ჩაიფიქრე სურვილი

რა გახსენდებათ როდესაც ბაბუაწვერას ხედავთ?

როდესაც საათს დახედავთ და ერთნაირი ციფრები წერია? მაგალითად 17:17 ან 00:00?

როდესაც ცაში აიხედავთ და თვალს მოკრავთ როგორ ვარდება ციდან ვარსკვლავი?

როდესაც დაბადებისდღის ტორტზე სანთლებს აქრობთ?

როდესაც პირველად ჭამთ “ამ წელს” რაიმე ხილს?

ალბათ თქვენც ჩემსავით იქცევით, ბაბუაწვერას დანახვისას ცდილობთ რაც შეიძლება ფრთხილად მოწყვიტოთ რომ “ბუნდღალი” არ დაეფანტოს, კარგად ჩაბღუჯოთ ხელში, სანუკვარი ოცნება ჩაიფიქროთ და სული შეუბეროთ.

როდესაც საათზე იხედებით და წყვილ ერთნაირ ციფრებს აღმოაჩენთ ცდილობთ რაც შეიძლება სწრაფად ჩაუთქვათ სურვილი რომ “დრო არ გაგექცეთ”.

ვარსკვლავის ჩამოვარდნისას კი მხოლოდ წუწუნებთ რომ ვერ მოასწარით მისი დროზე შემჩნევა რომ სურვილი ჩაგეფიქრებინათ.

სანამ ჰაერს ღრმად ჩაისუნთქავთ და სულს შეუბერავთ სანთლებს ჯერ იმაზე ფიქრობთ რა გინდათ რომ აგისრულდეთ.

აი, რაც შეეხება “ამ წელს” პირველად ხილის ჭამას, როგორც ერთი ბლოგერი იტყოდა, იმდენად დიდია იმ ხილის მონატრება და ჭამის სურვილი რომ სულაც აღარ მახსოვს სურვილი თუ მქონდა რამეო.

ამ დროს დარწმუნებული ვარ რომ თითოეულმა თქვენთაგანმა იცის არ აუხდება ის ოცნება თუ სურვილი რომელიც ბაბუაწვერას განადგურებისას, ვარსკვლავის ჩამოვარდნისას ან საათზე დახედვისას ჩაიფიქრა, მაგრამ როგორც იტყოდნენ ცდა ბედის მონახევრიაო, ან ოცნებას კაცი არ მოუკლავსო და თქვენ კვლავინდებურად აგრძელებთ ოცნებების და სურვილების ჩაფიქრებას.

საინტერესოა, თქვენი სურვილი რომ ასრულდეს, საათს, ბაბუაწვერას, ვარსკვლავს, ან უბრალოდ ბედისწერას “დააბრალებთ” თუ თქვენს შრომასა და თავდადებას რომელიც გასწიეთ რათა სანუკვარი ოცნება აგესრულებინათ?

მაგრამ, ყველაზე საინტერესო რა არის იცით? საქმე საქმეზე რომ მიდგება არასოდეს ვიცი რა არის ჩემი სანუკვარი ოცნება 🙂

პ.ს ნეტა პირველად ვინ მოატყუეს, სული შეუბერე ბაბუაწვერას და სურვილი აგიხდებაო?

Advertisements

17 thoughts on “ჩაიფიქრე სურვილი

  1. Ibi

    მაგრამ, ყველაზე საინტერესო რა არის იცით? საქმე საქმეზე რომ მიდგება არასოდეს ვიცი რა არის ჩემი სანუკვარი ოცნება
    +1 😀

    Reply
  2. Mari

    ბაბუაწვერას ვცდილობ მოვერიდო (ალერგიის გადამკიდე) მაგრამ თუ მაინც მოვწყვიტე, სურვილის ჩაფიქრება აზრადაც არასოდეს მომდის. საათზე თითქმის ყოველთვის ეგეთი “საეჭვო’ ციფრები მხვდება. აი ახლაც 7:07 წერია, მაგრამ ასეთი დამთხვევები უკვე ნერვებს მიშლის. დაბადების დღის ტორტზე სანთლები არასოდეს ჩამიქრია, რადგან უბრალოდ მეზიზღება ეგ პროცესი. და ბოლოს, არც ვარსკვლავის ჩამოვარდნა დამინახავს ოდესმე. ამის მიუხედავად, ყოველთვის მაქვს ჩასაფიქრებელი სურვილი, რომელიც გაღვიძებისთანავე მახსენდება და მერე მთელი დღე მის ასრულებას ვცდილობ (რამდენადაც შემიძლია).
    კარგი პოსტი იყო 🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ჩემს სოფელში, ზაფხულში, ყოველ ღამე ცვივა ვარსკვლავები ❤ თანაც ბევრი ხოლმე ^^

      Reply
  3. ❥ Natsy

    არც საათზე, არც ბაბუაწვერაზე და არაფერზე არ ვიფიქრებ სურვილს, გარდა დაბადების დღისა. და არ ვიცი დამთხვევაა თუ რა, მაგრამ მგონი მისრულდება ის, რაც 4 თვის წინ ჩავიფიქრე სანთლების ჩაქრობამდე! :)))

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ეეეე, ყველაზე მაგარია სურვილები რომ სრულდება ხოლმე ❤

      Reply
  4. kavteli

    ვარსკვლავებზე ვიფიქრებ ხოლმე, ბაბუაწვერას საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას და ფეხით ვთელავ ალბათ.. დაბ. დღეზე ვაკეთებ ხოლმე ასე, რა თქმა უნდა და ახალ წელსა და შობას, ოღონდ ახალ წელს და შობას ერთი და იმავე სურვილს ვუთქვამ, სურვილს რომელიც მინდა რო იმ ერთ წელში ამიხდეს.. და მიხდება ბოზიიშ 😀 ბოლო ხუთიდან სამი 🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      აუ, უნდა ავირჩიო ერთი რომელიმე სურვილი და ეგ ჩავიფიქრო ყოველთვის :დ და თან ისეთი რომ მერე უცბად გახსენება აღარ დამჭირდეს ხოლმე :დ

      Reply
  5. tamtajaparidze

    ბაბუაწვერაზე სურვილის ჩაფიქრება არ ვიცოდი, მე ბავშვობაში ესე “მასწავლეს”, რომ სულის შებერვის მერე ბუსუსები საითაც გაფრინდებოდნენ, იმ მხარეს ცხოვრობდა ჩემი საბედო ))

    Reply
  6. CreaTive

    ბაბუაწვერაზე მახსენდება როგორ მივიღე ბიოლოგიის საკონტროლოში მაგის გამო ცუდი ნიშანი და ვერ გამოვიყოლე 10 რომელიც ასე ძალიან მჭირდებოდა :/

    Reply
  7. მარი !

    სტიმულია 🙂
    ვიცი ,რომ არ ამიხდება მაგრამ ყოველთვის ვიფიქრებ სურვილს ❤
    მიყვარს ასეთი რამეები ^^
    მაბედნიერებს იმაზე ფიქრი,რომ თუ ვარსკვლავის ჩამოვარდნისას რაიმეს გულით ჩავიფიქრებ აუცილებლად ამისრულდება ^_^

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ხომ იცი, დრიმს ქამ თრუ ^^ რაც ძალიან გინდა, ის აუცილებლად აგიხდება!

      Reply
  8. MrsMarch

    უკვე ძალიან დიდი ხანია ერთსა და იმავე სურვილს ვიფიქრებ… უკვე ტრადიციად იქცა მგონი და იმაზე ფიქრი მინდა თუ არა ის სინამდვილეში, თითქოს უკვე მეზარება კიდეც:დ

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s