idaho თბილისში

ბასის განცხადებით, ჰომოფობიის დაძლევა პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებასთან, მაგრამ ჩვენ დემოკრატიაზე პრეტენზია არავითარ შემთხვევაში არ უნდა გვქონდეს.

ვინც მიცნობს იცის, რომ ლგბტ საზოგადოების მიმართ საკმაოდ ლოიალური დამოკიდებულება მაქვს. არ აღვიქვამ მათ არც ავადმყოფებად და არც გადაჯიშებულ ქართველებად. მაგრამ, იდენტობის დღევანდელმა გეი მსვლელობამ, რომელიც იდეაში ჰომოფობოოის წინააღმდეგ ბრძოლას ემსახურებოდა, საბოლოოდ ჰომოფობიის გაღვივებას შეუწყო ხელი.

საქართველო და საქართველოს მოსახლეობის განვითარების დონე არ არის იმ სიმაღლეზე რომ ქუჩაში მოწყობილი გეი მსვლელობა ნორმალურად მიიღოს. მათთვის ეს ყველაფერი ასოცირდება ტანგა ტრუსებში გამოწყობილ და ფარშევანგის ბუმბულებით შემოსილ ტიტლიკანა კაცებთან.

იდენტობის მიერ, დაანონსებული იყო, რომ გეი მსვლელობა, რომელიც გაიგივდა აღლუმთან, მოეწყობოდა ფილარმონიიდან რუსთაველის გავლით. აქტივისტები გაფრთხილებულები იყვნენ რომ პოლიცია მათ დაიცავდა მთელი მსვლელობის განმავლობაში. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, პოლიციამ დახედა ფილარმონიასთან ხალხს და გაუდგნენ თავიანთ კვადრატში გზას. მსვლელობის დროს, რუსთაველზე, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი აღუდგა წინ  მონაწილეებს და მოითხოვდნენ, რომ შეეწყვიტათ მსვლელობა და დაშლილიყვნენ. როგორც ვიდეოებიდან, სტატიებიდან და თვითმხილველებისგან გავიგე შეხლა-შემოხლა დაწყებულა. აგრესიის ინიციატორის დასახელება ჭირს. მავანნი ამბობენ რომ სამღვდელოებამ გადაწყვიტა მსვლელობის მონაწილეების დარბევა და ცემა, ხოლო სატელევიზიო სიუჟეტის მიხედვით ვინმე დემეტრაშვილმა გაილაშქრა სამღვდელოების წინააღმდეგ და სწორედ მას მოხვდა. მაგრამ, ცნობილია რომ დაზარალებული მხოლოდ ერთი კაცი არ არის, რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს.

როგორც ვიცი, შარშან იდაჰოს დღე (international day against homophobia) მშვიდობიანად დასრულდა. მიუხედავად იმისა რომ არც პლაკატები აკლდა და არც დროშის ფრიალი. მაშინ რამ გამოიწვია დღევანდელი სიტუაცია? ალბათ არაორგანიზებულებამ, იმან რომ გავრცელდა ინფორმაცია რომ ეწყობოდა აღლუმი, და არა მშვიდობიანი აქცია, იმან რომ იდენტობას არ გააჩნდა გეგმა B, იმან რომ არ გაითვალისწინეს მოსალოდნელი საფრთხეები და ა.შ. გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია თითქოს ინდენტობის წევრები მსვლელობაში მონაწილეობის სანაცვლოდ იხდიდნენ ფულს, რადაგანაც არც-ერთ ჭკუათმყოფელ ლგბტ საზოგადობის წარმომადგენელს არ ჰქონდა სურვილი მიეღო მონაწილეობა ისეთ მსველობაში რომელიც ისედაც ცუდ სიტუაციას თბილისში კიდე უფრო დაამძიმებდა.

რაც შეეხება მართლმადიდებელ მშობელთა კავშირს და სამღვდელოებას. რთულია გაამტყუნო იმ ასპექტში რომ სასტიკად ეწინააღმდეგება ჰომოსექსუალობის პროპაგანდას, რომელსაც ნამდვილად ეწეოდა დღევანდელი გეი მსვლელობა. მათთვის უდიდესი ცოდვაა მამათმავლობა და ბუნებრივია რომ წინ აღუდგებოდნენ ამ ფაქტს. თქვენი თავი წარმოიდგინეთ, დავუშვათ გარკვეული ჯგუფი ახორციელებს იმის პროპაგანდას რაც შენი და შენი თანამოაზრეებისთვის საშინელებაა, არ აღუდგები წინ? აღუდგები. უბრალოდ ყველაფერს აქვს თავისი ფორმა და გამოხატვის კულტურა.

ბოლო ნაბიჯი, აქციის დარბევა, შეხლა-შემოხლა და ძალადობა იყო.  რა მნიშვნელობა აქვს ვინ დგას მეორე მხარეს, გეი, ლესბი, ტრანსგენდერი თუ ჰეტერო? ფაქტია რომ ძალადობით გაკეთებული კეთილი საქმე მე ჯერ არ მინახავს. ადამიანის პატივისცემა მიუხედავად მისი ორიენტაციისა მნიშვნელოვანია ნებისმიერი საზოგადოებისთვის და მითუმეტეს თუ ამ საზოგადოებას პრეტენზია დემოკრატიაზე აქვს. ყველაზე მთავარი – სად იყო ამ დროს პოლიცია? როგორც დასაწყისში აღვნიშნე აქციის მონაწილეები დარწმუნებულები იყვნენ რომ პოლიცია მათ დაიცავდა მსვლელობის ბოლომდე, მაგრამ, როდესაც სიტუაცია გამწვავდა, მხოლოდ მაშინ დარეკეს საპატრულო პოლიციაში და მხოლოდ მაშინ ინებეს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, რომელიც გამოიხატა 3 აქტივისტის დაკავებაში. ყველაზე გასაკვირი ამ ფაქტში ის გახლავთ რომ დაკავებული აქტივისტები 5 წუთში გაათავისუფლეს და ისიც არ აუხსნეს რის საფუძველზე მოხდა მათი დაკავება.

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის მიზანი, დაეშალათ აქცია, შესრულებულია. მე ერთი რამ მიკვირს, რატომ არ გააგრძელეს მსვლელობა? დავიჯერო სამღვდელოების და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ჯაჭვი იმ სისქე იყო რომ ვერ დაშალეს? ცემა-ტყეპის შემდეგ რატომ არ განაგრძეს გზა? თუნდაც პრინციპის გამო😐 ხომ უნდოდათ რომ ჰომოფობიის წინააღმდეგ გაელაშქრათ, რატომ არ გაილაშქრეს ბოლომდე? საინტერესოა უდაოდ.

ჰო, ერთი რამის თქმა დამავიწყდა, როდესაც დღევანდელ მსვლელობას/აქციას მოვიხსენიებდი როგორც აღლუმს, მსაყვედურობდნენ, აღლუმი არ იყოო. მაგრამ, ევრონიუსის და ბბს ნიუსის მიხედვით, ეს ყველაფერი სწორედ აღლუმი, პარადი და მარში იყო.

დღევანდელი ვიდეოები:

 

27 thoughts on “idaho თბილისში

      1. MrsMarch

        ჰოდა ბლოგერი ზუსტად ეგ არის:დ ბევრმა ვერ გაიგო მგონი ჯერ კიდევ. სუბიექტურობას/ობიექტურობას რაც შეეხება, აბსოლუტური არ არსებობს ეს ერთი, მეორეც – ეს არ არის მთავარი, მთავარია აზრის ფორმა და ლოგიკა(თუნდაც სუბიექტურ აზრზე აწყობილი) ეს არის ჩემში სიჯანსაღე… გამებურღა ამ თემაზე უკვე ტვინი მაგრამ მაინც : )

      2. siyvarulovna Post author

        მიხარია რომ მთელი დღე ან ინფორმაციის მოსმენის მერე მაინც წაიკითხე❤
        მითუმეტეს საკმაოდ დიდი პოსტი გამოვიდა.

  1. tiiin

    dzalian srulyofili chamoyalibebuli da chem azrtan miaxlovebuli azria. arvici rogor shegaqo chemi saqtemli tqvi yvela sityvashi.. gaixare nati❤

    Reply
  2. prepie

    იცი რა ვერ გავიგე? რა სჭირთ ლგბტ-ებს დასაცავი? ანუ ამ აქციით იმის თქმა უნდოდათ, რომ გეები და სხვა არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანები საწალი, დაუცველი ტიპები არიან? და აი, მათაც გამოუჩნდათ დამცველები? აი გამაგიჟებს ეს ხალხი! მეც მყავს გეი მეგობარი, რომელიც ძალიან მიყვარს! მაგრამ არ დავდივარ და არ გავიძახი რომ გეი მეგობარი მყავს, განა იმიტომ, რომ მრცხვენია მის გამო, პირიქით, ჩვეულებრივ ადამიანად მიმაჩნია. ეს ისეთია, ახლა გავიდე და ვიძახო, “მე მიყვარს ჩემი მეგობარი, რომელსაც ძალიან უნდა ამერიკაში ცხოვრება!” იმის გამო რომ ჩემს გეი მეგობარს ბიჭები მოსწონს, რაღაცით ჩემგან და დანარჩენი ჰეტეროებისგან განსხვავებული არ მგონია, იმიტომ რომ არ მაინტერესებს ლოგინში ვინ რას აკეთებს!
    ატრაკებენ და არ იციან რატომ!
    მმკ-ზე კომენტარს არ გავაკეთებ, მაგათზე საერთოდ რა უნდა ილაპარაკო! მართლმადიდებლობის სახელით რომ ხალხს ჯვრებს ურტყამენ!
    რა ქვეყანაში ვცხოვობთ!

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      არა, იდეაში ამ აქციით უნდოდათ გაელაშქრათ ჰომოფობიის წინააღმდეგ : )

      ყველა გეი ეგეთი არაა. ძალიან ბევრი ლგბტ-ს წარმოადგენელი კატეგორიული წინააღმდეგი იყო ამ მსვლელობის.

      Reply
      1. prepie

        ჰო, მესმის, მაგრამ ხომ უნდა გაითვალისწინო სად ცხოვრობ? ხომ უნდა გახსოვდეს, რომ იქ, სადღაც მმკ არსებობს, რომელსაც შეუძლია ჯვარი გირტყას, ჰოდა ნუ იწვევ რაა. აი ჩემთვის ეს იყო მმკ-ს გამოწვევა და არცერთი საღად მოაზროვნე ადამიანი არ შეუერთდებოდა ამ მსვლელობას. რომელიმე არატრადიციულ ორიენტაციის ადამიანი რომ ეცემათ ან რამენაირი ძალადობა განხორციელებულიყო და ამს საფუძველზე გაემართათ აქცია, კი ბატონო, თავით, ხელით, ფეხით მათთან ვარ, მაგრამ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს და მსგავს დღესასწაულებს რომ არ მიიღებს ქართული საზოგადოება ხომ ცხადია?
        გაბრაზებული აღარ ქვია, აღშფოთებული ვარ :დ:დ:დ

  3. Mr. Nomad

    მე მგონია, რომ ასეთი აყალ–მაყალი უფრო სასარგებლოა, ვიდრე მთლად მშვიდობიანი და “მკვდარი” აქციები. ხალხი გამოფხიზლებას მაინც დაიწყებს🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      გამოფხიზლებას? მე კიდევ მგონია ჰომოფობიას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

      Reply
      1. Mr. Nomad

        მოკლევადიან პერიოდში შეიძლება უფრო დაიძაბოს სიტუაცია, მაგრამ ასეთი აქტიურობა რაღაც პერიოდის შემდეგ დადებით შედეგებსაც გამოიღებს.

  4. გველი

    სიყვარულოვიჩ! გეთანხმები თითქმის ყველაფერში, გარდა იმისა, რომ ლგბტ დროშით გამოსვლა და პლაკატით ”მე გეი ვარ” სიარული ჰომოსექსუალობის პროპაგანდაა. ანუ პრინციპი, ჩუმად იყავი და რაც გინდა, ის აკეთე ძალიან ცუდი რამეა. თუმცა ამ მსვლელობას არ დავსწრებივარ და ნამდვილად ვერ დავდებ თავს, რომ პროვოკაციას ან გაუფრთხილებელ მოქმედებას არ ჰქონდა ადგილი მსვლელობის წევრების მხრიდან (ვიდეოებს შეგნებულად არ ვუყურებ, ნერვები მიმტყუნებს). თუმცა ის ფაქტი, რომ მმკ სწორედ იმ დროს და იმ ადგილას აღმოჩნდა, უკვე რაღაცეებზე მეტყველებს. არ ვიცი, ვინ ვინ გააღიზიანა და შეაგინ-შემოაგინა, მაგრამ ვინმეს ცემას მის ხელში დაჭერილი პლაკატის გამო, არასდროს არ გავამართლებ. ეს ერთი.
    და მეორე, +1 მსვლელობის მონაწილეებს პლან B ნაღდად უნდა ჰქონოდათ, ანუ რაღაცეები უნდა გაითვალისწინო ისევ შენი უსაფრთხოებისთვის.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      პროპაგანდა ის იყო რომ “გეი აღლუმი”-ს სახელით გავრცელდა ეს ყველაფერი, და არა დროშები და პლაკატები დროშების ფრიალი და პლაკატები ადრეც ყოფილა მაგრამ არავის ზედმეტი სიტყვა არ უთქვამს.

      და პლან ბ, ყოველთვი აუცილებელია, მითუმეტეს როდესაც ასეთ სერიოზულ მსვლელობას გეგმავ.

      Reply
  5. Sofo

    saertod ristvis gamovidnen? ra undodat xo icodnen rac moxdeboda.
    da magat siyvaruls siyvaruli ar qvia (nu eklesiurad) imito ro ertmanetis sxeulebi uyvart pirovnebaze metad.

    am azrze ar viyavi jer kidev gushin. sanam chem damrigebeltan ar vikaatebdit, sanam 3 sawinaagmdego azris bavshvs ar chagvqolavdnen da sanam mamaos ar vaxavdi.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      სოფო,
      მართალი ხარ იმაში რომ იცოდნენ რაც მოხდებოდა. სწორედ ამიტომ მიმაჩნია რომ უპრიანი იქნებოდა გეგმა ბ ჰქონოდათ.
      და რაც შეეხება შენს ფრაზას რომ მათ გრძნობას სიყვარული არ ჰქვიათ და რომ მხოლოდ სხეულები მოსწონთ ერთმანეთის. ყველაზე დიდი ბულშით არის რაც კი გამიგია გეებთან დაკავშირებით : ) დამიჯერე, მათაც იგივენაირად უყვარდებათ ერთმანეთი როგოც ჰეტეროსექსუალებს.

      Reply
  6. შ.გელა

    ის “არსება” რომ გაჰკიოდა (არმინდა “ბიჭით” მოვიხსენიო) მე ჩემი თავის რეალიზაციისთვის ვარ აქო, ტვინი აქვს თავში? ან რა შუაში იყო აქციის მოწყობა ვერ ვხვდები, ბიჭებმა რომლებსაც გოგოები მოგვწონს უნდა გამოვიდეთ და აქცია მოვაწყოთ? (მითუმეტეს ყველა დღე ჩვენია) ჩემი აზრით არიყო ეს ყველაფერი აუცილებელი, საკუთარი თავის რეკლამირების მიზეზი უნდოდათ მხოლოდ ამათ და მეტი არაფერი, მიზეზი კი კარგი ჰქონდათ და იაქტივისტეს ტავისი ჭკუით!….

    Reply
  7. lana

    siyvarulona ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი რომელიც სექსუალური იდენტობის გამო დამცირებული იქნება,მას აუცილებლად გაუჩნდება სურვილი რომ გამოხატოს პროტესტი,მე მხოლოდ ვიდეოები ვნახე გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით,ვაღიარებ,რომ სასულიერო პირთან საუბრის დროს ერთ ერთი აქციის მონაწილის პასუხი არ იყო ადეკვატური.აღუდგნენ კიდევაც ამ ფაქტს მმკ თუმცა არა მშვიდობიანად.
    როგორც აღნიშნე,ნამდვილად მძიმე სიტუაციაა საქართველოში შეგნების და აზროვნების მხრივ,მაგრამ თუკი ესე ვიძახეთ-“საქართველო და საქართველოს მოსახლეობის განვითარების დონე არ არის იმ სიმაღლეზე რომ ქუჩაში მოწყობილი გეი მსვლელობა ნორმალურად მიიღოს. მათთვის ეს ყველაფერი ასოცირდება ტანგა ტრუსებში გამოწყობილ და ფარშევანგის ბუმბულებით შემოსილ ტიტლიკანა კაცებთან.” როდისღა უნდა შიცვალოს სიტუაცია?.განა ვინმე იყო იქ მისული ტანგა ტრუსით.
    ისე ძალიან მინდა ვინმემ ამიხსნას ჰომსექსუალობის პროპაგანდა რა არის.

    Reply
    1. შ.გელა

      ლანა ვერანაირ აუცილებლობას ვერ ვხედავ რომ რაიმე მსვლელობა მოეწყოს, როგორც წინა კომენტარში ვთქვი, ერთ-ერთმა “არსებამ” განაცხადა რომ ის აქციაზე მხოლოდ თავისი თავის რეალიზებისათვის იყო მისული-აი ეს არის პროპაგანდა… შენ გინდა შენმა შვილმა უყუროს მაგ ყველაფერს? ღმერთმა ნუ ქნას მაგრამ მერე მაგათ დაემსგავსოს? … კი სოლიდარობა ერთია მაგრამ ამაზრზენია ეს ყველაფერი, როგორც მამაომ თქვა სახლში რაც უნდა ის ქნან მაგრამ სახალხოთ ნუ აკეთებენ მაგას, მე ბიჭი ვარ და გოგოები მიზიდავს მაგრამ ჯერ ტრანსფარანტებით არ გამოვსულვარ🙂

      Reply
  8. lana

    დაემსგავსოს რა,ჰომოსექსუალობა მიბაძვით გადადის?ვინ გითხრათ ეგ,კარგით რა გელა.
    ნუ ის ფრაზა რომ აქციის მონაწილე თვითრეალიზებისვის იყო მისული,როგოც აღვნიშნე არაადეკვატური იყო.
    სახალხაოდ არაფერი სამრცხვინო არ გაუკეთებია იმ ხალხს. მე გოგო ვარ და ბიჭები მომწონს და ტრანსფარანტებით იმიტომ არ გამოვსულვარ არასდროს,რომ ჯერ არავის დავუმცირებივარ.თუ ლგბტ პირების დისკრიმინაციის არავინ მოახდენს,არც არავინ გამოვა გასაპროტესტებლად მერწმუნე.
    ვიცი შემეკამათები ლგბტ ისადმი ყოველთვის იქნება უარყოფითი დამოკიდებულებაო,მაგრამ ის ჰომოფობებიც იყვნენ”თავისთვის სახლში”და იქ იჰომოფობონ და საპროტესტო აქციებსაც აღარავინ მოაწყობს.:)

    Reply
    1. შ.გელა

      მაგას ვამბობ რომ სახლში იჰომოფობონ🙂 მენტალიტეტია დღეს ესეთი და ასე უცებ ვერ უშველიან, სააკაშვილი კი იძახის მენტალური რევულუცია მოხდაო მაგრამ რევოლუცია არა კვახი😀 ერთი სიტყვით “დააყენონ” რა🙂

      Reply
      1. lana

        გელა ფომოფობია რას ნიშნავს იმედია იცით და შეცდომა მექანიკურია ალბათ

  9. ცეტი

    კარი პოსტი იყო :))

    P.S. იდენტობის დღევანდელმა გეი მსვლელობამ, რომელიც იდეაში ჰომოფობოოის წინააღმდეგ ბრძოლას ემსახურებოდა, საბოლოოდ ჰომოფობიის გაღვივებას შეუწყო ხელი.
    <=== ანალოგიურად ვფიქრობ. არასოდეს მქონია რამე გაცხოველებული წინააღმდეგობა ამ ხალხის მიმართ, მაგრამ როცა გამოვიდნენ და ამის პროპაგანდა დაიწყეს, მეც აშკარად გავღიზიანდი.

    Reply
    1. lana

      ოჰ, აი მეც შეცდომით დავწერე ჰომოფობია

      Reply
  10. goreli

    ahaa… modi dqaviwyeb iqidan, rom am vieoebshi arsad ar chanda, rom patrumla an sxva samartal damcavma struqturebma vinm daarbia.. is gogo ro gadaxta shuaqushashi da daiwyo wikvini gza gadavketoto, eg ra aris? ra da kanon darghveva, anu is cdilobda mdzraobistvis xeliis sheshlas, rac mdzgholebis uflebis shezghudvaa… gadaiyvanes iqit da mere kdie bervi ro iwikvina imito chatenes!!! exla kide es t***shi “ragahc” garwobili vitom kacebi ra daxtian aqeti iqit da idzanian avadmoyfoba ar ariso cisferobao, aba ra aris? gamigia homoseqsuali, da mati sawinaaghmdego araferi maqvs, magram amatiii? iq ro vyofiliyavi mmk mogonili iqneboda!!! exla shegidzliat riyedan aighot tito-tito qva da mesrolot, vinc ver momawvdent ukan gai***t!!!

    exla rac sheexeba posts, nati shen karagd ici ra damokidebuleba maqvs sheni postebis miart❤ adamiani subieqti!!! vot :*

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      გორელი,
      მე არ მითქვამს რომ დაარბიეს, მე ვთქვი რომ მმკ-მ გზა გადაუღობა და არ აძლევდა ხალხს საშუალებას რომ გაეგრძელებინათ მსვლელობა რაც არის მათი უფლების დარღვევა.
      რაც შეეხება საპატრულო პოლიციას, ისინი გაფრთხილებულები და ვალდებულები იყვნენ რომ დაეცვათ აქციის მონაწილეები, მაგრამ არაფერს აკეთებდნენ და როდესაც ჩხუბი ატყდა დააკავეს ერთი ბიჭი. ამ ბიჭის დაკავების შემდეგ, იმ გოგომ გზის გადაკეტვით გამოხატა პროტექსტი.
      კარგი, დავუშვათ რომ დამნაშავე იყო ის გოგო და დააპატიმრეს, რაღატო გამოუშვეს 3-ვე დაკავებული 5 წუთში? ჩამოსვეს მანქანიდან და თან არც აუხსნეს ან რის გამო დააკავეს ან რის გამო გაათავისუფლეს.

      ეხლა გეები. გასაგებია რომ შენთვის ცუდი ფაქტია ის რომ ისინი ტ***ში ტყ****ბენ, მაგრამ, პატივი უნდა ვცეთ და მათი ორიენტაციის გამო არ გვაქვს უფლება რომ მათი მსვლელობა შევაჩეროდ. თუმცა, როგორც პოსტში მიწერია, აქცია გასაღდა როგორც აღლუმი, რა გეობის პროპაგანდა, რაც ბუნებრივია ცუდი ტონია პირველ რიგში ორგანიზატორი იდენტობის მხრიდან და ასევე ბუნებრივია ის რომ ხალხმა არ მიიღო.
      შენ იცი რომ შარშანაც აღინიშნა ჰომოფობიის წინააღმდეგ დღე? შარშანაც იარეს დროშებით და პლაკატებით მაგრამ ხმა არავის ამოუღია, იმიტომ რომ ყველაფერი ნორმის ფარგლებში ჯდებოდა. ხოდა, კეთილი უნდა ენება ორივე მხარეს და ნორმების ფარგლებში ჩაეტარებინათ მსვლელობა და მმკ-ს პროტესტი.
      რაც შეეხება ავადმყოფობას, მეცნიერებმა მეოცე საუკუს ბოლოს ჰომოსექსუალობა დაავადებათა სიიდან ამოიღო. შესაბამისად, შეუძლებელია ორიენტაცია დაავადება იყოს.

      პ.ს მადლობა რომ მოგწონს ჩემი პოსტები🙂

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s