მე და პოკერი

ბოლო ერთი წელია განსაკუთრებული სიხშირით მესმის სიტყვა “პოკერი”. თავიდან ყურადღებას არ ვაქცევდი, უბრალოდ ვერ ვინტერესდებოდი, მაგრამ როდესაც ყველა, დიდიან პატარიანად, პოკერში ჩაეფლო და ფეისბუქზე ჩემთვის უცნაურ და გაუგებარ სტატუსებს აშეარებდნენ  “გამიტყდა” რომ არსებობდა რაღაც რაც არ ვიცოდი.

პოკერის სწავლების სურვილი პირველად რამდენიმე თვის წინ ჩემს მეგობრებს გაუჩნდათ. მაგრამ, ისე ამიხსნეს რომ ვერაფერი ვერ გავიგე, შესაბამისად ვერ ვითამაშე და საბოლოოდ მწარედ დაცინული დავრჩი. არადა ამბობდნენ, ისეთი მარტივია ისეთი მარტივიო, ჩემი ფეხები, მარტივი, ვერაფერიც ვერ გავიგე და ეს ყველაფერი ცუდი მასწავლებლების ბრალია!

რამდენიმე კვირის წინ მეგობართან ვიყავი სახლში. ერთი იჯდა კომპიუტერთან და რაღაცას უკირკიტებდა, მეორეს ეძინა, მე ჯერჯერობით ცივი ყავის სმით ვიქცევდი თავს. მაგრამ, ყავის გათავება და ჩემი მოწყენა ერთი იყო. მივუჯექი კომპიუტერში მოკირკიტე გოგონას და აღმოჩნდა რომ აჭარაბეთზე პოკერს თამაშობდა. შიგადაშიგ ილანძღებოდა, ხან ტაშს უკრავდა და ყველაზე ხშირად ჩემთვის უცნობ სიტყვებს წარმოთქვამდა. 40 წუთი გაუნძრევლად ვიჯექი მის უკან და ვაკვირდებოდი რას შვრებოდა, როდის “ჩექ” იყო და როდის “ფოლდ”, საბოლოოდ პოკერის ანაბანა ვერ გავიგე მაგრამ, რაღაც მუხტი დავიჭირე. სახლში დაბრუნებულს რაღაც მაკლდა და გამახსენდა პოკერი და მივხვდი, რომ მე რომ თამაში მცოდნოდა აუცილებლად ვითამაშებდი ონლაინ და აუცილებლად წავაგებდი ბევრ ფულს. აბა მე არასდროს გამიმართლებდა და😐  აქ ჯერ კიდევ ვთვლიდი რომ იღბლიანი ვიყავი რადგანაც თამაში ვერ, უფრო სწორად არ ვისწავლე.

მოგებული ^_^

ერთი კვირის წინ აჭარაბეთმა პოკერ ტურნირი მოაწყო ბლოგერებისთვის. პირველად სწორედ წინა კვირას დამწყდა გული რომ არ ვიცოდი თამაში.  მინდოდა ვმჯდარიყავი პოკერის მაგიდასთან, მდებოდა წინ ჩიპების გორები და მეთქვა ის უცნაური “ფორმულები” რასაც ასე თამამად და დაუნდობლად ამბობდნენ დანარჩენები. გარდა ამისა პრიზები იყო ფრიად მომხიბლავი:  პირველ ადგილზე გასულს წილად ხვდა კინექტი+იქსბოქსი, და მეორე ადგილზე გასულს პოკერის ჩიპები. არაუშავს, სხვა გასართობი ვიპოვე – ლუდი! მეგონა მუსიკა იქნებოდა ისეთი, ტრაკის გაქნევა რომ შესაძლებელი ყოფილიყო, მაგრამ მუსიკასთან ერთად გარემოც საჭიროა. გარემოს ნაწილი კი დაძაბული პოკერს თამაშობდა, შესაბამისად პოკერის მაგიდიდან 2 მეტრში ცეკვის დაწყება და დუნდულების ქნევა ცოტა რთულია, თანაც მაშინ როდესაც არავინ ცეკვავს.

ბლოგერების პოკერ ტურნირი

საბედნიეროდ დიიდი პოკერის მაგიდის გვერდზე პატარა პოკერის მაგიდა დაიდგა, სადაც მანქიმ პოკერის უცოდინრებს მცირეოდენი გაკვეთილები ჩაგვიტარა და თემუჩინმა იმდენად იოლად აუღო ალღო, რომ ვირტუალური 27 ლარიც კი მოიგო.

მანქი ასწავლის პოკერს ხალხს

საბოლოო ჯამში: პოკერს თამაშობდა 10 ბლოგერი საოცრად დაძაბულ სიტუაციაში. გაიმარჯვა შპილერამ. მეორე ადგილზე გავიდე გიორგი კონტუაძე. წაგებულები თავიანთ წაგებას გამოუცდელობას ან დაუკვირვებლობას, ანდაც სისწრაფეს აბრალებდნენ. დავასკვენი რომ პოკერში მთავარი დოდის მიერ ნათქვამი “პოკერფეისია”.

20-მდე ბლოგერი, ვსვამდი ლუდს, პირადად მე ვგულშემატკივრობდი მაგიდაზე მყოფ ერთადერთ გოგონას დოდის, რომელიც სამწუხაროდ გამოეთიშა თამაშს და ფინალამდეც ვერ მივიდა.

კარგი საღამო, ნამდვილად კარგი საღამოა.

პ.ს ოდესმე აუცილებლად ვისწავლი პოკერს!

12 thoughts on “მე და პოკერი

  1. Felios

    კარგი რეკლამა იყო აჭარაბეთის, უდაოდ.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      პრინციპში სულაც არ მქონდა გადაწყვეტილი რომ აჭარაბეთის რეკლამა ყოფილიყო, მაგრამ რადგან კარგი რეკლამა გამოვიდა ამასაც ნიჭი უნდა, და მადლობაა ^^

      Reply
  2. Jason Evans

    არც მე არ ვიცი პოკერი… მეც ამიხსნეს მაგრამ ვერ გავიგე… და მაშინვე მიმაგდეს :დ

    Reply
      1. nick

        ხოდა გამოვიტანე და იმ დღესვე გავაუქმე:დ

  3. Samuel Muzaevi

    აჭარაზე წაიკითხე თამაშის წესებიც წერია და კომბინაციებიც, და შეგიძლია ჯერ მაქედან და შემდეგ უფასო ტურნირებიდან აუღო ალრო🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ჰო, წავიკითხე აჭარაზე წესებიც და კომბინაციებიც.
      უბრალოდ ბეევრი უნდა ითამაშო რომ რაღაცას ჩასწვდე რა :დ

      Reply
      1. Samuel Muzaevi

        ხო რა. აფერისოტბაც მაგრად გამოგადგება მაგ თამაშში. ეგ უმთავრესია🙂

  4. gc379

    საიტების(ბლოგების) კონკურსი!?
    გამარჯობა! მოგესალმებათ GeoCybers.Com-ის ადმინისტრაცია! ტარდება კონკურსი საიტებს(ბლოგებს) შორის. მონაწილეობას მიიღებს 10 საიტი და 10 ბლოგი!

    პრიზები :

    1. BANNER-ი 180×300 14 დღით + მეგობარ საიტებში დამატება!

    2. BANNER-ი 180×200 7 დღით + მეგობარ საიტებში დამატება!

    3. BANNER-ი 180×200 3 დღით + მეგობარ საიტებში დამატება!

    საიტი დაამატეთ კომენტარების სახით! + Skype

    მიიღე მონაწილეობა შენი ბლოგით >>> http://geocybers.com/სტატიები/საიტების_კონკურსი

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s