სისხლის სამართლებრივი კანონი და სტუდენტური თვითმმართველობა

სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: “ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, … , ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომითი ვადით ას ოცი ან ას ოთხმოც საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუტმეტ თვემდე.”

რა ხდება თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში? ადამიანები, რომლებსაც უყვართ მუშტების დაშენა ადამიანებზე არიან სტუდენტურ თვითმმართველობაში და თანაც საკმაოდ კომფორტულად გრძნობენ თავს.

შეიძლება ისინი მართლაც ანგელოზები არიან და ფრთებს უბრალოდ მალავენ, შეიძლება სტუდენტური ბლოგი ბინძური ინტრიგანი იყო, შეიძლება ზვიად მამფორია და უსტარაშვილი დამპალი ინტრიგნები არიან და ა.შ ათასი შეიძლება… მაგრამ, ფიზიკური ძალადობა ადამიანზე? თანაც ჯგუფური?  – ისჯება სისხლის სამართლის კანონით.

თანაც, არ არის ეს აფექტის ან მდგომარეობიდან გამოსვლის შედეგად ჩადენილი. მართალია, მე იქ არ ვყოფილვარ და რეალურად არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ ფაქტი (8+ადამიანი 2-ის წინააღმდეგ) სულაც არ ჰგავს მოულოდნელად, გაბრაზებულ გულზე ჩადენილ ბრალეულ ქმედებას.

თანაც, სტუდენტური თვითმმართველობის წევრების მიერ გახორციელებული ძალადობა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ აკრიტიკებენ (დავუშვათ რომ უსამართლოდ), არ ხდება პირველად და ეჭვი მაქვს არც უკანასკნელად.  თვითმმართველობა წარმოადგენს მოძალადე ორგანოს, რომელიც ეწევა სტუდენტების თავისუფალი აზრის გამოხატულების უფლების შებღალვას და ამაზე მომავალ იურისტ სტუდენტებს უბრალოდ ეცინებათ.

სქრინი ერთ-ერთი გრუფიდან სადაც მხოლოდ იურისტები არიან

მაშინ როდესაც ჩემს გარშემო მსგავს უსამართლობას აქვს ადგილი აღარ ვიცი რა ვქნა და უღონობისგან საშინლად მეშლება ნერვები ჩემს თავზე. მე მხოლოდ ის შემიძლია რომ გავაპროტესტო მათი უკანონო ქმედება თუნდაც მაშინ თუ კი შედეგს არ ველოდები. და ამ დროს, მომავალი იურისტები, რომლებიც უნდა იყვნენ სამართლიანობის აღმდგენნი ამბობენ შემდეგს:

მოსაუბრე 1 – წამოხვალ აქციაზე?

მოსაუბრე 2 – არც ერთს ვიცნობ არც მეორეს და ურთიერთობა ტვითონ გაარკვიონ. ზუსტად იგივე იყო შარშანაც.

1 – მარტო მაგ ორს არ ეხება ეს საქმე რა

2 – რა არის სერიალია? თუ გინდა 3ს ეხებოდეს, ან 4ს პირველად არ ხდება ეგ ამბავი. რა იყო **** ხალხს ეძებ აქციისთვის?

1 – ყველას ეხება ეგ

2 – ყველას რატო ეხება არ მესმის. მე არ მეხება აშაკარად. რა შუაში ვარ? მართლა არ მესმის. ეგრე ჩემ გარშემო იცი რამნდეს წამოარტყამენ ხოლმე აი ძაან ა ქუჩაში არ ვდგავარ. რავიცი, მართლა არ მესმის
1 – რა აზრი აქ ლაპარაკს ეხლა

2 – რატო არ აქვს აი რატო გეხება მიტხრი? ან აქციას რა აზრი აქვს იყვირებ და გააპროტესტებ მორჩა მეტი არაფერი. სურათებს გადაგიღებენ და ეგაა. თუ უსამართლობა მოხდა იქქ უნდა იბრძოლო სადაც საჭიროა.

1 – ჩვენ აზრს გამოვხატავთ თვითმრთველობის წინააღმდეგ მაგ აქციით მერე რო ვეღარ გაბედონ. რაც მეტი სტუდენტი მივა მიტ მეტად დაფეტდებიან

როგორ ვუსურვო, მაგრამ იმსახურებენ რომ მათაც გაუსწორდეთ ვინმე მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი აზრის გამოთქმის გამო.

პ.ს სტუდენტური თვითმმართველობის ფეიჯზე დაიდო ფოტო, სადაც “სიმართლეს ფარდას ხდიან” და ააშკარავებენ ინტრიგან ადამიანებს, მაგრამ ამაზე ამომწურავი პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბლოგზე.

11 thoughts on “სისხლის სამართლებრივი კანონი და სტუდენტური თვითმმართველობა

  1. prinpricks

    დიდი სიამოვნებით დავაშეარებდი,თსუ_ს თვითმართველობის გვერდზე, მაგრამ ერთი რომ გავიბრძოლე, დამბლოკეს, სამწუხაროდ. ))

    Reply
  2. აქსიომა

    ომის დროინდელი საქართველო მახსენდება, ნუ ემოციები ზუსტად ერთი და იგივეა. საშინელებაა.:/

    Reply
  3. akunkula

    მართლა მიხარია პრველად ცხოვრებაში, თსუ-ს სტუდენტი რომ არ ვარ.
    ყველა თვითმმართველობა ჭამს ფულს, ყველა ასე თუ ისე კორუმპირებულია, მაგრამ თქვენები ძალიან განაგლდნენ, სამედიცინოს თვითმმართველობა ხალხს ჯერ არ ცემს, საქმეების გარჩევა ცვენთანაც მოსულა🙂
    ყველაზე სასაცილო კი მაინც ისაა, რომ სტუდენტობას სულ ცალ წიხლზე კიდია, მათი გადახდილი გადასახადით სხვა რომ გულაობს, ცხოვრებას იწყობს და აჯვამს თავზე მოკვდავ, უტრაკო ხალხს.
    ეჭვი მაქვს, ხვალ აქციაზე 100 კაცზე მეტი შეგროვდეს, უმეტესობას ან შეეშინდება, ან დაეზარება, ან სადმე სხვაგან გახდება წასასვლელი ან, ბოლობოლო ამინდი არ მოეწონებათ, ფანჯრიდან რომ გაიხედავენ…
    ჰოდა, სანამ ეს ყველაფერი ესე იქნება და სანამ ხალხს არ ეშველება რამე, უფრო მეტის ღირსებიც ვიქნებით. სანამ არ შევიგნებთ, რომ ეს ყველას გვეხება, არათუ თსუს სტუდენტებს, არამედ ყველა სახელმწიფო სასწავლებელს.
    რის საშუალებასაც მივცემთ, იმას გააკეთებენ, აბა რა იქნება.
    ფუ!

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ჰო, ეგრეა. სანამ არ ისწავლიან იმას რომ უსამართლობას უნდა ებრძოლოს ყველა და არა მაშინ როდესაც პირადად შეეხება იქამდე ესე იქნება😐

      Reply
  4. Butterfly

    სული გასძრობიათ მაგ თვითებს…ძაალიან გაბლატავებულები არიაან როგორც ვხედავ,რავი შორიდან ასე ჩანს…ჩვენთან საერთოდ სხვა სამყაროა მაგ მხრივ

    Reply
  5. natia121

    შიგნიდან მახრჩობს რაღაც იმის გამო რომ ასეთი რექტორი გვყავს და ფაქტობრივად ვერაფერს ვხვლით:დ

    Reply
  6. მაკო

    აი მასეა რა, თვითონ თსუ-ს ბავშვებს კიდიათ რა, მე არ მეხებაო რამდენმა მითხრა…
    ილიაუნიც მხარში გედგათ ბავშვებო :* :*

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ძალიან ცუდია რომ ახალგაზრდებს ჰკიდიათ ეს ამბავი, ამრტო თსუ-ს სტუდენტებს კია რა, ყველას:/

      Reply
      1. მაკო

        ხო რათქმაუნდა ყველგანაა ჩემფეხება,მაგრამ თსუ-ს განსაკუთრებით ეხებოდა ეგ.
        რადიოჟურნალისტი მივიდა სტუდენტებთან და შეეკითხა,იყო თუ არა რამე პრობლემა თსუ-ში, ზუსტად იმ დღეს აქცია რომ იყო, და უთხრეს რო არანაირი პრობლემა არაა, მხოლოდ გადასახადთან დაკავშირებით იბოდიალეს რაღაც… სამწუხაროდ ჩემგან ინტერვიუ არ მიიღეს,რადგან არ ვიყავი თსუ-ს სტუდენტი 😦

      2. siyvarulovna Post author

        სტუდენტები არიან ამჩეფეხება ხალხი და ნეტა რას ვითხოვთ ან ვისგან😐

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s