კიდევ ერთი ფაქტი ელვის ამერიქან დაინერზე

როდესაც ელვის ამერიქან დაინერს შევამჩნიე რომ “ეს ის თამრო აღარ იყო” მოვუკელი იქ სიარულს. მაგრამ, მაინც მიჩნდება სურვილი შევიდე და გადავამოწმო, იქნება და რამე შეიცვალა, მაგრამ ამაოდ.

დღეს მეგობართან ერთად ბევრი ვიარე და დაღლილზე სად შეიძლებოდა დაგვესვენა და წავხემსებულიყავით ელვისი გამახსენდა (ძველი ჩვევაა). რადგანაც ზემოთხსენებული მეგობარი შარშან, ზუსტად ამ დღეს იქ გავიცანი, გადავწყვიტეთ გეზი ფილარმონიისკენ აგვეღო და ჩემი პირობა, რომ ელვის სათოფეზეც არ გავეკარები დავარღვიე.

როგორც ჩანს ელვისის ერთ-ერთ მიმტანს, კერძოდ ვინმე ალეკოს (დღეს გავიგე მისი სახელი) ანნას პოსტი უნახავს და მის სიუხეშეს და სითავხედეს საზღვარი არ ჰქონდა. მოგეხსენებათ როდესაც რამდენიმე საათი იქ ხარ საფერფლე ნელ-ნელა ივსება. ზემოთხსენებულ მიმტანს ვთხოვე გამოეცვალა და ზურგი შემაქცია და წავიდა. პირველად მაშინ გავოგნდი, თუმცა როდესაც დაბრუნდა მითხრა, ჯერ ფოტო გადაუღე და მერე გამოგიცვლიო. სწორედ მისი ამ ფრაზით მივხვდი, რომ იგი ანას პოსტში ნახსენებმა ძირს დაგდებული პიცის ნაჭრის ფოტომ და ხაზგასმამ, რომ მიმტანები და იქ მომსახურე პერსონალი თავის საქმეს ჯეროვნად ვერ აკსრულებს გაუღიზიანებია და საშინელი ტონით და გონორით გვესაუბრებოდა. მისი თხოვნა ფეხებზე ვერ დავიკიდე და ფოტოც გადავუღე.

როდესაც ჩვენც მაგიდას მოუახლოვდა, მოვახსენე ფოტო გადავუღე და ეხლა შეგიძლია გამომიცვალო-მეთქი. მაგრამ ჩემი მოთხოვნა უკუაგდო და თავხედურად გაბრუნდა თავის ადგილზე. ამასობაში ქვევიდან საჭმელი ამოგვიტანეს და ერთ-ერთმა გოგომ გამოცვალა, რაზეც როგორც მივხვდი საყვედური მიიღო ალეკოსგან.

ძვირფასო ალეკო, შენ შეიძლება არ იცი, მაგრამ “კლიენტ ვსეგდა პრავ”, მითუმეტეს ამ სიტუაში. შენი მოვალეობაა გაუღიმო და მოემსახურო იქ შემოსულ ხალხს, რომლებსაც წახემსება და დროის სასიამოვნოდ გაყვანა სურთ. ქუჩაში არ ხარ, არც ჩვენ ვართ შენი მეგობრები და კეთილი ინებე და შეასრულე ის რაც გევალება. ის რომ პიცის ნაჭერი ეგდო ძირს, (ფოტო) ის რომ თქვენი სითავხედით გაბრაზებულმა ერთ დროს მუდმივმა მომხმარებელმა პოსტი დაწერა, არ ნიშნავს რომ თავზე უნდა გადაიჯვათ. შენიშვნა სამართლიანი იყო, კეთილი ინებე  მიიღე და შეეცადე გამოასწორო.

ის რომ ელვისში სიბინძურეა ანას მიერ ძირს დაგდებული პიცის ნაჭრის ფოტოთიც მტკიცდება, ის რომ მიმტანები თავხედები არიან ჩემი პოსტითაც დამტკიცდა, და ის რომ საჭმელი უვარგისია ეხლახანს გავიგე, როდესაც რამდენიმე დღის წინ ელვისის ჰოდ-დოგში ჭიანჭველა აღმოაჩინეს.

ძალიან მწყდება გული რომ ერთ დროს ჩემი საყვარელი ადგილი და სახლად წოდებული ელვის ამერიქან დაინერი უზრდელი და თავხედი მიმტანის გარემოცვაშია და რომ საჭმელში ჭიანჭველები დაძვრებიან. დღეიდან ზუსტად ვიცი რომ ელვისში ჩემი ფეხი აღარ იქნება!

57 thoughts on “კიდევ ერთი ფაქტი ელვის ამერიქან დაინერზე

  1. anoonymouss

    წესი პირევლი : კლიენტი მუდამ მართალია .
    წესი მეორე : თუ კლიენტი ცდება იხილეთ წესი პირევლი
    ვოტ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      კლიენტ ვსეგდა პრავ აქ პრინციპში არაფერ შუაშია. ის რომ მომხმარებელს თავაზიანად უნდა ელაპარაკო და სამართლიანი შენიშვნის შემდეგ თავზე არ უნდა გადაიჯვა არის ელემენტარული

      Reply
    2. NocHuRa

      წესი პირველი: კლიენტი მუდამ მართალია
      წესი მეორე: თუ კლიენტის უფლება დაირღვა, უნდა მიმართონ მენეჯერს, ან ადმინისტრატორს…

      Reply
      1. siyvarulovna Post author

        არ იყო მენეჯერი იქ. თორემ აუცილებლად მივმართავდი, თანაც მენეჯერი ჯერჯერობით კარგი გოგოს შთაბეჭდილებას ტოვებს.

      2. NocHuRa

        ხო და აუცილებლად მიმართე. ხვალ მიდი და თუ არ დაგხვდება დაუტოვე ნომერი და შეუთანხმდი შეხვედრაზე. ტელეფონში არაფერი არ აუხსნა. უთხარი რომ მასთან გასაუბრება გინდა.

    3. მარწყვიანი ბლოგი

      ეს წესი ტროცკის დორინდელია

      ახალი მარკეტინგის დებულებები გვიმტკიცებენ და ასევე გვისაბუთებენ რომ ჯობია მუდამ აბეზარი კლიენტი მოიშორო

      ასევე მომსახურე პერსონალი ყოველთვის უნდა ამჯობინო კლიენტს რადგან იგი შენი გუნდის წევრია და კლიენტი ვიღაც უცხოა, ამიტომაც არასდროს უნდა დაამცირო იგი მის თვალწინ, რადგან პერსონალმა იგრძნოს შენი , როგორც მმართველის მხარში დგომა უკეთესი მოტივაციისთვის

      ეს ისე და რაც შეეხება ელვისს
      სანაგვეა არაფერი არ უვარგათ ქათმის სალათის გარდა

      და კდიევ ის რომ სიგარეტის მოწევა შიეელბა ახლოსაა ჩემგან და ბავშვები თავყე არ დარბიან და ძაან ყაყანი არაა

      ინტერნეტია შეიძლება ცხოვრებისეულად თავი ჩამოიხრჩო

      Reply
      1. siyvarulovna Post author

        ქათმის სალათი არ მომწონს მე, ბევრი მაიონეზი აქვს.
        შეიძლება მომსახურე პერსონალი კლიენტთან არ აამცირო მაგრამ დასაჯო შესაბამისად, ან სულაც სამსახურიდან დაითხოვო. წესით იმსახურებს დათხოვნას მხოლოდ იმის გამო რომ ასე ექცევა მომხმარებელს.

        ელვისში თავის დროზე დავდიოდი იმიტომ რომ ვაიფაი იყო, გემრიელი ბრინჯი ქათმის სოუსით და ნაყინი შოკოლადის, შეიძლებოდა მოწევა და კომფორტული გარემო.

        მაგრამ ეხლა, მოწევის გარდა აღარაფერია იქ. ასე რომ, მირჩევნია სხვა ადგილი მოვძებნო და იმას შევეკედლო

      2. gijmaj

        შენი ჭირიმე რა. აქ სად იყო აბეზარი კლიენტი, საფერფლის გამოცვლა მოითხოვეს. ღირსი იყო ის მიმტანი მისი ფოტოც ბლოგზე გამოეჭენებინათ. რაც მან გააკეთა იყო უსაფუძვლო ნაგლობა. რბილად რომ ვთქვათ :)) ცოტა სხვანაირად სამსასურებრივი არაკეთილსინდისიერება ჰქვია და კიდევ უფრო სხვანაირად ქვემოთ წერია :))

      3. siyvarulovna Post author

        სხვათაშორის ვიფიქრე მასაც გადავუღებ ფოტოს და დავდებ-მეთქი. მაგრამ ბოლოს რატომღაც გადავიფიქრე.

  2. knuti

    როდემდე უნდა გაგრძელდეს ამათი თავხედობა? ვტფ

    Reply
  3. Marie

    იქიდან გამოსვლისას გამოსამშვიდობებელი ფოტო გადავიღე ;დ

    Reply
  4. cannabis

    შენი ბრალია, უნდა დაგეძახა მენეჯერისთვის და ის ყლებიჭა დაეპაშოლებინათ სამსახურიდან, თუ ეგეთი ჯერსკია რომ ოფიციანტობა არ ეკადრება, გააჯვას უბანში აბირჟავოს

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მენეჯერი არ იყო. ვიცნობ მენეჯერს და ჯერჯერობით კარგი გოგო მგონია. თორემ, მოვიფიქრე ეგ მეც.

      Reply
  5. David Jorjoliani

    ვიღაც ინტრიგანი იყო და ჭიანჭველა ჩასვა იქ, აპოზიორა და გადაუღო :^)
    ჰმ..:/

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      და ერთმა გოგომ პლასტმასიანი პიცა რომ მიირთვა? სამწუხაროდ მაგის ფოტომასალა არ მაქვს🙂

      Reply
      1. NocHuRa

        პლასტმასს ვერ აპოზიორებდა თუ რია? იმ ჭიანჩველასთვის კიდე ბარემ სტრიპტიზის ბოძი ჩაედგათ და დაბზრიალდებოდა ქე მაინც :დდდ

      2. David Jorjoliani

        რას აღარ მოიგონებს ეს ხალხი, ოღონდ სხვისი რეპუტაცია შებღალონ.
        თუ როგორაა ეგ სიტყვა ? შებღალვა არაა ? კი ეგაა.

      3. .

        მე მივირთვი პლასტმასიანი პიცა😀 რა პოპულარული ყოფილა ჩემი ქეისი :)) მე არ შევატყობინე არავის, იმიტომ რომ მეგობრები ვიყავით, მხიარული გარემო გვქონდა და რატომღაც არ მომინდა იმ წუთში უტაქტო პერსონალთან კომუნიკაციით ეგ სიტუაცია გამეფუჭებინა. პლასტმასიან პიცაზე უარესი ერთადერთი ელვისის ოფიციანტებთან საუბარი შეიძლება აღმოჩნდეს😀 ისე ვაღიარებ უფრო სწორია მაგ დროს ხმა ამოიღო, მაგრამ სადაც კი რამე სერვისის გაუმართავობაზე ხმა ამომიღია ყველგან რაღაც არაადეკვატური გამომიყვანეს და აზრზს ვეღარ ვხედავ >_<

      4. siyvarulovna Post author

        ოდესმე გვეღირსება ნორმალური პერსონალი კარგ დაწესებულებებში?

      5. Natia*

        ალეკო ხო, მაგრამ ვალერიც კარგი უზრდელი ყავთ დამიჯერეთ😀

  6. MrsMarch

    არადა სადღაც მქონდა ელვისის მენეჯერის ნომერი :დ ეს პოსტი უნდა ააფარო ცხვირზე და ანნასი თავზე გადაახიო :დ

    Reply
      1. MrsMarch

        ძალიან კარგი :დ თუ ვინმე აქცევს ფეიჯს ყურადღებას: ))

  7. kevana

    ფუუუუ, ანტისანიტარია, და როგორ ვერ ვიტან ასეთ რამეს :შ

    პოპულის მზა საკვების ყიდვაც მაგიტო არ მიყვარს, იქაც აღმომიჩენია და რომ ჩამრჩა გონებაში, ვეღარ ვეკარები :შ :შ :შ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მე დავასკვენი რომ ყველაზე კარგი ადგილი საჭმელად სახლია. სჯობს ქუჩაში გული წაგივიდეს შიმშილისგან ვიდრე ჭიანჭველები და პლასტმასები ჭამო

      Reply
  8. anna

    Reblogged this on anna's Blog and commented:
    ელვის ამერიკან დაინერის მომსახურე პერსონალს, კერძოდ მიმტან ალეკოს:
    ალეკო, ყლე ხარ . კარგია რომ ჩემს ბლოგს კითხულობ🙂

    Reply
  9. zurriuss

    დავუბრუნდი ისევ ჩემს დონატ სტოპს და ეგაა. სიწყნარე, ჯაზი, გაცილებით მყუდრო ადგილი და გარემო🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მე კიდევ საპოვნელი მაქვს ისეთი ადგილი სადაც იქნება კარგი ვაიფაი, შეიძლება მოწევა, იქნება სიმყუდრუვე, იქნება კარგი პერსონალი.
      ასეთია ქოფი რუმი, მაგამ უნივერსიტეტიდან შორსაა:/ თანაც იქ ისეთი სიმყუდროვე არაა :შ

      Reply
      1. siyvarulovna Post author

        უი უი <3<3 დონატებიიი. რა კარგი გამახსენე ზურა. მადლობა გეთაყვა❤

  10. Charlius

    ჭიანჭველას რომ თავი დავანებოთ, მთლად ჯანსაღად არ გამოიყურება ის ჰოთ-დოგი :დ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      უბრალოდ, ერთდროს ჩემი საყვარელი ადგილი იყო და ხანდახან მიჩნდება სურვილი გადავამოწმო ხომ არ შეიცვალა რამე-მეთქი. თუმცა აწი ზუსტად ვიცი რომ იქ ფეხის შემდგმელი აღარ ვარ.

      Reply
    1. siyvarulovna Post author

      მიუხედავად ყველაფრისა მე მაინც მიკვირს. რადაგანც, მგონია რომ ისეთი დაწესებულება როგორიც ელვის ამერიქან დაინერია გაცილებით კარგი უნდა იყოს ვიდრე ეს თბილისშია.

      Reply
  11. Pingback: Coffee Break, Tbilisi, Georgia. « MrsMarch

  12. Natia*

    კარგი იქნება ალეკო თუ გააცნობიერებს რას ნიშანვს სიტყვა “სერვისი”, “მომხმარებელი”, “მომსახურე პერსონალი”, უბრალოდ ვერ ვხვდები რატომ აჩერებენ ეგეთს, უტაქტოა მომხმარებლების უმეტესობასთან და რით ვეღარ მივიდა მენეჯერის ყურამდე?

    ხო ისე შემცვლელად ეხლა ქოფი რუმს, ანტრეს და რონის პიცას ვეძალები, მაგრამ სიმყუდროვით არცერთი გამოირჩევა :დ პატარა ფართობი აქვთ.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ჰო, კოფი რუმი მეც მომწონს მაგრამ არ არის სიმყუდროვე და ის მუხტი ვერ დავუჭირე რაც ოდესღაც ელვისში მომწონდა :შ

      Reply
      1. Natia*

        მეც, ჩემს მეორე სახლს ვეძახდი😀 მაგ პლასტმასის მერეც კი დავდიოდი, მაგრამ რომ დაემატა მერე კიდევ ამდენი, უზრდელი ალეკო, ანტისანიტარია, ინტერნეტი რომელიც მხოლოდ ფორმალურად არსებობს, ვეღარ გავუძელი
        >_<

  13. jasonizer

    ალილუია! მეგონა მარტო მე ვიყავი იმედგაცრუებული, საშინლად იმედგაცრუებული.
    –ჩემს “ბედნიერ” მოგონებებში დარჩა ნაყინში არსებული თმა, რომელიც საერთო კონტეინერში ეგდო. გვემსახურებოდა (ალბათ ყველას შეგიმჩნევიათ) ჭაღარა საშ. ასაკის მამაკაცი, რომელიც მუდმივად სამოქალაქო ტანსაცმელშია გამოწყობილი (he’s special). წყნარად მივუთითე, რომ თმა ეგდო და რა თქმა უნდა ნაყინი აღარ ამიღია. იმანაც მშვიდად ჩაყო ნაყინში თითები (რა ხელთათმანი, რის კოვზი, და საერთოდ რა ნაყინის მოშორება :D) და ისე ამოიღო თმა. ამაზე ხო წარბები კეფაზე გადამივიდა.
    –თმიანი ნაყინის ისტორიიდან რამდენიმე კვირაში მეგობრებთან ერთად შევიარე. კინოთეატრიდან მოვდიოდით და იქ ნაყიდი პეპსი (თუ არ ვცდები) შემოგვრჩა. (გაითვალისწინეთ! მესმის, რომ კონტრაკტი აქვთ და არ შეიძლება კონკურენტი კომპანიის სასმელის შეტანა). იმის მაგივრად, რომ მოხვიდე და წყნარად ამიხსნა ეს ყველაფერი, მოდის ეს ჩვენი ნაყინიდან თმის ბინძური თითებით ამომღები ტიპი და “თქვენი სასმელით შემოსვლა არ შეიძლება!!!, ისეთი ტონით გვითხრა, რომ სერიოზულად ვიფიქრე გვთხოვდა წავსულიყავით. გადავამოწმე და ვკითხე, “ანუ წავიდეთ?”. პასუხი არ გაინტერესებთ? “შენ რა რესტორანში არასდროს ყოფილხარ?” what the fuck does that suppose to mean?, ესეც დაიხსომეთ, რომ თავს რესტორნად მიიჩნევენ🙂 როგორც მივხვდი თავად არასდროს ყოფილა რესტორანში და არც არასდროს გამოუცდია სერვისის სიკარგე და სიტკბო საკუთარ თავზე.
    მეც შევახსენე ბეწვიანი ნაყინის ისტორია და ვაღიარე საკუთარი დანაშაული, რომ იმ ყველაფრის მერე ნამდვილად აღარ უნდა დავბრუნებულიყავი ელვისში.

    ესეც კიდევ ერთი, ერთ დროს მუდმივი კლიენტის გულისტკივილი😀

    Reply
  14. no name

    sasaciloa da ici ratom jer pirveli:aleko mand aravinaa
    meoree usuftaoba araa is picis nacheri gogom daagdoo da gadaugo mere antireklamistvis da mesamee ase ar sheidzleba raa…midi da moagvare ra sachiroa aseti ambavii?

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      : ))))))))))))) იმ პიცის ნაჭერს ის გოგო ვერ დააგდებდა : ) იმიტომ რომ ერთად ვიყავით როცა დავსხედით მაგ მაგიდასთან : )

      Reply
  15. no name

    me kidev vici rom dabadebis dge iyo vigacis dauvardat da suratebis gadageba daiwyes es araa kai saqcielii evlisi dzaan magaria da umagresi adamianebi mushaoben gansakutrebit magaria zazo vinc aketebs picebs da amset ragaceebs da toko menejerii ai eseni magari xalxia da kidev dzaan sisuftavea mand da anti reklamas nu aketeb ra dzalian gtxov..arian tavxedebii xan zedmetic mosdit magram namdvilad ar arian isetebi rom agar shexvide evlisshi:)

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      არ ვიცი ისინი რას აკეთებდნენ, მაგრამ, მე ჩემს მეგობრებთან ერთად მივედი, და მაგიდა გადასაწმენდი დაგვხდა, ძირს კიდევ დაგდებული პიცა და ეს ფოტოც ჩვენი გადაღებულია : )

      გარდა მაგისა, საოცრად თავხედი მიმტანები არიან : )

      ელვისი ძალიან მიყვარდა. მაგრამ, ფაქტობრივად სწორედ ამ ფაქტებმა გადამაწყვეტინა ის რომ იქ აღარასდროს მივსულიყავი.
      არ მიყვარს სითავხედეში გადასული უშუალობა, თორემ დაგდებული პიცის ნაჭერს ავიტანდი : )

      Reply
  16. no name

    auu vici vizec ambob da mag adamian aleko ar qvia sxva saxeli aqvs da aris uzrdeli magram arc iseti rogorsac shen axwer ara magari adamianebi arian dzaan mitumetes menejeri tornike:)

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      შეიძლება მაგარი ადამიანია, მაგრამ როგორც პერსონალი არ მომეწონა : )
      მე ჩემი აზრი მაქვს, სენ შენი და სხვებს კიდევ სხვა : ))

      Reply
    1. siyvarulovna Post author

      რა თქვა ღადაობაში?
      ჯერ სურათი გადაუღე საფერფლეს და მერე გამოვცვლიო ? კაი, დავუშვათ ღადაობაში თქვა, ტონს და სახეს ხომ აქვს მნიშვნელობა?

      Reply
  17. no name

    xoo eg gadaobashi tqva jer surati gadauge da mere gamovcvlioo imitom rom magrad daigruze sheenc da araa eg swori saqcielii…eg adamianii magars gadaobs yoveltvis da exlac gadaobda…:)

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s