C ჰეპატიტი – საფრთხე, რომელიც ყველას გვემუქრება

დარწმუნებული ვარ ყველას  გონია რომ მას არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს C ჰეპატიტი,შიდსი და მსგავსი დაავადებები.როდესაც გადავწყვიტე რომ სკრინინგი ჩამეტარებინა C ჰეპატიტზე ჩემს დას ვუთხარი,წამოდი შენც-მეთქი და სანაცვლოდ დედაჩემის დაბღვერილი სახე მივიღე,რაში სჭირდება ეგ ანალიზი,მაინც არ იქნება ინფიცირებულიო.

ძალიან ადვილია გაიგო გჭირს თუ არა C ჰეპატიტი ან შიდსი სწრაფი ტესტების საშუალებით.გაიღე ერთი წვეთი სისხლი და გაიგე შენი სტატუსი-მშვენიერი სლოგანი ჰქონდათ ჩემს მეგობრებს ერთ-ერთ კონკურსში და რომ დაფიქრდე მხოლოდ და მხოლოდ წვეთი სისხლია საჭირო მშვიდად ცხოვრების გასაგრძელებლად.წვეთი სისხლი გაღებულია და  დაახლოებით 10 წუთია საჭირო რომ გავიგო პასუხი ჩემი მდგომარეობის შესახებ.

საოცრად გაიწელა ის 10 წუთი და ათას რამეზე მომიწია დაფიქრება.მაგალითად,იცით რამდენი ადამიანია დაინფიცირებული საქართველოში?ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით C ჰეპატიტის პრევალენტობა 6,7%-ია;ეს ნიშნავს,რომ საქართველოში დაახლოებით 200 000  პირია დაავადებული.აღსანიშნავია რომ C ჰეპატიტის პრევალენტობის მაღალი მაჩვენებლები ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებში დაახლოებით 70%-მდეა.

ძალიან გამიკვირდა დედაჩემის დაბღვერილი სახე როდესაც ვსაუბრობდი C ჰეპატიტზე და ანალიზების აუცილებლობაზე,საბოლოოდ აღმოვაჩინე რომ მისი C ჰეპატიტის მიმართ დამოკიდებულება იყო არასწორი,ფიქრობდა რომ რახან არ ვსვამ ბევრს,არ მაქვს სექსი და არ მოვიხმარ ნარკოტიკებს,ამის გამო 100%-ით დაზღვეული ვარ C ჰეპატიტისგან და შესაბამისად არც სკრინინგია აუცილებელი.ძალიან ბევრი სწორედ დედაჩემივით ფიქრობს და ამის გამოა რომ დავირუსების შესახებ წლების შემდეგ აღმოაჩენენ ხოლმე,თოთოეული მათგანი დარწმუნებულია რომ დაზღვეულია მსგავსი დაავადებისგან მხოლოდ იმიტომ, რომ არ აქვთ ისეთი მავნე ჩვევები როგორიც ბევრი ალკოჰოლი და ნარკოტიკია.სინამვილეში C ჰეპატიტის გადადების სამი გზა არსებობს:

  • სისხლის გზა – გადასხმა; ნარკოტიკების ინექციური მოხმარება ინფიცირებულის შპრიცით, ან არასტერილური სამედიცინო ინტსრუმენტების გამოყენება;
  • სქესობრივი კონტაქტი – დაუცველი სქესობრივი კონტაქტი ინფიცირებულთან.
  • ვერტიკალური გადაცემა – მშობიარობის დროს, ორსულობის და ძუძუთი კვების დროს.

თუმცა, ისეც ნუ გაიგებთ რომ მხოლოდ სისხლის გადასხმისას, დაუცველი სექსის, ან ძუძუთი კვების და მშობიარობის დროს შეიძლება გადაედოს ადამიანს C ჰეპატიტის ვირუსი. დასნებოვანება ხდება მაშინ, როცა ინფიცირებულის ბიოლოგიური სითხეები: სისხლი, სპერმა, საშოს გამონადენი, დედის რძე მოხვდება ჯანრმთელი ადამიანის ორგანიზმში. დარწმუნებული ვარ არც-ერთ თქვენთაგანს არ უნდა, რომ დაინფიცირდეს C ჰეპატიტით. მაგრამ არასასურველი ორსულობისგან, რომელიც არ კლავს, უფრო იცავენ თავს ვიდრე ჰეპატიტისგან, რომელმაც შეიძლება მოგკლათ. იმისათვის რომ თავი ავარიდოთ C ჰეპატიტით დაინფიცირებას სასურველია:

  • ინექცია და სხვა სამედიცინო მანიპულაციები (სტომატოლოგიური მომსახურება) განხორციელდეს უსაფრთხოების წესების დაცვით;
  • სქესობრივი კავშირის დროს დამცავი საშუალებების (პრეზერვატივი) გამოყენება, მიუხედავად იმისა, რომ ამ გზით დაავადების გადაცემის რისკი დაბალია;
  • გადასვლა ნარკოტიკების მოხმარების ნაკლებად სარისკო გზებზე. თუ მაინც და მაინც შპრიცი და წამალი გხიბლავთ, მაშინ გამოიყენეთ საკუთარი ნემსი.
  • ტატუირება, პირსინგი, მანიკური/პედიკური განხორციელდეს სტერლური ინსტრუმენტებით და უსაფრთხოების წესების დაცვით. სხვათაშორის, ტატუირების დროს მხოლოდ ახალი ნემსი არ არის საჭირო, აუცილებელია მელნის გამოცვლაც.

როგორც ზევით აღვნიშნე საქართველოში, 2010 წლის კვლევების შედეგად დაახლოებით 200 000  პირია დაავადებული C ჰეპატიტით. დაავადებულთა ასეთი დიდი რიცხვი დამოკიდებულია მკურნალობის ხარჯებთან. მკურნალობის 1 კურსი ჯდება 6-12 ათასი. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა და ღირებულება დამოკიდებულია ვირუსის გენოტიპზე.მკურნალობის დასრულებიდან 6 თვეში ტარდება განმეორებითი ტესტირება და პასუხის მიხედვით შეიძლება მსჯელობა მოხდა თუ არა ვირუსის სრული ერადიკაცია (ვირუსის მიერ ორგანიზმის დატოვება). წარუმატებლობის შემთხვევაში განმეორებითი მკურნალობა არ ტარდება.  თუმცა, საქართველოში არსებული სიტუაციით შეგვიძლია ვიმსჯელოთ რომ ძალიან ბევრს არ აქვს იმის შანსი, რომ მოახერხოს მკურნალობის  კურსის ჩატარება. იმის გამო რომ C ჰეპატიტი ხშრად მიმდინარეობს უსიმპტომოდ და საზოგადოება საჭიროდ არ თვლის სკრინინგის ჩატარებას, ძალიან გვიან ხერხდება იმის დადგენა რომ პირი დაავადებულია.უსიმპტომო და ხანგრძლივი მიმდინარეობა შეიძლება 15-25 წელი გაგრძელდეს და რბილად მიმდინარეობდეს, რის გამოც მას  “ალერსიანი მკვლელი” შეარქვეს. ამ 15-25 წლის განმავლობაში შესაძლოა ადამიანს არაფერი აწუხებდეს. ხოლო C ჰეპატიტის მკურნალობისთვის უცილებელია დროული დიაგნოსტიკა. სწორედ იმის გამო რომ C ჰეპატიტის მკურნალობა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული საქართველოში ვერც სადაზღვევო კომპანიები, ვერც სახელმწიფო და ვერც ინფიცირებულ პირთა უმრავლესობა ვერ ახერხებს C ჰეპატიტის მკურნალობის ხარჯების დაფარვას.

საინტერესოა, ჩემი პასუხი რომ დადებითი აღმოჩნდეს, რას იტყვის დედაჩემი? ალბათ ისევ დაიბღვირება, მისთვის ხომ მსგავსი დაავადების აკიდება მხოლოდ სასმლით, ნარკოტიკებით ან დაუცველი სექსით შეიძლება. ალბათ ისევ მე დამადანაშაულებს და საბოლოოდ შეეცდება მიმკურნალოს მაგრამ მისი ცოდნა C ჰეპატიტის შესახებ არ გაიზრდება და იგივე დარჩება, მხოლოდ ჩემი რეპუტაცია დაეცემა მის თვალში და საბოლოოდ დისკრიმინაციამდე მივდივართ.

რა არის სტიგმა-დისკრიმინაცია?
“სტიგმა – უპატივცემულობაა”. ცხადია, ამის შემდეგ იბადება კითხვა – რა არის და როგორ ვლინდება დისკრიმინაცია? როგორია სტიგმა-დისკრიმინაციის წარმოქმნისა და გამყარებს ჯაჭვი? სტიგმა-დისკრიმინაციის აღმოცენებისთვის აუცილებელი პირობაა:

  • საზოგადოების ინფორმირებულობის დაბალი დონე;
  • არაკომპეტენტურობის გამო დუმილი;
  • ამავე მიზეზით პრობლემის იგნორირება;
  • შიში იმის წინაშე, რაც გაურკვეველი და ბუნდოვანია;
  • დასტიგმვა, ანუ სოციალური დამღის დამჩნევა საზოგადოების ამ ნაწილზე;
  • საზოგადოების ამ ნაწილის დისკრიმინაცია, ანუ ჰარიყვა.

დისკრიმინაცია – ეს არის სტიგმა, რომელიც მოქმედებად გადაიქცა. პირს რომელსაც აქვს C ჰეპატიტი, შეიძლება გარიყულ იქნას მეგობრული თავშეყრებისგან, არ არის გამორიცხული დაითხოვონ სამსახურიდან ან შეუქმნან მძიმე სამუშაო პირობები, მოერიდონ მასთან ყველანაირ კონტაქტს და დატოვონ თავის პრობლემასთან მარტო. იმსიათვის რომ ავიცილოდ C ჰეპატიტით დაავადებულთა დისკრიმინაცია აუცილებელია საზოგადოების ინფორმირებულობა.

საფიქრალად მოცემული და სტატუსის გასაგებად განკუთვნილი 10 წუთი გავიდა. C ჰეპატიტზე და აივზე პასუხი უარყოფითია.

Advertisements

18 thoughts on “C ჰეპატიტი – საფრთხე, რომელიც ყველას გვემუქრება

  1. lana

    და რა სამწუხაროა ის ფაქტი,რომ საზოგადოების უმეტესი ნაწილი არ ცდილობს, არ ინტერესებდა,რომ მიიღოს ინფორმაცია და განაგრძობს უმოწყალოდ ინფიცირებულთა დისკრიმინაციას.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      იმიტომ არ ცდილობენ რომ ჩაბეჭდილი აქვთ ტვინში რომ C ჰეპატიტი გადადის მხოლოდ ნარკოტიკებით, დაუცველი სექსით დაინფიცირებულთან და ზოგს ჰგონია რომ ემართებათ ბევრი ალკოჰოლის გამო და იმდენად არიან დარწმუნებულები რომ არ ცდილობენ ინფორმაციის გადამოწმებას.

      Reply
    1. siyvarulovna Post author

      კი ^_^ ყოველშემთხვევაში იქამდე მაინც სანამ რაიმე სარისკო ქცევა არ მექნება :დ

      Reply
  2. kevana

    ვერაგი დაავადებაა, ისე მოგეპარება შეიძლება დიდხანს ვერც გაიგო და თუ მასზე არასწორი შთაბეჭდილება გაქვს შექმნილი, ეს ხომ საერთოდ :/

    ფორუმ.გე–ზე ერთი გოგოს ისტორია შემხვდა, რომელსაც ცე ჰეპატიტი ჰქონდა სისხლის გადასხმის წყალობით… ღმერთო, რა საშინელება იყო 😦 არასდროს დამავიწყდება, არასდროს…

    Reply
  3. soFleli bichi

    ძალიან მომეწონა, სულ სხვანაირად დავფიქრდი ყველაფერზე მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ნაწილობრივ ვიცოდი, ტატუირების შესახებ კი ძალიან დავინტერესდი, გაკეთებას ვაპირებ და მაგიტომ. ერთი სიტყვით მომეწონა ეს პოსტი.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ძალიან მიხარია თუ ჩემმა პოსტმა დაგაფიქრა. ^^
      ტატუს გაკეთებას სადაც გადაწყვეტ აუცილებლად დაინტერესდი იქ ნემსების და მელნის მდგომარეობით.

      Reply
      1. soFleli bichi

        აუცილებლად გავითვალისწინებ შენს რჩევას, დიდი მადლობა 🙂

  4. gadzevebuli

    kargi statiaa . . . es statia rom 2 clis cin gamokveknebuliko camekitxa da mimekcia kuradgeba , albat dges samkurnalod ar viqnebodi sxva kvekanashi… me aivinfekciit var daavadebuli… shemedzlo saqartveloshi gavchrebulikavi da mand memkurnala , magram imis gamo rom vicodi amas megobrebi , natesavebi da kvela is adamiani vinc micnobda , vicodi rom sxvagvari reakcia eknebodat , amitom dgemde dafarulad vtoveb da vmkurnalob sazgvrebs garet . . . mapatiet saxel da gvars gangeb ar vasaxeleb!!!

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ძალიან ვწუხვარ რომ ასეთ მდგომარეობაში და მარტოს გიწევს გაუმკლავდე ისეთ პრობლემას რომელსაც C ჰეპატიტი და აივი ჰქვია.
      შენი ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას რომ ძალიან დაბალია საზოგადოებაში ინფორმულობის დონე და როგორმე ამას ყურადღება უნდა მიექცეს და ის სტერეოტიპები რაც არსებს ამ ვირუსთან დაკავშირებით დაიმსხვრეს.

      გამოჯანმრთელებას გისურვებ :*

      Reply
      1. C ... jandaba

        kargia tu sadme tsaxvedi da es moaxerxe … mec pirveli ra azrmac gamielva xom ar tsavide da sazgvargaret vimkurnalotqo… magram shesabamisi tanxebia sachiro da amas albat verc iq movaxerxeb … ubralod minda gkitxo raime shegavatebi arsebobs sxva kveyanashi? ak rogorc gavarkvie 10-12 atasi damijdeba …. madloba 🙂 male gamojanmrtelebas gisurveb da bevr moulodnel sixaruls :*

      2. siyvarulovna Post author

        არ ვიცი სხვა ქვეყანაში როგორი სიტუაციაა სამწუხაროდ :ს

  5. C ... jandaba

    საინტერესო სტატიაა ძალიან… მე სტიგმა არ მქონდა თუმცა აღმოჩნდა რომ ინფიცირებული ვარ. ჯერ კიდევ შოკში ვარ .. ვერ ვამბობ ვერსად … იმიტომ რომ ზუსტად აქ ხსენებული სტიგმის მეშინია… მე თვითონაც არ ვიცი საიდან და როგორ … მაგრამ უკვე 1 თვე გავიდა და არაფერს ვაკეთებ … არც თანხები მაქვს ….რეალურად არ ვიცი რა გავაკეთო… უბრალოდ სახელმწიფო პროგრამა უნდა არსებობდეს ამისთვის … მთავარია შენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობა … მაგრამ ეს ამ ეტაპზე უგულვებელყოფილია …არ ვიცი როგორ მოვიქცე და არც მრჩეველი მყავს, იმიტომ რომ მე არავის ვეუბნები …..მადლობა ასეთი კარგი პოსტისთვის :* დარწმუნებული ვარ მაინც ყველაფერი კარგად იქნება 🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ჰუჰ, არ ვიცი რა გითხრა, ნუ გეშინია. მართალია საზოგადოებაში არსებობს ეს სტიგმა, მაგრამ ნელ-ნელა მრავლდება ხლხი ვინც იცის რომ ც ჰეპატიტი უბრალო კონტაქტით არ გადადის.
      ყვეაფერი კარგად იქნება :* მთავარია თავს მიხედო :*

      Reply
  6. natia

    arsebobs produqti ..baobablife.. hepatitebze aqvs magari shedegebi! magalitad kacs qonda 147 gvidzlis punqci da axla aqvs 47!.dareket am nomerze da dagakvalianebt557 12 05 17

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s