ლელობურთი 2012

-ნათ, გამო ჩემთან არ გინდა?
-არ ვარ თბილისში, გურიაში ვარ ლელობურთზე.
-რაზე?
-აი ერთმანეთს თავ-ყბას რომ ანგრევენ 16 კილოიანი ბურთისთვის.
– აა, ჰო ჰო, კაი.

ასეთი დიალოგი გაიმართა ჩემსა და ჩემს მეგობარს შორის აღდგომა დღეს. ძალიან ბევრმა არ იცის ლელობურთი, ან მხოლოდ ვიკიპედიის ანაბარა რჩება სადაც ნათქვამია, რომ ” თამაში აღმოცენებულია უძველესი თამაშის — ლელოს საფუძველზე. თამაში იმართება მატყლით დატენილი ბურთით (3 კგ-მდე) ფეხბურთის მინდორზე, რომელსაც არა აქვს კარი. გუნდს ეთვლება ქულა, თუ იგი რაიმე საშუალებით ხელით ან ფეხით გადააცილებს ან გადაიტანს ბურთს მოწინააღმდეგის ჩატვლის ხაზს იქით როგორც ჰაერში, ისე მიწაზე. გამარჯვებულია ის, ვინც ამას მეტჯერ გააკეთებს. ნებადართულია ჩავლება, ჩაბღუჯვა, წაქცევა, მხოლოდ უხეში ილეთების გარეშე. თამაში შედგება ორი 30-წუთიანი ნახევრისა და 10-წუთიანი შესვენებისაგან.” ვიკიპედიის წინააღმდეგ ვერ წავალ, მაგრამ მე სულ სხვა ლელობურთს ვგულისხმობდი. აი იმას, გურიაში, შუხუთში რომ იმართება და სოფლის ორი მხარე, ზემო და ქვემო, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ბურთი თავისკენ წაიღოს, მათ შორის არ ერიდებიან უხეშ მანევრებსაც. ლელობურთის აღქმა გაცილებით მარტივი რომ გახდეს წუნა და წრუწუნადან გაიხსენეთ ეპიზოდი, სწორედ ლელობურთის თამაშით იწყება აღნიშნული ანიმაცია.

ლელობურთი, აღდგომა დღეს, ტრადიციაა, მაგრამ ეს თამაში ბოლო რამდენიმე წელია რაც აღდგა და  აქტიურად ტარდება გარემოს დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით. გურიაში, სოფელ შუხუთში 17:00 საათზე მამა საბა 16 კილოიან ბურთს აგდებს და სოფლის ორი მხარე, ზემო და ქვემო შუხუთი, ერთმანეთს ეტაკება და ცდილობენ ბურთი თავიანთ მხარეს გაათრიონ. ზემოთ და ქვემოთ არის ღელეები, გაიმარჯვებს ის გუნდი, რომელიც შესძლებს და თავის ღელეზე გადაათრევს ბურთს.

მართალია ბურთი არ ჩანს, მაგრამ იმედია სიტყვაზე მენდობით რომ იქ, სადღაც შუაში, ბურთია და მისთვის იბრძვიან

ბურთი სპეციალურად იკერება ყოველწელს, მისი მასა დაახლოებთ 16 კილოა და ტყავისგანაა შეკერილი. ვცადე გამერკვია რა არის ბურთის შიგნით რაც 16 კილოს იწონის მაგრამ არ გამომივიდა. გამარჯებულ გუნდს მოპოვებული ბურთი სასაფლაოზე, იმ პატივსაცემი პიროვნების საფლავზე, მიაქვს რომელიც იმ წელს გარდაიცვალა. წელს ზემო შუხუთმა მოიგო, მესამედ ზედიზედ და ბურთი კარლო გოროზიას საფლავზე აიტანეს. როგორც გავარკვიე კარლო გოროზია გარდაცვალებამდე ლელობურთის წარმატებული მოთამაშე ყოფილა და სწორედ მან დაიმსახურა ბურთი. სასაფლაოზე სხვა ბურთებიც შევნიშნე, რომლებიც წლებია უკვე იქ არის.

კარლო გოროზია და მოგებული ბურთი

თამაშში ყველა ებმევა, პრინციპის ამბავია, როგორ უნდა აჯობოს ზემო/ქვემო შუხუთმა ქვემო/ზემო შუხუთს. მონაწილეობს 6 წლის და 60 წლის ადამიანიც, ნუ თუ რა თქმა უნდა ღონე და გამძლეობა გააჩნია. იმდენად საშიში თამაშია რომ შეიძლება რამე დაიშაო კიდეც, თუმცა, ერთმა ქვემო შუხუთლელმა თქვა რომ ეგ ყველაფერი შორიდან ჩანს მასეო, სინმადვილეში როდესაც თამაშის ეპიცენტრში ხარ ვერაფერს გრძნობ და მხოლოდ სისხლი ყივისო. სამწუხაროდ წელს დაშავებულებიც იყვნენ, ერთმა ფეხი მოიტეხა, ერთს გული წაუვიდა და დანარჩენს არ ვიცი რა დაემართათ. პრინციპში გასაკვირი არცაა.

წელს ლელობურთს პრეზიდენტიც კი ეწვია, შეიძლება ითქვას რომ თამაში “ლეგალიზებული” გახდა.

ლელობურთის თამაში 17:00 საათზე იწყება, ზეიმი კი გაცილებით ადრე 14:00 საათზე. მოედანზე გამართული იყო სხვადასხვა გასართობი საშუალებები, შიმშილის დასაკმაყოფილებლად იქვე იწვებოდა მწვადი და ქაბაბი, იყიდებოდა ჩამოსასხმელი ლუდი (რომელსაც პრინციპში ალკოჰოლი საერთოდ არ ჰქონდა) და მთელ ამ ყველაფერს ფონათ “გორდელას” და “ურსას” კონცერტი გასდევდა, რომელიც თვითონ მაცხოვრებლების მიერ იყო არჩეული.

შემიძლია თამამად ვთქვა, რომ წლევანდელი აღდგომა ფრიად ნაყოფიერად გავატარე.

რა ხდებოდა შუხუთში შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოშიც, სადაც მცირე ფრანგმენტებია მთელი დღიდან.

ფოტოები – http://on.fb.me/J5kaAf

18 thoughts on “ლელობურთი 2012

  1. razmua

    რაღაცა აზრს ვერ ვხედავ , მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეებს ითვლის ეს თამაში. ლელო ბურთი და კორიდა ესპანეთში🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ჰო, რთულია აზრს ჩაწვდე :დ
      მაგრამ, ჩემს სოფელში რომ იმართებოდეს მეც ჩავერთვებოდი :დ

      Reply
      1. razmua

        ნათია ლელობურთს თამაშის დროს :)))) ოო გოსპაძი.. წარმომიდგენია მერე როგორ იქნებოდი😦 :დდ

      1. Mari

        ალაგ-ალაგ. რაიყო, ყურადღება უნდა გამემახვილებინა რამეზე?😀

      2. siyvarulovna Post author

        არაა :დ უბრალოდ იქ კარგად ჩანს თამაშის დაწყება :დ დასრულება ვერ/არ გადავიღე ^_^ არ მინდოდა რომელიმე გუნდს გადავეთელე

  2. Mallorie

    სააკაშვილზე ბევრი ვიხალისე. = DD
    საინტერესო პოსტია ნამდვილად. დიდი მადლობა. = )

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      არც ისე, ახლოსაა. მაგრამ საკმაოდ რთული და შრომატევადია ბურთის იქ მიტანა

      Reply
  3. ketusi.com

    ძალიან საინტერესო პოსტია საინტერესო ტრადიციაზე🙂 ნერა მეც მენახა ^^

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ჰო, მეც ვფიქრობ რომ საინტერესო პოსტია, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ხალხს არ დააინტერესა :დ

      Reply
      1. CreaTive

        ცუდია ეგ😦 ქართულ ტრადიციებზე ბევრი რამე უნდა ვიცოდეთ,მე ასე დაწვრილებით არ ვიცოდი და ძალიან გამიხარდა შენი პოსტი რომ ვნახე🙂

  4. alexandre

    me vitamshe welsac leolo da exlac mtkiva neknei.. wavaget magam.. :((( me guruli var da sul mudam gurul tradiciebs vetayvnaebi da davicav.. gaumarjos gurias

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      უიჰ, ანუ ქვემო შუხუთლელი ხარ როგორც მივხვდი🙂
      არაუშავს, სამაგიეროდ თქვენ იგებდით 5 წელი ზედიზდ ^^
      იმედია მომავალ წელს მაინც გაგიმართლებთ❤

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s