ერთი დღე

რადგანაც არ/აღარ/ვეღარ ვიცი რაზე ვწერო და ვიმსჯელო გადავწყიტე თავიდან ბოლომდე დავწერო ჩემი ერთი დღე. თუნდაც დღევანდელი, ორშაბათი.

როგორც წესი კვირა საღამოს ფეისბუქზე ერთი ამბავი ტყდება არიქა ორშაბათი და მძიმე კვირა იწყებაო. ჩემთვის კვირა სამშაბათ დღეს იწყება, იმ მარტივი მიზეზით რომ ლექცია-სემინარებისგან ორშაბათს ვისვენებ. და ვინაიდან არც ვმუშაობ ამიტომ შემიძლია ორშაბათ დღეს მეძინოს იქამდე სადამდეც მინდა და გამოვიყენო დღე ისე, როგორც მინდა. დღეს ფრიად სასიამოვნო შეტყობინებამ გამაღვიძა:

ფრიად სასიამოვნო სმს

სანამ “მესიჯი” მოვიდოდა ეკლებზე ვიჯექი. ათასი წვეტიანი აზრი მიტრიალებდა თავში და იმ ვარიანტსაც ვუშვებდი რომ არ ჩამიბარებია და მომელანდა-მეთქი. შეტყობინების შემდეგ რა თქმა ჯერ სრულიად ფეისბუქს ვახარე ჩემი ამბავი და ქავთარაძისკენ გავწიე. გზაში გამახსენდა რომ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა დამრჩა, მოვბრუნდი, ავიღე და აღმოჩნდა რომ სინამდვილეში პირადობა სულაც არ მჭირდება და სახელი და გვარის თქმის შემდეგაც უპრობლემოდ მაძლევენ მართვის მოწმობას.

მართვის მოწმობა

იქიდან გამოსული ფრენა-ფრენით და გაზაფხულზე ხეებიდან მცვენარა ბუნდღლების წყევლით anna-სთან ავედი. მხოლოდ მართვის მოწმობის ჩანთაში ჩადების შემდეგ დავიჯერე რომ ვსო! მართლა ჩავაბარე!

მართალია ორშაბათია და წესით უნივერსიტეტში არაფერი მესაქმება მაგრამ, როდესაც შენთვის კვირა სამშაბათს იწყება და შაბათ-კვირა უსაქმურობის მეტს არაფერს აკეთებ, იძულებული ხდები ორშაბათ დღეს დედაუნის ეწვიო და სამეცადინო მასალა გადააქსეროქსო მაინც, პრინციპით – რა იცი რაში დაგჭირდეს.

დრაკულასთან ერთსაათიანი ვოიაჟის შემდეგ სახლს მივაშურე იმ მოტივით, რომ სამეცადინო-მაქვს მეთქი. რეალურად კი, ფეისბუქზე ბოლთის ცემის გარდა არაფერი გამიკეთებია. სამაგიეროდ, როდესაც ავტობუსში ადგილია და დაჯდომა ძალგიძს, იმ 30-40 წუთში საკმაოდ ბევრი რამის წაკითხვა შეიძლება.

მეცადინეობის დასრულებას ცოტა ხანში ვაპირებ, აი მაშინ, ფეისბუქი რომ მომბეზრდება და ძილი მომერევა. თუმცა, სხვა გზა არც მაქვს.

პ.ს ვერ გადამიწყვეტია ზოგადად ალერგია დავწყევლო თუ ის ბუნდღლები ხეებიდან რომ ცვივა?

14 thoughts on “ერთი დღე

  1. MrsMarch

    ტრანსპორტში მეცადინეობა მართლა ძალიან მოსახერხებელია. მართვის მოწმობა გაქვს, მანქანა რომ გეყოლება მერე იმედია ფეისბუქზე ყოფნის ნაცვლად სახლში იმეცადინებ, რომ გზაში არ აილეწო წიგნის კითხვისას :დ

    Reply
  2. lana

    გილოცავ მართვის მოწმობის აღებას.მხედველობისთვის არ არი მთლად სასარგებლო მოძრავ ავტობუსში კითხვა(თუ საცობში მოხვდი,მაგ შემთხვევში კი).მეტროში,მატარებელში კიდევ შეიძლება!
    ალერგია დაწყევლე🙂

    Reply
  3. კახი

    მაგ ბუნდღლებზე მეც საშინელი ალერგია მაქვს მეც ვწყევლი მას🙂 კიდე გილოცავ მართვის მოწმობის აღებას

    Reply
  4. Dissolved Girl

    აი ზუსტად ეგ შეგრძნება მაქვს, ხომ არ მომელანდა და რეალურად არ ჩამიბარებია თქო🙂 როდის მოვა სმს❤

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ეეე <3<3 ჩააბარე? რა მაგარია ^^ სმს რომ მოგივა მერე შვებით ამოისუნთქებ და როგორც კი ხელში დაიჭერ პრავას მერე მოგინდება რომ ყველას აჩვენო :დ

      Reply
      1. Dissolved Girl

        კი, ჩავაბარე და სხვათაშორის ძალიან დამეხმარა შენი პოსტი პრავის აღების შესახებ🙂 ახლა სმს ის ლოდინის რეჟიმში ვარ და თან ძალიან მაინტერესებს ჩემი შეშინებული ფოტო როგორი იქნება პრავაზე🙂

      2. siyvarulovna Post author

        აუ❤ მიხარია რომ დაგეხმარა❤ ძალიან გამიხარდა :დ
        ფოტო მე შევაცვლევინე, გამოცდა რომ ჩავაბარე მერე, თორემ პირველი ფოტო იყო კაააატასტროფა :დ

      3. Dissolved Girl

        მაგას აღარ ვჩივი, ოღონდ დროზე ავიღო :დ ორშაბათს ჩავაბარე და პარასკევს ავიღებ? : )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s