სტუდენტი გოგონას ცხოვრება

ის სენი შემეყარა ძველ ბლოგერებს რომ სჭირთ. ვეღარ ვწერ, უფრო სწორად არ ვიცი რაზე ვწერო. არადა, იყო დრო კვირაში რამდენიმე პოსტს ვწერდი, ბლოგი აქტიური და მხიარული იყო, მეც წერის ხალისი მქონდა. ერთი შეხედვით არაფერი შეცვლილა, ისევ ისე ვცხოვრობ და ჩემ გარშემოც ისევ ხდება საინტერესო რამეები, თუმცა წერას ხომ თავის მობმა უნდა, მეკიდევ ყველაზე ზარმაცი ადამიანი ვარ, ვინც კი ოდესმე შეგხვედრიათ. ნუ ეცდებით შემოკამათებას, არ ღირს.

ჩვეულებრივი სტუდენტი გოგონას ცხოვრება მაქვს.

ბოლო ერთი კვირა შუალედური გამოცდები მქონდა. ალბათ ეს ის ბედნიერი შემთხვევა იყო როდესაც თითოეული გამოცდა მაგრად მეკიდა, ქულები საკმარისად მაქვს დაგროვებული, და თითოეულ გამოცდაზე 5 ქულაც კი მეყოფოდა, ამიტომ ბევრი არ მინერვიულია. ერთადერთი რაც მაბრკოლებდა მაღლივი იყო. ვერ ვიტან მაღლივს და საერთოდაც, მაღლივი ჩემი ტკივილია (c). ყოველ დილით 9-საათზე იქ ყოფნა, კიბეებთან დგომა, ჩანთის ჩაბარება, სექტორის მოძებნა და ლოდინი როდის დაიწყებენ გამოცდას ძალიან მოსაბეზრებელია. ასე იყო თუ ისე, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, უბრალოდ რა საკვირველია ქულები ჯერ არ დადებულა, ხომ უნდა გვაწვალონ ცოტა, სანამ ფინალური გამოცდები დაიწყება.

16 ივნისი. შაბათი. ორი გამოცდა ერთ დღეს და 3 საათიანი შუალედი. მაღლივის ჰავა და გამოცდები ბიბლიოთეკაში გაიძულებს საიდანმე გადახტე :დ

ფინალური გამოცდები 29 ივნისს მეწყება და 16 ივლისს ვამთავრებ. თუმცა, ხელაღებით იმის თქმა, რომ გამოცდებს 16-ში ვამთავრებ მაინც არ შემიძლია, რა იცი და გადასაბარებელი გამიხდეს რამე, მერე რა ვქნა? ხოდა მინიმუმ 1 თვე ისევ უნივერსიტეტზე ვიქნები გადართული. გარდა ამისა, ეს ზაფხული იმით იქნება გამორჩეული რომ ვიმუშავებ! summerjob-ზე დავრეგისტრირდი. მეორედ რომ გამოცხადდა ვაკანსია მაშინ. სხვათაშორის ძალიან ადვილად. ლუდსახარშ ზედაზენში გაყიდვების მენეჯერის ასისტენტი უნდა ვიყო. მაგრამ, რას და სად გავაკეთებ ჯერ უცნობია. მთელი ზაფხული, 20 აგვისტომდე, თბილისში მომიწევს ყოფნა და მუშაობა. დედაჩემი მეუბნება დაანებე თავი, არ იმუშაო და იმ ფულს რაც უნდა გადაგიხადონ მე მოგცემო, მაგრამ ჯიუტად მაინც მინდა მუშაობა. თუნდაც იმ ვაკანსიაზე, სადაც დავრეგისტრირდი. ხელფასით კარგი გეგმები მაქვს.

გარდა გამოცდებისა უნივერსიტეტში კონკურსებიც ტარდება. ერთ-ერთი მისია 2012 იყო, რომლის ფარგლებშიც 6 ფინალისტ გუნდს გვევალებოდა გურიელის ხილის ჩაის მარკეტინგული და საკომუნიკაციო სტრატეგიის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა. ჩემს გუნდში კნუტი და ანნა იყვნენ. სამივე იურისტმა თავი უცბად მარკეტინგის სამყაროში ამოვყავით, იქ სადაც არაფერი გვესაქმებოდა და რომლის ანა-ბანაც არ ვიცოდით. თუმცა, ჩვენდა სასახელოდ, და ჯესის დახმარებით, უნდა ითქვას რომ ელემენტარულ რამეებში კარგად გავერკვიეთ და პროექტი და პრეზენტაციაც ნორმალური გავაკეთეთ. თუმცა, არც ისეთი კარგი, რომ გაგვემარჯვა. არაუშავს, ამ კონკურსიდან მაინც ბევრი რამ წამოვიღე, თუნდაც ის რად ღირს რომ მარკეტინგის ანა-ბანა ავითვისე და რაჭაში ვიყავი პირველად.

რაჭა. ფინალისტ გუნდებთან ერთად.

შუალედური გამოცდების დასრულებისთანავე, მეორე დღეს ანასთან და კნუტთან ერთად აკვა-პარკში წავედი. დღის პირველი ნახევარი მოღრუბლული და ქარიანი იყო. წყლიდან ამოსულები სველ პირსახოცში ვეხვეოდით და ვკანკალებდით. სამაგიეროდ ენერგიულად ვსრიალებდით სხვადასხვა სასრიალოებზე და ხმის ჩახლეჩვამდე ვყვიროდით. სხვათაშორის, კიბეებზე ასვლა და კამერის ათრევაც არ მეზარებოდა. ასე 4-საათისკენ მზეც გამოვიდა, შევიბრაწეთ და ბედნიერები წამოვედით. სიამოვნებით მოვიწყობდი კიდევ ერთ მსგავს დღეს საკმარისი ფული რომ მქონდეს:/ თუნდაც 15 ლარი და ზუმით წავიდოდი იქ. მაგრამ, ეგ 15 ლარიც არ მაქვს. ხომ ვთქვი, ჩვეულებრივი სტუდენტი გოგონასავით ვცხოვრობ-მეთქი, უმუშევარი სტუდენტი გოგონასავით.

გაბურძგნული მე, აკვა-პარკში

ცოტა ხანში ფინალურები იწყება, კვირის ბოლოს სემინარები და ლექციები დასრულდება და წესით და რიგით ბოლომდე ორიენტირებული გამოცდებზე უნდა ვიყო. მგონი, ამ სემესტრის დასაწყისშიც ვთქვი, არც-ერთი საგანი აღარ შემეტენება-მეთქი და სწორედ ეგ პირი უჩანს (ტფუი ტფუი თვალი არ ეცეს).

ხო, ძველებურად ვარ, კარგად და მშვიდად. ჩვეულებრივად და ამავე დროს განსხვავებულადაც.

11 thoughts on “სტუდენტი გოგონას ცხოვრება

  1. Mari

    მილიონი რაღაც გაქვს მოსაყოლი არადა.. სულ სადღაც დათარეშობ და რაღაცას აკეთებ😀 შენი აზრები მაინც წერე. ფეისბუქზე კი გადმოდგები ხოლმე მშვენივრად და აჭრელებ ვოლს..

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      აი, ეგაა პრობლემა რომ ფეისბუქზე გადმოვინაცვლე და დღის განმავლობაში 100500 სტატუსს ვწერ და კვირის განმავლობაში არც-ერთ წინადადებას ბლოგზე:/
      არადა როგორ მომენატრა :ს

      Reply
  2. cinikosi

    ❤ კარგი იყო უცებ ჩავიკითხე.
    ნეტა მალე დამთავრდეს ჩემი გამოცდები, რომელიც სამწუხაროდ ჯერ არც დაწყებულა :))

    Reply
  3. Salome Kanario Ust

    rogor mesmis sheni blogis ambavshi…:/
    chemtanac rom sheixedo, zustad msgavsi situaciaa…:/
    da mere, ase, ertianad momindeba xolme yvelafris moyola:|
    :kolegebivartsizarmaceshi:

    Reply
  4. Marie Ninua

    მომწონს შენი ბლოგი. ადრე ვერ გიკომენტარებდი ეხლა ვნახე რომ ფეისბუქითაც ყოფილა. წერე რამეზე, ცხოვრებისეული პოსტებია საინტერესო:)

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მადლობა ^^
      ხო, ფეისბუქიდანაცაა შესაძლებელი კომენტარების დატოვება და სხვათაშორის ფრიად კარგი ფუნქციაა<3

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s