Home alone

როდესაც დადგება ნანატრი დრო და სახლში რამდენიმე დღით მარტო აღმოჩნდები, ხვდები რომ ეს სულაც არაა ის რასაც ელოდებოდი. ყოველშემთხვევაში ჩემი “ჰოუმ ელოუნობა” სწორედ ამ განწყობით დასრულდა ორიოდე წუთის წინ.

როდესაც 3 დღის წინ სახლში დავბრუნდი და გავაცნობიერე რომ მარტო ვიყავი, სიხარულით აღვივსე და თავში პუნქტს პუნქტზე ვალაგებდი რა შეიძლება გამეკეთებინა. მაგრამ, ყველაფერი  იმდღესვე დამემსხვრა. ჯერ იყო და საჭმელი არაფერი აღმჩნდა რამაც დიდად დამასევდიანა. მერე უბრალოდ მომეწყინა. საჭმელს ეშველა, შემწვარი კვერცხი ან კარტოფილი ყოველთვის მზადაა მემსახუროს. მაგრამ, როდესაც ჩავრთე ლეპტოპი, მთელი სახლი ჩავაბნელე და ფეისბუქზე ბოლთის ცემას მივყე ხელი, მივხვდი რომ არაფერი შეცვლილა იმის გარდა რომ სახლში მხოლოდ ტრუსით და მაისურით შემეძლო სიარული.

მოვძებნე ფილმები, მოვიმარაგე ჩიფსი, ჩავწექი ლოგინში და ფეისბუქზე ვწუწუნებდი. ვწუწუნებდი რომ რამეთი მინდოდა გავრთობილიყავი. რამდენიმე ადამიანს ვუთხარი, გამოდი ჩემთან-მეთქი, მაგრამ ყველას მაშინ გამოუჩნდა საქმე, ან მაშინ აღმოჩნდნენ დაღლილები და სახლში წასვლის სურვილით აღვსილნი. არაუშავს, პირველ დღეს უბრალოდ მარტო ვიყავი და ჩემს დას ვეწუწუნებოდი რამით გავერთოთ-მეთქი.

შედარებით კარგი აღმოჩნდა მეორე დღე. ალბათ იმიტომ რომ სახლში არ ვყოფილვარ და მთელი დღე, უფრო სწორად ღამე, მეგობართან ჭორაობაში გავატარე. თუმცა მანამდე ვმღეროდით, ვდებილობდით და კიდევ უფრო მანამდე ვსვამდით. იმიტომაა კარგი სახლში მარტო ყოფნა რომ არავის უთანხმებ სად მიდიხარ, როდის მიდიხარ, როდის მოხვალ, მოხვალ თუ არა საერთოდ და ა.შ.

მესამე დღე? მესამე დღე ისეთივე იქნებოდა მაშინაც სახლში აუარება ხალხი რომ ყოფილიყო. დილა მოსაწყენი, შუადღე სასიამოვნო, საღამო ფეისბუქზე.

სასიამოვნო შუადღე და გაწუწულები მე და თემუჩინი

ალბათ, გაცილებით პრაქტიკული იქნებოდა ეს 3 დღე სახლში ჩემი დაც რომ არ ყოფილიყო  🙂

17 thoughts on “Home alone

  1. Mari

    შენი დაც თუ იყო, მაშინ არ ითვლება!
    ახლა დავფიქრდი და 3 დღე/ღამე რომ სახლში მარტოს მომიწიოს ყოფნა, საერთოდ არც გავიღვიძებ ან რამდენიმე მეგობარს მოვიპატიჟებ და დავიტოვებ, თორემ ღამე შემეშინდება. ისე, დღისით ისედაც სულ მარტო ვარ და სულაც არაა საინტერესო..

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მე ვიცი რომ სულ სულ მარტო რომ ვიყო გაცილებით კარგად გამოვიყენებ ამ დღეებს :დ

      Reply
  2. tami

    sami dge rom saxlshi marti viyo datvivit davidzinebdiarc shevjamdi arc arafers gavaketebdi davtvebodi satolshi da sami dge movkvdebodi 🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      არადა გაცლებით კარგი რამეების გაკეთება შეიძლევა ვიდრე ძილია.

      Reply
      1. tami

        კარგი რამეები ყელშია-ძილი მენატრება. სიწყნარე და სიმშვიდე… ისე გგუშინ 12 საათი გამოვიძინე ასე რომ)

  3. karamelka

    ახლა შენი დის ყოფნას ნუ დააბრალე კი მაინც:დ:დ დიდ ხანია არ ვყოფილვარ სახლში მარტო, აუფ, რა კაი იქნება :/

    Reply
      1. siyvarulovna Post author

        არა :დ უბრალოდ სახლში უფრო მეტი თავისუფლება მექნებოდა სულ სულ მარტო რომ ვყოფილიყავი :დ იფ იუ ნოუ ვოთ აი მინ :დ

  4. MrsMarch

    მე ძალიან მიყვარს მარტო ყოფნა… მიუხედავად იმისა რომ თითქმის 3 წელი გავატარე ასე, ანუ მარტომ, დღემდე არ მომბეზრებია და ყოველთვის მირჩევნია მაქსიმუმ 1 ან მაქსიმუმ 2 წევრი იყოს ჩემ გარდა (მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს საჭმელი და სხვა მსგავსი თავის ტკივილი შენზე გადმოდის)

    Reply
  5. მარი !

    ძალიან მიყვარს სახლში მარტო ყოფნა.
    1წლის წინ ზამთარში ნათესავი გარდაგვეცვალა და გურიაში წავიდნენ ჩემები .. ჩემს დაქალს დავურეკე და მთელი 1კვირა მარტოებმა გავატარეთ … ბევრი ვიარეთ .მეგობრებსაც შევხვდით ,მაგრამ მერე მივხვდი ,რომ ცოტა დიდი რომ ვყოფილიყავი უფრო კარგი იქნება ეს ყველაფერიი )))
    მაგრამ როგორც დედაჩემი იტყოდა ყველაფერს თავისი დრო აქვს 🙂
    იმედია კიდევ გექნება ჰომე ელოუნობა ,ოღონდ ამჯერად ისეთი როგორიც შენ გსურს 🙂

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s