტუაცია აქვს, რაც შენ აღწერე

  2. temuchin

    ქავთარაძემ არ გაგიგოს სოც პოლზე კარგი რომ თქვი თრე დაგერხა :დ მაგაც ეგეთი პონტია :დ ფაქ თსუ!

    Reply
  3. cet

    დღეს მთელი გულით (reloadზე გამპარებული წკაპუნით) ვეცადე და დავითაშვილი ვერ ავირჩიე სამართლის ფილოსოფიაში…
    სხვა მხრივ კარგად მქონდა საქმე ^^

    ისე დღეს გამიკვირდა, თქვეს 5ში გაიხსნებაო და Vivat, გაიხსნა.
    აშკარა პროგრესია ^^

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      სამართლის ფილოსოფია მეც ვერ ავირჩიე 😐
      და არც ავირჩევ თუ ადგილი გარიშვილთან დაამატეს ო.ო

      Reply
      1. cet

        მე გარიშვილთან ვარ ^^ ნუ, ვარ რა, მოვხვდი ^^

        ენ ეგ უნდა ამერჩია, ან ბოსტოს საზღვარგარეთული და ვერ გავრისკე…

        არადა როგორ მიყვარს ბოსტო 😦
        არაუშავს, ისე დავესწრები ლექციებს ^^

      2. siyvarulovna Post author

        გარიშვილი არ მევასება 😐
        სემინარზე ფერაძე აირჩიე, საყვარელი კაცია მაგრამ რავი :დ მე მაინც არ მომწონს :დ
        პირველ სემინარზე დაიწყებს გამოკითხვას ვინ რომელი სამთავროდან არის და ა.შ :დ

      3. cet

        ხო, ფერაზე ქართული სამართლის ისტორიაში მყავდა და მეც ძაან მომეწონა ^^

        p.s. კი, გამოგვკითხა ეგ ^^

  4. ანუშკა

    ამ მხრივ მარტო ეკონომიკა-ბიზნესის ფაკულტეტია მოწესრიგებული მთელს თსუში. ადგილების შევსების შემთხვევაში, განცხადების საფუძველზე ურჩევენ საგნებს.
    ჩემი და ჰუმანიტარია, ძირითადი საგანი ვერ აირჩია და განცხადებითაც არ ჩასვეს ბაზაში. საშინლად ცუდი ადმინისტრაციაა ვაკის კორპუსებში.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მე მივწერე, და მიპასუხეს რომ სხვა საგნები ჯერ არაა გახსნილი და თუ სავალდებულო შეივსო სხვებს დაველოდო და სვები ავირჩიო.
      იობავროტ, არ მინდა მე სხვები და სავალდებულო მინდა:|

      Reply
      1. ანუშკა

        ეგაა პრობლემა, მაღლივსი სავალდებულოს გარეშე არ დაგტოვებენ, ადგილების რაოდენობას გაზრდიან ბაზაში და თქვენ თავიდან გიცილებენ. არაპროფესიონალები არიან, ფეხებზე კიდიათ დაემატებათ თუ არა მაგის გამო სემესტრი სტუდენტებს.

  5. vekoo

    ჩემი დაა სოც-პოლი და ამ სემესტრში სავალდებულო ყვალა საგანი უკვე წინასწარ აქვს გავლილი.

    ბედნიერი გამონაკლისები არსებობს : ))

    რაც შეეხება ბიზნეს-ეკონომიკას, ეგ დავამთავრე დაერთადერთი პრობლემა შეიძლებოდა სასურველი ლექტორის ვერარჩევა ყოფილიყო….

    Reply
    1. Mari

      ჰო, მეც შევსებული დამხვდა კარგი ლექტორები :\ ჯანდაბას, მთავარია, ყველაფერი ავირჩიე და კიდევ ერთხელ მიხარია, რომ ასეთ დღეში არასოდეს ვყოფილვარ.
      გაძლებას გისურვებ, ნათი.

      Reply
  6. natia121

    vaime ise gamamwares dges, ise gamamwares lamis sxvagan gadavide, sagineblebi ki ara uaresebi arian, ver movaswari fizikis archeva da exla iqita semestrs davelodebi albat 😀 arada es fizikac exla gaaqtiures 😀 ai agar vici ra vtqva, marazmia da meti araferi, ver gavige is viswavlo rac mchirdeba tu is rasac sxvebs davaswreb :d

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ის რასაც სხვებს დაასწრებ :დ მგლის კანონი მოქმედებს თსუ-ში :დ

      Reply
  7. Pingback: კომენტარი | "ენტოცია – წვეთი ზღვაში"

  8. Dissolved Girl

    რაც თსუ დავამავრე. დავისვენე რა. მუდმივ სტრესში ვიყავი 🙂 მართალია, ახლაც სოც პოლზე ვარ, ლოლ, მაგრამ მაგისტრატურაზე არ არის ეგ პრობლემები და მშვიდად ვართ

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s