ნიჭიერი facebook-ზე

სპეციალურად რომ იყიდი ყავას, თან განსხვავებულს, სუხარს და ხალათში გახვეული მოკალათდები ტელევიზორის წინ ლეპტოპით ხელში ე.ი ნიჭიერი იწყება. თქვენი არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ეს გადაცემა ერთადერთია რის გამოც ტელევიზორს ვუყურებ. საერთოდაც, ნიჭიერი და გაზაფხული უკვე ერთმანეთთან ასოცირდება და უერთმანეთოდ ვერც წარმომიდგენია.

ყოველთვის როცა ნიჭიერი მთავრდება იმედგაცრუებულ ვრჩები. ჯერ ერთი იმიტომ, რომ არასდროს ვარ კმაყოფილი გამარჯვებულით, მეორეც, საკმაოდ დიდი სანახაობა მაკლდება და ის ორი საათი ნამდვილად არ არის დაკარგული დრო, ჩემთვის.

გუშინაც, მოკალათებული და ფეისბუქზე შემართული ველოდებოდი ნიჭიერს და მოლოდინმაც არ დააყოვნა.

როდესაც ეთერში ნიჭიერია ყოველთვის მაინტერესებს რა ხდება ფეისბუქზე, ემთხვევა თუ არა ჩემი და ჩემი friend-ების აზრი, მაინტერესებს სახელდახელოდ შექმნილი მემეები და ა.შ.

 

ძალიან დიდი აჟიოტაჟი და “ხმაური” გამოიწვია ფეისბუქზე დუტას მიერ ნათქვამმა ფრაზამ, რომ IT ვინდოუსის გადასაყენებლად არ იყო მოსულიო. დარწმუნებული ვარ ეს ფრაზა შემთვევით არ უთქვამს და ძალიან ბევრისთვის IT მართლა ვინდოუსის გადამყენებელთან ასოცირდება და რთულია გაერკვნენ იმ ათასობით კოდებში და ეშმაკისეულ მაქინაციებში რასაც პროგრამისტები აკეთებენ.

შემდეგი ერთ-ერთი ასე თუ ისე ხმაურიანი გამოსვლა ფეისბუქზე ინდოელების ცეკვას მოჰყვა. არ მგონია ყველა მათგანი ქსენოფობი იყოს, მაგრამ, ალბათ ბევრი დამეთანხმებით რომ მათი ცეკვა არ იყო ის ცეკვა რომელიც იმსახურებდა ნიჭიერის შემდეგ ტურში გადასვლას. გასაგებია რომ სტუმრები არიან, რომ ქარული ისწავლეს, რომ პაპათა წესია სტუმარს პატივი სცე, დაუფასო შრომა და გარჯა, მაგრამ როდესაც საქმე სცენას და შოუს ეხება იქ ყველა, სტუმარიც და აქაურიც, თანასწორნი არიან და არ შეიძლება ჩამოსულებისთვის პრივილეგიის მინიჭება მხოლოდ ეროვნების გამო.

კიდევ ერთი ფაქტი, რაც არასდროს მესმის ეს არის სრულიად უნიჭო ადამიანების იმედი რომ მათ ნიჭი აქვთ რამის, მაგალითად სიმღერის.

როგორც აღმოჩნდა ნიჭიერში ჯადოქრების რიცხვმა იმატა. პირველივე გადაცემაში სცენაზე მალფოი და შემდეგ ჰარი პოტერი წარსდგენ. სიმართლე გითხრათ ნამდვილად არ ვიცოდი თუ ვინმე მალფოი მეთექვსმეტე საუკუნეში არსებობდა და საოცარი ჯადოქარი ყოფილა, აი ისეთი, მერლინი რომ იყო უწინ. რატომღაც იმაშიც ეჭვი მეპარება რომ დრაკო მალფოი ჰარი პოტერში პატენტია. სამაგიეროდ ნამდვილი პატენტი გუშინ საღამოს სცენაზე იდგა ჰარი პოტერის როლში. სიმართლე გითხრათ პირველად რომ დავინახე მეგონა შელოცვებს მოჰყვებოდა, ან ვინგარდიუმ ლევიოუსა (რონიმ რომ ძლივს ისწავლა ის შელოცვა) დაამუღამა და გეგა-სოფო-ვანოს ჰაერში აწევას აპირებდა, მაგრამ, უცბად ჰარი პოტერი აცეკვდა. დღემდე ვერ მივმხვდარვარ რაში დასჭირდა ცეკვისთვის ჰარის სახელი. იქნებ იმისთვის რომ ყურადღება მიექცია?

ყველაზე “aaawwww” -ებიანი გამოსვლა პატარა ანას ეკუთვნოდა. მე როგორც წესი ბავშვებს ნიჭიერის სცენაზე არ ვწყალობ. არ მიმაჩნია ნიჭიერებად ლექსის თქმა, ყველა ბავშვი ამბობს, რაიმეს მღერა, ყველა მღერის უკვე, ცეკვა – ყველა ცეკვავს თუ დაჰყავთ შესაბამის წრეებზე. მაშინ რა გახდა საბაბი იმისა რომ ანა მეორე ეტაპზე გადასულიყო? ის რომ თბილია? რომ საოცრად გაუხარდა სოფოს ნახვა? ის რომ იმაზე გაცილებით მეტს საუბრობს (მართალია საყვარლად) ვიდრე სხვა ნებისმიერი მისი ასაკის? სიმართლე გითხრათ არ ვიცი, უფრო სწორად, ალბათ ყველა ეს ფაქტორი, ყველაზე მეტად კი ” ვაიმე რა საყვარელი ბავშვია, სუფთა პრინცესა” მოქმედებდა.

მაგრამ, ანას გამოსვლას ფეისბუქზე მოჰყვა ძველი ვიდეოების იუთუბიდან ამოჩხრეკვა და კუდების გამობმა, რომ ვითომ ჩვენ ქართველებს ყველაფრის გადაღება და გადმოკოპირება გვიყვარს. არა, არ გეწინააღმდეგებით, გვიყვარს, მაგრამ ყველაფერში მაინც და მაინც ამას რატომ ხედავთ? ყველა ერშია პატარა, ქერა, მეტიჩარა გოგო, რომელიც თავისი ლექსით ცდილობს ნიჭიერის სტატუსი მოიპოვოს? მერე? მასე ის მომღერლები, მოცეკვავეები, და ათასი მაიმუნობის გამკეთებლებიც copy/paste-ს ამბავია, არა? ყოველშემთხვევაში მე ნამდვილად არ მგონია რომ მისი ნომერი სპეციალურად წინასწარ დადგმული იყო.

როგორც უკვე აღვნიშნე, ანას გამოსვლას ყველაზე დიდი “ხმაური” მოჰყვა. აშეარებდნენ სოფოს და ანას ჩახუტების ფოტოს და ათას გულის ამაჩუყებენ ფრაზებს აწერდნენ. მაგრამ, ჩემი 1100+ ფრენდიდან, ერთი ყველაზე კრეატიული და განსხვავებული აღმოჩნდა:

ნიჭიერის მესამე სეზონი დაიწყო! და აქვე მადლობა მას მადლობა  რომ TSU-ს მგონი ერთადერთი ნათელი წერთილი თსუ ART-ი დამანახა და მომასმენია🙂

ნიჭირისგან ყველა სხვადასხვა რამეს ელოდება, ჩემი ძმა კი სტრიპტიზიორს, რომელსაც რეკლამაში მოჰკრა თვალი. საინტერესოა თქვენ რას ელოდებით?

19 thoughts on “ნიჭიერი facebook-ზე

  1. temko

    შენი ძმა რა საყვარელია❤ : )))
    სიყვარულოვნა კისოზე რატომ არ დაწერე რამე?😦

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ფეისბუქზე რასაც მოჰყვა ყველაზე დიდი გამოხმაურება იმათზე დავწერე :დ

      Reply
  2. Mari

    ძალიან ცოტას ვუყურე. უბრალოდ, ნერვებმა ვეღარ გამიძლო. ყველაზე ამომწურავი ის იყო, ვიღაც კაცმა რომ თხილამურებით შემოაბოტა. გულით მაინტერესებს, რას აპირებდა😀😀

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ვაიმე :დ ეგ მეც როგორ მაინტერესებდა :დ და რომ აყირავდა მერე? :დ

      Reply
  3. გლეხის ბიჭი

    არ მიყვარს ნიჭიერები და მსგავსობები :დ იმ მარგალიტებს ვერ უძლებს გული😦
    ვუყურე, მაგრამ როგორც ყოველთვის, ვინანე :დ
    კოპირებას რაც შეეხება, ის ქვიშით ხატვაც ძალიან ჰგავდა უკრაინულს :დ
    ინდოელები ოოოო :დ მეგონა ხეებს უნდა ამოფარებოდნენ და ისე ეცეკვათ :დ

    Reply
    1. takojabauri

      ქვიშით ჩემი მასწავლებელი ხატავს და 100% ვიცი რომ გადმოკოპირებული არა და უბრალოდ დამთხვევაა

      Reply
      1. გლეხის ბიჭი

        არ ვამბობ, რომ ზუსტი ასლია🙂 იდეაა უკრაინულიდან. მსგავსი თემა ჰქონდა ვიღაც ქალს. შემთხვევით ვნახე ადრე. არ ვიცი ახლა ლინკი

  4. cet

    დღემდე ვერ მივმხვდარვარ რაში დასჭირდა ცეკვისთვის ჰარის სახელი. იქნებ იმისთვის რომ ყურადღება მიექცია? <— იქნებ არ უნდოდა ამ წინადადებას ^^

    P.S. ისა და შენ თმაზე ქერა ზოლივით რაღაც ხომ არ გაქვს?

    Reply
  5. Pingback: » ნიჭიერი facebook-ზე - ნიჭიერი

  6. Jessie

    ნერვები მეშლება ყველაფერში რომ ვბაძავთ სხვებს.. ის ქალიც კი რომელიც ქვიშით ხატავდა..ზუსტად იგივე აქვს გაკეთებული რუსებს თუ უკრაინელებს.. და არც მომეწონა.. მგონი ნიჭიერიც უბრალოდ დადგმული შოუა და მეტი არაფერი და რეალურად უნიჭო ერი ვართ:(

    Reply
  7. Jason Evans

    როდესაც რეკლამაში ვნახე ჰარის პოტერისავით ჩაცმული ბიჭი მაშინვე ის გავიიფიქრე რომ იმედები გამიცრუვდებოდა რადგანაც ყველა მაგგვარრმა (ჰარიპოტერულმა) ცდამ არ გაამრთლა ვისაც კი რამე უქნიაა… მე პირადად ძალიან გავღიზიანდი და დამაინტერესა მარტლა რათ უნდოდა ეს მაგრამ ფეისბუქზე მითქმა მოთქმამ იყოო რომ ისიც ჰარი პოტერის გადაკლული ფანია…. ნათია ის ვერ შეამჩნიე რომმ სლიზერინის გალსტუხი და ჰერმიონას ჯოხი ეკავა? :დ

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s