რატომ სჩადის ადამიანი დანაშაულს?

არ არსებობს  ქმედება რომელსაც წინ არ უსწრებს რაიმე მიზანი.

– რატომ სჩადის ადამიანი დანაშაულს?
–  ნუთუ ადამიანის ბუნებაში თავიდანვე ჩადებულია დანაშაულის ჩადენისადმი მიდრეკილება? თუ ცხოვრებისეული სირთულებები აიძულებს მას დაარღვიოს დადგენილი კანონი? ან იქნებ არ ეთანხმება დადგენილ წესრიგს და კანონის დარღვევა მისი პროტესტის გამოხატულებაა?   რა უბიძგებს ადამიანს ჩაიდინოს დანაშაული? სურვილი, იყოს ბედნიერი სხვისი ქონებით? გამდიდრდეს უკანონოდ? დაეუფლოს სხვის მატერიალურ თუ არამატერიალურ სამართლებრივ სიკეთეებს? დაიკმაყოფილოს ყველანაირი ამქვეყნიური სურვილი? რთულია ამ კითხვებზე პასუხის გაცემა.

ჩემი ურთიერთობა დამნაშავეებთან ფაქტობრივად არ ხერხდება, ამიტომ, გამოვიყენე პირველივე შანსი და ყოფილ პატიმარს გავესაუბრე, რომელიც 22 წლის ასაკში 3-ჯერ იჯდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მთლიანად 7,6 წელი, სამივეჯერ საკვების ქურდობისთვის. ჩემი პირველი სერიოზული კითხვა ეხებოდა მის დამოკიდებულებას დანაშაულებისადმი და ჩემდა გასაკვირად აღმოჩნდა რომ აღნიშნული პიროვნება არ ნანობდა თავის საქციელს და თუ დასჭირდებოდა აუცილებლად გაიმეორებდა იგივეს. კითხვაზე რატომ? მიპასუხა, რომ სხვა გზა არ აქვს. მისთვის, როგორც ყოფილი პატიმრისთვის, დახურულია ყველა გზა სამსახურისკენ და ფაქტობრივად შეუძლებლად მიაჩნია იცხოვროს ისე, როგორც ვცხოვრობთ ჩვენ, ანუ ადამიანები ვინც არ შევჯახებივართ ისეთ მძიმე დანაშაულებებს რომლებიც გამოწვევდა ჩვენს თავისუფლების აღკვეთას ვადით, ან უვადოთ. აქედან გამომდინარე, ჩემი რესპოდენტის პირველი მართლსაწინააღმდეგო ქმედება განპირობებული იყო შიმშილითა და ცხოვრებისთვის აუცილებელი საკვების ნაკლებობით. მისი მეორე და მესამე დანაშაული გამოწვეულია გარემოებით, იმ გარემოებით რომლებსაც ჩვენდაუნებურად  ვუქმნით და ვაყალიბებთ სტერეოტიპს, რომ თითქოს შეუძლებელია გამოსწორდეს ყოფილი პატიმარი და მისი დასაქმება პრობლემას შეუქმნის ჩვენს ფირმას თუ საქმიანობას.

ყოველთვის ვამბობდი ადამიანი რთული ბუნებისაა-მეთქი. შესაბამისად მისი მიდრეკილება კანონის დარღვევისკენ არ მიკვირს. გარდა ამისა, ჩვენში ხომ ხუმრობით ძალიან ხშირად ამბობენ “კანონი იმისაა რომ უნდა დაირღვესო”, ყველა ხუმრობაში კი  აუცილებლად მოიძებნება სიმართლის მარცვალი. მაგრამ, ძალიან ბევრი თავს იკავებს კანონის დარღვევისგან. ძირითადად ეს განპირობებულია სასჯელის შიშით. მაგრამ, ხელის აღებით იმის თქმა, რომ კანონი ერთადერთია რაც ადამიანს აკავებს არ ჩაიდინოს მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ შეიძლება. თითოეულ ჩვენთაგანს, ნუ უმეტესობას მაინც, გააჩნია მორალური პრინციპეპი, არის რომელიმე რელიგიის აღმსარებლობის (რელიგიური ნორმები და სისხლისსამართლებრივი დანაშაულებები ძალიან ხშირად ერთმანეთთან კავშირშია, მაგ: ქურდობა, მკვლელობა) და ამ პრინციპეპიდან გამომდინარე იგი ცდილობს იცხოვროს დანაშაულის ჩადენის გარეშე. მაგრამ, ადამიანი სუსტი ბუნებისაა და მაშინ როდესაც არ ფიქრობს  შედეგზე, აუცილებლად აშავებს რამეს. მაგრამ, ხშირად ხდება ისე რომ ქმედება გაცილებით მნიშვნელოვანია ვიდრე შედეგი. მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო სამაგიეროს გადახდა. სისხლის სამართლებრივი სასჯელის მიზანი არ არის სამაგიეროს გადახდა, მისი მიზანია აიცილოს დანაშაული და მოხდეს დამნაშავის გამოსწორება. მაგრამ, დაზარალებულისთვის აუცილებელი და პრინციპულია რომ გადაუხადოს სამაგიერო დამნაშავეს. სწორედ ამ შემთხვევაში შემიძლია ვთქვა რომ კიდევ ერთი მიზეზი თუ რის გამოც სჩადის ადამიანი დანაშაულის სამაგიეროს გადახდის დაუოკებელი სურვილია.

ქურდობა მაშინ როდესაც გააჩნია საარსებო მინიმუმი და ეხარბება ფულს, გაუპატიურობა, ნარკოტიკებით და იარაღით ვაჭრობა, ტრეფიკინკი და სხვა სისხლის სამართლებრივი დანაშაულებები გამოწვეულია ადამიანის სიხარბით და სურვილით იბატონოს და ძალაუფლება ჰქონდეს იმ სივრცეშიც კი, სადაც მისი ადგილი არ არის.

არსებობს კიდევ ერთი გარემოება თუ რატომ სჩადის ადამიანი დანაშაულს, და მე ვფიქრობ ეს არის პირადი სიამოვნება. მაგალითად, ნარკოტიკების მოხმარება (მაშინ როდესაც არ ეწევა ნარკოტიკების გაყიდვას) აბსოლუტურად პირადი ინტერესებიდან და პირადი სიამოვნებიდან გამომდინარეობს.

ჩვენთვის რომ არ ესწავლებინათ რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ შეიძლება და რომ მას აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი სასჯელი, და რომ ეს სასჯელი ცუდია, ჩავიდენდით კი ამ დანაშაულებებს? ალბათ კი. შესაბამისად შესაძლებელია იმის თქმაც, რომ აღზრდა და გარემო პირობები ძალიან დიდ გავლენას ახდენენ ადამიანის ფორმირებაზე და ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებათ მაშინ როდესაც ვსვამთ კითხვას: “რატომ სჩადის ადამიანი დანაშაულს?”.

პ.ს ეს დავალება სისხლის სამართლის ლექტორმა მოგვცა და ერთი შეხედვით ადვილი სამსჯელო თემა, საკმაოდ რთული აღმოჩნდა დასაწერად.
პ.პ.ს ვიცი ბევრი სტუდენტი, რომელიც ჩემსავით მაია ივანიძესთან გადის სისხლის ზოგადს, დასერჩავს თემის სათაურს და მოხვდება ჩემგან, ხოდა არ გადაწეროთ! დაგინებულია!😀😀

13 thoughts on “რატომ სჩადის ადამიანი დანაშაულს?

      1. cet

        არ წმაიკითხავს, მერე ზემოქმედება რო არ მოახდინოს ჩემს ნაწერზეც ^^

      2. siyvarulovna Post author

        ლოლ :დ შენც ივანიძესთან ხარ? :დ
        იცი რამდენმა დასერჩა? წეღან დავდე ბლოგის ფეიჯზე ფოტო :დ

        ეეე, რომელიმე ლექციაზე მიპოვე და მოდი რა :დ

      3. cet

        ეჰ, ყველას გვტკივა ეს ესსე ^^

        ეხლა ხო ვიცი აგდავდებ და წინანდელივით წინა ღამის 3 საათზე დავწერ ^^

  1. Mystic D

    “აღზრდა და გარემო პირობები ძალიან დიდ გავლენას ახდენენ ადამიანის ფორმირებაზე და ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებათ”- 100%იანია. სხვათაშორის, იგივე თემა სკოლებში შემოიტანეს და ბავშვებს უნდა დაგვეწერა, მაგრამ იმდენაც ცოტა დრო მოგვცეს(1 დღე), რომ შეუძლებელი იყო. თან 1000 სიტყვამდე უნდა იყოსო :დ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      1000 სიტყვამდე? გკლავდნენ?😐
      შეუძლებელი არ არის, მაგრამ სკოლის ასაკის ბავშვისთვის საკმაოდ რთულია

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s