სამწუხაროა

ძალიან ბევრისგან გამიგია რომ ბლოგერები მხოლოდ სექსზე და გართობაზე წერენ. სინამდვილეში გულით რომ გინდოდეს მხოლოდ რამდენიმე პოსტს, უფრო სწორად კარგ პოსტს, გადააწყდები, რომელიც სექსზეა.

რატომ წერენ სექსზე?

ა) სექსზე კი არ წერენ, უბრალოდ მოთხრობებს წერენ სადაც სექსით კავდებიან წყვილები. მაგალითად http://aninaland.wordpress.com/  . პრინციპში, ანინას უკვე დიდი ხანია საკუთარი მოთხრობა არ დაუპოსტავს, მაგრამ სტატუსი რომ “ეს ის გოგოა, რომელიც სექსზე წერს” მაინც შერჩენილი აქვს ალაგ-ალაგ.

ბ) სამედიცინო ბლოგია, სადაც სექსს და მასთან დაკავშირებულ ყველა ასპექტს განიხილავენ ექიმები და მასთან გათანაბრებული პირები. რამდენად კარგად და ხარისხიანად ეს სხვა საკითხია. მაგალითად http://geosexmd.com/

გ) ავტორისთვის ბლოგი უდრის ინტერნეტ დღიურს და უბრალოდ უნდა რომ თავის “დღიურში” წეროს თავის შესახებ, თუნდაც სექსზე.   მაგალითისთვის ჩემი რამდენიმე პოსტიც გამოდგება. რომელებსაც რამდენიმე თვის წინ პაროლი დავადე. მიზეზი ის გახდა, რომ ფეისბუქზე ერთმა გოგომ მომწერა, ჩემს 16 წლის მეგობარს სექსი უნდა და შენ ხომ არ შეგიძლია სურვილი შეუსრულოო.

დ) ყურადღების მისაქცევად. თუმცა, სიმართლე რომ ვთქვა, პირადად მე ძალიან ცოტა პოსტი მინახავს ყურადღების მისაქცევად  დაწერილი.

საბოლოო ჯამში, მივედი დასკვნამდე რომ ბლოგერები სექსზე არ წერენ. უბრალოდ, სექსი ჩვენი ცხოვრების თანმდევი “პროცესია”, რომელსაც გვერდს ვერ აუვლი და ხანდახან მასზეც დაიწერება.

რამ განაპირობა რომ ეხლა ამ პოსტს ვწერ?  ფეისბუქზე მეასე ფრენდის შემოვარდნას და “აუ შენ ბლოგერი ხარ ხო? ე.ი შენც სექსზე წერ” ფრაზებმა. სამწუხაროდ ვერც-ერთი მათგანი ვერ მილინკავს პოსტებს სადაც სექსზე წერია რამე მაინც.

სამწუხაროა.

 

16 thoughts on “სამწუხაროა

  1. Ibi

    ნამდვილად სამწუხაროა..
    სექტანტად რომ აღმიქვამს ხალხი ეგ კიდევ ცალკე თემაა…

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      არაა ადვილი ეგ :დ
      მაგრამ, მსგავსი გამოხტომების მერე ვშლი ხოლმე ეგრევე

      Reply
      1. Kate

        გეთანხმები. ადვილი ნამდვილად არ არის. არიან ხალხი, რომლებსაც ასე მაუსის ერთი დაკლიკვით ვერ წაშლი.

  2. dark angel

    ანინა ძალიან მაგარი ბლოგერია და ისე ყველას რაზეც უნდა იმაზე წერს ხოლმე. ეს იმათი პრობლემაა თუ უტყდებათ სექსის თემაზე რაღაცეებს რომ კითხულობენ. შენ ხარ ავტორი და რაზეც გინდა იმაზე შეგიძლია წერო და ვინმეს ეს თუ არ მოსწონს თავისი პრობლემაა და მეცოდებიან ისინი ვინც თვლიან რომ ბლოგერები მხოლოდ სექსზე წერენ. ასეთი აზრის ჩამოყალიბებას ურჩევნიათ თვითონ გააკეთონ ბლოგი და თავისი აზრი დაწერონ

    Reply
  3. Kate

    “In fact, in my heart that only a few want to post it in a good position, gadaatsqdebi, which is sex.” – ლოოოლ. ასეთი ინგლისურიც თუ არსებობდა, აღარ მეგონა😀

    იცი რა არის??? მაგ ადამიანებს რატომ აქვთ მსგავსი შეხედულება, ვიცი. ვიცი რა, რა დიდი გონებამიხვედრილობა მაგას უნდა. შედი უბრალოდ top.ge-ს personal pages-ებში და ნახე description-ში რამდენს უწერია სიტყვა “სექსი”. ძალიან ბევრს. ნახე:
    1) ფეშენმაზერები ღაღადებენ – მხოლოდ აქ, ფეშენი, სექსი და დოვლათი! დაკომპლექსებული და შურიანი ფეშენმაზერების ცეცხლოვანი ბლოგი!
    2) Sweet – Blogger Diva – სექსი, ნარკოტიკები და როკენროლი! მამაკაცების შემოსვლა სასტიკად აკრძალულია! (მარიამი ისე წერს სექსზე, როგორც მე ვვწერ ასტროლოგიაზე)
    3) ადო’ს პირადი ბლოგი არ ირჩევთ შემოსვლას. ეროტიკა…. გემო… ღრიალი… წადილი…ო (კარგი რა :D)
    მგონი საკმარისია. :))))

    ამასთან დაკავშირებით ძალიან კარგი პოსტი აქვს როდრიგო სანტოროს თავის დროზე დაწერილი. http://popularpopcorn.blogspot.com/2010/09/topge.html
    მართლა უმაგრესი პოსტია ამ საკითხთან დაკავშირებით.

    ხოდა აი ხალხი რომ შედის top.ge-ზე და ნახულობს description-ებს, მერე გამოაქვთ დასკვნები. ვოტ ტაკ.🙂

    Reply
    1. karamelka

      სიტყვა “სექსის” ჩასმა მაგ შემთხვევებში სუფთა კომერციაა მე თუ მკითხავ და ვერც გავამტყუნებ🙂

      Reply
    2. siyvarulovna Post author

      უი, ტოპ.გე-ს კი არ დავკვირვებივარ ისე😐 ჰო, სამწუხაროა რომ ეს სტერეოტიპი ჩამოყალობდა

      Reply
  4. karamelka

    “ეს ის გოგოა სექსებზე რომ წერს”- ტიპის სტატუსი მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ადმიანს ყავს გარანტირებული მკითხველი.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      კი, გარანტირებული მკითხველი ანინას ყოველთვის ყავს რაზეც არ უნდა დაწეროს. მაგრამ ამის მიზეზი ისაა რომ კარგად წერს.

      Reply
      1. karamelka

        გეთანხმები, ანინა გადსარევად წერს, მე ვიგულისხმე ზოგადად ასეთი “ტიპის” ბლოგერებს მეთქი. სექსები რომ კითხვადია რად უნდა ეხლა მაგას ლაპარაკი.

      2. siyvarulovna Post author

        კითხვადია კი.
        რასაც ითხოვენ იმაზე წერენ, რაღატომ უკვირთ? რას გაუგებ ამ ხალხს.

  5. გლეხის ბიჭი

    სექსზე წერაც არის და სექსიც :დ მგონი ადამიანები ვერასდროს გააცნობიერებენ, რომ სხვის პირად ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა არაა მაინცდამაინც ლამაზი. ან ბოლოსდაბოლოს, შე მამაცხონებულო, კითხვა მაინც დასვი კორექტულად, ადრესატი რომ არ გააღიზიანო :დ

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s