მეხუთიათასე

უხსოვარ დროში, უფრო სწორად რამდენიმე თვის წინ, ჩემს ბლოგზე მეხუთიათასე კომენტარი დაიწერა.

არ მახსოვს როდის დაიწერა მეასე კომენტარი, არც მეხუთასე და არც მეათასე, სამაგიეროდ კარგად დავიმახსოვრე მე-5000-ე კომენტარი. ჯერ კიდევ მაშინ როდესაც ბლოგზე სულ რაღაც 4980 კომენტარი იყო დავაანონსე ბლოგზე მეხუთიათასე კომენტარის ავტორს რაიმე საჩუქარს მივცემ-მეთქი. გამარჯვებული ტუხა აღმოჩნდა.

გამარჯვებული მეხუთიათასე კომენტარის ავტორი

 

ძალიან, ძალიან ბევრი ვიფიქრ საჩუქaრზე. ჯერ ერთი იმიტომ რომ ტუხას კარგად არ ვიცნობდი, მეორეც აზრზე არ ვიყავი რა შეიძლება მეყიდა, გამეკეთებინა, მეჩუქა და მიმეცა.

საბოლოოდ ძალიან ბანალურ აზრზე შევჩერდი – ჭიქა წარწერით! მაგრამ, ჩემს წინაშე მეორე პრობლემა წამოიჭრა, რა შეიძლება დავაწერო, ან დავახატო ჭიქას? როგორც წესი ფანტაზიის ამბებში ძალიან მოვიკოჭლებ, სწორედ ამიტომ ძალიან ლოგიკური მსჯელობით მივედი დასკვნამდე რომ რამე ისეთი უნდა დამეწერინებინა რაც ჩემს ბლოგთან იქნებოდა კავშირში. და საბოლოოდ გამოვიდა ასეთი:

საჩუქარი :უსერ

რატომ ეს წარწერა?
– რადგან ტუხა იყო ჩემს ბლოგზე მე-5000-ე კომენტარის ავტორი, ე.ი ჩემს ბლოგს კითხულობს, ან ფეიჯს მაინც ადევნებს თვალს. რახან ბლოგს კითხულობს ე.ი თუ არ უყვარს მოსწონს მაინც, და თუ არ მოსწონს შემოსული მაინცაა რამდენჯერმე. და თუ აქედან არც-ერთი ჩემი ვარიანტი არ გამართლდა, მაშინ ეს ჭიქა და წარწერა აუცილებლად გაახსენებს ჩემს ბლოგს ^^

მიუხედავად იმისა რომ მეხუთიათასე კომენტარი და ეს საჩუქარიც ძალიან დიდი ხნის წინ გაკეთდა, პატრონს ხელში მხოლოდ და მხოლოდ დღეს ჩაუვარდა.

 

 

17 thoughts on “მეხუთიათასე

  1. krosk

    ზოუ სვით :დ ❤ არა, შეხვედრის მომენტი მაინც ეპიკა იყო :დ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      რა ჩემი ბრალია შენ თუ დაიბენი :დ ბრინჯივით :დ და გამარჯობის მერე მხოლოდ საჩუქარი გაგახსენდა :დ

      Reply
    1. krosk

      ჰო არა? ^^ მე სასოწარკვეთილი ვიყავი, ლამის ორი თითი დავკარგე და ზედმეტად არაადეკვატურად ვიქცეოდი სანამ არ დავჯექი :დ

      Reply
    1. siyvarulovna Post author

      I ♥ siyvarulovna’s blog 🙂 ძალიან ბანალური და უაზრო :დ მაგრამ არ შემიძლია რაიმე ორიგინალურობების და კრეატიულობების მოფიქრება :უსერ:

      Reply
  2. MrsMarch

    მოვიკოჭლებო თქვი, მაგრამ მშვენიერი რამ მოგიფიქრებია, ნამდვილი ბლოგერული საჩუქარია: )

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      გოგო, რამე უფრო კრეატიულ-ორიგანული მინდოდა მაგრამ ფანტაზიამ ჩამიჯვა :დ

      Reply
      1. MrsMarch

        არადა ძალიან საყვარელი ჭიქაა : )) ისე გულის მაგივრად შეიძლებოდა ყოფილიყო შრეკის თვალები ან სათვალე ან რამე (მე ვკითხულობ სიყვარულოვნას ბლოგს) : ) მაგრამ ესეც მაგარია, 6000-მდე მოიფიქრებ უკეთესს: ))

  3. theklaa

    Blogic Momewonaa <333 about you c da Alll :DD KAi Iyoo Chikaac <33 originaluri da blogeruli pirvelad wavawydi eset blogs da dzaalian momewona :DD warmatebebii ;))

    Reply
  4. froida

    შეგიძლია მითხრა სად შეიძლება ჭიქაზე დავაწერინო? მადლობა წინასწარ 🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      http://achuke.ge/
      თსუ-ს პირველი კორპუსის პირდაპირ მაგთის ოფისი რომაა, მაგი უკანაა :პ კიბეებით დაბლა უნდა ჩახვიდე : )

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s