რა იქნება ეს ყველაფერი დამესიზმროს მაინც

რა მოხდება რომ ეხლა ზაფხული იყოს.

ცხელოდეს ოღონდ ისე რომ არ მაწუხებდეს. სადმე ზღვასთან ახლოს ვიყო. ზღვის, ტალღების, ხმა მესმოდეს, მზე “იკბინებოდეს”  და გასაგრილებლად მარილიანი წყლისკენ მივიწევდე. ოდნავ დიდი ტალღები, რომ “გახტუნავებენ” წყალში, ძალიან შორს რომ წახვალ ცურვით და იქიდან ნაპირს რომ გამოხედავ და ძალიან პატარაზე რომ ჩანს ხალხი. თითქოს ყველაფერს მოსწყდი და მარტო ხარ უშველებელ სივრცეში. რომ დაიღლები ნაპირისკენ ცურვით და ზურგზე დაწვები და ხელის ნელი მოძრაობით მიიწევ წინ. ცურვისგან დაღლილი, მაგრამ ნასიამოვნები, ქვებზე გაშლილ პირსახოცზე რომ დაწვები და მზეს მიეფიცხები. გრძნობ როგორ ქრება სხეულიდან წყლის წვეთები, ცაში იყურები და ძალიან ლურჯია იქაურობა, ალაგ-ალაგ თეთრი ღრუბლები რომ ბოდიალობენ და ნელ-ნელა მზეც გაწუხებს. ქოლგის ჩრდილში რომ გადაინაცვლებ და ერთ ღერს მოწევ, ცივ ლუდს (ნამდვილად ცივს) რომ დალევ და მიხვდები რომ ბედნიერი ხარ. და რომ არაფერი გაწუხებს, არც მზე, არც ხმაური, არც მარტოობა და არც ხალხის სიმრავლე. დაღლილი რომ მოშორდები ზღვის ნაპირს და შენი ოთახისკენ მიაშურებ, ცივ წყალს გადაივლებ და კმაყოფილი ლოგინზე დაეგდები და ძილის მეტი რომ არაფერი გადარდებს.

 

რა იქნება ეს ყველაფერი დამესიზმროს მაინც.

29 thoughts on “რა იქნება ეს ყველაფერი დამესიზმროს მაინც

  1. Salome

    მეც მინდა ეგეთი სიზმარი ://
    მართლა დამღალა უკვე ამ ზამთარმა… და სულ გამიფუჭა ხასიათი. ამინდი პირდაპირ განწყობაზე მოქმედებს:/

    Reply
      1. siyvarulovna Post author

        მე არასოდეს. მთელი ზაფხული ზღვაზე ისე ვიქნები არ მომბეზრდება

  2. ანდრო

    ტიტუუუ რა თაობა მოდის, იმის მაგივრად რო დაქორწინებაზე და ოჯახის მოვლაზე იფიქრონ რა ოცნებები აქვთ :დ:დ:დ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მე საერთოდ არ მინდა დაქორწინება და მითუმეტეს ოჯახი :დ

      Reply
      1. ანდრო

        ეე შენ არ იცი რა კარგია თბილი კერა თბილი ლოგინიიი :დ:დ :ხოვიცისიცხემაქვს:

      2. siyvarulovna Post author

        თბილი ლოგინი ქმრის გარეშეც შესაძლებელია ^^
        იფ იუ ნოუ ვოთ აი მინ :დ

    1. siyvarulovna Post author

      რო გრძნობ კანი როგორ გეჭიმება და სახეზე ოდნავ როგორ წითლდები

      Reply
  3. niksologi

    აუეფ❤

    ზაფხული, ზღვა, მზე, პლაჟი, გოგო, ლუდი, ბევრი ლუდი, სიგარეტი, მეგობრები, დროის არ არსებობა… უჰ!❤

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ეეეჰ :ღრმადჩასუნთქვადაამოსუნთქვა: :დდდ
      ოღონდ გოგოს მაგივრად ბიჭი, ჩემთვის :დდდ

      Reply
    1. siyvarulovna Post author

      უჰუმ, გაზაფხულამდე :დ და ზღვაზე წავალ თუ არა ეგ არ ვიცი :დ

      Reply
  4. ირინა

    ვაიმე ვაიმე და მერე ზაგრის მერე წასასმელ კრემს რო ისვამ და სისუფთავის, სიგრილის და სიმსუბუქის შეგრძნება რომ გაქვს!!! რომ იძინებ და მერე საღამოს გვიან ოდნავ რომ გრილა და გემრიელად რომ ჭამ, ლუდს სვამ და გარეთ დაფრატუნობ შლოპანცებით❤ ააააააააააააა!

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ზაგრის მერე არაფერ წასასმელ კრემს არ ვისვამ ხოლმე :დ მხოლოდ სახეზე და ისიც მაწუხებს იმიტომ რომ ცხელა :დდ

      გარეთ რომ დაფრატუნებ და ისე რომ დაბნელდება რომ ვე რგაიგებ. სანაპიროზე რომ ჩახვალ და ზღვას რომ მთვარე დასცქერის და რომ გაიხდი და სიბნელეში ცივ წყალში რომ შეცურავ სრულიად უკუნეთში❤

      Reply
  5. მარი !

    დავიღალე😐
    მეც მინდა სითბო❤
    ყველანაირი სითბო❤
    მზე მინდა და ზღვა მინდა❤
    ბათუმის ხმაურიანი ბულვარი მომენატრა და ჩემი დამწვარი კაცი😐
    ნეტავ ,
    ნეტავ მეც დამესიზმროს მაინც😐

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s