წიგნები

ერთხელ ერთმა ხუმრობამ მიიქცია ყურადღება: ” ისინი ჩვენს ცხოვრებაში იყვნენ, მათ ვხვდებოდით ყველგან, ისინი იყვნენ ჩვენი თანამგზავრები,თუმცა ბოლოს მაინც  გაქრნენ… მაშ, ასე წარმოგიდგენთ  – წიგნებს”.

ძალიან ხშირად ამბობენ, რომ წიგნი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს ცხოვრებაშიო. რა შეიძლება იყოს ეს როლი, თანაც მნიშვნელოვანი? ალბათ ის, რომ წიგნი ანვითარებს ფანტაზიას, ზრდის ლექსიკას, რაც არ უნდა ფანტასტიკა იყოს, აწვდის ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნების შესახებ. მოკლედ, წიგნი საშუალებაა იცოდე ყველაფერი სახლიდან გაუსვლელად.

მე და წიგნი პირველი კლასიდან ვმეგობრობთ. კითხვა რომ ვისწავლე, პირველი რაც წავიკითხე იანუშ კორჩაგის მეფე მათიუშ პირველი იყო. 8 წლის ბიჭი მეფის ტახტზე ავა და ქვეყნის მართვას იწყებს. საკმაოდ მძიმე და რთულად წასაკითხ წიგნს შევეჭიდე 7 წლის ასაკში. და ამის გამო ძალიან ბევრი ფაქტი და დეტალი არ მახსოვს. მაგრამ, ერთ-ერთ ეპიზოდს ძალიან ხშირად ვადარებ დღევანდელ სიტუაციას საქართველოში. მათიუში გამოსცემს კანონს, რომლის თანახმადაც ბავშვები ივლიან სამსახურებში, ხოლო მშობლები სკოლაში. როდესაც პარლამენტში პირველ მოსმენაზე გაიტანეს კანონი, რომლის მიხედვითაც ასაკობრივ ცენზს წევდნენ და 21 ხდებოდა სწორედ ეს ეპიზოდი გამახსენდა – ბავშვები სამსახურებში, თანაც საკმაოდ სერიოზულ სამსახურებში. მეფე მათიუშის სახელმწიფოში ყველაფერი თავდაყირა დადგა, რაც აქაც მოსალოდნელია ლოგიკურად.

მეფე მათიუშის შემდეგ რამდენიმე წიგნი იყო, რომლის საშუალებითაც დრო სწრაფად და სარგებლიანად გამყავდა. თანაც, თავიდან ვიშორებდი მამაჩემის მუდმივ ფრაზას: “წიგნს შენ არ კითხულობ და არაფერს შენ არ აკეთებ”. თანაც, ყოველთვის მოაყოლებდა რომ, ის რომ ჩემ ხელა იყო, თვეში რამდენიმე წიგნს კითხულობდა, მე კიდევ კაპიტან გრანტის შვილებიც არ წამიკითხავს (დღემდე არ მაქვს წაკითხული სხვათაშორის). რამდენიმე წელში ჩემი და წიგნის ურთიერთობა შეწყდა. ერთი შეხედვით ჩვენს შორის არაფერი მომხდარა, უბრალოდ წიგნი სხვა რამეებმა ჩამინაცვლეს. კერძოდ გართობამ. მეუბნებოდნენ, წიგნზე უკეთესი გასართობი არ არსებობსო, მაგრამ არ მჯეროდა.

რამდენიმე წლიანი პაუსის შემდეგ წიგნისკენ გული მომიბრუნდა, ნელ-ნელა ისევ დავიწყეთ ურთიერთობა, ისევ კარგი მეგობრები გავხდით. ნაწილობრივ ჩემი დაუშრეტელი ცნობისმოყვარეობის დამსახურებაა, ერთი სული მაქვს გავიგო რა ხდება სხვის თავს ავი თუ კარგი. სწორედ ამიტომ უპირატესობას სათავგადასავლო ლიტერატურას ვანიჭებ. არ მსიამოვნებს წიგნები, რომლებიც მუდმივად ჭკუას მარიგებენ და გამუდმებით მირჩევენ რაიმეს. მირჩევნია სხვისი საინტერესო ცხვორების თვითმხილველი გავხდე და ჩემით გამოვიტანო დასკვნები პერსონაჟების ცხოვრებიდან, ვიდრე ვინმემ მითითოს, აი ასეა სწორიო.

ძალიან ბევრს სასაცილოდ არ ჰყოფნის, რომ საყვარელი წიგნი ჰარი პოტერია. ასეთ დროს მხოლოდ ერთი პასუხი მაქვს, წაიკითხე და მიხვდები. ჰოდა, გირჩევთ წაიკითხოთ.

სათუთად მოვლილი წიგნები ❤

არ მიყვარს ყველასთვის საყვარელი და სათაყვანებელი წიგნები. მსგავს ლიტერატურაში ვეძებ მუდმივად ნაკლს და მხოლოდ იმ ნაკლზე ვამახვილებ ყურადღებას. მაგალითად “წითელი და შავი”, “უცნობი ქალის წერილი” და ა.შ. შეიძლება იმის ბრალიცაა, რომ შესაბამის დროს ვერ წავიკითხე და ვერ გავიაზრე. ვინ იცის, იქნება დროთა განმავლობაში ხელახალი წაკითხვისას სულ სხვანაირად შევხედო არსებულ სიტუაციას.

წიგნი შეიძლება ვიღაცისთვის შთაგონების წყარო გახდეს, მოტივაცია აუმაღლოს, სწორი გზა აჩვენოს… უბრალოდ წიგნის სწორად შერჩევა უნდა იცოდე. ჰო, ვფიქრობ ყველაფერს სჭირდება სწორად შერჩევა, სიტუაციას უნდა მოერგოს რომ გართობის გარდა სხვა სარგებელიც მიიღო ამა თუ იმ ლიტერატურიდან.

ერთი მავნე ჩვევა მაქვს. ძალიან მიყვარს წიგნები. მსიამოვნებს თაროს რომ ავხედავ და ჩემი ყველა წიგნი ამაყად და მშვიდად ნებივრობენ მიჩნეულ ადგილას. არ მიყვარს მათი განათხოვრება. რამდენჯერაც წიგნი ვიყიდე საჩუქრად იმდენჯერ დამნანებია ჩუქება. ძვირფასი საჩუქარია ჩემთვის წიგნი და ვცდილობ საკუთარი წიგნების რაოდენობა გავზარდო :>

ჩემი მწირი ბიბლიოთეკის ნაწილი

P.S ეს პოსტი კონკურსისთვისაა შექმნილი, რომელშიც მონაწილობა თქვენც შეგიძლიათ ❤ უფრო მეტი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

Advertisements

41 thoughts on “წიგნები

  1. akunkula

    მნიამ ^_^
    წიგნები რომ არ იყოს, დიდი ხნის თავჩამოხრჩობილი ვიქნებოდი 🙂
    ცხოვრება ზედმეტად მოსაწყენია მათ გარეშე. არ ვამეტებ. კინოც ვერ მიკეთებს კომპენსაციას ამ შემთხვევაში.
    საყავრელ წიგნს რაც შეეხება, ჰარი პოტერზე მეტად მარტო “ოსტატი და მარგარიტა” მიყვარს. თუმცა, რომ დაფიქრდე, 2 სულ სხვადასხვა რაღაცაა, ამიტომ არასდროს ვადარებ ხოლმე…
    “ჯეინ ეარსაც” ვერ შევეშვი ამხელა ქალი…

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      არა, ოსტატი და მარგარიტა ნამდვილად ვერ მიყვარს პოტერზე მეტად 😐
      მაგრამ, ერთ-ერთი საყვარელი წიგნია ნამდვილად ❤

      Reply
  2. ადო

    ჰარი პოტერი ❤ ახლა ვაგროვებ, ჯერ მხოლოდ პირველი სამი ნაწილი მაქვს შეძენილ-წაკითხული.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      პირველი სამის მერე იწყება ყველაფერი ❤
      თუმცა, მესამე ყველაზე საყვარელი ნაწილია ჩმთვის. მესამე და მეშვიდე.

      Reply
  3. ❥ Natsy

    ოოო, წიგნები კარგიაა..
    და კიდე ძალიან, ძალიან მიხარია, რომ ყველას (ბევრს) უყვარს კითხვა.. და ვფიქრობ საჩემო ადამიანის ნახვა ამდენ “მეწიგნეთა” შორი არ გამიჭირდება 🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ჰო, მართლა ძალიან კარგია.
      და გული მწყდება რომ დროს ვერ ვნახულობ :/ თუმცა ზაფხულის იმედი მაქვს ^_^ მთელი წლის დანაკლისს ზაფხულში ვივსებ ხოლმე ❤

      Reply
      1. ❥ Natsy

        ჰო, მეც ძირითადად ეგრე ვარ. იმიტო, რო მანამდე დროის დეფიციტს განვიცდი!

  4. tami

    ქენდის ბუშნელი ნაგავში მოვისროლე მე პირადად:)

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მე ერთი გავაჩუქე.
      ეს დაბადების დღეზე მაჩუქეს და ისეთმა ადამიანმა მაჩუქა ნაგავში ვერ მოვისვრი.
      საშინელი თარგმანია და საშინელი წასაკითხი. უბრალოდ, როგორც სუვენირი ისე მაქვს შენახული :დ

      Reply
      1. tami

        გეთანხმევბი სუვენირად საყვარელი ადამიანისგან კიდევ არა უშავს ისე საშინელებაა ნამდვილად:)

      2. siyvarulovna Post author

        კი კი. ჯერ მარტო, მისტერ ბიგ გათარაგმნეს მისტერ დიდი. ნუ კაშმააარ :დ

      3. tami

        გუგლ ტრანსეითით თარგმნიდნენ ეტყობა:დ

  5. facknormality

    ჯინსეების თაობაა ჰარი პოტერი .. ამ ორმა წიგნმაა არ ვიცი რა მოახდინა ჩემშიი :დდ მაგრაამ მე ვერ ვწვდდები რომ წიგნიები ვიყიდო ძალააინ ძვირიი ღირსს

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მართალი ხარ, ძალიან ძვირი ღირს და ამიტომაცაა ჩემი წიგნების რაოდენობა ასეთი მცირე :/

      Reply
      1. siyvarulovna Post author

        არაუშავს ❤
        ესენი რაც მაქვს 2 წლის ნაგროვებია. ანუ, 18-ის ვიყავი რომ ვიყიდე პირველად წიგნი ჩემი საკუთარი ფულით. 7 პოტერი : ) ასე რომ ყველაფერი წინ გაქვს

  6. beatniks

    პირველ რიგში დიდი მადლობა, წავიკითხეთ და ძალიან საიტერესოა.
    პ.ს თუ შეიძლბა მიუთითეთ რომ კონკურსისთვის წერთ ამას და ლინკიც ჩასვით.
    წარმატებები ❤

    Reply
  7. ♥ Miss.Catalan.. ♥

    ხანდახან სერიოზულად ვფიქრობ ხოლმე იმაზე,რომ წიგნების გარეშე რა მეშველებოდა.. 😦 მშვენიერი პოსტია 🙂

    Reply
      1. karamelka

        იიჰ, დამაგვიანდა :დ:დ მეთქი რამე პრიზს ავირტყავ :მატერიალისტი:

  8. kevana

    მართალია ზოგჯერ არ გეთანხმები წიგნის განხილვის დროს (ჰარი პოტერიც მაინცდამაინც არ მომწონს), მაგრამ ის მომწონს, რომ შენ შენი აზრი გაქვს, შენი ჩამოყალიბებული და დალაგებული არგუმენტებით…
    წიგნია კარგია.. მუდამ ჩემთან იქნება, ეს ვიცი ^^ :მეეგოისტი:

    Reply
  9. CreaTive

    ზუსტად ესეთი მდგომარეობა მაქვს ჰარი პოტერის წიგნებში და მეექვსე ვერ ვიშოვე :/ და ჰარი პოტერის ბიბლიოთეკას ეხლა ინგლისურად ვავსებ

    Reply
      1. CreaTive

        მთელი თბილისი მოვიარე, წიგნის ძაან ბევრი მაღაზია, სადღაც ცხრა მთას იქითაც ვიარე ბუკინისტებში და მეექვსე ვერ ვიპოვე. მეშვიდეს მივაგენი ❤

  10. Kate

    რაც უფრო მემატება წლები, მით უფრო ხდება ისე, რომ ცოტა წიგნი მაქვს წაკითხული.
    კარგი პოსტია და კარგი გოგო ხარ :))

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s