დასაქმება სწრაფად, მარტივად და ხარისხიანად

მას შემდეგ რაც სტუდენტი გავხდი უშედეგოდ ვცდილობ ვიპოვო რაიმე სამსახური რომელიც იქნება ნახევარ განაკვეთზე და არ ენდომებათ გამოცდილება. მქონდა მცდელობა მემართა ფეიჯი, რომელიც ერთი შეხედვით ადვილი ჩანდა, თუმცა მაინც მოითხოვდა მთელ დღეს კომპიუტერთან. საბოლოოდ გამოვიდა ისე, რომ მეორე კურსს  ვასრულებ და სასურველი სამსახური ვერ ვიპოვე, სასურველს ვინ ჩივის, ისეთი სამსახური რომელზეც CV-ს გავაგზავნიდი. უმეტეს შემთხვევაში დამაბრკოლებელი ორი გარემოება ხდებოდა: 1. სამუშაო გამოცდილება; 2. უნივერსიტეტის დიპლომის მოთხოვნა. ვინაიდან ვერც-ერთს ვაკმაყოფილებდი ჩემი cv უფუნქციოდ განისვენებდა D დისკზე.

დაახლოებით ერთი კვირის წინ ანნას პოსტი ვნახე, საკმაოდ ხმაურიანი და მიმზიდველი წინადადებით – სამუშაო გამოცდილება საჭირო არ არისო. საბოლოოდ აღმოჩნდა რომ ალდაგის ფეიჯზე ორ პოზიციაზე აქვთ ვაკანსია: სამედიცინო სატელეფონო ქსელის ოპერატორი და სადაზღვეო აგენტი.  მართალია ანასი მჯერა, და დავრწმუნდი რომ სამუშაო გამოცდილება ნაკლებად სჭირდებოდა აღნიშნულ პოზიციას, მაგრამ გადავწყვიტე თავად გადამემოწმებინა ეს ყველაფერი ალდაგის ფეიჯზე. 

აღმოჩნდა რომ აღნიშნულ ვაკანსიაზე ძირითადად 18-25 წლის ახალგაზრები საქმდებიან და საკმაოდ წარმატებული კარიერის აწყობას ახერხებენ. ალდაგი ბისიაი საშუალებას გაძლევთ გქონდეთ სამსახური საკმაოდ კარგი ანაზღაურებით და  გაძლევთ შანს შეისწავლოთ ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადი პროფესია. ამისათვის ტარდება ტრენინგები და უკვე დატრენინგებული იწყებ სამუშაოს. ყველაფერი შენზე და შენს ენთუზიაზმზეა დამოკიდებული.დასაქმების პერიოდში სწავლობ ყველაფერ იმას რაც აგენტისთვისაა საჭირო და აუცილებელი. შანსი გეძლევა თვეში 400-800 ლარი იშოვო. რა თქმა უნდა რაც უფრო მეტს გაირჯები, მით მეტი იქნება შენი შემოსავალი. გარდა ამისა, აღნიშული ვაკანსია, საშუალებას გაძლევს შეუთავსო სხვა სამსახურიც, რადგან თავისუფალი გრაფიკია. ჩემს შემთხვევაში “სხვა სამსახური” სწავლაა.  ძალიან გული მწყდება რომ ალდაგის შესახებ თავის დროზე არ მოვიძიე ინფორმაცია და არ მიცდია ვყოფილიყავი სადაზღვეო აგენტი.  ალდაგი ბისიაი 2010 წლიდან ფართო სააგენტო ქსელს ქმნის, ანუ იქიდან მოყოლებული რაც მე ჩავაბარე და სტუდენტი გავხდი. შემეძლო ვყოფილიყავი იმ 690 დატრენინგებულს შორის, რომლებმაც ტრენინგი 2011 წელს გაიარეს.  გამოდის, რომ მთელი ის დრო, რაც სხვადასხვა ფეიჯებზე ბოდიალს დავუთმე, შემეძლო მარტივად ვყოფილიყავი აგენტი და მერე უკვე უფულობის დაბრალება მხოლოდ ჩემი თავისთვის მომიწევდა.

ბევრი ფიქრი მემგონი არ სჭირდება, როდესაც დავლაგდები აუცილებლად შევავსებ ალდაგის ფეიჯზე ვაკანსიის განაცხადს და შევეცდები ყველაფერმა ისე ჩაიაროს როგორც მე მინდა. თვეში 400 ლარი რიგითი სტუდენტისთვის ურიგო არ არის, მეტსაც გეტყვით, ფრიად დამაკმაყოფილებელია, თანაც, თუ მოვინდომებ და სათანადოდ გავირჯები პრემია 800-ლარამდე ავა ^_^  ყოველშემთხვევაში, იმ პერიოდში მაინც სანამ სტუდენტი ვიქნები და არ მექნება საშუალება დავსაქმდე საკუთარი პროფესიით, ვეცდები ვიყო ალდაგი ბისიაის სადაზღვეო აგენტი.

P.s დღეს შევეცადე სტუდენტების აზრი გამეგო რას ფიქრობენ სადაზღვეო აგენტზე და იმუშავებდნენ თუ არა აგენტებად. უმეტესობის პასუხი იყო რომ იმუშავებდნენ იმ პერიოდში მაინც, სანამ საკუთარი პროფესიით შეძლებდნენ დასაქმებას. გარდა ამისა ფრიად იხიბლებოდნენ თავისუფალი განაკვეთით. სამწუხაროდ, მათი 99% უარს ამბობდა რომ ვიდეო გადამეღო. რისი ჩაწერაც მოვახერხე ეს არის:

11 thoughts on “დასაქმება სწრაფად, მარტივად და ხარისხიანად

  1. christali

    ყველა დროის რეკორდი მოვხსენი cv-ების გაგზავნაში, ვნახოთ იქნებ აქ გამიმართლოს :))))))

    Reply
  2. tamtajaparidze

    მე ვიარე მაგ ტრენინგებზე ცოტა ხანს, თვითონ გარემო კარგი იყო, მაგრამ მუშაობის გაგრძელების სურვილი აღარ გამიჩნდა. გაყიდვები საერთოდ ერთ-ერთი ყველაზე “არა საჩემო” პროფესია მგონია, ამ რამდენიმე კვირის წინაც ვცადე ძალიან კარგ კომპანიაში, მაგრამ ცოტა ხანში წამოვედი… თუმცა, ტიპაჟზე და მონდომებაზეა დამოკდიებული, შენ შეიძლება უკეთ გამოგივიდეს )

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ჰო, უნდა მოირგო რაა. როგორც გავარკვიე ისინი ყველაფერს გასწავლიან რაც გჭირდება და რაც საჭიროა და დალშე შენზეა დამოკიდებული

      Reply
  3. Mari

    უი, ახლა გამახსენდა, 2-3 კვირის წინ, თსუ-დან მომივიდა მესიჯი, ალდაგის ვაკანსიის თაობაზე, მაგრამ პოზიციების შინაარსი ვერ გავიგე და დავიკიდე. წარმატებები, ვინც რამეს აპირებთ😀

    Reply
  4. kevana

    ყველა ვერ შეძლებს მაინც… ყველა საქმეს თავისი გამკეთებელი ჰყავს, ასე ვთქვათ.

    “იმუშავებ იმ პერიოდში მაინც, სანამ საკუთარი პროფესიით შეძლებ დასაქმებას” – ეს კი 90%იანი ილუზიაა :დ :დ :დ

    Reply
      1. kevana

        ნუ თუ 10%იანებში მოხვდი, ჩათვალე რომ გაგიმართლა.

        ჩემს გარშემო ძალიან ბევრია ისეთი, ვისაც უჭირს საკუთარი პროფესიით დასაქმება, ან ნუ, სხვა რამ ეგონა (წიპა ოცნების პრინცივით :დ :დ) და მერე იმედები გაუცრუვდა,. სამაგიეროდ სხვა საქმეს გაჰყვა და ფულიც იშოვა..

        იმათში, ვინც საკუთარი პროფესიით მუშაობენ, არიან პროგრამისტები ^^
        იურისტებზეც ყველაზე ვერ ვიტყვი, ჩვენთან იმდენი იურისტია, ამათში რომ გამოჩნდე, მთას უნდა გლეჯდე.

    1. siyvarulovna Post author

      ტრენინგზე გასწავლიან ყველაფერს რაც გჭირდება, თავიდან ბოლომდე.
      2 კვირიანი ტრენინგის წარმატებით გავლის სემთხვევაში მუშაობას მალევე დაიწყებ ^^

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s