უსათაურო

ეხვეოდნენ, კოცნიდნენ, ვერ უშვებდნენ და მიწისთვის არ ემეტებოდათ. უკანასკნელი კოცნა, უკანასკნელი მოფერება, უკანასკნელი შეხება, უკანასკნელი ჩახუტება და მუდმივი ტკივილი, ტკივილი რომელიც მთელი დარჩენილი ცხოვრება გაგყვება.

უნდა ისწავლო ტკივილთან და აუტანელ მონატრებასთან ერთად ცხოვრება. ტკივილთან, რომელიც ერთი წამით არ დაგტოვებს მარტო. შენში ყოველთვის იქნება ორი ემოცია, ერთი ტკივილი და მეორე სიტუაციის შესაბამისი. ხანდახან თვალი გაგიშტერდება და სადღაც სივრცეში დაიწყებ ყურებას უაზროდ და ამ დროს მხოლოდ იმ ერთზე იფიქრებ, ადამიანზე რომელმაც დაუმსახურებლად დატოვა აქაურობა და გარდაიცვალა. ნებისმიერი წვრილმანი გაგახსენებს მის თავს, ქუჩაში მის სახლს ჩაუვლი და გაგახსენდება როგორ რეკავდი ზარს მის კარზე, როგორ იწყებდა ძაღლი ყეფას და როგორ სიხარულით სავსე თვალებით გეგებებოდა და გეხუტებოდა სტუმრად მისულს. ყოველ დილით სკოლას გაუვლი და გაგახსენდება გავლილი 12 წელი და ათასი სისულელე რომელიც ბავშვობასთან გაკავშირებდა.

ფოტოები, ვიდეოები და მოგონებები, მხოლოდ ესენიღა დამრჩა მარიამისგან. ვათვალიერებ, ვუყურებ და ბოლომდე მიჭირს აღქმა რომ დღეს სამუდამოდ გამოვემშვიდობე. სულისშეხუთვამდე მომენატრება, მომენატრება და ვერაფრით ვუშველი ამ საშინელებას. მონატრება დაგვტანჯავს ყველას. აქამდე ყოველთვის ბევრად მეჩვენებოდა ის 4 თუ 5 დღე როდესაც მიცვალებულს სახლში აჩერებდნენ, მაგრამ ეხლა ვფიქრობ რომ ეგეც ცოტაა. ცოტაა იმიტომ რომ უკანასკნელ დღეებს და საათებს ითვლი როდესაც შეგიძლია რომ შეხედო, შეეხო, ჩაეხუტო და ეურთიერთო.  დაკრძალვის მერე აღარაფერი აღარ გრჩება, საერთოდ არაფერი მოგონებების და ტკივილის გარდა.

20 წლის იყო, ძალიან ახალგაზრდა სიკვდილისთვის. მჯერა რომ სიკვდილის მერე სიცოცხლე არსებობს და მარიამი სადღაც იქ, კარგ ადგილასაა. მთელი ცხოვრება მეშინოდა სიკვდილის, მეშინოდა იმიტომ რომ არ მინდოდა რომელიმე ჩემი საყვარელი ადამიანი დამეკარგა, თანაც სამუდამოდ. მაგრამ ვერასდროს ვიფიქრებდი რომ ასე მალე მოხდებოდა ეს ყველაფერი.

ჩასასვენებელს თავსაფარს ახურავენ, თოკებით მიწაში უშვებენ და მუჭით მიწას აყრიან. მისთვის ყველაფერი მთავრდება.

მაგრამ, ჩვენ? აქ დარჩენილები? უბრალოდ ვაგრძელებთ ცხოვრებას, ცხოვრებას მის გარეშე. ადამიანი ძლიერია, ყველაფერთან შეუძლია შეგუება, სიკვდილთანაც კი.

რა უნდა კიბოს ბავშვებში? არ უნდა იღუპებოდნენ ასე უსამართლოდ ადამიანები : ((((((((((

რატომ ვწერ ამ პოსტს? იმიტომ რომ მინდა ჩემი ტკივილი ვინმეს გავუზიარო, ვინმეს არა, ძალიან ბევრ ადამიანს, მინდა როგორმე თავი დავაღწიო ყველაფრის ამოთქმით ამ საშინელებას, მაგრამ ყოველ ჯერზე ვხვდები რომ აზრი არ აქვს. რამდენ ადამიანსაც არ უნდა გავუზიარო, რამდენიც არ უნდა ვიტირო, სიკვდილი ისეთი ძუკნა რამეა რომ ასე ადვილად არ გაგათავისუფლებს ტკივილისგან. ისღა დამრჩენია გავაგრძელო ჩვეული ცხოვრება ჩემს ტკივილთან ერთად.

14 thoughts on “უსათაურო

    1. Butterfly

      ტკივილი არ ქრება…უბრალოდ ვსწავლობთ მასთან ერთად ცხოვრებას

      Reply
  1. ketusi.com

    საშინელებაა საყვარელი ადამიანის დაკარგვა,გინდ ნათესავი იყოს და გინდ მეგობარი.მართალი ხარ, გამიგია,რომ იტყვიან ხოლმე,რა არის ეს დაკრძალვა და პანაშვიდებიო—მაგრამ ამას ამბობს ის,ვისაც ახლობელი ადამიანი არ დაღუპვია.ზუსტად გადმოეცი ის ემოცია,რამ იმ დროს ჭირისუფალის გულებში ტრიალებს,ნათ.მე, მამა სანამ არ დამეღუპა,ვერც მე ვხვდებოდი რამხელა ტკივილია სიკვდილი და როგორ ვერ ეგუები მას.ვიზიარებ მწუხარებას…

    Reply
  2. Butterfly

    ხომ იციი როგორ მესმის :შ თავიდან მეტკინა ყველაფერი… მახსოვს შენი სიტყვები და კომენტარები ჩემ პოსტებზე თუ როგორ გეშინოდა სიკვდილის… აუუ რავი რააა… ჩვენ ვიკითხოთ აქ დარჩენილებმა თორე გარდაცვლილს აღარაფერი უჭირს… :ს:ს:ს ერთადერთი დაუმარცხებელი და მარადიული რამ – სიკვდილი :შ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მე კიდევ მგონია რომ ჩვენ კიდევ არაფერი გვიჭირს, გარდაცვლილმა იკითხოს : (((((

      Reply
      1. Mari

        გეთანხმები ნათ. ბრალი მათი, ვისთვისაც ყველაფერი დასრულდა. ცოცხალი ყოველთვის გააგრძელებს ცხოვრებას და მერე როგორ…

  3. kavteli

    :/ მთელი ბავშვობა ვფიქრობდი, რომ მიცვალებულები პირდაპირ ეკლესიაში უნდა დაესვენებინათ ან სადმე, ოღონდ არა სახლში, მაგრამ მერე ერთხელ მეც აღმოვაჩინე, რომ 4–5 დღე მართლა ძალიან ცოტა იყო..

    მთავარია გწამდეს, რომ მოვა დრო და ყველა ისევ ერთად იქნებით, ოღონდ უკვე იქ.. თუ არ გწამს, საშინელებაა მხოლოდ იმაზე ფიქრი, რომ მას ვეღარასრდოს ნახავ და რომ იქ მიწაში ნელ–ნელა ჭამენ

    Reply
  4. Pingback: ბლოგერებმა ამატირეს « G O R E L I

    1. siyvarulovna Post author

      დედაც მოვტყან😐 რატომ უნდა იღუპებოდნენ ასე ახალგაზრდები😐

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s