რატომ არ მიყვარს სასაფლაოები

ჩემდა უნებურად ამ დღეებში მომიწია სასაფლაოების მონახულება.

რატომ არ მიყვარს სასაფლაოები:

  • ბევრი ტირილი – მართალია ნათქვამია რომ აღდგომა დღეს ტირილი არ შეიძლება და სასაფლაოზეც იმისთვის უნდა გახვიდე რომ მიცვალებულს მიულოცო მაგრამ რთულია ეს ყველაფერი აუხსნა მიცვალებულის დას, ძმას, ან უარეს შემთხვევაში მშობლბს. ძნელია შეიკაო თავი მიუხედავად იქ მყოფი ბევრი ხალხისა და არ იტირო როცა გეტირება. მაგრამ, ჩემზე მათი ტირილი, ხმით ტირილი, ძალიან მოქმედებს და არ ძალმიძს მათი მოსმენა.
  • სასაფლაები – მაშინ როდესაც არ შემიძლია ტირილის მოსმენა იძულებული ვარ გავეცალო იქაურობას და სასაფლაოებს შორის ვიბოდიალო. მეორე ცუდი რამ აქ ხდება ხოლმე – სასაფლაოს ქვები. განსაკუთრებით ის ქვები სადაც გარდაცვილი საკმაოდ ახალგაზრდაა. ან კიდევ მიტოვებული და უპატრონოდ დატოვებული გაპარტახებული სასაფლაო.
  • სასაფლაოს ტერიტორია – მიხრიოკებული, არც ხე, არც წყალი, არც ჰაერი და არც სიცოცხლე
  • სასაფლაო – იმიტომ რომ აქ იგონებენ მიცვალებულებს, აქ გახსენდებიან ისინი ცოცხლები, აქ ხვდები რომ სიკვდილის მერე შენც იგივე გელის – რკინის ღობე და საფლავის ქვა. იქ ხვდები რომ შეიძლება შენც ისეთივე ახალგაზრდა მოკვდე როგორც აი ის ბიჭი, შავი ქვიდან რომ იღიმება. ხვდები რომ სიკვდილი შესაძლოა იმაზე ადვილად მოვიდეს ვიდრე გგონია. ისმენ ათას ისტორიას და ლეგენდებს.

მაგრამ, ამ ყველაფრის მიუხედავად რაღაცნაირად მსიამოვნებს სასაფლაოზე ბოდიალი. ოღონდ მაშინ როცა ცოტა ხალხია, როცა არავინ ტირის, როცა არ ცხელა და როცა ღამეა.

27 thoughts on “რატომ არ მიყვარს სასაფლაოები

  1. MrsMarch

    სასაფლაო მგონი იმ მცირეთაგან ერთერთია რაზეც საერთოდ არ მაქვს ჩემი შეხედულება. არც მიყვარს, არც მეზიზღება… და მიკვირს ხოლმე, როცა ვამჩნევ რომ ზოგს ძალიან მოსწონს, ზოგს პირიქით შიშის გრძნობა აქვს….

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      არა, არ მეშინია, არც ძალიან მომწონს. აი რაღაცნაირი ადგილია რა, რომელიც ხანდახან გაასწორებს

      Reply
      1. siyvarulovna Post author

        ან უფრო აცნობიერებ რომ იმაზე ნაკლები დრო გაქვს ვიდრე გგონია:/

    1. CreaTive

      ალუკარდი ოცნებობს სადმე წყნარ ჩაბნელებულ სასაფლაოზე იყოს მესაფლავე :დდ

      Reply
  2. kavteli

    ეს ტირილი და მოთქმა მართლა ძნელი მოსასმენია და ღამე კარგი გული უნდა გქონდეს, რომ იქ იყო, თუმცა, თუ გაქვს, სასაფლაო რაღაც არაჩვეულებრივია ღამით🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      არადა სავსე ,მთვარის დროს ყველაფერი რომ სჩანს სულაც არ სჭირდება სასაფლაოზე ყოფნას დიდი გული ^_^

      Reply
  3. CreaTive

    ალუკარდს რო უწერია პოსტი მოხატულ სასაფლაოზე,იქ ვიივლიდი ყოველდღე ^_^

    Reply
  4. dark angel

    მე მიყვარს სასაფლაოებზე ხეტიალი ისეთი სიჩუმე და სიმყუდროვეა ხოლმე…

    Reply
  5. Mr. Nomad

    მე მიყვარს სასაფლაო, მხოლოდ ღამით და მეგობრებთან ერთად. “აღდგომის სასაფლაოებს” ვერ ვიტან :დ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ჰო აი, აღდგომის სასაფლაოები არ მიყვარს. ღამით ასწორებს, განსაკუთრებით სავსე მთვარის დროს სოფლის სასაფლაო❤ გაულავი ბილიკები როა და 500 მეტრში ტყე ^_^

      Reply
  6. Lord Vader

    იმიტომ რომ ცოცხალი ხარ🙂
    ოდესმე რომ გარდაიცვლები, ნახე როგორ შეგიყვარდეს.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      სხვა გზა არ მექნება და იმიტომ :დ
      ანდაც, კრემაცია მინდა:/ და ჩემი ფერფლი ზღვაში რომ ჩაყარონ :უსერ: ეგ ერთადერთი მიყვარს მხოლოდ😐

      Reply
  7. ვაიბი

    😦 იმაზე მეც ჩავფიქრდი როცა იცი რომ შენც ის გელის გარდაცვალების შემდეგ😦 ამ დროს მინდება უფრო დიდხანს და აზრიანად ვიცხოვრო ხოლმე😦

    Reply
  8. Butterfly

    რავი ჩემთან კარგი სიმწვანე და სუფთა ჰაერია სასაფლაოზეეე.მეც მიყვარს :შ:შ ^^

    Reply
  9. Mari

    უკვე რამდენიმე წელია სასაფლაოზე აღარ დავდივარ. უაზრობად მიმაჩნია “გამოწერილად” იქ მისვლა და ბოდიალი.

    Reply
  10. ცეტი

    მე მიყვარს რაღაც არარეალურად…

    დასასვენებლად სურამში როცა მივდივარ ხოლმე ამოჩემებული მაქვს ერთია დგილი, მაღლაა, ტყის შუაში მოსწორებული მდერლოა და თან ზემოდან გადაჰყურებს დასახლებებს… მოკლედ, კარგად გაერთობი იქიდან ყურებით…
    ბევრი გზაა იქამდე მისასვლელი, მაგრამ ყოველთვის სასაფლაოების გავლით მივდივარ ხოლმე… რღაცნაირად გაწყნარებს ადამიანს❤

    P.S. თან მგონია, რომ როცა გაუნძრებლად წევხარ წლობით გისწორდება ვიღაც დებილი რო დაბოდიალობს შენს ახლომახლოს ^^

    Reply
  11. anina

    მგონი, საფლავისა და სასაფლაოს მნიშვნელობა გერევა :დ
    ,,მაშინ როდესაც არ შემიძლია ტირილის მოსმენა იძულებული ვარ გავეცალო იქაურობას და სასაფლაოებს შორის ვიბოდიალო”
    საფლავები უნდა იყოს.
    არ გეწყინოს, უბრალოდ ძველი ფილოლოგიური ჩვევაა

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      არა, შენიშვნები არ მწყინს ხოლმე, როგორც წესი :> თანაც მართალი ხარ : )

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s