უახლოესი წარსული

როდესაც სახლში დაღლილი და გაუბედურებული მოვდივარ ვცდილობ გავიხსენო რაიმე სასიამოვნო რაც წინ მელის. ბევრი ფიქრის შემდეგ და იმის აღმოჩენით რომ ფინანსებში გაჭედილი ვარ, მივხვდი რომ მომავალში შუალედურების და ფინალური გამოცდების მეტი არაფერი არ მელის, რაც ავტომატურად იმის ტოლფასია რომ საშინელი პერიოდი მელოდება.

ვინაიდან და რადგანაც გვირაბის ბოლოს სინათლე არ ჩანს მირჩევნია უახლოეს წარსულში მომხდარი რამე სასიამოვნო გავიხსენო და სასიამოვნო ფიქრებით და იმის იმედათ, რომ მსგავსი რამ კიდევ განმეორდება დავიმშვიდო ჩემი აფორიაქებული სული.

პირველი რაც მახსენდება მარტინის ფართი იყო უნიკის ვერანდაზე. როგორც აღმოჩნდა  Martini Royale Casting–ის პრეზენტაცია იმართებოდა, რომლის თანახმადაც ნებისმიერ გოგონას 25 წლის ასაკიდან ეძლევა საშუალება გახდეს მარტინის სახე. ამისათვის საჭიროა გადაიღოს 60 წამიანი ვიდეო, რომელიც უნდა პასუხობდეს მარტინის სლოგანს: ,,წარმატება ცხოვრების წესია”,  ,,არ არსებობს წარმატება, არსებობს ადამიანი ვინც მას ქმნის”. შეგიძლიათ ვიდეოში ისაუროთ, ან უბრალოდ წარმოაჩინოთ თქვენი თავი სხვა კუთხით. რა თქმა უნდა ვიდეოს გადაღების დროს გენიჭებათ  სრული თავისუფლება და სასურველია მიეძალოთ კრეატივს. აღნიშნული კონკურსი გრძელდება 9 ივლისამდე მთელს მსოფლიოში. საქართველოში გამოვლინდება 25 ნახევარფინალისტი ლაიქების საშუალებით, ამ 25-დან 3-ს აირჩევს სპეციალური ჟიური და აი ბოლოს, ერთი ყველაზე საინტერესო, ყველაზე კრეატიული და შესაფერისი იმისთვის, რომ იყოს მარტინის სახე გაემგზავრება იბიცაზე და მონაწილეობას მიიღებს Martini royale casting-ში. გამარჯვებული გოგონა საჩუქრად მიიღებს Christian Louboutin–ის 12 წყვილ ფეხსაცმელს, წამყვანი დიზაინერების 12 ხელ სამოსს, 150 000 ევროს და გახდება მარტინის ახალი სარეკლამო რგოლის გმირი. ჩემთვის, ყველაზე არაგოგოსთვისაც კი საოცრად მომხიბლავად ჟღერს ახალი 12 წყვილი ფეხსაცმელი და 12 ხელი სამოსი, თან წამყვანი დიზაინერების მიერ შექმნილი, აღარაფერს ვამბობ 150 000 ევროზე. მოკლედ სცადეთ, თქვენი რა მიდის ^^ თანაც, როგორც ვიცი ჯერ ცოტა კონკურსანტია, ასე რომ ნამდვილად გაქვთ შანსი მოიგოთ.

ჰო, ერთადერთი რაც ამ ყველაფერში არ მომეწონა ის ფაქტია რომ გოგონა აუცილებლად 25+ უნდა იყოს, რომ შესძლოს კასტინგში მონაწილეობის მიღება. აი, მე კი ვთვლი რომ მარტინის სახე თავისუფლად შეიძლება იყოს 20 წლის კეკლუცი გოგონა ^^ თუმცა, ამ საერთაშორისო სტანდარტებს ხომ ვერსად გაექცევი😐

აღნიშნულ ფართზე მშვიდად ვწრუპავდი მარტინის, ვუსმენდი მუსიკას და ვათვალიერებდი ხალხს. თანაც, ეს ივენთი ყველასგან გამოირჩეოდა თუნდაც იმით რომ მე მეცვა საღამოს კაბა, ვიდექი მაღლებზე, მქონდა შესაბამისი მაკიაჟი და განსვავებული ვარცხნილობა. მგონი კარგად გამოვიყურებოდი, მაგრამ ყველაზე მეტად ჩემი დის მიერ გაკეთებულმა ვარცხნილობამ მომხიბლა. ხუთშაბათს გამართული მარტინის ფართი წინა კვირაში მომხდარი ერთ-ერთი საინტერესო და სასიამოვნო ივენთი იყო, რომელიც მშვიდ და წყნარ გარემოში გავატარე მარტინთან ერთად❤ პოსტის დასასრულს კი ვიმედოვნებ რომ მსგავსი საღამოები და მშვიდი საღამოები კიდევ ბევრი იქნება და ოდესმე მაინც გამოჩნდება გვირაბის ბოლო სინათლე, თუნდაც შუალედური და ფინალური გამოცდების შემდეგ.

ბონუსად, ჩემი ფოტო, რომელიც მარტინის ივენთზეა გადაღებული

3 thoughts on “უახლოესი წარსული

  1. MrsMarch

    მარტინთან კიარა, მარტინისთან) :დ კარგად გამოიყურებოდი❤

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s