პარასკევი საღამოსავით

იცით როგორ ვგრძნობ თავს? რთული სამუშაო და საპახაო კვირის მერე, პარასკევ საღამოს სადმე რომ გაერთობი, დალევ, იცეკვებ და ა.შ და შინ კმაყოფილი და ბედნიერი დაბრუნდები.  შაბათ დილით რომ ღამის ამბებს იხსენებ ჯერ კიდევ ლოგინში და სიამოვნებისგან ღიმილთან ერთად კრუტუნიც რომ გინდა. ზუსტად ასე ვარ, მიუხედავად იმისა რომ კვირა ჯერ ეხლა დაიწყო და არც ისე რთული ყოფილა და დღეს შაბათის მაგიერ სამშაბათი დილაა.

ცოტა გრადუსში, ძალიან კმაყოფილი, ძალიან კარგ ხასიათზე და ფეხებ ატკივებული დავბრუნდი  გუშინ ღამით სახლში. ეფესმა კარაოკე კლუბში რამდენიმე ბლოგერი დაგვპატიჟა და ყველას ჩვენ ჩვენი სახელობითი მაისურები და ლუდები გვაჩუქა.

ჩემი მაისური❤

სპეციალურად ჩემთვის ჩამოსხმული ეფესი❤

მაისურის და სპეციალურად ჩემთვის ჩამოსხმული ლუდის გარდა ეფესმა ფრიად სასიამოვნო საჩუქარი გაგვიკეთა ყველა იქ მყოფს, რომელიც განსაკუთრებით ნაპახმელიარზე მყოფს გამოადგება. 6 ბოთლი ეფესი❤

ლუდით გახარებული და კმაყოფილი ჩემი ძმა

 

თუმცა, სანამ გართობას და ტინგიცს დავიწყებდით ეფესის ახალი კლიპი გვანახეს. წარმოიდგინეთ, 18-მდე ბლოგერი განაწილებულია ორ მაგიდასთან და ორივე მაგიდა ხმაამოუღებლივ და თავის გატოკების გარეშე შეჩერებულია ეკრანებს სადაც ეფესის სარეკლამო რგოლი ტრიალებს. იქ უნდა ყოფილიყავით რომ ამ სიჩუმით დამტკბარიყავით. მაგრამ, კლიპს თუ თქვენც უყურებთ ნამდვილად არ დარჩებით წაგებულები, განსაკუთრებით ბოლო ნაწილში.

ეფესი პირველად შარშან, ბათუმში დავლიე და ფრიად მოვიხიბლე. სასიამოვნო დასალევია და არაყთან ერთად ძალიან გრადუსიანიც. გუშინდელიდან ყველაზე კარგად რაც მახსოვს, ის არის რომ ეფესის გახსნით მოვიხიბლე. როგორც წესი ლუდებს, შუშის ბოთლში, სჭირდებათ სპეციალური გასახსნელი რომლითაც უნდა ახადოთ თავი. ეფესის ბოთლის გასახსნელად საკმარისია თავსახურის შემოტრიალება და ყველაფერი იქნება არაჩვეულებრივად.

გუშინ, სახლში რომ მოვედი გრადუსში მყოფმა, და შეიძლება ითქვას მთვრალმა, დავიწყე ამის წერა. დილით გადავხედე და მივხვდი რომ მხოლოდ “აუ რა მაგარი იყო”, “აუ ძალიან გაასწორა” ტიპის ფრაზებით მქონდა გაჯერებული პოსტი, რაც პრინციპში სიმართლეს შეესაბამებოდა. უბრალოდ მსგავსი სტატუსებისთვის ფეისბუქიც არსებობს.

ორი-სამი ჭიქის და ცოტა “სასმლის მოკიდების” შემდეგ თამაში და კარაოკეც დავიწყეთ. იყო რუსული ძველი სიმღერები (მაგ: “ანა ვსორავნო”), ინგლიური პაპსა (მაგ: ბრიტნი სპირსის “ჰით მი ბეიბი ვან მორ თაიმს”), მეტალიკა, რომელიც მხოლოდ ანნამ შეასრულა გამორთული მიკროფინით. რაც მთავარია არც-ერთი დავყრუებულვართ ამდენ უსმენოს შორის : ) და ყველანი უვნებლები დავბრუნდით სახლებში.

ვინ როგორი პახმელია აწუხებს ეგ უკვე მათი გადასაწყვეტია😀

ეს კი ვიდეო, ფრანგმენტები გუშინდელი საღამოდან.

 

p.s როგორც აღვნიშნე თავს ისე ვგრნობ თითქოს კვირის დასასრულია და ვიკენდი მელის წინ-მეთქი, ალბათ ამან განაპირობა რომ ლექცია-სემინარზებზე წასასვლელად თავი ვერ ავწიე.

17 thoughts on “პარასკევი საღამოსავით

  1. არეტიფისტი

    არცერთი სხვა სასმელი ასე არ მიყვარს. როგორ აღმოჩნდით აქ? :დ

    Reply
  2. karamelka

    სპეციალურად შენთვის ჩამოსხმულ ლუდს რომ დალევ რა საკაიფო იქნებაა🙂
    ))

    Reply
      1. karamelka

        არ გაინტერესებს როგორი გემო აქვს? დამალევინე და გეტყვი😀

      2. siyvarulovna Post author

        მაგას ვერა მაგრამ სხვას დაგალევინებ :დ ეფესი იქნება ისიც :დ ცივს :დ

  3. zurriuss

    მე იმაზე დამწყდა გული, რომ მუცელში საკმარისი ადგილი არ აღმომაჩნდა, იმ გემრიელობებით ამომევსო :შშშშ :დ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ჰო, მაგაზე მეც დამწყდა გული. ძალიან ბევრი საჭმელი იყო :დ და პური მომეწონა რაღაც სასწაულად:დ

      Reply
  4. tami

    აუ მაგარია შენთვის ჩამოსხმულ ლუდს რომ სვამ. არა უშავს, არ შემშურდა:), მე სპეციალურად ჩემთვის ჩამოსხმულ წითელ ღვინოს მივირთმევ ხოლმე.

    Reply
      1. tami

        ხო კაი, ცოდვა გამხელილი ჯობიაო, სულ ცოტა შემშურდა

  5. Anna

    რა საყვარელი ძმა გყავს , შენ გგავს🙂

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s