მე გოგო

20 წლის ვარ, თანაც თქვენ წარმოიდგინეთ და გოგო. მაგრამ, დანარჩები გოგოების არაფერი მცხია. 9gag-ზე ხშირად იდება ხუმრობები მდედრობითი სქესის წარმომადგენლებზე, და სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები რომ ცოტა არ იყოს და სხვანაირი გოგო გამოვუვედი ჩემებს.

დავიწყოთ დილით. გოგონების უმეტესობა დგება სახლიდან გასვლამდე მინიმუმ 30-40 წუთით ადრე, რომ ჩასაცმელის მომზადება და თავის მოწესრიგება მოასწრონ. მე ვდგები 10 წუთით ადრე. სხვები სარკესთან მინიმუმ 3-ჯერ გაივლიან, მე მხოლოდ ერთხელ.

შოპინგი – გოგოები იქით იყოს და შოპინგს ბიჭებიც საკმაოდ დიდ დროს ანდომებენ. ათას რამეს კიდებენ ხელს, ათას კაბას/შარვალს/შორტს იზომავენ და საბოლოოდ არჩევენ იმას რაც საღამოს სახლში უკვე აღარ მოსწონთ. მე – მივდივარ, 10 წუთში ვარჩევ რამეს, მომაქვს სახლში და მეორე დღეს ვიცვამ სიამოვნებით. გარდა ამისა, გოგონების გარდერობები გაძეძგილია სხვადასხვა ფერის, ნაჭრის, ზომის, სიგრძის თუ სისქის კაბებით. ჩემს გარდერობში ერთადერთი კაბა კიდია, ბანკეტის, რომელიც მხოლოდ ერთხელ მეცვა და მეორედ ხვალ ვუმიზნებ ჩაცმას. გარდა ამისა, სულაც არ ვთვლი საჭიროდ რომ 700 შარვალი, 1345 კაბა, ორი ამდენი მაისური და 76 ჟაკეტი უნდა მედოს უჯრებში, რადგანაც ხშირად მათი გამოყენება თავადაც ავიწყდებათ. ვთვლი, რომ რამდენიმე ჯინსი, ბევრი მაისური, ორი ჟაკეტი და კედები სრულიად საკმარისია გარდერობისთვის. არც სხვებივით კვირაში ერთხელ მაღაზიებში სიარული მხიბლავს და საოცრად მაგიჟებს ის ფაქტი რომ ბევრისთვის შოპინგი თერაპიაა. ჩემთვის ნერვოზის ამკიდებელი წუთებია.  ალბათ გარდერობის თემაშივე უნდა განვიხილო მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, რომელსაც სასტიკად ვუფრთხი. სამაგიეროდ, დანარჩენები ქუსლებზე თავს ნამდვილ, დახვეწილ ქალბატონებად გრძნობენ.

მაკიაჟი – თითებზე შემიძლია ჩამოვთვალო ის დღეები როდესაც მე მაკიაჟი მეკეთა. ალბათ სულ 3-4ჯერ იყო მსგავსი შემთხვევა. უნდა აღინიშნოს რომ მაკიაჟში ფრიად მომხიბლავი ვარ, პრინციპში, მომხიბვლელობას ისედაც არ ვუჩივი. არ მიყვარს მაკიაჟი, ვერ ვგუობ და სულ მგონია რომ სახეზე საშინელი რამეები მადევს, ძალიან მამძიმებს და არაკომფორტულად ვგრძნობ თავს. სწორედ ამის გამოა, რომ წელიწადში სულ რამდენჯერმე ვისვამ თვალის ფანქარს და ჩრდილებს. ტონალურს, რუმიანას, კრემპუდრას, პუდრს და სხვა მათ ბიძაშვილებს არ ვეკარები, უფრო სწორად ვერ.

ამ შუაღამისას მეტი ისეთი არაფერი მახსენდება. მაგრამ ხშირად ვგრძნობ განსხვავებას ჩემსა და 90% გოგოებს შორის, რაც სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან მხიბლავს. არ ვარ მათი მსგავსი და ბრბოში გარეული მდედრთაგანი, არ ვმეტყველებ და ვიცვამ მათსავით, არ ვყვები მოდას ბრმა მაიმუნივით და ა.შ. ჩიტის ვიდეო ნახეთ?

თუ ნახეთ გეტყვით, რომ ამ “გოგონებისგან” 180 გრადუსით ვარ განსხვავებული და ძალიან ბედნიერი.

 

28 thoughts on “მე გოგო

  1. karamelka

    ე.ი არაჩვეულებრივი გოგო ხარ პირდაპირი მნიშვნელობით :))

    Reply
  2. Mari

    კარგი რა.. ძალიანაც გოგო ხარ შენ. თუ მოინდომებ, უფრო გოგოც შეგიძლია იყო, მაგრამ იცი რა? ვერ ვიტან, სულ მთლად გოგო როა ადამიანი. შტერები მგონია ეგეთები და მაღიზიანებენ :\ 😀

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მოვინდომო რა :დ არ მინდა რომ ვიყო. მომწონს ის გოგო რომელიც ვარ :დ

      Reply
      1. Mari

        ანუ იმას ვამბობ, რომ ზოგჯერ, როცა ხასიათზე ხარ მაკიაჟსაც მშვენივრად იკეთებ და ახალნაშოპინგარი “ზიზიებიც” მშვენივრად გიხარია 😀

      2. siyvarulovna Post author

        ზიზიები ყოველთვის მიხარია :დ
        მაგრამ შოპინგი არ მიყვარს :დ თვითონ ფაქტი და ამიტომაც ჩემი ყველაზე გრზელვადიანი შოპინგი ნახევარსაათს გრძელდება ^_^

        მაკიაჟში კი, როგორც აღვნიშნე თვალის ფანქარი და ხანდახან ჩრდილები შედის ^^

  3. Butterfly

    ვთვლი, რომ რამდენიმე ჯინსი, ბევრი მაისური, ორი ჟაკეტი და კედები სრულიად საკმარისია გარდერობისთვის. არც სხვებივით კვირაში ერთხელ მაღაზიებში სიარული მხიბლავს და საოცრად მაგიჟებს ის ფაქტი რომ ბევრისთვის შოპინგი თერაპიაა.<<<აიიიი მანდ ვარ მეეც რაა :დ :)))

    Reply
  4. ninnaka

    შოპინგოთერაპიის არც მე მჯერა, დანევროზებული არა მაგრამ გადაქანცული მოვდივარ სახლში, განსაკუთრებით მაშინ თუ ფეხსაცმლის ყიდვას ვცდილობ, ხო ვცდილობ, იმიტომ რომ ჩემი ზომა ფეხსაცმელი ბავშვთა განყოფილებას უფრო აქვს ვიდრე დიდებისას 😐

    Reply
  5. islandglocke

    e.i. sruliad getanxmebi..shopping chemtvis jojoxetia..vinmestan gayolaze ki ara chemtvisac ki mezareba xolme wasvla rom sachiro nivti viyido…makiaji mxolod dzalian light visvam tu samsaxurshi var…da ise bunebrioba mirchevnia…sarkestan ar vatareb cxovebis nawils da arc gadatenili garderobi maqvs…miyvars tavisuplad rom macvia da rom daikakvebian ver vitan am kuslebze…nu maqvs erti ori kaba, romelic albat sukunea ar chamicvams…tansacmelic upro bichuri momwons…eg ki ara chemi dzmis sunamosac visxav xolme :DDD me xom momwons da sxvas ras vuyureb… :DDDD

    Reply
  6. tabblet

    მშვენიერი პოსტია, მომეწონა და საერთოდაც კარგი ბლოგი გაქვს 🙂

    Reply
  7. ❥ Natsy

    ვიდეოზე მაგრა ვიღადავეეე :დდდ
    ძალიან კარგი პოსტია 🙂

    Reply
  8. Pingback: მარტინი უნიქის ტერასაზე « MrsMarch

  9. Pingback: მარტინი უნიქის ტერასაზე

Leave a reply to Butterfly Cancel reply